Home სხვადასხვა დაიჯესტი რომელი პოლიტიკური სისტემაა ეფექტური მმართველობისთვის უკეთესი: ჩინური თუ დასავლური?

რომელი პოლიტიკური სისტემაა ეფექტური მმართველობისთვის უკეთესი: ჩინური თუ დასავლური?

რატომ სთხოვა იტალიამ გადარჩენა ჩინეთს

976
რომელი პოლიტიკური სისტემაა ეფექტური მმართველობისთვის უკეთესი: ჩინური თუ დასავლური?

იტალიამ დახმარება ითხოვა ეპიდემიასთან ბრძოლაში და მას მიიღებს ჩინეთისგან. კიდევ ვისთვის უნდა ეთხოვა? ვის აქვს მსოფლიოში ვირუსთან წარმატებით ბრძოლის გამოცდილება? ვის ჰყავს ათასობით ექიმი მკურნალობის შემოწმებული მეთოდებით და ათასობით სხვა ადამიანი, რომლებმაც შექმნეს საკარანტინო ბარიერები და იციან, როგორ კეთდება ეს?

ცვლილება შეუმჩნევლად მოხდა: ეპიდემიის პირველი მსხვერპლიდან ჩინეთი იქცა პირველ ქვეყნად, რომელიც (ეს შეიძლება ცოტა უადგილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ მაინც პირველ ქვეყნად) მომხდარისგან მოიგებს კიდეც. მოგების მასშტაბი შეიძლება ვივარაუდოთ, თუმცა საერთო ვითარება გასაგებია. საქმე ის არის, რომ ორი კვირის წინათ ქალაქ უჰანში მოხდა გამარჯვების მსგავსი რამ _ იქ ჩავიდა ჩინეთის სახელმწიფო მეთაური სი ძინპინი და განაცხადა, რომ ცუდი უკან დარჩა და ეს უკვე ჩანდა: თუ დაავადებულთა რაოდენობა მცირდება, ხოლო გამოჯანმრთელებულთა _ მატულობს, ე.ი., ეპიდემია ცხრება. ასე ხდებოდა უკვე სამი კვირის წინათ. ინფიცირებულთა რაოდენობამ შეიძლება მოიმატოს ჩამოსულთა და არა ადგილობრივების ხარჯზე.

სი ძინპინი უჰანში ჩავიდა იმ ჰოსპიტლის დასახურავად, რომელიც 10 დღეში ააშენეს, _ დასახურავად იმიტომ, რომ საჭირო აღარ არის, პაციენტები უკვე აღარ არიან (სულ ააშენეს 16 ასეთი სამედიცინო დაწესებულება და უკვე ყველა დახურულია). სახელმწიფოს მეთაურმა უჰანში ჩასულ და ადგილობრივ მედიკოსებსანგელოზთა შორის უშესანიშნავესებიდანათელისა და იმედის წარგმოზავნილებიუწოდა, აგრეთვე, “ახალი ერის ყველაზე შესანიშნავი ადამიანები”. მათ, ისევე, როგორც ქალაქის სხვა მცხოვრებლებმა და კარანტინში მყოფი ორი პროვინციის მოსახლეობამ, ეს პოეტური ეპითეტები მართლაც დაიმსახურეს.

ქვეყანაში აჯამებენ იზოლაციის უპრეცედენტო ზომებს, რომლებმაც 58 მლნ ადამიანის ცხოვრების დამბლა გამოიწვია მხოლოდ ერთ პროვინციაში. და ზოგჯერ პატიოსნად აღიარებენ, რომ ბევრი რამ მეტისმეტი და არასაჭირო იყო. თუმცა დასძენენ, რომ დადებითმა მომენტმა ყველაფერი გადაწონა. ამას გარდა, ვინ იცოდა წინასწარ, რა უნდა გაეკეთებინა? მუშაობდნენ ყველაზე ცუდი ვარიანტიდან გამომდინარე. დღეს ზოგიერთი მედიკოსი ცდილობს, უკანა რიცხვით აღნიშნოს ეს ცუდი ვარიანტი. აი ჰარვარდის უნივერსიტეტის მედიცინის მკვლევარ მარკ ლიპსიჩის შეფასება: არაფერი რომ არ გაკეთებულიყო, დღეს ჩინეთში 2 მლნ ინფიცირებული და 40 ათასი გარდაცვლილი უნდა ყოფილიყო. მით უმეტეს, რომ ვაქცინა მხოლოდ ჰორიზონტზეა. რუსეთჩინეთის ერთობლივი პრეპარატის გამოცდა ჯერ დასრულებული არ არის და თავდაპირველად საერთო დანიშნულების წამლებს იყენებდნენ”.

სხვათა შორის, გამოდის, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ კარგი ვარჯიში ჩაატარა სამოქალაქო თავდაცვის ნაწილში და ახლა ბევრი ხვდება, რომ ამ ქვეყნის წინააღმდეგ ბაქტეოროლოგიური ომის დაწყება ფუჭი საქმეა.

მთავარია, რომ დღეს კორონავირუსის მხრივ ყველაზე უსაფრთხო ადგილი ჩინეთია და არა ის ქვეყნები, რომლებშიც თითქოს არ არის ვირუსი. იმიტომ, რომ ჩინეთში ჯერ მისი გამოვლენა ისწავლეს, შემდეგ _ გავრცელების შეკავება, ბოლოს კი _ მისგან განკურნება. და ეს იცის მსოფლიომ. აი ასე აღმოჩნდა ჩინეთი უნიკალურ მდგომარეობაში და შეუძლია და სურს კიდეც ყველას დახმარება (ისევე, როგორც, მაგალითად, რუსეთს, საიდანაც ნებისმიერ მომენტში შეუძლია აიღოს სტარტი რუსეთის სამოქალაქო თავდაცვის, საგანგებო სიტუაციებისა და სტიქიური უბედურების სალიკვიდაციო გუნდმა, რომელმაც იცის, რა გააკეთოს მიწისძვრის ან წყალდიდობის შემთხვევაში), ვინც სთხოვს. იტალიაში დესანტის გადასროლამდე ასეთივე აქცია იყო ჯერ ირანში, შემდეგ _ ერაყში. ახლა ამ ქვეყნებში ხიფათი ნელნელა შემცირდება. ამას გარდა, იყო ვიდეოკონფერენციები სპეციალისტებისთვის ევროკავშირის, ასეანის, თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციის ქვეყნების, აგრეთვე, თურქმენეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს სპეციალისტებისთვის.

უამრავ ენაზე ითარგმნა უკვე განახლებული მეშვიდე ინსტრუქცია იმის შესახებ, როგორ უნდა მოიქცნენ მედიკოსები ამა თუ იმ ვითარებაში.

დამატებით ჩინეთმა 20 მლნ დოლარი აჩუქა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და ეს მხოლოდ სახელმწიფოს ხაზით. დაზარალებულ ქვეყნებს ეხმარებიან ჩინური კერძო სტრუქტურები, იტალიაში კი მუშაობენ ბრიგადები, რომლებიც დაკომპლექტებული არიან ჩინელი ემიგრანტებით.

პოლიტიკური რეალობა ასეთია: თუ თქვენ ხართ ჩინეთის მეგობარი და პარტნიორი, მაშინ იმედი უნდა გქონდეთ, რომ სწრაფად და კვალიფიციურად დაგეხმარებიან, დაეხმარებიან არცთუ კარგ მეგობრებსაც. ასეთმა მიდგომამ გაამყარა ამ ქვეყნის პრესტიჟი და გლობალური ლიდერის სტატუსი.

სხვათა შორის, ადრინდელი ეპიდემიების მიმდინარეობისას, რომლებიც ჩინეთში არ დაწყებულა, არავის უცდია, ასე დახმარებოდა დაზარალებულ ქვეყნებს; არავის უცდია ვირუსებისა და ბაქტერიებისთვის ნაციონალურობის იარლიყის მიწებება, რადგან მიკროორგანიზმებს, ისევე, როგორც ტერორისტებს, ეროვნება არ აქვს.

ეპიდემიის შედეგებზე საუბრისას უნდა აღინიშნოს, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში მრეწველობა შემცირდა 13,5%-ით, მაგრამ ჩინეთში ეპიდემიის ჩაცხრომა მალე გამოიწვევს მრეწველობის აღმავლობას. ეპიდემიამ აჩვენა: მსოფლიოს არ შეუძლია ჩინეთისა და მისი მრეწველობის გარეშე.

საქმე ის არის, შეძლებს თუ არა აშშ მოკავშირეების დარწმუნებას, “ეკონომიკურად მოიშორონ” ჩინეთი (ამერიკა ამას აკეთებს), თუმცა შეიძლება მოხდეს უფრო მარტივი ვარიანტი _ ყველა შეეცადოს, რაც შეიძლება სწრაფად აღადგინოს გაწყვეტილი კავშირები, მიწოდებები, მომარაგება, თანაც შემცირებული ფასებით. ჯერჯერობით ორივე თვალსაზრისის მომხრეები ლაპარაკობენ მხოლოდ იმაზე, რაც ძალიან სურთ, და არა იმაზე, რაც უნდა მოხდეს. ეკონომიკის ვარდნა კი, რომელიც დაიწყო სხვა ქვეყნებში, პროგნოზების კეთებას უსარგებლო საქმიანობად აქცევს.

ჯერჯერობით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ეპიდემიასთან წარმატებით ბრძოლა ჩინეთის ავტორიტეტზე მუშაობს ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში. თვითონ ქვეყანაში ამას აცნობიერებენ და ცდილობენ, ჩამოაყალიბონ რაღაც საერთო დებულება მომხდარის თაობაზე, დაახლოებით ასე: რომელი პოლიტიკური სისტემა წარმოაჩენს თავს ყველაზე უკეთესად კრიტიკულ ვითარებაში _ ჩინური თუ დასავლური? პასუხი აშკარაა

და კიდევ: არც ერთი ქვეყანა მარტო არ უნდა დარჩეს გლობალურ გამოწვევასთან (მათ შორის ჯანმრთელობის მხრივ) ბრძოლაში, მაგრამ სახელმწიფოებსა და ხალხებს შორის ნდობა და თანამშრომლობა მანამდე უნდა დამყარდეს, სანამ კრიზისი დაიწყება.

ეს აზრი შეიძლება ჩაითვალოს ჩინურ შენატანად საერთაშორისო ცხოვრების სწორი ფილოსოფიის შექმნაში.

ria.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here