მთავარი დაიჯესტი რომან პოლანსკიმ ჰარვი ვაინშტაინი ცილისწამებაში დაადანაშაულა

რომან პოლანსკიმ ჰარვი ვაინშტაინი ცილისწამებაში დაადანაშაულა

2076
გააზიარეთ
რომან პოლანსკიმ ჰარვი ვაინშტაინი ცილისწამებაში დაადანაშაულა

რეჟისორის განცხადებით, ვაინშტაინის პრესსამსახურის ერთი თანამშრომელი იყო პირველი, ვინც მასბავშვებზე მოძალადეუწოდა. დასძინა, რომ სწორედ კინოპროდიუსერმა შეუწყო ხელი, გაუპატიურების შესახებ ბრალდება კვლავ გააქტიურებულიყო, რათა მის ფილმპიანისტისთვისშემცირებულიყოოსკარისპრემიის მინიჭების შანსები.

“ვაინშტაინმა ააგორა კამპანია ჩემ წინააღმდეგ, ამერიკული კინოაკადემიის პრემია რომ არ მიმეღო. სწორედ მან გამოჩხრიკა სამანტა გეიმარის ძველი საქმე, რომლის შემდეგ 25 წელიწადი გავიდა და რომელიც არავის აინტერესებდა. პარადოქსია, რომ მე მაინც მივიღე “ოსკარი” როგორც საუკეთესო რეჟისორმა”, _ თქვა პოლანსკიმ.

86 წლის რეჟისორი რომან პოლანსკი ათეულობით ჯილდოს მფლობელია. ადრე მას გაუპატიურებაში დებდნენ ბრალს. 1977 წელს მისი მსხვერპლი გახდა სამანტა გეიმერი.

პროკურორების დასკვნით, პოლანსკიმ შამპანიურით დაათრო და ნარკოტიკებით გააბრუა 13 წლის ამერიკელი გოგონა და აიძულა სექსუალური ურთიერთობა.

კინემატოგრაფისტმა ბრალი აღიარა სასამართლოსთან შეთანხმების საფუძველზე, მაგრამ გაიქცა ევროპაში, როცა შეიტყო, რომ მოსამართლეს შეუძლია გააუქმოს შეთანხმება და ციხეში ხანგრძლივი ვადით გაამწესოს.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here