მთავარი პოლიტიკა როდის იყო ის ბედნიერი დროება, როცა საქართველოში არავის შიოდა და არავის სციოდა?

როდის იყო ის ბედნიერი დროება, როცა საქართველოში არავის შიოდა და არავის სციოდა?

1914
გააზიარეთ
როდის იყო ის ბედნიერი დროება, როცა საქართველოში არავის შიოდა და არავის სციოდა?

დიდი ილიას წინა საახალწლო მილოცვის ცნობილი სიტყვებითმოგილოცეთთქვენმა მონამორჩილმა გასული წლის ბოლოს ახალი წლის დადგომა და 2020 წლამდე დაგემშვიდობეთსაქართველოს უგვირგვინო მეფის მიერ ნათქვამი სიტყვებით, რომლებიც წარმოთქმიდან საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგაც აქტუალურია საქართველოში.

რატომ ბრჭყალებში სიტყვა “მოგილოცეთ”? იმიტომ, რომ დიდი ილიას “რა გითხრათ? რით გაგახაროთ?”-ისა არ იყოს, ჩემი ბოლო წინასაახალწლო წერილიც სამძიმრის დეპეშას უფრო ჰგავდა, ვიდრე საზეიმო მილოცვას _ აღარც კი მახსოვს, ბოლოს როდის მქონდა ჭეშმარიტი საახალწლო განწყობა. ალბათ, მაშინ, როდესაც საქართველოში არავის შიოდა, არავის ციოდა, არავინ იყო ქართველთაგან უპოვარ-მიუსაფარი… მართლაც ვერ ვიხსენებ როდის იყო ის ბედნიერი დროება. იმდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რომ ხანდახან ეჭვიც კი მეპარება _ იყო კი, საერთოდ, ასეთი საყოველთაო სიხარულის ჟამი საქართველოში თუ “იყო და არა იყო რა” ბებიაჩემის ნაამბობი ზღაპარია, რომელსაც მივსტირი?..

რადგან გაზეთის 2020 წლის პირველ ნომერს ე.წ. ძველით ახალი წლის ბედობას იხილავს მკითხველი, ილიას სიტყვებით კიდევ ერთხელ “მივუსამძიმრებ” საქართველოს ამჯერად ძველით ახალი წლის დადგომას…

აჰა, ერთი კიდევ ახალი წელიწადირა მოვულოცოთ ჩვენს თავს, ქართველნო? რა გვაქვს დღეს სასურველი, რომ დავიბედოთ და შევირჩინოთ (ლგბტ-თა გაჯეჯილების, დედაეკლესიის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლანძღვა-გინების, სოხუმ-ცხინვალის დაკარგვისა და დასავლეთის მიერ ბოძებულ-ნებადართული სხვა მრავალი “სიკეთის” სანაცვლოდ, დასავლეთში უვიზოდ ჩასვლა ბებერი ევროპელებისთვის პამპერსების დამოსაცვლელად? _ დ.მ.), რა გვაქვს ხვალ სანატრელი, რომ ვინატროთ და მოვილოდინოთ? (ნატოში შესვლა? _ დ.მ.) უკან მივიხედავთ ამ ახლო ხანებში და ისეთი არა გვრჩება რა (მხოლოდ ნატოში შესვლის ფუჭი დაპირებები და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუციების მაკულატურა, განა ცოტაა, უმადურო ქართველებო? _ დ.მ.), რომ თავი მოვიწონოთ ან ნახვითა ვთქვათ: “ჰოი, წამო სიხარულისავ, ესე სწრაფად სად წახვედი!” წინ ვიყურებით და ხვალინდელის ნისლში იმისთანა არა მოსჩანს რა (რუსეთთან უაზრო კონფრონტაციის გარდა _ დ.მ.), რომ გული გულის ადგილსავე დაგვრჩეს, ან ნატვრით ვთქვათ: “მოვიდინ, დღეო სიხარულისაო!” რა გითხრათ, რით გაგახაროთ?”

თითქოს დღევანდელ საქართველოზე საუბრობსო აწ წმინდანის შარავანდით შემკული დიდი ქართველი და, დარწმუნებული ვარ, ყოველივე ზემოთქმულს ყველა საღად მოაზროვნე ქართველი მოაწერს ხელს.

თუ არა, ვისაც რა მოესურვება, ის მიწოდოს _ ნიჰილისტი, პესიმისტი და ა.შ. უსაფუძვლო ოპტიმისტობას, ურა-პატრიოტობას ხელს ვერ მოვაწერ. ერთი სიტყვით, როგორც დიდმა ჭაბუამ ბრძანა, “აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს”…

ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა”-, ილიაზე დიდი ხნით ადრე გოდებდა მსოფლიოს კიდევ ერთი გენიოსი. არ ვიცი, რამ დაღალა დიდი უილიამ შექსპირი (მას თავისი ჰქონდა სადარდებელი) და რისთვის ნატრობდა სიკვდილს, მაგრამ ნახეთ, როგორ ეხმაურება საქართველოს დღევანდელობას მისი გენიალური 66- სონეტი, რომელიც დიდოსტატურად თარგმნა დიდმა რეზო თაბუკაშვილმა.

რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება,

რადგან არა რამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა,

რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება,

რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა,

რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება,

რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს,

რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ,

რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს,

რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად,

რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა,

რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა”.

სხვისი არ ვიცი, მაგრამ ამ სტრიქონების წაკითხვა იმ ბოროტებას მახსენებს, რომელიც გასული საუკუნის 90-იანებში საქართველოს პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ეროვნულად მოაზროვნე პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, მკვლელობით დაიწყო; ედუარდ შევარდნაძის “ცეკას მდივნობით” გაგრძელდა, შემდეგ კი სააკაშვილბოკერიების სადისტურ-ფაშისტური 9-წლიანი კოშმარით ჩაანაცვლეს ჩვენმა დასავლელმა (წაიკითხე აშშ) “მეგობრებმა”… ბოლოს კი ისევ დასავლეთის ძალისხმევით 2012 წლის არჩევნების შედეგად ბიძინა ივანიშვილის უნიათო “ქართულმა ოცნებამ” შეცვალა. “ქართულმა ოცნებამ”, რომელიც (ათასჯერ ნათქვამს ვიმეორებ), როგორც აღმოჩნდა, სულაც არ ყოფილა ქართველთა ოცნება…

შექსპირის სონეტის მიხედვით თითქმის ყველა მოქმედი თუ ყოფილი მაღალჩინოსანი ნაძირალას პერსონიფიკაცია შეიძლება, მაგრამ წინამდებარე წერილის მთავარ თემად უნიათო ხელისუფლების ქმედება-უმოქმედობა მქონდა ჩაფიქრებული. მაგალითად, როგორ მოხდა ზამთრის ტურისტული სეზონის პიკზე ბაკურიან-გუდაურში ერთდროულად წყლის შეწყვეტა, რომელმაც ტურისტთა ისეთი აღშფოთება გამოიწვია, რომ სამომავლოდ ბაკურიან-გუდაურისკენ გახედვასაც აღარ იფიქრებენ _ დიდი ფინანსური ზარალი ნახა სასტუმრო და, საზოგადოდ, ტურისტულმა ბიზნესმა…

საქართველოს ორ, ერთმანეთისგან ასობით კილომეტრით დაშორებულ მხარეში სინქრონულად დაწყებულ ერთნაირ პრობლემებს, ტერაქტის თუ არა, საბოტაჟის მძაფრი სუნი ასდის.

საბოტაჟის ავტორად მავანმა პოლიტიკოსებმა ზემოთ ხსენებული პრობლემების პრევენცია-აღმოფხვრის შესაბამისი სასახურის ხელმძღვანელი (სახელი არ ვიცი) ქალბატონი დაასახელეს, რომელიც ნაციონალ რომან გოცირიძის ეროვნული ბანკის პრეზიდენტობისას მისი მოადგილე ყოფილა.

პრობლემის შექმნაში ამ ტანდემის ერთობლივად მოქმედების ვერსიას არსებობის უფლება კი აქვს, მაგრამ ვფიქრობ, მეტად უსუსური _ რა, “ქართული ოცნებისაღმასრულებელსაკანონმდებლო ხელისუფლებები სავსე არ არის ყოფილი ბობოლა, უფრო მეტიც, სისხლის სამართლის დამნაშავე ყოფილი ნაცებით?

წინამდებარე წერილზე მუშაობისას, ნაახალწლევს იმდენი და ისეთი გლობალური მნიშვნელობის რაღაცები მოხდა, რომ ბაკურიანი-გუდაურის უწყლობაზე საუბარი არაადეკვატურია და, რომ იტყვიან, კალამი დაუკითხავად სხვა მხარეს გამექცა…

* 2020 წლის 3 იანვარს მოხდა უპრეცედენტო რამ _ აშშის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით მოკლეს ირანის რესპუბლიკის ცნობილი გენერალი და სასულიერო მოღვაწე, აიათოლა ჰომეინის უსაყვარლესი მოწაფე _ ყასემ სულეიმანი, რომელიც ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ერაყის ტერიტორიაზე. მსოფლიოში ტერორიზმთან მებრძოლმა, მშვიდობისა და დემოკრატიის გარანტმა აშშმა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ჩაიდინა ტერორისტული აქტი, რომელმაც, ცნობილ გენერალთან ერთად, ათამდე უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლეც შეიწირა.

ამ გაუგონარმა ვანდალიზმმა ისლამური სამყაროს აბობოქრება გამოიწვია. ერაყის პარლამენტმა ქვეყნიდან აშშ-ის სამხედრო ბაზების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო, მეტიც, ისლამური სამყარო რეგიონიდან აშშ-ის ჯარების გაყვანაზე ალაპარაკდა. ისტორიაში პირველად კი აშშ-ის სტრატეგიულ მოკავშირე ევროპასა და ნატოსაც კი არ გაუკეთებიათ აშშ-ის ქმედების ერთმნიშვნელოვნად მხარდამჭერი განცხადებები;

* მიუხედავად რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციებისა, რეკორდულ ვადებში აშენდა გაზსადენი, რომელიც თურქეთში საზეიმოდ გახსნეს. ცერემონიაზე სხვებთან ერთად სერბეთისა და ბულგარეთის პრეზიდენტებიც იყვნენ მიწვეულნი. ბულგარეთის პრეზიდენტი, რომ იტყვიან, სიმწრით იდაყვებს იჭამდა _ ამ გაზსადენს, თავდაპირველი პროექტით ბულგარეთის ტერიტორიაზე უნდა გაევლო, მაგრამ ამერიკელმა “ძმებმა” უარი ათქმევინეს ბულგარეთს, რომლის ლიდერიც იმით “დაამშვიდა” ვლადიმერ პუტინმა, რომ პატარა ბავშვივით ხელი მოაკიდებინა გაზსადენის სიმბოლური ონკანისთვის. გაზსადენისა, რომელიც, “გაზპრომის” შეფ ალექსეი მილერის განცხადებით, სულ ცოტა, 100-120 წლის განმავლობაში მიაწვდის ევროპას რუსულ ბუნებრივ აირს;

* 5 იანვარს ოფიციალური ვიზიტით მოსკოვს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ეწვია, რომელიც მანამდე 5 წლის განმავლობაში არ იყო რუსეთში ნამყოფი. ეს ის მერკელია, რომელიც ცოტა ხნის წინათ აშშ-ევროკავშირ-ნატოსთან ერთად ისტერიკულად მოითხოვდა რუსეთის დასჯას პოლიტიკური თუ ეკონომიკური სანქციებით და იქნებ ამიტომ განსაკუთრებული პატივის გარეშე მიიღეს კრემლში. რაზე ილაპარაკეს რუსეთისა და გერმანიის ლიდერებმა, უცნობია (ყოველ შემთხვევაში უკრაინაზე და, მით უმეტეს, საქართველოზე რომ არაფერი თქმულა, ცხადია), მაგრამ ერთი რამ უეჭველია _ ირანელი გენერლის მკვლელობის შემდეგ გერმანიის კანცლერის ვიზიტი კრემლში აშშ-ის მიმართ გარკვეულწილად დემარში იყო და მეორე: ანგელა მერკელი მიხვდა (სავარაუდოდ, ევროპის სხვა ლიდერებიც), რომ ძია სემის ხუშტურებზე დაუფიქრებლად აყოლა კარგს არაფერს მოუტანს გერმანიას და, ალბათ, ამიტომაც განაცხადა: ერთმანეთზე ლაპარაკს, ერთმანეთთან ლაპარაკი სჯობიაო…

* ნაახალწლევს შავ ზღვაში გაიმართა რუსეთის შავი და ბალტიის ზღვის ფლოტების მაშტაბური წვრთნები, რაც გარკვეულწილად გაფრთხილება იყო აშშ-უკრაინის ფლოტების დაგეგმილი წვრთნების წინ, რომ ყირიმის სიახლოვეს, ემანდ ზედმეტი არაფერი მოგივიდეთო, მაგრამ ყველაზე ეფექტიანი (რუსები რომ იტყვიან, “Ход Конэм”) სვლა მაინც 7 ინვარს, მართლმადიდებლური შობის დღესასწაულზე ვლადიმერ პუტინის მოულოდნელი ვიზიტი იყო სირიის დედაქალაქ დამასკოში, რომლის ქუჩებში რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან ერთად გზების გადაკეტვის გარეშე ისე გაისეირნა, როგორც მოსკოვის არბატზე.

სიხარულისგან გაბადრულმა სირიის პრეზიდენტმა (რომელიც, რომ არა რუსეთის პრეზიდენტი, კარგა ხნის წინათ გაიზიარებდა სადამ ჰუსეინის ბედს) რუსეთის მთავარსარდალი რუსეთის არმიის სამეთაურო შტაბში მიიწვია, რაც ეფექტური პასუხი იყო კითხვაზე _ ვინ არის რეგიონში მთავარი?

ყოველივე ზემოთქმული კი რუსეთის მიერ გაცემული კომპლექსური პასუხი იყო აშშ-ის მიერ თავხედურად და სისხლიანად დაწყებულ ახალ წელზე!

დავით მხეიძე

P.S. ყასემ სულეიმანის მკვლელობამ შეიძლება ახლო აღმოსავლეთისა და, საერთოდ, ისლამური სამყაროს დეამერიკანიზაციას დაუდოს სათავე.

ანგელა მერკელის ვიზიტიდემარშიც კრემლში იმის ნიშანია, რომ ევროკავშირის წამყვან ქვეყნებსაც ნელნელა ბეზრდებათ აშშის კარნახით ცხოვრება.

ჰოდა, იქნებ ახლა მაინც მოეგონ გონს ჩვენი პროამერიკელი პოლიტიკოსები და, ნატონატოს უაზრო ყვირილის ნაცვლად, რუსეთის ფედერაციასთან დაახლოების გზები ეძებონ. მით უმეტეს, ბავშვსაც კი ესმის, რომ სოხუმცხინვალის გასაღები (თუ კიდევ არსებობს) კრემლშია და არა თეთრ სახლში.

 მაგრამ, როგორც იტყვიან, მეტი არაა ჩვენი მტერი, ამ სულგაყიდულმა პოლიტელიტამ ეს გააკეთოს

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here