Home რუბრიკები პოლიტიკა როდის გაიმარჯვებს საქართველოში კეთილი ბოროტზე

როდის გაიმარჯვებს საქართველოში კეთილი ბოროტზე

ვლადიმერ პუტინი _ მესიის მახვილი?

3007
როდის გაიმარჯვებს საქართველოში კეთილი ბოროტზე

წინამდებარე წერილი გარკვეულწილად თქვენი მონამორჩილის ბოლო მასალის (“როცა მარჯვენამ არ იცის, რას აკეთებს მარცხენა”) გაგრძელებად შეიძლება ჩაითვალოს; სტატიისა, რომლის ფინალშიც ჩვენი სამშობლოს დღევანდელი, რბილად რომ ვთქვათ, სავალალო მდგომარეობიდან გამომდინარე, ეჭვი გამოვთქვი, დიდი შოთა რუსთაველის ერთერთი აფორიზმის _ “ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია”- აპრიორი მართებულობის მიმართ.

დიახ, სამწუხაროდ, ცხოვრება ზღაპარი არ არის, რომლის ბოლოც აუცილებლად კეთილია, არამედ… სწორედ ამ “არამედ”-ის პრიზმაში ვუყურებ თუ აღვიქვამ ჩვენი სამშობლოს წარსულს, აწმყოსა და მომავალს; ვუყურებ, მაგრამ უახლოეს პერსპექტივაში კარგს ვერაფერს ვხედავ. ზემოთ, საქართველოს დღევანდელობის მიმართ, “რბილად რომ ვთქვათ”-მეთქი, _ ამოვიოხრე, რადგან “მაგრად” თქმისთვის, უიმედობისთვის ვერ გავიმეტე, “დავინდე” მკითხველიცა და საკუთარი თავიც, მაგრამ ერთი ლექსისა არ იყოს, “რა დროს ლექსიაო, მოუკვდა პატრონი, ხმლით შემოვარდნილა ერეკლე ბატონი”-ო, დღესაც იმ დღეში ვართ, როცა რაღა დროს ვინმეს დანდობა და მით უმეტეს იმ “ვინმესთვის” უსაფუძვლო იმედის მიცემაა, როდესაც ქვეყანა თავზე გვენგრევა. რომელი ერთი მაგალითი მოვიყვანო იმის საილუსტრაციოდ, რომ ზემოთ უფრო ვაკლებ, ვიდრე ვაჭარბებ დღევანდელზე მსჯელობისას?!

დიახ, რომელი ერთი, რადგან “ქართლის ჭირსა ვერვინ მოსთვლის…”, როგორც ბრძანებდა დავით გურამიშვილი.

პროფესიით ისტორიკოსი არ ვარ, მაგრამ “გავკადნიერდები” და ვიტყვი, რომ ერეკლეს ხმალზე თუ გურამიშვილის კალამზე, ანუ, რომ იტყვიან, საყველპურო ისტორიაზე გაცილებით მეტის ცოდნის პრეტენზია ნამდვილად მაქვს. ჰოდა, ამ “პრეტენზიიდან” გამომდინარე, კიდევ უფრო გავკადნიერდები და კატეგორიულად განვაცხადებ, რომ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი, სისხლიან-ცრემლიანი ისტორიის განმავლობაში საქართველო და ქართველი ერი არასოდეს ყოფილა ფიზიკური განადგურებისა და ეროვნული გადაგვარების ისეთი რეალური საფრთხის წინაშე, როგორც დღეს.

არაბი სარკინოზები, მონღოლ-თათრები, ოსმალო-თურქები თუ ირანელი ყიზილბაშები ცეცხლითა და მახვილით მოდიოდნენ საქართველოში და ჩვენი გმირი წინაპრებიც ღიად მოსულ მტერს, როგორც შეძლოთ, ისე იგერიებდნენ. ერთადერთი, რასაც სიცოცხლის შენარჩუნების სანაცვლოდ ათასი ჯურის დამპყრობლები ითხოვდნენ ქართველებისგან, ქრისტეს უარყოფა და ისლამის მიღება იყო, რასაც წამებით სიკვდილს არჩევდა ქართველების უმრავლესობა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხილთა ჩამოთვლას გაზეთის ყველა ფურცელი არ ეყოფა.

მსოფლიო ქრისტიანობის ისტორიამ სულ 41 დიდმოწამე (ადამიანი, რომელმაც განსაკუთრებით საშინელ წამებას გაუძლო) იცის, რომელთაგან 5 ქართველია: არაბი მურვანყრუს მიერ წამებული არგვეთის მთავარნი, ძმები _ დავით და კონსტანტინე მხეიძეები, ასევე არაბთა ბატონობისას წამებული კონსტანტი კახი, მიქაელ გობრონი და უკვე “აქეთ”, შაჰ აბასის მიერ მოკვდინებული კახეთის დედოფალი, ქეთევან წამებულად წოდებული. 41-დან 5 ქართველი 12,1 პროცენტია და ეს საამაყოა. თუმცა ეგ პროცენტებიც იქით იყოს, მსოფლიო ისტორიაში მხოლოდ ის უპრეცედენტო ფაქტი რად ღირს, როდესაც ჯალალედინმა მეტეხის ხიდზე ისლამის ურმყოფელ 100 ათას ქართველს თავები მოჰკვეთა. ქართველ წმიდანთა გალერეაში ეს არცთუ მცირე ექსკურსი უსაგნო ყელყელაობატრაბახისთვის კი არა, იმის საილუსტრაციოდ დამჭირდა, რომ საქართველო, ქართველი ერი, ჩვენმა დიდმა წინაპრებმაუქარქაშო ხმლებისქნევასთან ერთად, მაღალი ზნეობის ერთგულებითაც გადაარჩინეს და, ავად თუ კარგად, დღემდე მოგვიტანეს.

ახლა მავანი, ალბათ, იკითხავს: ყოველივე ზემორე დახატული უმძიმესი ისტორიული სურათიდან გამომდინარე, როგორ შეიძლება, დღევანდელობა წარსულზე უარესი იყოს? და კიდევ: რა შუაშია აქ რუსეთის პრეზიდენტი და მით უმეტეს მესიის მახვილი?

ჩემი მოკრძალებული აზრით, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები სიკეთესა და ბოროტებას, ღმერთსა და სატანას შორის მარადიული ბრძოლის გაგრძელებაა, რომელსაც, მოკლედ და თანამედროვე ენით თუ ვიტყვით, გლობალიზაცია ჰქვია.

ღმერთი და სატანა _ მათ მარადიულ ბრძოლაზე თუ დასავლეთის დემოკრატიული ქვეყნების სურათის მიხედვით ვიმსჯელებთ, დასკვნა ერთმნიშვნელოვანია: იქ ე.წ. ადამიანის უფლებების დაცვის კამუფლაჟით სატანამ გაიმარჯვა. ვატიკანის ეგიდის ქვეშ მყოფი ეკლესიების ამბიონებიდან სულ უფრო ხშირად ისმის ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინების მიმართ ლოიალობის შემცველი ქადაგებანი, ხოლო კათოლიციზმის წიაღიდან ამონაყარ პროტესტანულ, ლუთერანულ, ანგლიკანურ ეკლესიებში სულ უფრო გახშირდა ჰომოსექსუალთა ჯვრისწერის რიტუალები.

მოკლედ, კათოლიკურ-პროტესტანტულ დასავლეთ ევროპაში გლობალისტ-მასონებმა საწადელს მიაღწიეს და მათი საბოლოოდ გახრწნა, რომ იტყვიან, მხოლოდ დროის ამბავია. ამის პარალელურად დასავლეთის სამოქალაქო სექტორი ე.წ. გენდერული იდენტობის ისტერიკამ მოიცვა _ ტრადიციული დედისა და მამის ნაცვლად “მშობელი #1” და “მშობელი #2; სკოლამდელ თუ სასკოლო დაწესებულებებში გენდერული თანასწორობის ნიღბით გარყვნილების პროპაგანდა და გრანდიოზული გეიაღლუმები დასავლეთის ქვეყნების დედაქალაქებში ხომ, დიდი ხანია, სავალდებულო ღონისძიებაა.

ახლა ჩვენი ლიბერასტები, როგორც სჩვევიათ, “რკინისებური არგუმენტითდამამუნათებენ: დასავლეთი მასეთი არ არის, უმრავლესობა ტრადიციული ღირებულებების მიმდევარიაო. და მართლაც, ამ მოსაზრებაში ვეთანხმები ჩვენს ლიბერასტებს, მაგრამ?.. იმ უმრავლესობის წარმომადგენელი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარის საკურთხეველში თავს რომ იკლავს, ამას რა ჰქვია? რაღა ბევრი გავაგრძელო, გლობალიზაციის ავკარგი მკითხველს კარგად მოეხსენება და ამიტომ ახლა _ წინამდებარე სტატიის შექმნის მთავარ მიზეზსაბაბზე, რამელზეც ჯერ არაფერი გვითქვამს

ყოველივე ზემოთ ნახსენების, გლობალისტ-სატანისტების გეგმების განხორციელების გზაზე მთავარი წინაღობა მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიაა და ამიტომ ზემოთ ნახსენებ სიკეთესა და ბოროტებას შორის დაპირისპირებას მართლმადიდებლობასთან ბრძოლაც შეიძლება ვუწოდოთ.

აქედან გამომდინარე, სრულიად ბუნებრივია, რომ მასონ-გლობალისტთა მთავარი სამიზნე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიაა, რადგან რუსეთის უმდიდრესი ეკლესიის მრევლია მსოფლიოს მართლმადიდებელთა აბსოლუტური უმრავლესობა, რაც იმას ნიშნავს, რომ დე ფაქტო მსოფლიო პატრიარქი რუსი კირილეა და არა აშშ-თურქეთის დაზვერვის აგენტი ბართლომე. ამ ყველაფერს პლუს ის, რომ რუსეთის ერი და ბერი (წაიკითხე, რუსეთის პატრიარქი და პრეზიდენტი) ერთიანია და რუსეთის ეკლესიასთან ბრძოლა რუსეთის სახელმწიფოსთან ბრძოლაცაა. სხვა გეოპოლიტიკურ-ფინანსური გავლენის სფეროთა გაფართოების ინტერესებთან ერთად მართლმადიდებლობასთან შეფარული, ირიბი თუ პირდაპირი ბრძოლის დასტურია უკრაინაში თუ მის ირგვლივ განვითარებული მოვლენები.

რაც შეეხება გავლენის სფეროებს, არ გამართლდა ლიბერასტი პოლიტოლოგების პროგნოზი, გნებავთ, ნატვრა, რომ რუსეთი სირიაში ისე ჩაეფლობოდა, როგორც თავის დროზე აშშ ჩაეფლო ვიეტნამში და ახლა ავღანეთშია ჩაფლული. რუსეთმა გაიმარჯვა სირიაში, ხოლო ამერიკელები ადგილობრივმა მოსახლეობამ კარტოფილებისა და პომიდვრების სროლით გააცილეს.

მოკლედ, სირიაში წარმატებული სამხედრო კამპანიის შემდეგ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ვლადიმერ პუტინი ახლო აღმოსავლეთის უგვირგვინო მეფე გახდა _ ვინც იხილა კადრები საზეიმო მიღებისა, რომელიც აშშ-ის სტრატეგიულმა მოკავშირემ, საუდის არაბეთის გვირგვინოსანმა მეფემ მოუწყო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, ჩემს შეფასებას დაეთანხმება. აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რომ რუსეთის პრეზიდენტი, კარგა ხანია, რაც ევრაზიის მბრძანებელიცაა. მსოფლიო გეოპოლიტიკის მთავარ, დიდ მოთამაშეებისკენ, მგონი, კალამი ზედმეტად “გამექცა” და ახლა ისევ ბედკრული პატარა საქართველოს შესახებ _ მკითხველის მიერ სავარაუდოდ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემას შევეცდები. მართლაცდა, როგორ შეიძლება ზემოთ ნახსენები სისხლიანცრემლიანი წარსული დღევანდელ სინამდვილეს სჯობდეს?

ძალიან მარტივად _ იმას, რომ დამპყრობელი საქართველოს ისლამიზაციას ცდილობდა, დღევანდელთან შედარებით ერთი პატარა პლუსი აქვს _ ისლამის მიღება მამა ღმერთისა და ზნეობის უარყოფას არ ნიშნავს. ახლა კი რა დღეში ვართ? კეთილდღეობის სანაცვლოდ საქართველოს ლგბტ-ზაციას მოითხოვენ ჩვენი დასავლელი “მეგობრები” და პედერასტიზაციას ნამდვილად მირჩევნია ისლამიზაცია

ახალგაზრდობა უკანმოუხედავად გარბის საქართველოდან, ხოლო მათ ადგილს ათასი ჯურის უკანონო თუ კანონიერი მიგრანტები იკავებენ, რაც დროთა განმავლობაში ქართველი ერის თვითმკვლელობას ნიშნავს. თბილისში უკვე გაჩნდა ადგილები, სადაც თურქები, არაბები, ჩინელები თავიანთ მაღაზია-კაფე-ბარებთან “აბირჟავებენ” და, თუ ასე გაგრძელდა, შორს არ არის ის დრო, რომ თბილისსა თუ სხვა ქალაქებში მათი საცხოვრებელი უბნები თუ კვარტლები გაჩნდეს ისე, როგორც ეს ჩვენს “მეგობარ” საფრანგეთსა და გერმანიაში, ჰოლანდიასა თუ საბერძნეთშია და ა.შ.

საერო ხელისუფლების მდუმარე თანხმობის ფონზე, ამ ყველაფრის ერთადერთ მოწინააღმდეგეს, საქართველოს დედაეკლესიას კი ყოველი მხრიდან უტევენ დასავლეთის ლიბარასტული ფონდებიდან უხვად დაფინანსებული ე.წ. არასამთავრობო სექტორი, სახალხო დამცველის ინსტიტუტი და ა.შ. სხვა მრავალი შინაური თუ გარეული ხლისტი. ზემოთ ნახსენებ მართლმადიდებლობასთან ბრძოლაში საქართველოს დედაეკლესია ჯერჯერობით უეჭველი მარცხისთვის არის განწირული.

რაც შეეხება რუსეთს, დასავლეთის პრესაში უკვე გაჩნდა პირველი, გაუბედავი სტატიები, რომლებშიც რუსეთი აღიარებულია, როგორც, საზოგადოდ, ტრადიციული ღირებულებების დამცველ ერთადერთ ზესახელმწიფოდ და მეტიც _ დასავლელი ნეოლიბერალი უმცირესობის მიერ ჩაგრული ტრადიციონალისტი უმრავლესობა იმედის თვალით შეჰყურებს ნეოლიბერასტ ხლისტებთან მარტოდმარტო მებრძოლ მართლმადიდებელ რუსეთსა და მის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.

პარადოქსია, მაგრამ ფაქტი: დასავლეთის მოსახლეობის უმრავლესობა ფარულად ტრადიციული, ქრისტიანულ ფესვებზე აღმოცენებული ღირებულებების მიმდევარია, მაგრამ ხმის ამოღებას ვერავინ ბედავს, რადგან ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურაში უსაზღვრო ფინანსური რესურსის მფლობელი ლიბერასტი ხლისტები სჭარბობენ კონსერვატორებს და ისინი მართავენ სახელმწიფოებს. მსოფლიო ხლისტებთან ბრძოლაში რუსეთის გამარჯვება მართლმადიდებლობის გამარჯვებას ნიშნავს და მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ვლადიმერ პუტინი მესიის მახვილი; სწორედ ამ შემთხვევაში საქართველოშიც გაიმარჯვებს კეთილი ბოროტზე და არსება მისი გრძელი იქნება…

დავით მხეიძე

2 COMMENTS

  1. საქართველოში კეთილის ბოროტზე გამარჯვების საკითხი დაისვა? მაშინ სათავიდან დავიწყოთ წერა… როგორ უნდა გაიმარჯვოს სიკეთემ და სამართალმა როცა ხელისუფლება განუდგა ხალხს. ოპოზიცია შეეკრა ავანტიურისტულ მთავრობას. პრესას და მთლიან მასმედიას ვიღაც აფინანსებს და სიყალბეს ალაპარაკებს. არასამთავრობოები ქვეყანაში მეტასტაზებად არიან ქცეულნი. ეკლესიის მაღალი იერარქები ღვთის მგმობელნი არიან და ხალხი კი გარბის რომ ამ აბსურდს გაექცეს და მოწყდეს ამ საშინელ და ავადმყოფურ რეჟიმს რაც შექმნა მტერმა ედუარდის, მიშას, ბიძინას ხელით…

    სიმართლე ვიცით ხალხმა რაც არ უნდა დაიწეროს ისედაც ნათელია ყველაფერი..
    სიკეთე გაიმარჯვებს მაშინ როცა ყველა მოღალატე და ჯალათი დაისჯება საკუთარი ჩადენილი საქმიანობის მიხედვით და დაისჯება უკლებლივ ყველა ვისაც კი საქართველოს გამწარებაში იოტისოდენა წვლილიც კი მიუძღვის.

    ამ ჩემს კომენტარშია არაფერია ისეთი დაფარული და საშიში რომ არ გამომიქვეყნოთ და აბა ვნახავ რას იზავთ.

  2. ხლისტებთან მებრძოლი რუსეთის ეგრეთწოდებული ხელისუფლება, მხოლოდ სატყუარაა ტრადიციული მსოფლიოსთვის, მატი მეთაურიც ეშმაკი და მსოფლიოს ოკულტურ-ფინანსური მაფიააა, მათი მმართველობის ფორმა ვითომ სხვაა, სინამდვილესი კი შინაარსი იგივეა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here