მთავარი საზოგადოება როდესაც ქვეყანას ამდენი მოღალატე ჰყავს…

როდესაც ქვეყანას ამდენი მოღალატე ჰყავს…

283
გააზიარეთ
როდესაც ქვეყანას ამდენი მოღალატე ჰყავს...

“…მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს”, _ ასე მთავრდება სათაურში გამოტანილი ფრაზა, რომელიც კონსტანტინე გამსახურდიამ ათქმევინა მეფე გიორგისდიდოსტატის მარჯვენაში”. რასაც ამის თქმისას განიცდიდა მეფე გიორგი თუ დიდი კონსტანტინე, მაშინ მივხვდი, როდესაც საპატიმრო დაწესებულებიდან ორიექსპერტისგამოსვლის კადრები ვიხილე ტელეეკრანზე. ისინი ხელაწეულები ესალმებოდნენ მათ დასახვედრად მოსულ აღფრთოვანებით მოზეიმე ხალხს, მიკროფონმომარჯვებულ ჟურნალისტებსა და ვიდეოკამერებიან ოპერატორებს.

თავზარდამცემი იყო ეს შეხვედრა. ასე ხვდებიან გმირებსა და ბრძენკაცებს. რა გმირობა ჩაიდინა ან რა სიბრძნე გადმოაფრქვია ამ ორმა “ექსპერტმა”, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გირაოს სანაცვლოდ რომ გამოუშვეს საპატიმროდან? რა და, “მამაცურად” და “გენიალურად” დაასკვნეს, რომ დავითგარეჯის მონასტრის ნაწილი საქართველოში არ არისო. აი, ეს დაადგინეს დავით გარეჯის იმ სამონასტრო კომპლექსზე, რომელიც ათადან და ბაბადან საქართველოს უდიდესი რელიგიური და კულტურული ძეგლია.

აი, ამექსპერტებსდახვდა ოვაციებით, სამწუხაროდ, ჩვენი თანამემამულების ერთი ნაწილი. მე იმ ორი ექსპერტის საქციელი არ მიკვირს. ერთიორი სულელი, უვიცი და მოღალატე ყოველთვის იყო და არის ყველა ქვეყანაში, მით უფრო ჩვენში, მაგრამ ასე აშკარად ღალატი და ამ ღალატით თავმოწონება არც მინახავს და არც მსმენია. ქვეყანა თავდაყირა დამდგარა და ჩვენ ვერა გაგვიგია რა. აბსურდის თეატრში რომ ვცხოვრობთ, ეს ნამდვილად არ იწვევს ეჭვს.

აბა, ერთი მითხარით, რას იძიებდა პროკურატურა ამდენი ხნის განმავლობაში, როცა ის ორიექსპერტი”, უფრო ზუსტად, მათ შორის მთავარი, ათეულობით მიკროფონჩაბღუჯული ჟურნალისტის წინ ყოველგვარი ძალდატანების გარეშე აცხადებს იმას, რასაც მათ ბრალად სდებს პროკურატურა. ამგვარი ბრალდების წაყენებას რა გამოძიება უნდოდა?! ერთი რამ იყო ძალიან მარტივად დასადგენი: თუ ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, მაშინ მტრებად უნდა მიიჩნიო და ვერანაირ სამართლებრივ ბრალს ვერ წაუყენებ, ხოლო, თუ ჩვენი მოქალაქეები ბრძანდებიან, მაშინ, სრულ ჭკუაზე თუ ხარ და ისინიც შერაცხადები არიან, ქვეყნის მოღალატეებად უნდა მიიჩნიო და, მოღალატის ადგილი სადაც არის, ყველამ იცის ჩვენშიც და სხვაგანაც.

ახლა რასაც ვიტყვი, მხოლოდ მე რომ მომესმინა და ტელევიზიით საქვეყნოდ არ გახმაურებულიყო, ამის თქმას რა გამაბედინებდა?! ვინ დამიჯერებდა, რომ ასეთი რამ საჯაროდ განაცხადა ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა?! უიმედო გიჟად ჩამთვლიდა ყველა და იქნებ სასჯელიც დაედოთ ჩემთვის ყოფილი ხელისუფლების ცილისწამებისთვის _ სამშობლოს ღალატში დადანაშაულების გამო. არადა, მართლა ასე იყო…

დავითგარეჯის საქმეზე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ტელეკამერების წინ განაცხადა: ჩვენ შევთანხმდით, რომ აზერბაიჯანისთვის გადაგვეცა რამდენიმე სტრატეგიული სიმაღლე, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის სჭირდება ჩვენს მეგობარ და სტრატეგიულ პარტნიორ მეზობელ ქვეყანასო. სამაგიეროდ, გარეჯის მონასტერი მთლიანად საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში მოექცევაო.

ცოტა ძნელი წარმოსადგენი კი არის, რომ ამ განაცხადების ავტორი საღ გონებაზეა, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტი იყო და ამ ფაქტს სად წაუხვალ…

ის სტრატეგიული სიმაღლეები საქართველოაზერბაიჯანის საზღვართანაა. ისიც თუ ვიცით, რომსტრატეგიული სიმაღლესამხედრო ტერმინია, რომელსაც მნიშვნელობა მხოლოდ ომის პირობებში აქვს, მაშინ გამოდის, რომ ჩვენი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ახლა ან მომავალში ომს აპირებს საქართველოსთან, თორემ სხვა შემთხვევაში რისთვის უნდა სჭირდებოდეს საქართველოს საზღვრისპირას არსებული სტრატეგიული სიმაღლეები, რომელთა სანაცვლოდ იგი ერთობ მნიშვნელოვანი ობიექტის დათმობას გვპირდება?! ამ სტრატეგიული სიმაღლეების აზერბაიჯანისთვის გადაცემას ვაპირებდიო, _ აღიარა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და “დემოკრატიის შუქურამ”, ანუ ჩვენი ტერიტორიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილის ჩვენივე ტერიტორიის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილში გაცვლა მინდოდაო. არც წარსულში და არც ახლა არც ერთ სერიოზულ ისტორიკოსს, კარტოგრაფსა თუ პოლიტიკოსს დავითგარეჯის საქართველოს კუთვნილებაში ეჭვი არ შეუტანია, თუ, რა თქმა უნდა, მხედველობაში არ მივიღებთკარტოგრაფმელაშვილსა დაპოლიტიკოსკაკოიას (გვარი არ მახსოვს!). ახლა ის უნდა ვიკითხოთ, რა შეფასებას იმსახურებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის საქვეყნოდ გაცხადებული აღიარებითი ჩვენება.

აქაც ძალიან მარტივი ამოცანა დგას: თუ ყოფილი პრეზიდენტი შერაცხადია, მაშინ ან მთელი ერი უნდა დაადანაშაულო თავისივე თავის ღალატში, ან ყოფილმა პრეზიდენტმა უნდა აგოს პასუხი საკუთარ განზრახვაზე, რომლის აღსრულებაც მან პრეზიდენტობისას ვერ მოასწრო. მთელ ერს, ცხადია, პასუხისგებაში ვერ მისცემ, ეს მხოლოდ უფალს შეუძლია ან სხვა ძლიერ სახელმწიფოს, რომელსაც ექნება საიმისო მიზეზი, რომ მთელი ჩვენი ერი დასაჯოს. უფალი კი, როგორც ჩანს, ჯერჯერობით მოწყალეა ჩვენთვის… პრეზიდენტის განზრახვას რაც შეეხება:

როდესაც ქვეყანას ამდენი მოღალატე ჰყავს...

ჩვენო ხელისუფლებავ, განსაკუთრებით საგარეო საქმეთა, თავდაცვის, უშიშროების, შინაგან საქმეთა მინისტრებო, ამდენ ხანს არ იცოდით ეს გლახა საქმე? ამ ქვეყნის მოღალატე ხელისუფლებასთან ჩახუტებას რომ გვაიძულებდით და მათთვის გზის გასაიოლებლადშუა უნდა გაიკრიფოსოგაიძახოდით, ხომ გაკრიფეთ ის შუაც, როგორც დასეტყვილი ვენახის ზოლები, და რა მოსავალიც მიიღეთ, აგერ ჩანს _ თქვენსმარანში”: შარვალნიფხავჩახდილებს, ხაზინის ქურდებს, პოლიტიკურ ხულიგნებსა და დებოშიორებს, ქუჩის ბიჭებსა და შარლატანებს ყელგამოწეული ემუდარებოდით, პარლამენტში შემოდითო! აბა, რას იზამთ, ყველა უცხოელის გეშინიათ, აშშის სენატორი იქნება თუ ნატოელი რაღაცჩინოსანი, ევროკავშირის ვიღაც ვიგინდარა წარმომადგენელი, თუ სულაც დეგენერატი ექსპერტი, რომელიც ავსტრიასა და ავსტრალიას ვერ არჩევს ერთმანეთისაგან და ბელარუსის საზღვაო პორტებს ეძებს რუკაზე. შიში შიშად, მაგრამ იმ საქციელზე, რომელსაც დანაშაულის დაფარვა ჰქვია, პასუხი ვინ უნდა აგოს? არადა, შიში, რომელმაც ქვეყნის ღალატი ჩაადენინა ჩვენს ხელისუფლებას, განა დანაშაული არ არის? ასე რომ არ იყოს, არც ერთი მოღალატე არ დაისჯებოდა ამ ქვეყანაზე, ყველა თავს გაიმართლებდა: შემეშინდა და, რა მექნაო. იმ კახური ანეკდოტისა არ იყოს, რიგით ქართველთან შედარებით 200-300-ჯერ მეტ ხელფასს რომ იღებენ, მაშინ არ ახსოვთშიში”? ჩვენი ხელისუფლება დიდი ჭკუითა და შორსმჭვრეტელობით რომ არ გამოირჩევა, აშკარაა, იმის მიუხედავად, რომ ჰუმანურობისა და კეთილშობილების ნიღაბი აქვს აფარებული სახეზე. სახეს კი დაიფარავ, მაგრამ, იმ ანდაზისა არ იყოს, ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო, ხელისუფლების ქმედებანი, კარგა ხანია, აზრს უკარგავს მის მიერ დეკლარირებულ პრინციპებსა და მიზნებს… ერთი ასეთი ეპიზოდი ვიხილეთ წინა პარლამენტის სხდომის ტრანსლაციისას: დღისითმზისით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, თავპირშეფუთნული ორი ქალი შემოვიდა (ქალებს ჰგვანდნენ, თორემ ქალისა რა ეცხოთ?!) და რაღაც სითხე მიასხურმოასხურეს დარბაზში. ატყდა პანიკა. როგორც ჩანს, იმ სითხეს მძაფრი სუნი ასდიოდა და პარლამენტის წევრთა ერთი ნაწილი ცუდად გახდა, ზოგი ისე ცუდად, რომ სასწრაფო დახმარების გამოძახება და დაზარებულთა საავადმყოფოში გადაყვანა შეიქნა საჭირო. ყველამ იცნო იმ ქალებში ოპოზიციონერი დეპუტატები. რა რეაქცია უნდა ჰქონოდა და რა რეაქცია ჰქონდა პარლამენტს იმ ორი ოპოზიციონერი დეპუტატის ამ უპრეცედენტო ქმედებაზე? ნორმალურ ვითარებაში ის ორი ვაიდეპუტატი ადგილზე უნდა დაეკავებინათ, სასწრაფოდ მოეხსნათ მათთვის სადეპუტატო იმუნიტეტი და პროკურატურას საქმე აღეძრა ამ, უდავოდ, სისხლის სამართლის დანაშაულზე. მერე პროკურატურისა და სასამართლოს მოვალეობა იქნებოდა, ტერორიზმის მუხლით გაესამართლებინათ ის ორიპოლიტიკოსითუ ბოროტი ხულიგნობის ბრალდებით. არანორმალურ ვითარებაში კი… ამ ფაქტზე იქვე, პარლამენტში, უმრავლესობის ლიდერმა მყისიერად გამოხატა თავისი (და თავის თანაგუნდელების) რეაქცია და ასე შეაფასა კოლეგების მოქმედება: მაგათი დამახასიათებელი თვისებაა ყველგან ცუდი სუნის დაყენებაო. , ეს იყო სახელისუფლო გუნდის აღშფოთებაშეშფოთება. ევროპის სახელმწიფოთა შორის ერთ-ერთი დემოკრატიული სახელმწიფო ვართ, რასაც ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც ხაზგასმით აღნიშნავენო. სიტყვის თავისუფლებას ჩვენში არაფერი ემუქრებაო. ჰო, აბა, რა! პირდაპირ ეთერში მსოფლიოს ერთერთი უძლიერესი და უდიდესი ქვეყნის პრეზიდენტსა თუ ქართველ ფოტორეპორტიორთა სრულიად უწყინარ წარმომადგენელს დედას რომ აგინებ, სიტყვის თავისუფლებაა, აბა, რა! ხოლო პარლამენტის დეპუტატებს სხდომაზე შესვლის საშუალებას რომ არ მიცემ და მუჯლუგუნებით მიაცილებ “ურჩებს” ალაყაფის კარამდე, სწორედ დემოკრატიის ნიმუშია. ცხონებულმა ჯაბა იოსელიანმა ამგვარი “დემოკრატების” გასაგონად ჩვეული ირონიით თქვა: დემოკრატია ლობიოობა არ არისო. ეს ფრაზა ბევრმა სწორად ვერ გაიგო და “ლობიოობა” ლობიოს ჭამად გაშიფრა. არადა, ლობიოს ჭამა არაფერ შუაშია. ლობიოობა საქართველოს ერთ კონკრეტულ რეგიონში, სადაც ჯაბა იოსელიანმა ბავშვობა გაატარა, ნიშნავს ინერტულობას, უმაქნისობას.

დემოკრატია ქვეყნის მმართველობაში უმრავლესობის ნების განხორციელებაა და არა ის, რომ ასიოდე პედარასტმა, ტრანსგენდერმა და ლესბოსელმა მილიონიანი ქალაქის მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ აღლუმი ჩაატაროს მთავარ პროსპექტზე, რომელიც გენიალური პოეტის სახელობისაა. როდესაც პარლამენტის თავმჯდომარეს ვინმე ჭკუათხელი დეპუტატი, ხელიდან გამოსტაცებს დადგენილების პროექტს და იქვე, სახალხოდ თავზე გადაახევს მას, ეს, დემოკრატია კი არა, ხელისუფლების ქვეშაფსიობა და ბეჩავობაა. ქვეშაფსია და ბეჩავი კაცების გაკეთებული საქვეყნო საქმე კი არავის უნახავს. ისევ “პირველსა სიტყვასა ზედა მოვდეთ”!

ქვეყნის ღალატი მხოლოდ ის კი არ არის, შენი სიტყვითა თუ ქმედებით უცხო ქვეყნის სასარგებლო და შენი ქვეყნის საზიანო საქმეს რომ გააკეთებ ან შენი სახელმწიფოს საიდუმლოებას რომ გაუმხელ სხვას ანგარებითა თუ უანგაროდ; ქვეყნის ღალატია ისიც, შენი პირადი კეთილდღეობის შესანარჩუნებლად სიმართლეს რომ დამალავ და სხვათა საამებლად სიცრუის მსახური გახდები. ზოგიერთმა ამგვარი საქციელი შეიძლება შეცდომად მიიჩნიოს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შეცდომა ზოგჯერ დანაშაულზე მეტია. შენს დიდ და ძლიერ მეზობელს სხვისი წაქეზებით წამდაუწუმ რომ აგინებ, ზესტაფონისა თუ თელავის რაიონში ძროხის გაბერწებასაც მას რომ აბრალებ, როცა იქნება, ამისთვის პასუხს რომ მოგთხოვენ, არ უნდა იცოდე ეს? კარგი, ვქვათ ისტორია არ იცი, უვიცი და უმადური ხარ, მაგრამ, აქეთ-იქით რომ მიიხედ-მოიხედო, ამის უნარიც არ გაქვს? არ გაქვს და ნუ გაქვს, მაგრამ ჩვენ რას გვერჩი, შენს ამომრჩევლებსა და ხელისუფლებაში მომყვანებს? შენ შენი მილიონებით ცხრა მთას იქით, თუნდაც მამაჩემის მამასთან წასულხარ, მაგრამ ჩვენ “სხვა სამშობლო ამაზე მეტი” არ გაგვაჩნია!

ბათუმის პორტში ერთი ამერიკული კრეისერიკუკიშემოვიდა და ლამის სიხარულით ცას ეწია ხელისუფლებაც და ოპოზიციაც. რა იყო, რა მოგივიდათ, რა ღვთის ხელი დაინახეთ თქვენს ასამაღლებლად გამოწვდილი. “კუკიმაინც არ ერქვას იმ კრეისერს. ის მაინც არ გსმენიათ, პატარა ბავშვები დედებს რომ დაუძახებენ ხოლმე, დედიკო კუკი მინდაო? დედებიც მაშინვე გადააყენებენ ან ღამის ქოთანზე დასვამენ იმას, ვისაც კუკი მოუნდება. აი, ისკუკიდა სხვა კუკებიც წავლენ, როცა იქნება, და ის მაინც იფიქრეთ, თქვენ ვინგადაგაყენებთან ღამის ქოთანზე ვინ დაგსვამთ.

როდესაც ქვეყანას ამდენი მოღალატე ჰყავს...

ერთი ჩემი თანატოლი ამხანაგი და მეზობელი მყავდა ბავშვობაში. არაფერი შეეძლო, მაგრამ “ტრიპაჩი” იყო და ხშირად ხვდებოდა ხოლმე თანატოლთა მჯიღები. იმ “ტრიპაჩს” ნათესავი ჰყავდა ერთი, მასზე უფროსი და მოხულიგნო ბიჭი. სხვა ქალაქში ცხოვრობდა და წელიწადში ერთხელ ჩამოდიოდა ხოლმე სტუმრად. ეს ჩემი “ტრიპაჩი” ამხანაგი მოკიდებდა ხელს, დაატარებდა უბანში და იმ თავის თანატოლ მუშტით ჭკუის მასწავლებლებს სათითაოდ აგინებდა. წავა ეგ შენი ნათესავი და შენც თან ხომ არ წაგიყვანს, რა გეშველება მერე-მეთქი, ვეუბნეოდი. ამას რომ ვეუბნეოდი, მისი კი არა, ჩემი თავის დარდი მქონდა: ერთ კლასში ვიყავით და გზაში ის ნაგინები ბიჭები რომ დაგვხვდებოდნენ, მე ხომ არ გავიქცეოდი… კარგა ხანს არ მისმენდა, მერე და მერე ჩავარდა ჭკუაში. ასე არ დაგემართოს, ჩემო ხელისუფლებავ და ოპოზიციავ. მით უმეტეს არც ეს “კუკია” თქვენი ნათესავი, არც მისი გამომგზავნები. წავა ის “კუკი”, როცა იქნება, და სხვა “კუკებიც”… მე, მართალი გითხრათ, ჩემი და ჩემნაირების ჯავრი მაქვს, თორემ მოღალატეებსა და უმადურებს კისერი გიტეხიათ. “ვისაც ჩვენ არ ვებრალებით, ჩვენ შევიბრალოთ რისადა?”

ეჰ, ჩემო ძვირფასო მკითხველო და სამშობლოს პატრიოტებო, მართალი ყოფილა ის კაცი (იცით თქვენ, რომელიც), რომ თქვა: სხვის ომში მხოლოდ სულელები იბრძვიან მამაცურადო. ავღანეთსა და ერაყში, სირიასა და სულაც სომალიში საქართველოს დაცვა რომ შეიძლებოდეს, რაც ქართველებმა საუკუნეების განმავლობაში ავღანეთისა და ირანისათვის, თურქეთისა და ერაყისათვის (დაუდ შაჰი) იბრძოლეს, საქართველო ახლა ერთერთი უძლიერესი სახელმწიფო უნდა იყოს, მაგრამჩვენ ხვიშტი შეგვრჩა მხოლოდ!

იმის იმედი აღარ მაქვს, ქართველი ერი ამდენი მოღალატის მოცილებას რომ შეძლებს. ერთი იმედიღა დამრჩენია მხოლოდ, ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანასა და წმიდა გიორგის სამწყსოს უფალი არ გაწირავს. თუმცა აქვე მახსენდება მუხრან მაჭავარიანის ერთი ლექსის სტრიქონები:

ამას!

_ იმას, რომ ხელში ხმალი უნდა გვეჭიროს,

ჩვენ კი,

ხმლისა წილ,

ჯიხვისანი გვიჭირავს რქანი, _ ვინ,

ვინ შეგვინდობს,

ანდა რატომ უნდა შეგვინდოს,

_ ერთი მითხარი!”

და კვლავ არ მასვენებს ეჭვის ჭია.

ზურაბ ცუცქირიძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here