მთავარი პოლიტიკა როგორ მოვიდა ამდენი ნაციონალი ხელისუფლებაში, უფრო ზუსტად, “ქართულ ოცნებაში” და რატომ არის...

როგორ მოვიდა ამდენი ნაციონალი ხელისუფლებაში, უფრო ზუსტად, “ქართულ ოცნებაში” და რატომ არის სავსე მუნიციპალიტეტები ნაციონალებით?

3113
გააზიარეთ
გიორგი გოგლიჩიძე

ნაციონალური მოძრაობისმიერ 9 წლის განმავლობაში ჩადენილ საშინელ დანაშაულებს _ ციხეებში პატიმრების არაადამიანურ, სასატიკ მოპყრობას, წამებასა და გაუპატიურებას, აგრეთვე, “ქართულ ოცნებასთანკოაბიტირებული ამ ანტიქართული ძალის მზაკვრობებსა და თვით ხელისუფლების უპასუხისმგებლო ქმედებებს ინტერვიუში ნათლად წარმოაჩენს რესპონდენტი, ამჟამად ზესტაფონის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ბატონი გიორგი გოგლიჩიძე, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა ეტლს მიაჯაჭვა

_ ბატონო გიორგი, როდის და როგორ დაიწყო თქვენი ცხოვრების მძიმე პერიოდი, რომელსაც თქვენი დაპატიმრება და წამება მოჰყვა?

_ 2011 წლის 9 ოქტომბერს დამიკავშირდა ჩემი მეგობარი და მითხრა, ივანიშვილის ხალხს უნდა შენთან შეხვედრაო. შეგახსენებთ: 7 ოქტომბერს ბიძინამ განაცხადა, რომ პოლიტიკაში შესვლასა და პარტიის ჩამოყალიბებას აპირებდა. დაახლოებით ერთ საათში მეორე მეგობარმაც დამირეკა იმავე საკითხზე. აქვე გეტყვით, რომ 2003-2006 წლებში ზესტაფონის რაიონის საკრებულოს წევრი ვიყავი ლეიბორისტული პარტიიდან. 2008 წელს საპარლამეტო არჩევნებში ვმონაწილეობდი და დაპირისპირებული ვიყავი “ნაციონალურ მოძრაობასთან”. მათ შეფასებული ჰქონდათ ჩემი შესაძლებლობებიც და რეიტინგიც. ნაციონალებმა, სავარაუდოდ, მოისმინეს ეს სატელეფონო საუბრები, სადაც ჩემი მეგობრები მთხოვდნენ, საჯაროდ დაგვეჭირა მხარი იმ გუნდისთვის, რომლის ჩამოყალიბებასაც ბიძინა ივანიშვილი გეგმავდა. 11 თუ 12ოქტომბერს, ზუსტად არ მახსოვს, მოდულის შენობაში დამიბარეს; განმიმარტეს, რომ, დავით ჩხატარაშვილის დავალებით, იმართებოდა ჩემთან შეხვედრა. მითხრეს, ჩვენთან იმეგობრეო, რაც იმას ნიშნავდა, რომ მათი აგენტი უნდა ვყოფილვიყავი. მაშინვე უარი განვაცხადე, რადგან ღირსებას მატერიალურ კეთილდღეობაზე ვერ გავცვლიდი. ერთი დღე მაინც მომცეს მოსაფიქრებლად. 25 ოქტომბერს დამიკავშირდა იმხანად, მგონი, გამომძიებელი, ზუსტად არ მახსოვს, ალეკო მგელაძე და მითხრა, მივსულვიყავი პროკურატურაში. განვუცხადე, რომ მხოლოდ შესაბამისი დოკუმენტების მიღების შემთხვევაში მივიდოდი პროკურატურაში. რამდენიმე დღის შემდეგ ისევ დამირეკეს პროკურატურიდან, არც გვარი მითხრა და არც სახელი. მანაც იგივე განმიცხადა, რომ დაბარებული ვიყავი. მასაც იგივე პასუხი გავეცი. მას შემდეგ აღარ შემხმიანებიან…

_ სად და რა ვითარებაში დაგაპატიმრეს?

_ პირად საქმეზე გავემგზავრე სომხეთში, გადავკვეთე საქართველოს საზღვარი, შემდეგ _ სომხეთის და, სომხეთის საზღვრის გადაკვეთიდან დაახლოებით ნახევარ საათში დამეწია მანქანა, რომელში მსხდომებმაც მითხრეს, საბუთები არ გაქვს წესრიგში და სომხეთის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში უნდა დაბრუნდეო. რადგან საქართველოდან წავედი, როგორც ჩანს, ჩათვალეს, რომ უკან აღარ დავბრუნდებოდი. საზღვართან დამხვდა “შკოდა” ქართული სანომრე ნიშნებით, დამადეს ბორკილი და გადმომიყვანეს საქართველოს საზღვარზე. როგორც იურისტი, განვმარტავ, რომ მათ არ ჰქონდათ ჩემი დაკავების უფლება სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. ინტერპოლის მიერაც რომ ვყოფილვიყავი ძებნილი, სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე არ უნდა დავეკავებინე. სადახლოს პოლიციის მაშინდელმა უფროსმა, გვარად ესაკიამ, და მისმა თანმხლებმა პირმა, თუ არ ვცდები, ვინმე შამილოვმა პროკურატურაში მიმიყვანეს. პროკურატურაში ჩემი დაკავების ორდერი, რა გასაოცარიც უნდა იყოს, საგამოძიებოს უფროსის მოადგილე ჯარჯი წიკლაურმა გამოწერა. ბრალად წარმიდგინეს 210-ე მუხლი _ საბუთების გაყალბება. გამეცინა და ვიკითხე: ეს რა არის-მეთქი და ბატონმა ჯარჯიმ მიპასუხა: ჩვენ ყველაფერი კარგად ვიცით და გაიხსენებ იმ წლებს, როდესაც კომპანია “ვისოლში” მუშაობდიო.

_ რას გულისხმობდა?

_ “ვისოლში” მუშაობდა ჩემი ნათესავი, ჩემი მოგვარე და სეხნია. ჩათვალეს, რომ ის მე ვიყავი და ასე დაიწყო საქმის შეკერვა. დაკავებიდან მეორე დღეს ისევ შემომთავაზეს თანამშრომლობა და მითხრეს, რომ, თანხმობის შემთხვევაში, ჩხატარაშვილი შეათანხმებდა ადეიშვილთან ჩემ გათავისუფლებას იმავე დღეს. განვაცხადე, რომ მათთან თანამშრომლობაზე არასდროს მოვაწერდი ხელს, ამაზე ალეკომ მიპასუხა, _ ძალიან ინანებო.

_ ინანეთ?

_ არასდროს მინანია, რომ ღირსება არ დავკარგე! როგორიც ვარ, ასეთი ვარ და ასე გავზრდი ჩემს შვილებსაც. რომც მცოდნოდა ვინმეს დანაშაულის შესახებ, მაინც ძალიან მძიმე იქნებოდა, პირზე დადგომა… ჩემგან ითხოვდნენ ჩვენებას “ვისოლის” დამფუძნებლებისა და ამ კომპანიის გაყიდვების მენეჯერის გიორგი კირთაძის წინააღმდეგ. უნდა “მეღიარებინა”, თითქოს მე კირთაძეზე ვახდენდი ზემოქმედებას და აღურიცხავ ტვირთს ვატვირთვინებდი ბენზინმზიდებში, შემდეგ კი სხვადასხვა ადგილებში ვასაღებდით. აქვე გეტყვით, რომ არც ძმებ ფხაკაძეებს ვიცნობ, არც გიორგი კირთაძეს და ერთი დღეც კი არ მიმუშავია “ვისოლში”. მას შემდეგ, რაც ჩემი ადვოკატის, ნათია კორკოტაძის, დაუღალავი შრომის შედეგად შეიტყვეს, რომ კომპანია “ვისოლში” ერთი დღეც არ მიმუშავია, საქმეში ახალი კომპანია გამოჩნდა.

_ კონკრეტულად?

_ სააქციო საზოგადოება “არქეოპოლისი”, რომლის მფლობელიც არის ორი მოწვევის პარლამენტის წევრი დემურ გადელია. მას ვიცნობდი, მაგრამ არც ამ კომპანიაში მიმუშავია. არქეოპოლისისერთერთ თანამშრომელს ათქმევინეს, რომ თითქოს ის იყო დირექტორი და მთხოვა, ორგანიზაციისთვის მოგების გაზრდის მიზნით დოკუმენტაცია გამეყალბებინა. მოკლედ, ამ პიროვნებას ეს ჩვენება დააწერინეს ნოტარიუსთან ისე, რომ სასამართლოშიც არ გამოცხადებულა. საქმის მასალების მიხედვით, მე ვიყავი სააქციო საზოგადოება “არქეოპოლისის” მომარაგების უფროსი და ვასრულებდი დირექტორის დავალებას.

_ არც ამ კომპანიაში გიმუშავიათ არასდროს?

_ რა თქმა უნდა, არა! სააპელაციო სასამართლოში იმ ბატონმა _ ვახო ნოდიამ _ მოყვა, როგორ ავარჯიშებდნენ მაშინდელი პროკურორები კითხვა-პასუხში და სცენარის მიხედვით როდის რა ეთქვა. ამ საქმეში ჩარეული იყვნენ ძმები დემურ და აპოლონ გადელიები, რომლებმაც ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე ხელი, როგორც ჩანს, იმიტომ მოაწერეს, რომ მათ ფინანსურ კეთილდღეობას რამე ზიანი არ მისდგომოდა. ჩემი დაპატიმრებიდან რამდენიმე თვეში პრეზიდენტმა სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა თემურ გადელიას, ორდენი კი გადასცა ინფრასტრუქტურის იმჟამინდელმა მინისტრმა რამაზ ნიკოლეიშვილმა. თუ კომპანია გადასახადებს მალავდა და სახელმწიფო ბიუჯეტს აზარალებდა და მე, მართალია, ფიქტიური, მაგრამ რიგითი თანამშრომელი, სასჯელს ვიხდიდი, რატომ დააჯილდოვეს მისი დამფუძნებელი?!

_ დაკავების შემდეგ გლდანის ციხეში ჩაგსვეს?

_ მერვე საპყრობილეში _ გლდანის ციხეში, მცემდნენ და მაწამებდნენ. 2012 წლის 1 ოქტომბერს მეორედ დავიბადე, ფაქტობრივად, მიცვალებული გავცოცხლდი, რასაც ნამდვილად ვერ დავუკარგავ, უწინარესად, ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მასთან ერთად ყველა იმ ადამიანს, რომლებიც რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდნენ. წელიწადი და 10 დღე ვიყავი იმ ჯოჯოხეთში. უკანონო პატიმრობა ისე გავატარე, რომ ჩემთვის ჩვენება არ ჩამოურთმევიათ. ჩემი ჩვენების ოქმი არ არსებობს, ჩემი ხელმოწერა არ არსებობს. როცა მიხვდნენ, რომ ჩემთან ცემით არაფერი გამოვიდოდა, ციხის საავადმყოფოში გადამიყვანეს.

_ ციხის საავადმყოფოში რატომ გადაგიყვანეს?

_ წლებია, ჰიპერტონიკი ვარ, მაგრამ გამიკვირდა წნევის გამო ციხის საავადმყოფოში ჩემი გადაყვანა, რადგან მძიმე ავადმყოფებიც კი არ გადაჰყავდათ ე.წ. რესბალნიცაზე. მითხრეს, რადგან ასეთი მაღალ წნევა გაქვს, რამე სავალალო შედეგი არ დადგესო.

_ თქვით, მიხვდნენ, ცემით ვერაფერს გახდებოდნენოვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც თქვენზე ფიზიკურად ძალადობდნენ?

_ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვიქტორ ყაჭეიშვილი, მას ბრალი სხვა საქმეებზე ჰქონდა წაყენებული, შემდეგ ითანამშრომლა გამოძიებასთან და ახლა თავისუფალია; აგრეთვე, სამართლებრივი რეჟიმის იმჟამინდელი უფროსი ოლეგ ფაცაცია. როგორც ჩანს, ყაჭეიშვილს ჰქონდა დავალებული ჩემი ცემა და ის და მისი ოფიცრები, ყოველდღე თუ არა, ყოველ მეორე დღეს მაინც მცემდნენ. ცემით რომ ვერ მიაღწიეს მიზანს, გადავიდნენ .. მკურნალობაზე _ გამოიყენეს რაღაც ვაქცინა, რომელმაც გამოიწვია ჩემი პარალიზება, მეტყველების უნარის დაკარგვა. იმ პერიოდიდან ბევრი რამ არც მახსოვს, აი ეს იყო მათი მკურნალობა

_ რით ახსნეს ის, რაც დაგმართეს? რა უთხრეს თქვენს ოჯახს, როდესაც სასამართლო პროცესზე ეტლით მიგიყვანეს?

_ ოჯახის წევრებს განუმარტეს, ყველაფერი ნერვიულობის შედეგიაო.

_ მას შემდეგაც გცემდნენ, რაც ციხის საავადმყოფოში გადაგიყვანეს?

_ ციხის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ აღარ მცემდნენ. მხოლოდ ერთ ფაქტს გავიხსენებ: რადგან დამოუკიდებლად გადაადგილება მიჭირდა, მეხმარებოდნენ ხოლმე. ერთხელაც გადაადგილებაში დამეხმარა პიროვნება, რომელსაც არც მაშინ ვიცნობდი, არც მანამდე და არც მას შემდეგ შევხვედრივარ. როგორც მოგვიანებით შევიტყვე, ის იყო თამაზ თამაზაშვილი. ციხის საავადმყოფოდან ერთად მოგვიწია სასამართლოში წაყვანა და, როგორც გითხარით, რადგან დამოუკიდებლად გადაადგილება მიჭირდა, დამეხმარა. არ ვიცოდი, რომ ეს პიროვნება თამაზ თამაზაშვილი იყო, რომც მცოდნოდა, მისი გვარ-სახელი მაშინ არაფერს მეუბნებოდა. როდესაც სასამართლოდან ისევ ციხის საავადმყოფოში მიმიყვანეს, ოლეგ ფაცაციამ და, მგონი, ყაჭეიშვილმაც, კინაღამ ცემით მომკლეს, _ რა საქმე გქონდა თამაზ თამაზაშვილთანო… ამ ერთი შემთხვევის გარდა, ციხის საავადმყოფოში არ ვუცემივარ, ადმინისტრაციულ შენობაში კი ცემა და წამება ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი იყო.

_ ბატონო გიორგი, თქვენც გამოიარეთ .. წითელი პარასკევი?

_ რა თქმა უნდა! საკუთარ თავზე ვიწვნიე თითქმის ყველა ის სისასტიკე, რომელსაც ის რეჟიმი პატიმრების წინააღმდეგ იყენებდა, ამასთანავე, ყოველდღე ვუყურებდი, ადამიანების წამებას. როდესაც “ჰეროკრატია” გავიდა ეთერში, მეგობრები მირეკავდნენ და მეკითხებოდნენ, მართლა ხდებოდა თუ არა ციხეებში მსგავსი სისასტიკე, რაც ფილმში იყო ნაჩვენები. მე ვერ შევძელი ამ ფილმის ყურება, მაგრამ გადმოცემით რაც ვიცი ფილმის შესახებ, გეტყვით, რომ გაცილებით უარესი ვითარება იყო ციხეებში.

_ როგორი იყო ეს გაცილებით უარესი ვითარება?

_ ადამიანს ცემით რომ ამოხდი სულს და მერე ჩამოკიდებ, თითქოს თავი ჩამოიხრჩო, ან მამაკაცი ნამუსს რომ აყრის მამაკაცს, უფრო მძიმე რა შეიძლება იყოს?! ხორცკომბინატში პირუტყვს რომ კლავდნენ ხოლმე, იქ მსმენია ისეთი ხმები, როგორიც ციხეში პატიმრების არაადამიანური წამებისას მესმოდა. იყო წამების ასეთი მეთოდიც: პატიმარს მიაბამდნენ მიცვალებულზე და რამდენიმე დღეს ასე ტოვებდნენ. ამ არაადამიანურ მოპყრობას, სისასტიკეს, ძალადობას კამერით იღებდნენ და შემდეგ იყენებდნენ ოჯახის წევრების, მეგობრებისა და თვით პატიმრების დასაშანტაჟებლად. 300 ათასზე მეტი პრობაციონერი ჰყავდა ქვეყანას და უამრავ ადამიანს პირობითი სასჯელი ჰქონდა შეფარდებული. რისთვის სჭირდებოდათ ეს ყველაფერი? _ საარჩევნო ხმების მოსაგროვებლად. დაუძახებდნენ მათ არჩევნების წინ და ავალებდნენ, რამდენი ხმა უნდა მოეტანათ. ჩემი ორი თანამესაკნე ოქტომბრის არჩევნების წინ გაიყვანეს და უთხრეს, რომ, თუ 500 ხმას მიუტანდნენ არჩევნებში, სასჯელს შეუმსუბუქებდნენ.

_ საუბრის დასაწყისში ჯარჯი წიკლაური ახსენეთ, რომელიც სხვა საქმეებშიც ფიგურირებდა და რომელიც დღესაც მოქმედი მაღალჩინოსანიაშეკერილი საქმეების გამო თითქმის არავინ დასჯილა, გაქვთ იმის განცდა, რომ თქვენთვის სამართლიანობა არ აღდგა?

_ მე ორი სარჩელი შევიტანე პროკურატურაში 2013 წელს. სხვათა შორის, რამდენიმე თვის წინათ დამიბარეს. დაახლოებით 5 საათს გაგრძელდა ჩემი დაკითხვა, ძალიან კარგად დამხვდნენ, მოწესრიგებული იყო ყველაფერი, მითხრეს, რომ მიმდინარეობდა საქმეების გადახედვა და ძალიან მალე აღდგებოდა სამართლიანობა. ჯერ კიდევ არ მინდა გვარის დასახელება იმ პროკურორისა, რომელმაც დამირეკა და მითხრა, რომ დამიბარებდა კიდევ ორ კვირაში და მეტყოდა, რა ხდებოდა ჩემს საქმეზე. გარკვეული პერიოდი მშვიდად ველოდებოდი პასუხს. ერთხელაც ამ პროკურორისფეისბუქგვერდიდავათვალიერე და ვნახე, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ისნაციონალური მოძრაობისკანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა საზოგადოებას. ისეთი გათავხედებულები არიან, რომ ეს მოწოდებაც კი არ წაშალა სოციალური ქსელიდან.

_ თქვენ ამჟამინდელ ადგილობრივ არჩევნებში ზესტაფონის მერის პოსტზე იყრით კენჭს, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი. რატომ ხართ დამოუკიდებელი კანდიდატი?

_ არ დაგიმალავთ, რომ იყო ინიციატივა, კენჭი მეყარა ზესტაფონის მერის პოზიციაზე. შემდეგ მეგობრებს ვუთხარი, რომ ეტლს ვარ მიჯაჭვული და არ იქნებოდა კომფორტული ჩემი პოლიტიკური აქტივობა. ვფიქრობდი, უანგაროდ დამეჭირა მხარი “ქართული ოცნების” კანდიდატისთვის და ამით ვალი მომეხადა იმ გუნდის წინაშე, რომელმაც სიცოცხლე მაჩუქა. შემდეგ მოხდა პარადოქსული რამ: მერობის კანდიდატად წარადგინეს კახა მახათაძე, რომლის ძმაც თავის დროზე ნაციონალი გეწაძის საარჩევნო შტაბის უფროსი და ზონდერი იყო. ღმერთმა არ ქნას, არჩევნები გააყალბონ და კახა მახათაძე მოგვევლინოს ზესტაფონის მერად! ის არის ადამიანი, რომლის ძმასაც სხვების წამებისა და შეურაცხყოფის მეტი არაფერი უკეთებია; ადამიანი, რომელიც დაკავებულია მომხვეჭელობით, რომელიც ისე ამოსვრის შენს სახელს ლაფში, წამით არ დაფიქრდება, რამხელა მორალურ ზიანს გაყენებს.

_ რატომ შეარჩიაქართულმა ოცნებამასეთი პიროვნება?

_ ყველა ადამიანი, რომლებმაც რეკომენდაცია გაუწიეს კახა მახათაძეს, არის მოღალატე! რა აქვს საერთო კახა მახათაძესა და მის ძმას, ნაციონალების ზონდერ ალეკო მახათაძეს “ქართულ ოცნებასთან”?! ასეთი ადამიანები წარმოადგენენ დღეს “ქართულ ოცნებას”. საკოლმეურნეო ბაზარში შეხვედრაზე ხალხს ეგონა, მე ვიყავი “ქართული ოცნების” წარმომადგენელი და, როდესაც შეიტყვეს, რომ კახა მახათაძეა “ქართული ოცნების” კადიდატი, საშინელი აგრესია წამოვიდა.

_ არჩევნების წინ როგორია საზოგადოების განწყობა?

_ არჩევნები ხვალ რომ ტარდებოდეს, მერწმუნეთ, პირველივე ტურში გავიმარჯვებდი, მაგრამ, რასაც 2007-2008 წლებში აკეთებდნენ, იმავე მეთოდებს მიმართავენ დღესაც _ დაშინებას, მოსყიდვას, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას. ამ ადამიანებს მენტალიტეტი არ შეუცვლიათ და ძველებურად მოქმედებენ. ამ ყველაფრის სულის ჩამდგმელი და შემოქმედი კი იყო მერობის ამჟამინდელი კანდიდატის ძმა ალეკო მახათაძე. დღეს ზესტაფონში მუნიციპალიტეტი, ფაქტობრივად, არ მუშაობს, მუშაობს მათი შტაბი, საიდანაც გაიცემა ბრძანებები. სამსახურების უფროსებს ჩამორთმეული აქვთ უფლება-მოვალეობები, ისინი შტაბიდან გასცემენ ბრძანებებს და ამ ბრძანებების მიხედვით მოქმედებს მუნიციპალიტეტი. ნაციონალური მოძრაობისმმართველობის ეპოქაში დავბრუნდით თუ რა ხდება ჩვენს თავს?! ამისთვის შეიცვალა ის ხელისუფლება, რომელიც სისხლიანი რეჟიმის სახელითაა განთქმული?! რა აზრი ჰქონდა ბრძოლას, თუ ეს ადამიანები ხელისუფლებაში დაბრუნდებოდნენ? ამიტომ საზოგადოებამ უნდა ამოიღოს ხმა. როგორც 2012 წელს გაერთიანდა, ასევე უნდა გაერთიანდეს დღესაც. ვერ გადმოგცემთ, როგორ უხარიათ ზესტაფონელებს, არჩევნებში რომ ვმონაწილეობ და ვიბრძვი, ჩვენი რაიონი პორტირებულ ნაციონალებს არ ჩავუგდოთ ხელში.

_ ფიქრობთ, რომ არჩევნები შეიძლება გაყალბდეს?

_ პარტია “ქართული ოცნება” ზესტაფონში, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. ძალიან ბევრმა დატოვა საარჩევნო შტაბი. პრემიერმინისტრმა შესაბამის ორგანოებთან უნდა დასვას საკითხი, რა ხდება, როგორ მოვიდა ამდენი ნაციონალი ხელისუფლებაში, უფრო ზუსტად, “ქართულ ოცნებაშიდა რატომ არის სავსე მუნიციპალიტეტები ნაციონალებით? როგორ შეიძლება ადამიანი, რომელიც იყო მწამებელი და ზონდერი, დღეს “ქართულ ოცნებას” წარმოადგენდეს, შტაბს განაგებდეს?! სხვათა შორის თეა წულუკიანს ზესტაფონში იუსტიციის სახლის გახსნისას გადავეცი ჩვენი რეგიონის “ქართულ ოცნებაში” პორტირებული ნაცების სრული სია. ქართული ოცნებისპროპორციული თუ მაჟორიტარული სიების 60 პროცენტინაციონალური მოძრაობისწევრებით არის დაკომპლექტებული.

_ რა გითხრათ თეა წულუკიანმა, როდესაც სია გადაეცით და უთხრით, რომ მისი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატების 60 პროცენტინაციონალური მოძრაობისწარმომადგენელი იყო?

_ შეშფოთდა. მან არ იცოდა ამის შესახებ, რადგან, როგორც თვითონ განაცხადა, პარტიის საშინაო საქმეებში არ ერევა, მაგრამ თქვა, რომ დასვამდა საკითხს პრემიერმინისტრთან.

_ დავუშვათ, ეს არ იცის თეა წულუკიანმა, მაგრამ შეიძლება, “ქართული ოცნებისლიდერებმა არ იცოდნენ, ვის უჭერენ მხარს?

_ ყველა, ვინც ეს ჩაიდინა, მოღალატეა. ძალიან მძიმე შედეგებს მივიღებთ, თუ ამ ადამიანების რეაბილიტაცია მოხდება. რა მნიშვნელობა აქვს, მათნაციონალური მოძრაობისწევრები ერქმევათ თუქართული ოცნების”?! მწამებელი, ზონდერი და მკვლელი რომელ პარტიაშიც უნდა იყოს, თავისას არ მოიშლის. ამას მას შემდეგ ვებრძვი, რაც მერობის კანდიდატად კახა მახათაძე დასახელდა, მაქვს ძალიან ბევრი დოკუმენტი, რომლებშიც მასზე, მის ძმაზე, მისი გუნდის წევრებზეა მასალები. ამ ადამიანებმა 2012 წელს კრახი განიცადეს, ახლა ხდება მათი რეაბილიტაცია და ისინი ხელახლა მორწყავენ ქუჩებს სისხლით. აი ამას ვებრძვი, ეტლით დღეში 7-8 შეხვედრას ვმართავ და ვუხსნი ამომრჩეველს, ვისთან გვაქვს საქმე.

_ როგორ ხვდება ამ ყველაფერს ამომრჩეველი?

_ ხალხს ბაზარში შევხვდი. ჩემ შემდეგ მათთან მისულა ის ვაჟბატონი და გაუგდიათ. აქ ხალხი ფულზე არ იყიდება, ამიტომ მიმართავენ ჩვეულ ტერორს _ გამოითხოვეს საბუთები, რომელი სოფლიდან ვინ მუშაობს ფეროშენადნობთა ქარხანაში და თანამშრომლებზე დაიწყეს ზემოქმედება. ვეღარ გამიგია, ზესტაფონში 2007 წელია თუ 2017? როდესაც შარშან არჩევნებში “ქართულ ოცნებას” ვუჭერდი მხარს, ეს ადამიანები, მივრცელებდნენ ხმას, _ ბიძინა ივანიშვილმა მილიონი გადაუხადაო. არადა, ბატონ ბიძინას საერთოდ არ ვიცნობ… ის ადამიანები, რომლებსაც “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის დამარცხებაში წვლილი მიუძღვით, გარიყულები არიან, სამაგიეროდ, ნაციონალები მართავენ სიტუაციას. ნორმალურ ქვეყანაში ეს ადამიანები ციხეში უნდა ისხდნენ.

_ თუ თქვენ მიმართ სამართლიანობა არ აღდგა, რას აპირებთ? როგორც ვიცი, ამ საქმეების გასაჩივრების ვადა სტრასბურგის სასამართლოში უკვე დაგვიანებულია

_ დიახ, ვადა ამოწურულია. როდესაც “ქართული ოცნება” მოვიდა ხელისუფლებაში, სტრასბურგში სარჩელი არ გავგზავნე, რადგან, მოგეხსენებათ, როდესაც სტრასბურგში შედის სარჩელი და გამამტყუნებელი განაჩენი დგება, მოპასუხე მხარე საქართველოა და იმ გუნდის წინააღმდეგ ვერ გავილაშქრებდი, რომელმაც სიცოცხლე მაჩუქა. ალბათ, დავაშავე, სარჩელი რომ არ შევიტანე, რადგან საქართველოში სამართლიანობის აღდგენამ ძალიან დაიგვიანა.

_ რას ეტყვის გიორგი გოგლიჩიძე საქართველოს ხელისუფლებას?

_ რადგან მგონია, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას, არ ვიცი, შეგნებულად თუ შეუგნებლად, დამნაშავე ნაციონალების წინაღმდეგ ბრძოლა არ შეუძლია, მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც პოლიტიკიდან წასვლისას განაცხადა, რომ დაბრუნდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა სწორად ვერ განვითარდებოდა: დღეს ძალიან ცუდ დღეშია საქართველო და მინდა, ვთხოვო ბიძინა ივანიშვილს ქვეყანა გადაარჩინოს. როგორც 2012 წელს იყო საქართველო უფსკრულში გადაჩეხვისგან გადასარჩენი, ისეა დღესაც. უარეს დღეში აღმოვჩნდებით, თუ ბიძინა ივანიშვილი არ ჩაერევა ვითარების გამოსასწორებლად. ამ ყველაფერს ქირურგიული ჩარევა სჭირდება, თერაპიული მკურნალობა ვეღარ უშველის, ფაქტობრივად, ისევ “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობაში ვექცევით, იმ ზონდერებისა და მწამებლების მმართველობის ქვეშ, რომლებიც წლების განმახვლობაში აუპატიურებდნენ და ნამუსს ხდიდნენ საქართველოს!

ესაუბრა ნიკა გელაშვილი

1 COMMENT

  1. გამისკდა გული სუნთქვა შემეკრა როგორ სჯიდნენ უდანაშაულო ადამიანებს და კიდევ ზენიტში ბოგინობენ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here