Home რუბრიკები პოლიტიკა როგორ მართავენ მსოფლიოს “ღარიბი” როტშილდები

როგორ მართავენ მსოფლიოს “ღარიბი” როტშილდები

5360
როტშილდების კლანი

რატომ არ შეიყვანაფორბსმაყველაზე მდიდარი ადამიანების სარეიტინგო სიაში როტშილდების კლანის წარმომადგენლები

როტშილდების კლანისადმი ინტერესმა ბოლო 200 წლის განმავლობაში კიდევ ერთხელ მოიმატა _ ამჯერად საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რომელშიც 39 წლის ემანუელ მაკრონმა გაიმარჯვა. მაკრონის აღზევებას პოლიტიკურ ავანსცენაზე ბევრი ექსპერტი უკავშირებს იმ ფაქტს, რომ ამ ახალგაზრდა კაცმა 5 წლის წინათ გადადგა პირველი ნაბიჯები სახელისუფლო დერეფნებში და ეს მოხდა პარიზში მოქმედი როტშილდების ბანკიდან. სწორედ ამიტომ ამბობენ, რომ როტშილდები _ “მეფეთა ბანკირები და ბანკირთა მეფეები” _ ისევე, როგორც XIX-XX საუკუნეებში, დღესაც მართავენ საფრანგეთს (და მსოფლიოს).

არავის უარუყვია კაპიტალისტური საზოგადოების ფორმულა, რომლის თანახმად, ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის პოლიტიკური გავლენა პირდაპირპროპორციულია კაპიტალისა, რომელსაც ეს ადამიანი (ან ჯგუფი) ფლობს. შესაბამისად, ყველაზე გავლენიანად უნდა ჩაითვალონ ადამიანები, რომლებიც მოწინავე ადგილებზე არიან ჟურნალ “ფორბსის” მილიარდერთა სარეიტინგო სიაში.

2017 წლის 20 მარტსფორბსმაგამოაქვეყნა მილიარდერების 31- ყოველწლიური სარეიტინგო სია, რომლის მიხედვითაც დედამიწაზე მილიარდერების რაოდენობამ პირველად გადააჭარბა 2000 კაცს _ იყო 1810, ახლა არის 2043. ამ ადამიანების საერთო ქონებამ კი 18%-ით მოიმატა და ამჟამად ის 7,7 ტრილიონ დოლარს შეადგენს.

სარეიტინგო სიის პირველ საფეხურს, უკვე მეოთხე წელია, ზედიზედ იკავებს “მაიკროსოფის” დამფუძნებელი ბილ გეიტსი. მისმა ქონებამ 75-დან 86 მლრდ-მდე მოიმატა. მეორე ადგილზეა Berkshire Hathaway-ის ხელმძღვანელი უორენ ბაფეტი, რომლის ქონებამაც 12 თვის განმავლობაში 14,8 მლრდ დოლარით მოიმატა და 75,6 მლრდ-ს მიაღწია. 72,8 მილიარდით მესამეა Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში 5 საფეხურით წაიწია წინ.

ამ ადამიანებისთვის, სავარაუდოდ, პოლიტიკური საქმიანობა უცხო არ არის, მაგრამ პოლიტიკურ პროცესებზე მათი გადამწყვეტი გავლენის შესახებ თითქმის არავინ ლაპარაკობს.

მაგალითად, აშშ-ში 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობისას ცხარედ კამათობდნენ შესაძლო გავლენებზე, მაგრამ ამერიკულ პრესაში ვერ ნახავთ სტატიას, რომ არჩევნებზე აქტიურ გავლენას ახდენდა ბილ გეიტსი ან უორენ ბაფეტი, ან კიდევ ჯეფ ბეზოსი. მათ სახელებს კი, ვისზეც ეჭვობდნენ, რომ აქტიურად ერეოდნენ ჰილარი კლინტონისა და დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო პოსტისთვის ბრძოლაში, “ფორბსის” სარეიტინგო სიის, არათუ პირველ ათეულში, ასეულშიც იშვიათად შეხვდებით. მაგალითად, ჯორჯ სოროსი, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, 29-ე ადგილზეა 25,2 მილიარდიანი კაპიტალით. დევიდ როკფელერი (გარდაიცვალა 102 წლისა, 2017 წლის 20 მარტს) ამ კლანის ერთადერთი წარმომადგენელი, რომელიც სარეიტინგო სიაში მოხვდა, 581-ე ადგილზეა “მოკრძალებული” თანხით _ 3,3 მლრდ დოლარით. და რაც ყველაზე განსაცვიფრებელია, 2043 მილიარდერს შორის ვერ იპოვით ვერც ერთ როტშილდს! ამ დიდი ოჯახის არც ერთი წარმომადგენელი არ ფიგურირებს “ფორბსის” მიერ 31-ჯერ გამოქვეყნებული მილიარდერების სარეიტინგო სიაში. არადა, როტშილდების მიმართ ინტერესი გაცილებით დიდია, ვიდრე ამ სიაში წარმოდგენილი მდიდრებისა, რადგან, ბევრი ექსპერტის აზრით, როტშილდები უხილავად მოქმედებენ მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე.

აი ძირითადი აქტივები, რომლებსაც განკარგავენ როტშილდების იმპერიის წარმომადგენლები:

საბანკო სფერო: 1. ბანკი N.M.Rothchild & Son (ლონდონი). როტშილდების უძველესი ბანკი, დაარსებულია 1811 წელს. მართავს ბარონი დევიდ დე როტშილდი; 2. ბანკი Rothchild & Cie (საფრანგეთი). მართავს დევიდ დე როტშილდი; 3. ბანკი შვეიცარიაში Rothchild AG (ციურიხი), რომელსაც მართავს ელი როტშილდი; 4. ბანკი JNR LTD, აფინანსებს რუსულ და უკრაინულ კომპანიებს. მართავს ნათანიელ როტშილდი. ლონდონური, ფრანგული და შვეიცარული ბანკები გაერთიანებულია Rothchild Group-ში, რომელიც ითვლის 57 ოფისს 5 კონტინენტის 45 ქვეყანაში. ამ ოფისებში მუშაობს დაახლოებით 3 ათასი თანამშრომელი. Rothchild Group -ი კომპანიების შეერთებისა და “გადაყლაპვის” სფეროში საქმიანობს.

Rothchild Group 1. ჰოლდინგური კომპანია Concordia B.V., ხელმძღვანელობს ბარონი დევიდ დე როტშილდი, თანამფლობელები არიან ლონდონური და პარიზული ბანკები; 2. სადაზღვევო ფონდი Afficus Capital Inc., რომელსაც მართავს ნათანიელ როტშილდი; 3. კომპანია “სოსიეტე დ’ენვესტისმან დიუ ნორი”; 4. ჰეჯ-ფონდი Afficus Capital -ი, რომლის კაპიტალი 14 მლრდ-ს შეადგენს.

Afficus Capital 1. კომპანია “რიო ტინტო”. მოიპოვებს ქვანახშირს, რკინას, სპილენძს, ურანს, ოქროს, ალმასსა და ალუმინს; 2. De Biers-ი, საქმიანობს ალმასების დამუშავებასა და გაყიდვის სფეროში. ხელმძღვანელია ეველინ როტშილდი.

ენერგეტიკა: Vanco International Limited-ი.

დეველოპერული ბიზნესი, სასტუმროები და რესტორნები:

  1. დეველოპერული კომპანია “ტრიგრანიტი” (უნგრეთი). აქ ნათანიელ როტშილდის აქციების წილი 12%-ია. ამ კომპანიამ რუსეთსა და უკრაინაში 5 მლრდ დოლარის ინვესტიციები განახორციელა; 2. სასტუმროებისა და რესტორნების ქსელი RLM-ი, რომელსაც ელი როტშილდი მართავს.

მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და გამომცემლობები: 1. Ecomonist-ი, Daily Telegraph-ი (ეველინ როტშილდი); 2. პარიზული გამოცემა “პრეს დე ლა სიტე”, ფრანგული გაზეთი “ლიბერასიონი”, “ბი-ბი-სი” (ამ კომპანიის ხელმძღვანელია ედმუნდ როტშილდის სიძე მარკუს ეგიუსი) და სხვ.

ბიზნესის სხვა სახეობები: 1. “ფერსტმარკ კომუნიკეიშენს ინტერნეშნლ” და “ფილდფრეშ ფუდსი” (მფლობელები არიან ეველინ როტშილდი და მისი მეუღლე ლინ ფორესტერი); 2. სამუსიკო კომპანია F7Music-ი აშშ-ში (ენტონი როტშილდი); 3. ღვინის წარმოება (ციხესიმაგრე და მამულები შატო მუტანი და შატო ლაფიტი, სადაც აწარმოებენ შატო მუტანის მარკის ღვინოს); 4. 100-ზე მეტი პარკი და ბაღი ევროპის ტერიტორიაზე.

როტშილდების კლანის მრავალრიცხოვან და მრავალფეროვან მეურნეობას მართავს კომპანია Rothchild & co., რომელსაც, თავის მხრივ, აკონტროლებენ როტშილდების ფრანგული და ინგლისური შტოები. ამ კომპანიის სააქციო კაპიტალის 60%-ს როტშილდები ფლობენ, დანარჩენი აქციები ბირჟებზე თავისუფლად ბრუნავს.

საინტერესოა, რომ Rothchild & co -ის ყოველწლიური მოგება, ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 1-დან 1,5 მილიარდამდეა, სუფთა მოგება _ 50-დან 200 მლნ-მდე; უორენ ბაფეტის კი _ შესაბამისად, 210,8 მლრდ და 24,1 მლრდ, ანუ მარტოხელა მილიარდერის, უორენ ბაფეტის, ფინანსური მაჩვენებლები რამდენჯერმე აღემატება როტშილდების იმპერიის მაჩვენებლებს. არადა, XIX საუკუნიდან დღემდე როტშილდების ქონება არ შემცირებულა, პირიქით.

ნიკოლას ჰაგერი თავის გახმაურებულ წიგნში “სინდიკატი. მსოფლიო მთავრობის შექმნის ისტორია და მისი ზემოქმედების მეთოდები მსოფლიოს პოლიტიკასა და ეკონომიკაზე” (Nicolas Hagger. The Syndicate. The Story of the Coning world covermment. O books, 2004) წერს: როგორ შევაფასოთ როტშილდების ქონება? თუ 1850 წელს როტშილდების 6 მლრდ დოლარი (ყველაზე დაბალი შეფასება) ჰქონდათ და ყოველწლიურად 4-დან 8%-მდე მოგებას ნახულობდნენ, მაშინ მათი ქონება 1,9-დან 491 ტრილიონ დოლარს უნდა შეადგენდეს. დავუშვათ, მისი ქონება 1 ტრილიონი დოლარია. თუ გავითვალისწინებთ, რომ 300 მილიარდზე ცოტა მეტი დოლარის მფლობელს დღეს შეუძლია მსოფლიოს ყველა ბანკში დაცული ოქროს შესყიდვა, ხოლო აშშის ეროვნული ვალი (2004 წელს _ რედ.) 7,5 ტრილიონს შეადგენს, გასაგები იქნება როტშილდების მდგომარეობა ფინანსურ სამყაროში”.

თანამედროვე ლიტერატურაში როტშილდების კლანის რეალური ქონებრივი მდგომარეობა შეფასებულია 3 ტრილიონ დოლარად. ანუ როტშილდების ფინანსურ-ქონებრივი მდგომარეობა ზუსტად არ არის ასახული საფინანსო ანგარიშებში, აგრეთვე, “ფორბსის” სარეიტინგო სიებში. ჩნდება კითხვა: რით აიხსნება ასეთი შეუსაბამობა?

პირველი ვერსია. როტშილდების კლანი მრავალრიცხოვანია და სიმდიდრე, რომელიც მათ XIX საუკუნის წინაპრებისგან ერგოთ, თანაბრად ნაწილდება კლანის ყველა წევრზე.

კლანის პატრიარქის _ მაიერ ამშელ როტშილდის (1744-1812) ანდერძის მიხედვით, როტშილდები ერთ დიდ ოჯახად უნდა შეიკრან, “გარედან” მოსულების მიმართ კი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ. ნებისმიერი როტშილდის ქონება 1 მლრდ-ს არ უნდა აღემატებოდეს, “ზედმეტი” ქონება კი კლანის სხვა წევრებზე უნდა გადანაწილდეს.

მეორე ვერსია. დიდი ხანია, როტშილდები სატრასტო კომპანიებს იყენებენ, რომლებიც საიმედო საშუალებაა კაპიტალისა და აქტივების დასამალავად. უწინარესად, საგადასახადო სამსახურებისა და სამართლებრივი ორგანოების (განსაკუთრებით, თუ კაპიტალი მოპოვებულია დანაშაულებრივი გზით) თვალისგან. აგრეთვე, სხვადასხვა ჯურის რევოლუციონერებისა და რადიკალებისგან, რომლებზეც გვარი როტშილდი ისე მოქმედებს, როგორც წითელი ნაჭერი ხარზე. ცნობილია, რომ სატრასტო კომპანიები ამერიკაში 100-ზე მეტი წლის წინათ გაჩნდა, იდეა ეკუთვნოდა როტშილდებს, რომლებიც დღესაც აქტიურად იყენებენ ასეთ კომპანიებს. მაგალითად, ჯორჯ სოროსის აქტივები არის კაპიტალი, რომელიც როტშილდებმა სამართავად გადასცეს ყველასთვის უცნობ უნგრელ ებრაელს _ შვარცს, და რომელიც შეთავსებით ასრულებს როტშილდების პიარსამსახურის ფუნქციებს.

მესამე ვერსია. როტშილდების კლანის არსებობის 200 წლის განმავლობაში განისაზღვრა მისი სპეციალიზაცია მსოფლიოს ბიზნესში. პირველი _ ეს არის ოქრო, მეორე _ ნარკობიზნესი _ ჩრდილოვანი მოღვაწეობა. არც ნარკოტიკებთან დაკავშირებული ოპერაციები და არც ამ ოპერაციების შედეგები ოფიციალურ საფინანსო ანგარიშებში არ აისახება. რაც შეეხება ოქროს, ისიც აქტიურად მოძრაობს ეკონომიკის ჩრდილოვან კონტურზე. ამას გარდა, დღეს ოქრო ნელ-ნელა ქრება ბანკების საფინანსო ანგარიშებიდან. ეს თავისებური საბალანსო აქტივია, რომელსაც “ოქროს მეპატრონეები” (როტშილდები) კომერციული და პოლიტიკური ამოცანების გადასაწყვეტად იყენებენ.

აი ამით აიხსნება, რატომ არიან თანამედროვე როტშილდები ასეთიღარიბები”.

ვებგვერდ foundsk.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here