მთავარი დაიჯესტი როგორ იცავს რუსეთი თავის პოლიტიკურ მოკავშირეებს და როგორ იცავენ საქართველოს “სტრატეგიული პარტნიორები”

როგორ იცავს რუსეთი თავის პოლიტიკურ მოკავშირეებს და როგორ იცავენ საქართველოს “სტრატეგიული პარტნიორები”

456
გააზიარეთ
როგორ იცავს რუსეთი თავის პოლიტიკურ მოკავშირეებს და როგორ იცავენ საქართველოს “სტრატეგიული პარტნიორები”

რუსეთს ჰყავს პოლიტიკური მოკავშირეები და მათ მხარს უჭერს პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო მეთოდებით. ამ ქვეყნების დახმარებით, შეინარჩუნონ ლეგიტიმური მთავრობები, რუსეთი აშშ აიძულებს, ყურადღება მიაპყროს თავის საზღვრებს ან პრიორიტეტული გავლენის ზონებს. სირიაში გამარჯვება ფასობს იმით, რომ კრემლმა აიძულა დასავლეთი, ანგარიში გაუწიოს რუსეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებს.

რუსეთი მხარს უჭერს პოლიტიკურ მოკავშირეებს

რით არის მნიშვნელოვანი ვენესუელის, კუბის, ნიკარაგუის, ბოლივიის მხარდაჭერა? ეს ქვეყნები აღიარებენ რუსეთის ძალისხმევას დასავლეთის აგრესიისგან თავიანთი მოქალაქეებისა და ტერიტორიების დაცვის საქმეში, ამით ისინი საფუძველს აცლიან დასავლეთის ბატონობას საერთაშორისო ორგანიზაციებში, ხელს უწყობენ დადებითი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას რუსეთის გარშემო.

ამჟამად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვენესუელაზე, ნიკარაგუასა და კუბაზე აშშ-ის შეტევის მოგერიება, იმიტომ, რომ რუსეთის პოლიტიკური მოკავშირეები თავდაჯერებული იყვნენ საერთაშორისო არენაზე, მათ შორის, აშშ-თან დაპირისპირებისას. შემდეგ მათ სხვებიც აუბამენ მხარს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა დაგმო ვაშინგტონის მიერ დაწესებული სანქციები კუბისა და ვენესუელის წინააღმდეგ და განაცხადა, რომ მოსკოვი ყველაფერს გააკეთებს ამ ქვეყნების დასახმარებლად. “ეს ყველაფერი მიუღებელია. ჩვენ ამის წინააღმდეგი ვიქნებით, ვენესუელა და კუბა ჩვენი მოკავშირეები არიან რეგიონში, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მათ იგრძნონ ჩვენი მხარდაჭერა”, _ განაცხადა რიაბკოვმა.

როგორ იცავს რუსეთი თავის პოლიტიკურ მოკავშირეებს და როგორ იცავენ საქართველოს “სტრატეგიული პარტნიორები”

ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემ წინააღმდეგაა

რიაბკოვის განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გამოაცხადა კუბის მიმართ ჰელმს-ბერტონის კანონის მესამე თავის გამოყენების შესახებ. ეს შესაძლებლობას მისცემს “კუბელ ამერიკელებს”, აშშ-ის სასამართლოებში სარჩელები შეიტანონ მათ წინააღმდეგ, ვინც იყენებს იმ ქონებას, რომელიც, როგორც ისინი ამტკიცებენ, 1961 წლის რევოლუციამდე ეკუთვნოდათ მათ ან მათ ოჯახებს.

აშშმა ყველა გააფრთხილა, რომგამონაკლისი არ იქნებადა არც ერთი კომპანია, ამერიკული თუ ევროპული, არ გათავისუფლდება ქონების ჩამორთმევისგან, თუ დამტკიცდება უფლება რესტიტუციაზე. სანქციების გაფართოება გამოცხადდა იმის გამო, რომ ჰავანამ სოლიდარობა გამოუცხადა კარაკასს.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლიდან კუბის მთავარი სავაჭრო პარტნიორი არის ევროკავშირი. იქ განსაკუთრებით დიდი ინტერესი აქვს ესპანეთს. ესპანეთს არ ჩამორჩება კანადა და მექსიკა. კანადამ და ევროკავშირმა ერთობლივი განცხადებით გამოხატეს თავიანთი უკმაყოფილება და მიუთითეს, რომ კუბის მიმართ “ცალმხრივი ზომების ექსტერიტორიული გამოყენება საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება”.

“დავუკავშირდი კანადურ კომპანიებს, რათა დაგვედასტურებინა, რომ ჩვენ დავიცავთ ინტერესებს კანადელებისა, რომლებსაც კუბაზე აქვთ ბიზნესი და ინვესტიციები”, _ განაცხადა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქრისტია ფრილანდმა. კუბაზე ესპანელი მეწარმეების ასოციაციის (AEEC) პრეზიდენტმა სულიო ფონჩეტამ ევროკავშირს მოუწოდა, გამოიყენოს “ნაცვალგების” პრინციპი და დასაჯოს ევროკავშირში მომუშავე ამერიკული კომპანიები, თუკი “კუბელი ამერიკელების” ყოფილი საკუთრებიდან მოგების მიღების გამო ზარალის ანაზღაურების მოთხოვნის სარჩელს შეიტანენ ევროპული კომპანიების წინააღმდეგ.

როსნეფტივენესუელას სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება

ანტიკუბურ სანქციებთან ერთად 12 აპრილს აშშ-მა გაამკაცრა სანქციები ვენესუელის მიმართ და შავ სიაში შეიყვანა კიდევ 4 კომპანია და 9 სანავთობე ტანკერი. ადრე სანქცირებულთა სიაში მოხვდა ვენესუელის სანავთობე სექტორში მომუშავე ორი კომპანია, მათ შორის, სახელმწიფო კომპანია PDVSA, ტანკერი, რომელსაც კუბაზე გადაჰქონდა ნავთობი და PDVSA-ს 34 გემი. სანქცირებულთა სიაში მოხვედრა ნიშნავს აქტივების გაყინვას აშშ-ში და ამერიკის მოქალაქეების ან კომპანიებისთვის ბიზნესის წარმოების აკრძალვას ამ სიის ფიგურანტებთან.

მოსკოვმა იპოვა კარაკასის მხარდაჭერის მეთოდი. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით (რომელიც, მართალია, მოგვიანებით “როსნეფტმა” უარყო), რუსული კომპანიაროსნეფტი”, რომელიც PDVSA- შვილობილი კომპანია ჩიტგო აქციების მფლობელია, შუამავალია PDVSA-სა და ვენესუელური ნავთობის საბოლოო მყიდველს შორის. PDVSA ნავთობის გაყიდვის ანგარიშფაქტურებს გადასცემსროსნეფს”, რომელიც მათ ანაღდებს და ამისათვის ვენესუელისგან იღებს საკომისიოსა და დისკონტს (ფასდაკლებას). ფულის ნაწილი ქვეყანაში შედის რუსეთვენესუელის ბანკის, “ევროფინანს მოსნარბანკისგავლით, რომელსაც აშშმა მარტში დაუწესა სანქციები.

სქემაში მონაწილეობს ინდური კომპანია Reliance Industries-ი, რომელიც დაკავებულია ვენესუელის ნავთობის იმპორტით. ამ კომპანიის წარმომადგენლის თქმით, “როსნეფტისგან” მიღებული ფული ხმარდება ვენესუელის ვალების დაფარვას. ასევე თანამშრომლობენ ვენესუელასთან ჩინური კომპანიებიც.

ეს გამოცდილება საგულისხმოა იმით, რომ რაღაც მომენტში აშშ-ს აღარ აქვს შესაძლებლობა, სანქციები დააწესოს ფინანსურ ნაკადებზე, შესაბამისად, მისთვის მიუღებელ ხელისუფლებას ვეღარ დაამხობს.

აშშ-ის პარტნიორებმა _ ევროკავშირმა, კანადამ, ლიმას ჯგუფმა (ორგანიზაცია, რომელიც პერუს დედაქალაქ ლიმაში დააარსეს სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის ქვეყნების უმრავლესობამ, აგრეთვე, კანადამ და სენტ-ლუსიამ 2017 წლის აგვისტოში) ვაშინგტონს სთხოვეს, არ გაეაქტიურებინა კანონის მესამე თავი, მაგრამ ტრამპმა მაინც გააკეთა ეს. აღსანიშნავია ისიც, რომ კუბა, უკვე 50 წელიწადია, მკაცრი სანქციების პირობებში ცხოვრობს, მაგრამ კვლავ რჩება თავის იდეოლოგიურ პოზიციებზე.

ვენესუელელები გაყოფილნი არიან, მაგრამ ემბარგო აიძულებს მათ, უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავონ აშშ-ის მიმართ, შედეგად ვაშინგტონი ვენესუელის სახით მეორე კუბას მიიღებს.

აი ასე იცავს რუსეთი თავის სტრატეგიულ პარტნიორებსა და მოკავშირეებს, საქართველოს “სტრატეგიული პარტნიორები” კი მხოლოდ იმას ცდილობენ, როგორ გამოიყენონ ჩვენი ქვეყანა მხოლოდ საკუთარი ინტერესებისათვის. საქართველოს ხელისუფლებაც, რომელიც ფინიასავით შესციცინებს “სტრატეგიულ პარტნიორებს” თვალებში, ისე იქცევა, როგორც ვაშინგტონი და ბრიუსელი უბრძანებს, იმას კი ვერ აცნობიერებს, რომ ამით ხელს უწყობს ქვეყანის გადაქცევას ორი ზესახელმწიფოს დაპირისპირების პოლიგონად.

ინტერნეტში გამოყენებული მასალების მიხედვით მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here