მთავარი საზოგადოება როგორ ინერგება ჰომოსექსუალიზმი საქართველოში და რომელი ტექნოლოგიებით ხდება ჩვენი მოქალაქეების გაპირუტყვება

როგორ ინერგება ჰომოსექსუალიზმი საქართველოში და რომელი ტექნოლოგიებით ხდება ჩვენი მოქალაქეების გაპირუტყვება

3849
გააზიარეთ
ჰომოსექსუალიზმი

როგორი ტექნოლოგიების გამოყენებით აჩვევენ ადამიანებს იმას, რისი მიჩვევაც თითქოს შეუძლებელია; ადამიანის შეგნებაში იმის ჩანერგვას, რისი ჩანერგვაც, თითქოს შეუძლებელია, მაგრამ ახერხებენ.

ამ ტექნოლოგიას (თეორიას, კონცეფციას) “ოვერტონის ფანჯარა” ჰქვია. მისი ავტორია ჯოზეფ ოვერტონი (1960-2003) საზოგადოებრივი პოლიტიკის ცენტრის უფროსი ვიცეპრეზიდენტი, რომელიც ავიაკატასტროფაში დაიღუპა, და მის მიერ ჩამოყალიბებულ სისტემას (გარდაცვალების შემდეგ) “ოვერტონის ფანჯარა” უწოდეს.

ამ სისტემის მიხედვით ნებისმიერი პრობლემის ან იდეისთვის მაღალი მორალის მქონე უგანათლებულეს საზოგადოებაშიც კი არსებობს, ე.წ. შესაძლებლობის საშუალება. ამ “ფანჯრის” საზღვრებში პრობლემა ან იდეა შეიძლება, ან არ შეიძლება, ფართოდ განიხილონ, აშკარად დაუჭირონ მხარი, გაუწიონ პროპაგანდა, შეეცადონ, დააკანონონ კიდეც.

“ფანჯრის” ამპლიტუდა ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადასვლის შესაძლებლობას გულისხმობს: ყოვლად წარმოუდგენლიდან, საზოგადოებრივი მორალისთვის აბსოლუტურად მიუღებლიდან აქტუალური პოლიტიკის სტადიამდე, ანუ უკვე ფართოდ განხილულ და მასობრივი ცნობიერების მიერ მიღებულ და დაკანონებულ სტადიამდე გადასვლას ნიშნავს.

ანალიტიკოსები ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ ეს სისტემა ტვინების გამორეცხვა კი არ არის, არამედ უფრო დახვეწილი ტექნოლოგიაა. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ოვერტონს ახალი არაფერი აღმოუჩენია, მან აღწერა ის ტექნოლოგია, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში არსებობდა, ოღონდ შორეულ წარსულში მას ინტუიციურად მიიღებდნენ, ტექნოოლგიების საუკუნეში კი კონკრეტულ ფორმებად ჩამოყალიბდა და მათემატიკურ სიზუსტემდე დაიხვეწა.

ამ თეორიის საშუალებით ყველაზე ორთოდოქსული საზოგადოების შეგნებაში შეიძლება ჩაინერგოს ნებისმიერი იდეა, რომელიც რამდენიმე ეტაპს გაივლის. ეს პროცესი ჰომოსექსუალიზმის მაგალითზე განვიხილოთ.

მამათმავლობა, მეცნიერთა დაკვირვებით, გასულ საუკუნეებში, სულ ცოტა, სირცხვილად ითვლებოდა, მაგრამ XX საუკუნის მეორე ნახევარსა და XXI საუკუნის დასაწყისში ჩვენ უკვე შეგვეძლო, თვალი მიგვედევნებინა, როგორ მოქმედებდა “ოვერტონის ფანჯარა”.

როგორც, საერთოდ, ბევრ რამეს, ამ სექსუალურ გადახრასაც ბიძგი მასმედიამ მისცა. მედიასაშუალებებმა დაიწყეს ისეთი წერილების ბეჭდვა, რომელთა მიხედვითაც ჰომოსექსუალიზმის არსებობა ბუნებრივი მოვლენაა. ჩვენ ხომ არ ვკილავთ ძალიან ტანმაღალ ადამიანებს იმის გამო, რომ მათი განსხვავებულობა გენეტიკით არის განპირობებული? _ არა. მაშასადამე, _ წერდნენ ჟურნალისტები, _ ასევე უნდა შევაფასოთ ჰომოსექსუალური მიდრეკილებაც.

ამ პუბლიკაციებს მოჰყვა უამრავი ე.წ. გამოკვლევა, რომელთა დედააზრი მოკლედ ასე ყალიბდებოდა: ჰომოსექსუალობა ადამიანური ყოფის ბუნებრივი, თუმცა უჩვეულო მხარეა.

გადიოდა წლები და ოვერტონის “ფანჯარა” თავის “საქმეს” განაგრძობდა.

თანდათან გაირკვა, რომ საკაცობრიო კულტურის ბევრი გამოჩენილი მოღვაწე მხარს უჭერდა ერთნაირსქესიანთა შორის ურთიერთობას. მასმედიამაც გაშალა ფრთები და ტელევიზიასა თუ პრესაში დადგა რიგი პოლიტიკოსების, შოუვარსკვლავების და სხვა ცნობილი მოღვაწეებისა, რომლებიც საჯაროდ აღიარებდნენ მამათმავლობას. ბოლოს და ბოლოს, ოვერტონის თეორიამ, როგორც ამბობენ, ზუსტად “იმუშავა” და, რაც 50 წლის წინათ წარმოუდგენელი იყო, დღეს ნორმად ჩამოყალიბდა.

ოვერტონის ფანჯარა
ოვერტონის ფანჯარა

მეტიც: ვინც დღეს პედერასტიის, გეიზმის, ტრანსგენდერობის, ლესბოსელობის წინააღმდეგ ხმას ამოიღებს, იმ საწყალს მასმედია, მათ შორის, ქართულიც, დაუყოვნებლივ ჰომოფობად, დემოკრატიული განვითარების მოწინააღმდეგედ, კაცობრიობის ბნელ წარსულში დაბრუნების ორგანიზატორად შერაცხავს და ყველა დამხრჩვალ კატას კისერზე ჩამოჰკიდებს, ხოლო .. არასამთავროები აღავღავდებიან რუსეთის აგენტობის ბრალდების ტონალობაში.

მოკლედ, ფრანგულმა ფრთიანმა ფრაზამ _ “სე ლა ვი” _ ცხოვრებაა ასეთი, გაახუნა მეორე ფრანგული პოსტულატი _ “შერშე ლა ფამ”, რომლის მიხედვით ყველა პრობლემის თავიდათავი ქალია. მნიშვნელობა კი იმიტომ დაეკარგა, რომ ქალებად და კაცებად ჩვენი მოდგმის დაყოფა უაზრობა გახდა. დღეს კაცობრიობის მამოძრავებელ ძალად, როგორც ჩანს, გამოდიან უსქესო არსებები და კიდევ _ რობოტები.

აქ დავაცხროთ ემოციები და უფრო ფართოდ გამოვაღოთ “ოვერტონის ფანჯარა”.

გნებავთ, სარკმელი.

გამოვაღებთ და დავინახავთ, რომ წვერიანმა ქალკაცებმა, რომლებიც ელასტიკურ კოლჰოტებსა და მაქმანიან საცვლებში არიან გამოპრანჭულები (საინტერესოა, რომ ტერმინიკრუჟევოიანი ნიფხავი აცვიაოერთერთი პიჟონის დასახასიათებლად პირველად გამოიყენა მწერალმა და ლიტერატორმა ელგუჯა მაღრაძემ), სრულად დაიპყრეს მედიასივრცე. ბევრ განვითარებულ ქვეყანაში ჰომოსექსუალობა არა მხოლოდ ნორმალურ სტატუსად ითვლება, არამედ _ პრესტიჟულადაც. პოპულარულ მსოფლიო კონკურსში შეიძლება მხოლოდ იმიტომ გაიმარჯვო, რომ შენი სახე იდეალურად ჩაეწერა ოვერტონის ერთერთფანჯარაშიდა არა იმიტომ, რომ ნიჭიერი ხარ”.

თანაც “პომადიანი ბიჭები” ჟიურიში წამყვან როლს თამაშობენ.

ანალიტიკოსების დაკვირვებით, ფანჯრისდისკურსი ექვსი გამოკვეთილი ეტაპისგან შედგება, რომელთა მიმდინარეობისას საზოგადოებრივი აზრი დიამეტრულად განსხვავებულ პოზიციად გარდაიქმნება.

თანაც _ უმტკივნეულოდ.

ეს პროცესი შეუმჩნევლად მიმდინარეობს, თითქოს ბუნებრივად, გარედან ასე ჩანს, სინამდვილეში კი ხელოვნურად ახვევენ თავს საზოგადოებრიობას. ოვერტონის ფანჯრისგამოყენებით, შეიძლება ლეგალიზება ყველაფრის, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით _ ყველაფრის.

ცნობილია, რომ საზოგადოებრიობის პროგრამირება ძველთაგანვე მომდინარე თემაა და მსოფლიო ელიტის მმართველმა კლასებმა ეს შესანიშნავად იციან.

ახლა კი კანიბალიზმის კლასიკური მაგალითის მოშველიებით განვიხილოთ ოვერტონის ტექნოლოგიის მოქმედების პრინციპი.

ოვერტონის ფანჯარა
ოვერტონის ფანჯარა

წარმოიდგინეთ, რომ ვიღაც ტელე თუ პრესის “ორიგინალ” მოღვაწეს აზრად მოუვიდა კანიბალიზმის თემით გაკეკლუცება რომელიღაც “უკუღმართ რაკურსში”, თუ ამის მსგავს რუბრიკაში, და დაიწყო იმის მტკიცება, რომ კაციჭამიობა აბსოლუტურად ბუნებრივი რამ არის (მადლობა ღმერთს, ასეთი უაზრობისგან ჯერჯერობით დაცულები ვართ, ამიტომ მხოლოდ წარმოვიდგინოთ).

აღვშფოთდით, ავღელდით, გავცხარდით!

ეს _ ჩვენ.

მაგრამ, თუ “ოვერტონის ფანჯარას” ავამოქმედებთ, მაშინ კანიბალიზმის ლეგალიზაცია, როგორც ტექნოლოგიის სტანდარტული ამოცანა, დღის წესრიგში დადგება.

უეჭველია, კანიბალიზმის იდეა პირველად აღსაქმელად წარმოუდგენელი საშინელებაა, ობსკურანტიზმია და არნახული ამორალურობა. მასზე ლაპარაკი პრესაში, მით უფრო, წესიერ საზოგადოებაში მიუღებელია, მაგრამ, თუ ამ თემას რეგულარულად სხვადასხვა კუთხით განვიხილავთ საინფორმაციო საშუალებებში, ადამიანები თანდათან, მათთვის შეუმჩნევლად, ქვეცნობიერად მისი არსებობის ფაქტს აღიარებენ და ცნობად მიიღებენ.

ამ პირველ ეტაპზე ჯერჯერობით არავინ ცდილობს, დაამტკიცოს, რომ კანიბალიზმის აღიარება მისაღები და აუცილებელია, მით უფრო, ნორმად ჩამოყალიბდეს, მაგრამ ჩვენთან ხომ სიტყვის თავისუფლება და დემოკრატია არის დამკვიდრებული, მეცნიერთათვის კი აკრძალული თემები არ არსებობს. მათ ყველაფრის შესწავლა ევალებათ.

ტაბუ უკვე დაძლეულია. იდეის არსებობა მსმენელთა, მაყურებელთა თუ მკითხველთა მასამ უკვე შეიტყო და იგი (ეს თემა) “უკვე აღარ ასოცირდება ნეანდერტალელების ველურ ხანასთან”. ამრიგად, უკვე მზადაა, გადააბიჯოს ოვერტონის მეორე ეტაპში.

ანალიტიკოები “ფანჯრის” ლოგიკას მიჰყვებიან, ვითარების შესაძლო, ლოგიკურ განვითარებას, რომელიც რეალურ ცხოვრებაში ამ ეტაპზე უკვე განხორციელებულია.

მაშასადამე, თემის განხილვის სრული აკრძალვა მოხსნილია, მაგრამ კანიბალიზმის იდეა მოსახლეობისთვის კვლავ კატეგორიულად მიუღებელი რჩება. თუმცა ზოგიერთ ტელეპროგრამაში ან საგაზეთო წერილში აქა-იქ გამოკრთება ულტრამემარჯვენე გამონათქვამები, რომლებიც კაციჭამიობასთან არის დაკავშირებული, მაგრამ ეს მარტოსული ფსიქოპატების ბოდვად აღიქმება.

ჯერ აქა-იქ, შემთხვევიდან შემთხვევამდე ხდება და არ ძაბავს საზოგადოებრიობას: ქარის მოტანილს ქარი წაიღებს.

მაგრამ ეს ფსიქოპათები სულ უფრო ხშირად ჩნდებიან ეკრანზე, საზოგადოებრიობა მოწმე ხდება, როგორ იკრიბებიან ასეთი რადიკალების ჯგუფები, მართავენ სამეცნიერო სიმპოზიუმებს, რომლებზეც ფორმალური ლოგიკით ცდილობენ, ახსნან კანიბალიზმი, როგორც ძველი ტომებისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი მოვლენა. აწყობენ კონფერენციებს ისეთ თემებზე, როგორიცაა, მაგალითად, პოლინეზიის ტომების ეგზოტიკური წეს-ჩვეულებები. განიხილავენ საგნის ისტორიას, ჩართავენ სამეცნიერო მოხმარების სივრცეში და მიიღებენ კანიბალიზმის ავტორიტეტული დახასიათების ფაქტს. “ასე შეიძლება კაციჭამიობაზე ლაპარაკის დაწყება ისე, რომ არ გასცდე მეცნიერული რესპექტაბელურობის საზღვრებს”.

იხსენებენ და განიხილავენ ისტორიულ პრეცენდენტებს, მაგალითად, ისეთს, როცა დედამ, მშიერი შვილი სიკვდილს რომ გადაერჩინა, საკუთარი სისხლი შეასვა.

ამ შემთხვევაში “ოვერტონის ფანჯარა” გადამწყვეტ სტადიაზე იმყოფება. კანიბალიზმისა და კაციჭამიობის ნაცვლად იწყებენ კორექტული ტერმინების _ ანტროპოფაგიისა და ანტროპოფილიის გამოყენებას. მნიშვნელობით იგივეა, მაგრამ მეცნიერული. თუმცა, ამ მოვლენის დაკანონების მოთხოვნა კვლავაც რადიკალურად და წარმოუდგენლად არის მიჩნეული. პოზიციების გადახედვა მონიშნულია, რადიკალი კანიბალების რაღაც საზოგადოება _ უკვე ჩამოყალიბებული. აღნიშნული ფაქტი მხოლოდ ინტერნეტშიც რომ იყოს, აუცილებლად შეამჩნევენ და არც ციტირება დაიგვიანებს.

ამ ეტაპის ბაქკანალიის მთავარი ამოცანაა კაციჭამიობის, თუნდაც ნაწილობრივ, სამართლებრივი დევნისგან დახსნა, თუნდაც ერთჯერადად თუნდაც ერთ ისტორიულ ეტაპზე.

ადამიანებს თავს ახვევენ პრინციპს: “თუ შენ არ შეჭამ მეზობელს, იგი შეგჭამს შენ”. ამ პოსტულატს კი ასეთი ორაზროვანი საფანელით გვაწვდიან: დღევანდელ ცივილიზებულ სამყაროში ამაზე ლაპარაკიც არ შეიძლება! არავითარ შემთხვევაში! მაგრამ უნდა შევქმნათ კანონი, რომლის ძალით, ანტროპოფაგია განსაკუთრებულ ვითარებაში _ შიმშილობის ჟამს ან სამედიცინო აუცილებლობისას _ დასაშვებია. ყოველი შემთხვევისთვის.

კარგად დაფინანსებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ან ნაყიდი ჟურნალისტები სხვადასხვა პრესკონფერენციაზე აკვიატებულად ეკითხებიან პოლიტიკოსებს, საზოგადო მოღვაწეებსა და გამოჩენილ ადამიანებს, _ რა დამოკიდებულება აქვთ ისეთი რადიკალური მოვლენის მიმართ, როგორიც არის ანტროპოფაგია. პასუხისთვის თავის არიდება რესპონდენტის შეზღუდულობის მაჩვენებლად ითვლება. ლანძღვასა და გამასხარავებას არ დააკლებენ. შედეგად, ადამიანების აზროვნებაში თავს იყრის სოციუმის განსხვავებულ წარმომადგენელთა გამონათქვამების ბაზა კაციჭამიობის შესახებ.

ოვერტონის თეორიის მესამე ნაბიჯს რადიკალური იდეა მისაღებ დონეზე გადაჰყავს. საკითხი, დიდი ხანია, განიხილება, ყველა მიეჩვია და კანიბალიზმის ხსენებისას ცივი ოფლი შუბლს აღარავის დაუნამავს. გრძელდება “მეცნიერთა” დასკვნების ციტირება. აბა, უარს ხომ არ იტყვიან “ავტორიტეტულ” მეცნიერულ დასკვნებზე, რომელთა მიხედვით, გარკვეულ ადამიანებს სურთ, იყვნენ შეჭმულები. აკრძალული ხილი ყოველთვის ტკბილია. თავისუფალ ადამიანს აქვს უფლება, თვითონ გადაწყვიტოს საკუთარი პრობლემები, ანუ ინფორმაცია არ უნდა დავმალოთ და ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, არის თუ არა კაციჭამია.

და ა.შ. და ა.შ.

სულ უფრო ხშირად გადის ეთერში, იბეჭდება გაზეთებში რეპორტაჟები იმაზე, როგორ მოახდინეს ანტროპოფილების პროვოცირება ამგვარი მოქმედების ჩასადენად ან როგორ შეიკრიბნენ ზომიერი კანიბალიზმის მომხრენი მორიგ მიტინგზე. ვაიმეცნიერები განაგრძობენ ბოდვას იმის შესახებ, რომ ადამიანს მეორე ადამიანის შეჭმის “სიკეთე” ბუნების მიერ გენეტიკურ დონეზე აქვს ნაბოძები.

საზოგადოებრიობის ჯანსაღად მოაზროვნეებს ჩამორჩენილ ადამიანებად წარმოგვიდგენენ, სოციალურ უმცირესობათა მოძულე რეტროგრადებად.

ოვერტონის ფანჯრისმეოთხე ეტაპის მიხედვით, კაციჭამიობას შეიძლება არ მივსდიოთ, მაგრამ ანტროპოფაგია რეალურ ცხოვრებაში სავსებით დასაშვებია. გასართობი ტელეპროგრამებისთვის იგონებენ სახალისო სიუჟეტებს, რომლებიც კანიბალიზმთან არის დაკავშირებული. ადამიანებს ეცინებათ ამ ყოფით, თუმცა უცნაურ სიუჟეტებზე. საზოგადოებრიობის სოლიდური წარმომადგენლები თემას დასაშვებ და მიუღებელ ელემენტებად ანაწევრებენ. განიხილავენ ანტროპოფაგიის დაკანონების პროცესს.

მეხუთე ეტაპზე მიზანი თითქმის მიღწეულია. მასობრივ შეგნებაში ამკვიდრებენ აზრს, რომ საზოგადოების ცხოვრებაში აღნიშნული პრობლემა უაღრესად მწვავედ დგას. საკითხის ტოლერანტობა და მეცნიერული საფანელი დაეჭვების საგანი აღარ არის. ლობისტური დაჯგუფებები ხელისუფლებაში კონსოლიდირდებიან, ჩრდილიდან გამოდიან; ქვეყნდება სოციალური გამოკითხვების შედეგები, რომლებითაც ვითომ დასტურდება კანიბალიზმის ლეგალიზაციის მომხრეთა მაღალი პროცენტი. საზოგადოებრივ აზროვნებაში ნერგავენ ახალ დოგმას, რომლის მიხედვით კაციჭამიობის აკრძალვა აკრძალულია.

არის ლიბერალიზმის საფირმო კერძი.

“ოვერტონის ფანჯრის” ზემოთ გადმოცემული მოდელირების შესახებ ჯერ კიდევ 2014 წელს ისაუბრა “როსია-24”-ის ეთერში ცნობილმა რეჟისორმა, სცენარისტმა და პროდიუსერმა ნიკიტა მიხალკოვმა საავტორო პროგრამაში “ბესოგონ თV”. მისი აზრით, ისტორიული პარალელების დღევანდელობაზე მორგების საკითხს მთავარი მნიშვნელობა აქვს მინიჭებული. ამ დროს ირღვევა ადამიანების თანაცხოვრების ნორმები. თემის გამოძახილი კი უეჭველად მისწვდება სკოლებსა და საბავშვო ბაღებს, რაც ნიშნავს, რომ მომავალი თაობა გადარჩენის შანსის გარეშე დარჩება.

ასე იყო პედერასტიის ლეგალიზების შემთხვევაშიც. მოითხოვეს, რომ ისინი მხოლოდ გეებად მოეხსენებინათ და ასეც მოხდა, ამას ლგბტთემის წევრობაც დაემატა.

მასმედიაში ჩნდება უამრავი ტელეპროდუქტი, რომლებიც კულტურულს ხდის ადამიანის ხორცის ჭამას. გამოდის ფილმები, რომლებშიც კანიბალიზმი პოპულარული კინოსურათების აუცილებელი ატრიბუტია.

ამოქმედდება სტატისტიკაც: ახალ ამბებში რეგულარულად საუბრობენ იმაზე, რომ ანტროპოფილების პროცენტული ოდენობა, რომლებიც დედამიწაზე ცხოვრობენ, წარმოუდგენლად დიდია.

თემა ისევე, როგორც ჰომოსექსუალიზმის საკითხი, ინტერნეტის სივრცესა და მსოფლიო მედიაში საბოლოოდ გამოდის პირველ პლანზე.

ოვერტონის ფანჯრისმეექვსე, ფინალური სტადია გვევლინება კრებულად კანონებისა, რომლებიც კანიბალებს უფლებას აძლევს, გაავრცელონ ადამიანის ხორცის ჭამის იდეა. ხოლო ნებისმიერს, ვინც გაბედავს ამ ტოტალური სიგიჟის წინააღმდეგ ხმის ამოღებას, კანონი სასტიკად დასჯის, რადგან იგი ადამიანის უფლებათა დამრღვევად იქნება ჩათვლილი.

კანიბალიზმის პოპულარიზაციის ერთ-ერთ ფორმას ეწოდება “მიმოიხედე გარშემო!”. განა არ იცოდით, მიგვანიშნებს მიხალკოვი, რომ ერთი კომპოზიტორი, ასე ვთქვათ, ანტროპოფილია? ხოლო მავანი პოლონელი სცენარისტი მთელი ცხოვრება ანტროპოფილი იყო? მას კიდეც სდევნიდნენ ამის გამო. რა საშინელებაა! რას უყურებს და რას უცდის დემოკრატია! მათგან რამდენი მკურნალობდა საგიჟეთში, იცით? რამდენი მილიონი გადაასახლეს, მოქალაქეობა ჩამოართვეს! როგორ მოგწონთ ლედი გაგას ახალი კლიპი?

საკითხს ტოპთემების დონეზე აღაზევებენ, ისიც ავტონომიურად განვითარებას იწყებს მედიასივრცეში, შოუბიზნესსა და პოლიტიკაში. ლეგალიზაციის მომხრეთა ლეგალიზაციისთვის გამოიყენებენ დამნაშავეთა გაადამიანურების მეთოდს მათი დადებითი ხატის შექმნის გზით. ისინი ხომ შემოქმედი ადამიანები არიან. შეჭამა ცოლი და რა მოხდა ასეთი? მათ გულწრფელად უყვართ თავიანთი ცოლები, ჭამენ, მაშასადამე, უყვართ. ანტროპოფილები თვითონ არიან მსხვერპლნი. ცხოვრებამ აიძულა. ასე აღზარდეს და .. და .. ასეთი კაურები (ფინტები) პოპულარული ტოკშოუების მარილია.

მოგვითხრობენ ერთი ტრაგიკული სიყვარულის ამბავს: კაცს უნდოდა საყვარელი ქალის შეჭმა, ქალს კი სურდა, შეჭმული ყოფილიყო. ვინ ვართ ჩვენ, რომ განვსაჯოთ ისინი! ეგებ ეს არის ნამდვილი სიყვარული! ვინ ხართ თქვენ, ამ სიყვარულს გზა რომ გადაუღობოთ!

მკითხველების ყურადღებას განსაკუთრებით მივაქცევთ ნიკიტა მიხალკოვის მიმოხილვის დასკვნის ნაწილს, რომელშიც იგი ამტკიცებს, რომ ოვერტონის მიერ აღწერილი შესაძლებლობა ყველაზე თავისუფლად ტოლერანტულ საზოგადოებაში მოძრაობს.

“იმ საზოგადოებაში, რომელსაც არ აქვს იდეალები და, როგორც შედეგი, არ გააჩნია სიკეთისა და ბოროტების ზუსტად განსაზღვრული პარამეტრები.

თქვენ გსურთ, ილაპარაკოთ იმაზე, რომ დედათქვენი ბოზია? გსურთ, ამის შესახებ დაბეჭდოთ მოხსენება ჟურნალში, დაწეროთ სიმღერა და, ბოლოს და ბოლოს, დაამტკიცოთ, რომ გაბოზება ნორმალურია და აუცილებელიც კი არის? წერეთ, ვინ გიშლით! სწორედ ეს არის ზემოთ აღწერილი ტექნოლოგია, რომელიც ემყარება ყველაფრის ნებადართულობას: არ არის ტაბუ, არ არის არაფერი წმინდა, არაფერი საკრალური, რისი განხილვაც დაუშვებელია, მათი გაბინძურების მცდელობა კი დაუყოვნებლივ უნდა აღიკვეთოს. და ხელში შეგვრჩება .. სიტყვის თავისუფლება, რომელიც ადამიანურობის უარყოფად არის გადაქცეული.

ჩვენ თვალწინ ერთმანეთის მიყოლებით ანგრევენ და სპობენ საზღვრებს, რომლებიც საზოგადოებრიობას უძირო უფსკრულში გადაჩეხვისგან იცავს. ახლა დაღუპვის გზა ხსნილია! შენ გგონია, რომ მარტოდმარტო ვერაფერს შეცვლი? მართალი ხარ! მარტო კაცი ვერაფერს შეცვლის.

მაგრამ შენ გევალება, დარჩე ადამიანად. ადამიანს კი ხელეწიფება ნებისმიერი პრობლემის დაძლევა. და, რასაც ერთი კაცი ვერ შეძლებს, გააკეთებენ საერთო იდეით გაერთიანებული ადამიანები.

მიმოიხედეთ და დაინახავთ, როგორ უსირცხვილოდ, ცინიკურად ცდილობენ ადამიანის გაპირუტყვებას, როგორ აიძულებენ, დარწმუნდეს, რომ კაციჭამიობა ნორმალურია”.

ამის მაგალითად ნიკიტა მიხალკოვი გვთავაზობს ელექტრონული კომერციის ინსტიტუტის “ჯოინთ თუ დეის” პრეზიდენტის, ვინმე დოქტორ მიხაილ მატაის ლექციიდან ამონარიდს, რომლის არსი დაიყვანება კაციჭამიობის აუცილებლობის დასაბუთებამდე. მისი ბოდვითი არგუმენტების წაკითხვით მკითხველი რომ არ დავთრგუნოთ, მხოლოდ დედაარსს წარმოგიდგენთ: შიმშილობას მიუჩვეველთათვის მესამე დღეს წამების ატანა შეუძლებელი ხდება, მათ ბუნებრივად უჩნდებათ კაციჭამიობის სურვილი. “ამ მომენტისთვის უნდა აირჩიოთ, ვისი შეჭმა გსურთ, რათა ძალა არ დაკარგოთ, თორემ თქვენ შეგჭამენ… იცოდეთ, თუ არ გაქვთ საჭმელი, პროტეინის ერთადერთი წყარო სხვა ადამიანია…”

რამე თუ არ მოვიმოქმედეთ, _ წუხს ნიკიტა მიხალკოვი, _ თვითონ გადავიქცევით მანქურთებად. გადავარჩინოთ ჩვენი შვილები და შვილიშვილები. გადავარჩინოთ ყველაფერი ის, რასაც საუკუნეების განმავლობაში ვიცავდით და ველოლიავებოდით _ ჩვენი ეროვნული იდენტურობა, ჩვენი მეობა.

მომზადებულია უცხოეთის მედიაში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით

4 COMMENTS

  1. ,,ოვერტონის ფანჯარა,, ეს მართლა საშინელი რამეა, სატელევიზიო 25-ე კადრი როგოც ჩემთვის ცნობილია კომუნისტების დროს შექმნა რუსმ ებრაელმა, რომელსაც ქვეცნობიერების მართვას ეძახდნენ, :(((

  2. სად იყო ოვერტონი საქართველოში კაცებს რომ აუპატიურებდნენ! ევროპაში მაგ პიდარასტებმა სულ რაღაც 5 წლის წინ წამოყვეს თავი .. საქართველოში კი ჯერ კიდევ 1999 თუ 2000 წელს კაცი გააუპატიურეს პირდაპირ ვაგზლის მეტროს კარებთან – შუაღამე კი იყო მაგრამ რაღა შუა მოედანი აირჩიეს სასექსაოდ.. თან რისთვის გააუპატირეს – რო ვალი თუ თავანი ვერ ჩააბარა დროზე.. კიდევ ერთი შემთხვევა გახმაურდა რომ დირექტრომა გააუპატიურა თავის მენეჯერი უბრალოდ იმისთვის რომ შეეპასუხა და კიდევ რამდენი ასეთი ამბავი .. თქვენ კი ამ ეროვნულ საქონლობას ვიღაც ოვერტონს აბრალებთ ..

    • კობა ძმაო ნამეტანი ბავშვი ყოფილხარ ამ საკითხში და ნუღარ დაწერ ნურაფერს სანამ არ გაიზრდები

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: პედრო Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here