Home რუბრიკები საზოგადოება როგორ გვაკარგვინებენ ადამიანურობას

როგორ გვაკარგვინებენ ადამიანურობას

2727
როგორ გვაკარგვინებენ ადამიანურობას

ერთობ საინტერესო ეპოქაში გვიწევს ცხოვრება ჩვენს თაობებს. ვერ იტყვი, რომ ეს ეპოქა ბრწყინვალეა და საამური, მაგრამ უნიკალური ნამდვილად არის. უნიკალური იმ თვალსაზრისით, რომ ერთი ეპოქიდან მეორეში გადასვლის პერიოდში ვცხოვრობთ. მიდის ერთი ეპოქა, ირღვევა და იშლება საუკუნეებით ჩამოყალიბებული ცხოვრების წესი, მსოფლმხედველობა, ადამიანის ცხოვრებისეული ლოგიკა და მოდის რაღაც ახალი. უფრო სწორად, ძველი ეპოქის წასვლის ფონზე რაღაც ახალის შექმნის აუცილებლობა გვიდგას. იმისთვის, რომ ახლის გზას სწორად დავადგეთ, წარსულისა და მისგან შობილი აწმყოს სწორად დანახვა და გააზრებაა საჭირო.

ადამიანის მიწიერი ცხოვრების ერთადერთი დანიშნულება ისაა, რომ ამქვეყნიური ცხოვრებით ის ღმერთს მიუახლოვდეს.

ქრისტეშობიდან ადამიანში ამქვეყნად ორი საწყისი ებრძვის ერთმანეთს _ სიკეთე და ბოროტება, შეიძლება _ სიყვარული და მტრობა. ჩვენს დღევანდელობაში ღმერთთან მიახლოების გზა ადამიანში სიკეთისა და სიყვარულის გამრავლებაზე და მტრობისა და ბოროტების აღმოფხვრაზე გადის.

ადამის მოდგმის მტრებს მრავალფეროვანი არსენალი აქვთ იმისთვის, რომ ადამიანი ღმერთს დააშორონ.

გვინდა, ვიხელმძღვანელოთ პრინციპით: “ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია!”

დღეს მკითხველს ერთერთი ასეთი მეთოდის შესახებ მოვუთხრობთ. შევეცდებით, შემდგომშიც გავშალოთ მოცემული თემა.

ასეთი პუბლიკაციების აუცილებლობა ბოლო დღეებში ღამის კლუბებში ჩატარებულმა საპოლიციო რეიდებმა და ამით გამოწვეულმა რუსთაველზე განვითარებულმა მოვლენებმაც ცხადყო.

ადამიანი ისეთი სახით, როგორიც დღეს არის, გაჩნდა მას შემდეგ, როცა ჩვენმა წინაპრებმა შექმნეს მეტყველება, ოჯახი და კომუნა. ამ ფაქტორებიდან ერთ-ერთის არარსებობის შემთხვევაში თანამედროვე ადამიანი არ იარსებებდა.

მეტყველება იყო არა მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება, არამედ თავის ტვინის მძლავრად განვითარების პირობაც; სახელდობრ, ლოგიკურ-მეტყველებითი აზროვნების. ლოგიკურ-მეტყველებითი აზროვნება გამოგვყოფდა ჩვენ ჩვეულებრივი თბილსისხლიანი ცხოველებისგან და განამტკიცებდა ჩვენს ადამიანურობას.

იმ შორეულ დროში ტყუილი გათანაბრებული იყო მკვლელობასთან, რადგან სიტყვა, მეტყველება მართალი იყო, ხოლო ურთიერთობა პირველყოფილ კომუნებში _ პატიოსანი; იმხანად ადამიანებმა შეგნებულად თქვეს უარი ერთმანეთის მოტყუებაზე. მათ კი, ვინც მეტყველების გამოყენებით ატყუებდათავისიანებს”, აძევებდნენ პირველყოფილი თემიდან. ეს სიკვდილის ტოლფასი იყო, რადგან ადამიანს არ შეუძლია საზოგადოების გარეშე ცხოვრება.

ცხოველებსა და ადამიანებს აქვთ ორი სახის აზროვნება _ ემოციური და წარმოსახვითი, ხატოვანი, მაგრამ მხოლოდ ადამიანს აქვს ლოგიკურ-მეტყველებითი აზროვნება _ ადამიანი აზროვნებს მეტყველებით და ამით მნიშვნელოვნად განსხვავდება ცხოველთა სამყაროს წარმომადგენლებისგან.

ეს არის არსებითი განსხვავება ადამიანსა და ნებისმიერ ცხოველს შორის, რადგან მეტყველებითი აზროვნება უმძლავრესი გზაა თავის ტვინის განვითარებისათვის.

ერთ-ერთი პირველი სამეცნიერო დაწესებულება, რომელმაც ადამიანების ურთიერთობების შესწავლა დაიწყო, არის ინგლისში. ის ტავისტოკის ინსტიტუტის სახელითაა ცნობილი.

ამ ინსტიტუტში ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში შეუდგნენ ფსიქოლოგიური მეთოდების შემუშავებას, რათა ადამიანისთვის ადამიანურობა დაეკარგვინებინათ და ის ცხოველის დონემდე დაეყვანათ.

როგორ ხდება ეს?

ადამიანური ურთიერთობების სპეციალისტებმა შესანიშნავად იციან, რა უწყობს ხელს ლოგიკურ-მეტყველებითი აზროვნების განვითარებას და რა _ მის დეგრადაციას.

ვისაც ახსოვს საბჭოთა კავშირი, ემახსოვრება, რა ბევრი იყო იმხანად განათლებული და პატიოსანი ადამიანი. და კეთილი ადამიანური ურთიერთობები მატერიალურ კეთილდღეობაზე გაცილებით მეტად ფასობდა. ამ განსხვავებამ საბჭოთა კავშირის საზოგადოება ისე მძლავრად განავითარა, რომ, მხოლოდ 30 წლის მანძილზე პრიმიტიული მიწათმოქმედების ქვეყანა ზემძლავრ კოსმოსურ და ბირთვულ სახელმწიფოდ იქცა.

როდესაც ადამიანური ურთიერთობის სამეცნიერო დაწესებულებებმა დაიწყეს თავიანთი მეთოდების დამუშავება კაცობრიობის ცხოველის დონეზე დასაყვანად, მათ იცოდნენ მთავარი, სახელდობრ, რომელი ადამიანური ფაქტორებისთვის უნდა მიეყენებინათ სასიკვდილო დარტყმა. პირველ რიგში, დაარტყეს ლოგიკურ-მეტყველებით აზროვნებას _ მეტყველებას:

1.მათ ასწავლეს ადამიანებს, როგორ მოეტყუებინათ ერთმანეთი პირადი სარგებლის მისაღებად ადამიანური ურთიერთობებიდან;

2.მათ დაიწყეს კოლექტივიზმის დანგრევა ადამიანური ურთიერთობების ყველა დონეზე;

3.მათ დაიწყეს ცრუ ისტორიის შეთხზვა;

4.მათ დაიწყეს შემუშავება და საზოგადოებაში დანერგვა “გამომუშავებული უმწეობისა”, რომლის დროსაც ადამიანები ურიგდებიან ყველაფერს, რაც მათ თავს ხდება, და არანაირ ძალისხმევას არ იჩენენ თავიანთი ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად;

5.მათ დაანაგვიანეს მეტყველება ორაზროვანი მნიშვნელობის მქონე სიტყვებით, როგორც წესი, ურთიერთგამომრიცხავი აზრით, რაც საშუალებას აძლევს ერთ ჯგუფს, ერთი და იმავე სიტყვას ან ცნებას შესძინოს თავისი აზრი, ამასთანავე, სხვა ჯგუფებისთვის ამ სიტყვას ან ცნებას აქვს სულ სხვა აზრი. მაგალითად, შეეცადეთ, ამოხსნათ ადამიანური ურთიერთობების სამეცნიერო დაწესებულებების მიერ შექმნილი ასეთი რებუსი: ჩვენ ვაშენებთ სამოქალაქო საზოგადოებას”. შევეცადოთ, ვუპასუხოთ რამდენიმე შეკითხვას: თუ ჩვენ ახლა ვაშენებთ სამოქალაქო საზოგადოებას, მაშინ როგორი საზოგადოება გვქონდა აქამდე, არასამოქალაქო? თუ ახლა ვაშენებთ სამოქალაქო საზოგადოებას, მაშინ როგორი საზოგადოება გვაქვს ამჟამად? და, თუ ამჟამად არასამოქალაქო საზოგადოებაა, მაშინ ვართ კი ჩვენ მოქალაქეები? საერთოდ, როგორი შეიძლება იყოს ეს სამოქალაქო საზოგადოება? თუ ჩვენს საზოგადოებაში არიან მოქალაქეები და არამოქალაქეები, რა განსხვავებაა მათ შორის?

უპასუხეთ შეკითხვებს?

შეეცადეთ, განსაზღვროთ ისეთი ცნებები, როგორიცაა დემოკრატია”, “ტოტალიტარიზმიანრეპრესიები, და მიხვდებით, რომ ამ ცნებების ერთმნიშვნელოვანი განმარტებები არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს.

ამ პროცესმა არც ქართულ ენას არ აუარა გვერდი. ამის ძალიან თვალსაჩინო მაგალითია სიტყვა “არა”-ს ამოღება მთელი რიგი ფრაზებიდან, ეს დღეს ერთგვარ მოდად იქცა: “არაფერი (არ) მინდა!”, “არაფერი (არ) მინახავს”, “არაფერი (არ) გამიგია” და ა.შ. “არაფერი” ნიშნავს არაფერს და არაფრის ან გაგონება, ან ნდომა, ან დანახვა შეიძლება? ასეთი, ერთი შეხედვით, უწყინარი მეტყველებითი სიახლეები ადამიანის ფსიქიკას და განსაკუთრებით, ქვეცნობიერს ჩიხში აყენებს და ანგრევს ბუნების მიერ მასში ჩადებული პროცესების მიმდინარეობას. შემდეგ ადამიანის ნებისმიერი ქმედება, გარე საქციელი არის აზროვნებითი პროცესის შედეგი _ ადამიანი ჯერ ფიქრობს, აზროვნებს და შემდეგ მოქმედებს. და როცა მონგრეულია, მოშლილია ადამიანში ბუნებით ჩადებული აზროვნებითი პროცესი, იშლება ამ აზროვნებითი პროცესის შედეგიც _ ვღებულობთ აზროვნების დესტრუქციულ შედეგს და მისგან გამომდინარე დესტრუქციულ გარე საქციელს, თუნდაც ეს საქციელი საზოგადოებრივი თვალსაზრისით უწყინარი (ვითომ) იყოს.

ადამიანური ურთიერთობების შემსწავლელი დაწესებულებების მიერ ჩვენს მეტყველებაში შემოტანილ ყველა ტერმინს აქვს ორმაგი საიდუმლო აზრი. ბუნებრივია, ნებისმიერ ცნებას აქვს ერთადერთი ზუსტი განსაზღვრება, ყველა დანარჩენი კი ყალბია.

ცნებების განმარტების მრავალმნიშვნელიანობამ და ურთიერთგამომრიცხაობამ მიგვიყვანა იქამდე, რომ ადამიანებს აღარ ესმით ერთმანეთის, შედეგად, აღარ ენდობიან ერთმანეთს. ისინი ვერ აცნობიერებენ, რას ლაპარაკობენ და ერთმნიშვნელოვნად ვერ განსაზღვრავენ იმ სიტყვების მნიშვნელობას, რომლებსაც იყენებენ მეტყველებისას.

ზემოაღნიშნული მიზეზების გამო საზოგადოება ინგრევა, რადგან ადამიანები აღარ ენდობიან მეტყველებით კომუნიკაციას და გადადიან ემოციებისა და წარმოსახვის უსიტყვო კომუნიკაციაზე. ეს კი ცხოველური კომუნიკაციაა. ასე ნადგურდება ადამიანის წარმოშობისა და განვითარების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი _ მეტყველება. და ჩვენ ვხდებით ჩვეულებრივი ცხოველები ჩვენი ქცევებით.

თუ ჩაუფიქრდებით წაკითხულს, გააანალიზებთ მას, დაიწყებთ მტკიცებულებების ან უარყოფის დამადასტურებელი ფაქტების ძებნას, მაშინ სწორ გზაზე დგახართ იმის გასაგებად, რაც ჩვენს თავს ხდება.

ჩვენ ხელახლა უნდა ვისწავლოთ მართალი მეტყველებით აზროვნება, რათა ავაშენოთ პატიოსანი ადამიანური საზოგადოება.

მომზადებულია ვებგვერდ Cont.wsზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here