Home ახალი ამბები მსოფლიო როგორ გახდნენ აშშ-ის მიერ დაფინანსებული და ტერორისტების ხელშემწყობი “თეთრი ჩაჩქნები” ნობელის პრემიის...

როგორ გახდნენ აშშ-ის მიერ დაფინანსებული და ტერორისტების ხელშემწყობი “თეთრი ჩაჩქნები” ნობელის პრემიის ნომინანტები

1087
თეთრი ჩაჩქნები

აშშის დანაშაულებრივ პოლიტიკასა და სირიაში განვითარებულ მოვლენებზე დასავლური მედიის ფარისევლურ დამოკიდებულებაზე მეტყველებს სტატია სათაურითკიდევ ერთი ვიდეო წარმოაჩენს, როგორ ეხმარებიან საჯარო დასჯის განხორციელებაში აშშის მიერ დაფინანსებულითეთრი ჩაჩქნებიამბოხებულებს მათ კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე სირიაში” (Yet Another Video Shows U.S. _ Funded White  Helmets Assisting Public Executions in Rebel-Held Syria). ეს სტატია საინფორმაციოანალიტიკურმა რესურსმა Naked Capitalizmმა გამოაქვეყნა.

სირიის სამოქალაქო თავდაცვის წარმომადგენლები, რომლებსაც ხალხი იცნობს, როგორც “თეთრ ჩაჩქნებს”, შეიძლება ნახოთ ახალ ვიდეოში, სადაც ისინი საჯარო დასჯის აღსრულებაში ეხმარებიან ამბოხებულებს სირიის ერთ-ერთ ქალაქში. ეს დასჯის, სულ ცოტა, მეორე ასეთი ვიდეოა წარმომადგენლებზე იმ ჯგუფისა, რომელიც 2016 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე იყო ნომინირებული.

თეთრი ჩაჩქნები”, სულ ცოტა, 23 მილიონი დოლარით დააფინანსა აშშის საერთაშორისო განვითარების ფონდმა (USAID), რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ქვედანაყოფია. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ევროპის სხვა სახელმწიფოების მთავრობებმაც გაიღეს თანხები.

დასავლეთის მსხვილი მასობრივი საინფორმაციო საშუალების მიერ ხშირად ინფორმაციის ფასდაუდებელ წყაროდ მოხსენიებული ჯგუფი დოკუმენტური ფილმის _ Netfeix “თეთრი ჩაჩქნების” _ თემად იქცა. ეს ფილმი 2016 წელს “ოსკარის” ლაურეატი გახდა, თუმცა მასობრივ მედიასაშუალებებს არაფერი უთქვამთ “თეთრი ჩაჩქნების” ბნელ საქმეებზე, ასეთი ფილმები საზოგადოებრიობას უმალავს ინფორმაციას დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი სირიის შეიარაღებული ექსტრემისტული სალაფიტური და ჯიჰადისტური დაჯგუფებების დომინირებაზე, და, საერთოდ, ჭეშმარიტ ინფორმაციას სამოქალაქო კონფლიქტზე.

CNN- და სხვა მედიასაშუალებები ეყრდნობიანთეთრი ჩაჩქნებისწარმომადგენლობის მიერ გადაღებულ კადრებს, მაგრამ არც ერთ დიდ დასავლურ საინფორმაციო სააგენტოს არაფერი უთქვამს ბოლო ვიდეოებზე, რომლებზეც ასახულია დაჯგუფების წევრების მონაწილეობა სადამსჯელო ღონისძიებებში.

ვიდეოკადრებში ადვილია თეთრჩაჩქნიანი ადამიანების ამოცნობა, რომლებსაც აცვიათ ლოგოტიპიანი ჟილეტები ორგანიზაციისა “სირიის სამოქალაქო თავდაცვა”.

საჯარო დასჯა მოხდა პატარა ქალაქ ჯასიმში სირიის სამხრეთში მდებარე პროვინცია დარაში, რომელსაც “ზომიერი” ამბოხებულების ცენტრს უწოდებენ.

ორი დღის შემდეგ სირიის სამოქალაქო თავდაცვამ გაავრცელა განცხადება, რომ მისი წევრები მართლაც იყვნენ ჩართული სასჯელის აღსრულებაში, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჯასიმის უხუცესთა საბჭომ სთხოვა “თეთრ ჩაჩქნებს”, ჰუმანურად მოეშორებინათ ადამიანის სხეული, რომელსაც მკვლელობისთვის სიკვდილი მიუსაჯა ადგილობრივმა სასამართლომ.

პროფეისიონალიზმი, რომელიცოსკარსიმსახურებს

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც “თეთრი ჩაჩქნები” საჯარო დასჯაში მონაწილოებენ. ამბოხებულების მიერ დაკავებულ ქალაქ ჰარითანში 2015 წელს გადაღებულ სიკვდილით დასჯის კადრებში ჩანს, როგორ დგას სირიის სამოქალაქო თავდაცვის 2 წევრი კამერასთან, სანამალ ქაიდასსირიული ფილიალისჯებჰათ ანნუსრასწევრი სიკვდილის განაჩენს კითხულობს, შემდეგ კი თავში ესვრის სამოქალაქო ტანსაცმლიან მამაკაცს. რამდენიმე წუთის შემდეგთეთრი ჩაჩქნებისგუნდი საკაცეზე დებს გვამს და მიაქვს. ეს ვიდეო ორგანიზაციამ ახსნა იმით, რომ მისმა წევრებმა, უბრალოდ, შეასრულეს დავალება _ “სასწრაფოდ დაემარხათ მოკლული”.

დასავლელი საზოგადოებრიობისთვის “თეთრი ჩაჩქნების” წარსადგენად ბრიტანელ-სირიელმა მილიარდერმა აიმან ასფარიმ დაიქირავა საზოგადოებასთან ურთიერთობის ბრიტანული ჯგუფი “სირიის კამპანია”. ეს ჯგუფი შექმნილია საზოგადოებასთან ურთიერთობის ფირმა “მიზნის” (Purpose) მიერ, რომელსაც ოფისები აქვს ნიუ-იორკსა და ლონდონში. მისი მთავარი მიღწევაა დოკუმენტური ფილმ Netflix-ისთვის თანხის შეგროვება.

დასჯის ამსახველი ვიდეოები ეჭვს აჩენს “თეთრი ჩაჩქნების” განცხადების მიმართ, რომ ისინი მოქმედებენ, როგორც მიუმხრობილი სამაშველო ორგანიზაცია, და აჩენს კითხვებს მათი სპონსორების, აგრეთვე, პიარ-სააგენტოებსა და რედაქციებში მათი პრომოუტერების მიმართ.

ალ ქაიდასადაისლამური სახელმწიფოსფარული მეომრები?

“თეთრი ჩაჩქნები” მოქმედებენ მხოლოდ სირიის შეიარაღებული ოპოზიციის ჩარჩოებში, მჭიდროდ თანამშრომლობენ “ალ ქაიდას” ადგილობრივ პარტნიორ “ჯებჰათ ან-ნუსრასა” და თვით “ისლამურ სახელმწიფოსთანაც” კი. ბრიტანელმა ჟურნალისტმა ჯონ კანტლიმ, რომელიც “ისლამურ სახელმწიფოს” ჰყავდა დატყვევებული, შემთხვევით გამოააშკარავა “თეთრი ჩაჩქნების” კავშირი “ისლამურ სახელმწიფოსთან”, როდესაც პროპაგანდისტულ ვიდეორგოლში “თეთრ ჩაჩქნებს” “ისლამური სახელმწიფოს” სახანძრო ბრიგადა უწოდა. ვიდეო და ფოტოები “თეთრი ჩაჩქნების” წევრებისა, რომლებიც სირიელი ჯარისკაცების გვამებთან პოზირებენ, სოციალურ ქსელში გავრცელდა.

2015 წლის მარტში ექსტრემისტების მიმართ სიმპათიით განწყობილმა სააგენტო Sarmeen-მა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ასახულია, როგორ უერთდებიან “თეთრი ჩაჩქნების” წევრები ჯიჰადისტ “ბოევიკებს” იდლიბში, როდესაც ისინი ჰაერში ისვრიან. სირიის სამოქალაქო თავდაცვის წევრი ერთ-ერთ “ბოევიკს” გამოართმევს დროშას და ააფრიალებს. ეს არის შავი დროშა თეთრი შაჰადით _ სალაფიტი ჯიჰადისტების “ჯეიშ ალ-სუნას” სიმბოლოთი. ეს ექსტრემისტული დაჯგუფება “ჯებჰათ ან-ნუსრას” მოკავშირეა და ბავშვებს ჯარისკაცებად იბირებდა საუდის არაბეთის “ალ ქაიდას” საველე მეთაურის _ აბდულა ალ-მუჰაისინის მეშვეობით.

ალ-მუჰაისინის, სირიაში სალაფიტი ჯიჰადისტების იდეურ ბელადს, არაერთხელ შეუქია “თეთრი ჩაჩქნები”. საუდელმა სამხედრომ, რომელსაც მრავალ სამხედრო დანაშაულში სდებენ ბრალს, მათ შორის, დატყვევებული სირიელი ჯარისკაცების მასობრივ მკვლელობაში, ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ არანაირი განსხვავება არ არის მოჯაჰედებსა (სალაფიტი ჯიჰადისტების მებრძოლები) და “თეთრ ჩაჩქნებს” შორის.

2015 წლის მაისში “თეთრი ჩაჩქნების” წევრმა მუავია ჰასან აღამ “ფეისბუქში” გამოაქვეყნა ვიდეო (მოგვიანებით წაშალა), რომელზეც სირიელი ამბოხებულები აწამებენ ორ სირიელ ჯარისკაცს, შემდეგ კი კლავენ. ის, აგრეთვე, ჩანს ვიდეოზე, რომელზეც ასახულია “ალ ქაიდას” სირიული ფილიალის მიერ ქალაქ იდლიბის აღება. მიმდინარე წლის მარტში “ჰაიათ ტაჰრირ აშ-შამის” (ამბოხებულების კოალიცია, რომელსაც ხელმძღვანელობს “ალ ქაიდა”) ლიდერმა სპეციალურ ვიდეომიმართვაში შეაქო “თეთრი ჩაჩქნები” და მას “რევოლუციის ფარული ჯარისკაცები უწოდა”.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here