Home რუბრიკები პოლიტიკა როგორ გამოეხმაურა “თბილისი პრაიდის” გარშემო განვითარებულ მოვლენებს საერთაშორისო მედია

როგორ გამოეხმაურა “თბილისი პრაიდის” გარშემო განვითარებულ მოვლენებს საერთაშორისო მედია

257

საქართველო კიდევ ერთხელ მოექცა საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში. 5 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენები Google-ის საძიებო სისტემაში მეტწილად ასე იძებნება _ “თბილისი პრაიდი” ძალადობრივი საპროტესტო აქციების ფონზე გაუქმდა.

გამოქვეყნებულ სტატიებში ნათქვამია, რომ რადიკალურმა ძალებმა “თბილისი პრაიდის” ოფისი დაარბიეს და ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებს თავს დაესხნენ.

* “საქართველოში ლგბტქ+ თემს პრაიდის გაუქმება მოუწია მას შემდეგ, რაც მემარჯვენე ძალებმა მათი ოფისი დაარბიეს. ძალადობრივი ჯგუფები თავს დაესხნენ ჟურნალისტებსაც; შედეგად, სულ მცირე, მედიის 20 წარმომადგენელი დაშავდა. რადიკალურმა ჯგუფებმა დაწვეს ლგბტქ+ მოძრაობის დროშაც”, _ წერს BBC-ი. გამოცემას მოყვანილი აქვს “თბილისი პრაიდის” განცხადებაც, რომელშიც აღნიშნულია, რომ ძალადობრივი საპროტესტო აქციების გამო პრაიდი აღარ ჩატარდება, რადგან “მოძალადეებით სავსე ქუჩაში რისკის ქვეშ ადამიანის სიცოცხლეს ვერ დააყენებენ”.

“მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სექსუალური ორიენტაციის გამო ადამიანთა დისკრიმინაცია უკანონოა, აღმოსავლეთ ევროპასა და დასავლეთ აზიას შორის მდებარე ქვეყანა კვლავ ძალიან კონსერვატიულია”, – აღნიშნულია BBC-ის სტატიაში.

* 5 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა ბრიტანული გამოცემა Guardian-იც.

“კონტრაქციის მონაწილეები “პრაიდის” ოფისს თავს დაეხნენ. პარალელურად მღვდლის ტანსაცმელში გამოწყობილი გრძელწვერიანი კაცები ჟურნალისტებს მუშტებს ურტყამდნენ. მედიის ერთ-ერთი წარმომადგენლის თქმით, მას ჯოხით სცემეს. სხვები კი ამბობენ, რომ თავდასხმის შედეგად დაზიანდა მათი ტექნიკა. საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ძალადობრივი საპროტესტო აქციების პროვოცირებაში “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორები დაადანაშაულა. პარლამენტის ზოგმა წევრმა კი პასუხისმგებლობა რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებს დააკისრა”, _ იუწყება The Guardian-ი. გამოცემა წერს, რომ საქართველოში პრაიდის ჩატარებას ყოველთვის მოსდევს კონტრაქციები და ძალადობრივი პროტესტი.

* Aljazeera კი წერს, რომ, მიუხედავად იმისა, რომ “თბილისი პრაიდის” ჩატარებამდე ხელისუფლებამ ლგბტ აქტივისტების დაცვის პირობა დადო, ქვეყნის პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა სრულიად განსხვავებული განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მარშის ჩატარება “მიზანშეუწონლად” მიაჩნია. “ქვეყნის პრემიერის თქმით, პრაიდი სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავდა. ირაკლი ღარიბაშვილმა “თბილისი პრაიდის” ორგანიზებაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი ოპოზიციური პარტია “ნაციონალური მოძრაობა” დაადანაშაულა”, _ წერს Aljazeera ამ გამოცემის სტატიაში ასევე მოყვანილია ინფორმაცია გასულ წლებში მომხდარი მოვლენების შესახებ, რომლებიც “თბილისი პრაიდის” ღონისძიებებს უკავშირდებოდა. სტატიის ქვეთავში, სახელწოდებით “სახელმწიფოს მარცხი”, Aljazeera  წერს: ძლიერი მართლმადიდებელი ეკლესია დასავლეთისკენ მიდრეკილ მთავრობებთან კონფრონტაციაშია, ამიტომ საქართველო კვლავ კონსერვატიულ ქვეყნად რჩება”.

* “თბილისი პრაიდის” გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება DW-ც.

“მართლმადიდებელმა ეკლესიამ მხარდამჭერებს შეკრებისკენ მოუწოდა, რათა მათ საყოველთაო ლოცვის პროცესში მიეღოთ მონაწილეობა, რომელიც ლგბტ თემის წინააღმდეგ იყო მიმართული. კონტრაქციის მონაწილეებმა დაარბიეს “პრაიდის” ოფისი, ერთ-ერთი აქტივისტი ხალხის მასაში მოტოციკლით შევარდა. პროტესტის მონაწილეები, მათ შორის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები, ჟურნალისტებს დაესხნენ თავს. სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოც, რომელზეც ჩანს, რომ ნაცემ ჟურნალისტს, რატი წვერავას, მღვდელი მიათრევს”, _ აღნიშნავს DW.

* Washington Post -ი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ ძალადობრივი ჯგუფები პოლონელ ტურისტსაც დაესხნენ თავს, რის გამოც მისი ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო.

“ლგბტქ+ თემის მიმართ მტრული განწყობა განსაკუთრებით ძლიერია კონსერვატიულ საქართველოში, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში. მომხდარი საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, დაგმო, მაშინ, როდესაც ქვეყნის პრემიერმინისტრმა მარშის ორგანიზება რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებსა და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, დააბრალა”, _ იუწყება Washington Post- -ი.

* Bloomberg-ი კი წერს, რომ “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელიც “თბილისი პრაიდს” მოუწოდებდა, საზოგადოების დამოკიდებულების გამო მარში არ ჩაეტარებინა, მოგვიანებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ “თბილისი პრაიდის” ოფისებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. მომხდარი დაგმო საქართველოს სახალხო დამცველმაც”. გამოქვეყნებულ სტატიებში აღნიშნულია, რომ თბილისში განვითარებულ მოვლენებს სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ და მომხდარი დაგმეს.

გერმანელ მაყურებელს მოეწონა ქართველების ანტილგბტ აქცია, რომელიც რუსულმა RT პირდაპირ ეთერში გადასცა

რაშა თუდეისგერმანულენოვანმა რედაქციამ პირდაპირი სტრიმი მოაწყო თბილისიდან, ლგბტ საწინააღმდეგო აქციიდან. როგორციუთუბიზეგაკეთებული კომენტარები მოწმობს, გერმანელი მაყურებლის უმრავლესობას ეს აქცია მოეწონა.

Es ist Zeit, dass die Mehrheit zeigt was normal ist. Schlu mit den Mainstreams und die korrupte Politiker! _ “დროა, უმრავლესობამ აჩვენოს, რა არის ნორმალური. უნდა დასრულდეს მეინსტრიმისა და კორუმპირებული პოლიტიკოსების დრო!”

endlich mal eine vernunftige demo _ ძლივს ვნახე აზრიანი დემონსტრაცია”.…

SO, sollte es auf der ganzen Welt sein _ ასე უნდა იყოს მთელ მსოფლიოში!”

Ganz normale Menschen mit ZWEI unterschiedlichen Geschlechtern. Einfach nur genial… Ich will raus, aus der Irrenanstalt BRD! _ აბსოლუტურად ნორმალური ადამიანები, ორი განსხვავებული სქესის წარმომადგენლები. უბრალოდ გენიალურია. მინდა, წავიდე ამ საგიჟედქცეული გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან!”

Einfach nur menschlich. Kann man sich in Buntland Germoneystan leider nicht vorstellen. Wie schon es sein  muss dort zu leben _ უბრალოდ, ადამიანურია. ამის წარმოდგენა აჭრელებულგერმანისტანში”, სამწუხაროდ, წარმოუდგენელია. რა კარგია, ალბათ, საქართველოში ცხოვრება”.

Das muss ein Gluckliches Gesundes Volk sein. Mir kommen fast die Tranen. Mit meinem Vierzig Jahren hier in Westeuropa habe ich nicht einmal gesehen, dass Jungs und Madels so miteinander tanzen. Und noch dazu so rassig und gutaussehend. Der Westen ist komplett degeneriert.

ქართველები ბედნიერი, ჯანსაღი ხალხი ჩანს. პირდაპირ ცრემლი მადგება. ორმოცი წლის ვარ და აქ, დასავლეთ ევროპაში, ერთხელაც არ მინახავს, რომ ბიჭები და გოგოები ერთმანეთთან ასე ცეკვავდნენ. და თან ასეთი ჯიშიანები და კარგი გარეგნობისანი. დასავლეთი სრულიად დეგენერირებულია”.

ძირითადად, ასეთ კომენტარებს აკეთებენ გერმანელი მაყურებლები, რომლებიც საქართველოს შესახებ სიმართლეს ისევ რუსული მასმედიიდან იგებენ, თორემ გერმანულმა “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” თავის რეპორტაჟში პირდაპირ მიწასთან გაასწორა ქართველი “მოძალადეები”.

ამერიკის საელჩომ ქართველი სკოლის დირექტორი სამსახურიდან გამოაგდებინა

აშშის საელჩოს კრიტიკა ისჯება, ისევე, როგორც გარყვნილთა აღლუმების წინააღმდეგ გამოსვლა და ამ აღლუმების აღკვეთა. ეს უკვე იწვნია 5 ივლისის აქციის მონაწილეების ერთმა ნაწილმა, რომელიც ახლა სასამართლოებს ელოდება, მაგრამ მუშტის მოქნევა რას მიქვია, ჩამყაყებულფეისბუკშიდაწერილი ერთი წინადადებაც კმარა დასასჯელად _ როგორც ეს გორის მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორს, ზურაბ ქარელს, გაუკეთეს!

ზურაბ ქარელმა აშშ-ის საელჩოსა და სხვა “დემოკრატიული” საელჩოების განცხადების ქვეშ კომენტარის სახით დაწერა ცნობილი ქართული გამოთქმა – “ყველამ თავის ბოზ მამიდას მოუაროს”. ამის გამო ის აიძულეს, რომ განცხადება დაეწერა და საჯარო სამსახური დაეტოვებინა. განათლების სამინისტრომ ეს გამოთქმა “უხამსად” ჩათვალა (განათლების სისტემის გაუნათლებელ მაღალჩინოსნებს რუსთაველი თუ გაუგიათ ნეტავ _ “როსკიპო, ბოზო დიაცო, საქმრო რად მოაკვლევინე?!”). არადა, ქართველმა კაცმა პროტესტი გამოხატა აშშ-ისა და ევროპული საელჩოების მხრიდან საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევისა და ლგბტ-გარყვნილების მხარდაჭერის გამო.

ბონდო მძინარაშვილი: წლებია, ამას ვამბობ, რის გამოც ფაშისტად, ჰომოფობად და “კრემლისტად” მაცხადებენ უტვინო ლიბერალები!

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

სიმართლეს ამბობს გუბაზ სანიკიძე, _ ლიბერალიზმის მზე ჩაესვენა საქართველოში! დიახ, განათლებული კონსერვატიზმისა და ნაციონალიზმის დრო დაბრუნდება ძალიან მალე! და არამხოლოდ საქართველოში! ეს აუცილებელად მოხდება! ეს უკვე მოხდა!

ამას ვამბობ წლების განმავლობაში  და ამის გამო ფაშისტად, ჰომოფობად და “კრემლისტად” მაცხადებენ უტვინო ლიბერალები!

კარგად გააანალიზეთ 5 და 6 ივლისი და მიხვდებით, რომ საქართველოში კონსერვატიზმი და ნაციონალიზმი ასპარეზს არ დაუთმობს ლიბერალიზმს! კიდევ დიდხანს მოითმინა ხალხმა!

ირმა ბეგლარიშვილი: აღლუმს მართავენ და ღირსების მარშს არქმევენ, ესაა უბედურება _ გაიძულებენ, მათი “უპირატესობა” აღიარო

ეს ის შემთხვევაა, როცა სიტყვას ძალა არ აქვს, მაგრამ მაინც ვიტყვი:

რომ დგახართ და ეს “ლიბერალები” ქრისტეს მცნებას გვიმეორებთ გამუდმებით, მაგალითი უამრავი მოგყავთ, რომ თქვენ გარშემო რამდენი გეი იყო, ლესბოსელი.

აქ, მათ გეობაზე კი არაა საქმე, პარადს რომ გიმართავენ და თან ღირსების მარშს არქმევენ, ესაა უბედურება; რომ გაიძულებენ, მათი “უპირატესობა” აღიარო.

ვინც აძლევს ამ პარადის უფლებას, რატომ არ სვამს კითხვას: რა დამსახურებისთვის?

ასე საპატივცემულოა უკანალების პოზირება?

ან მათ რომ უყურებთ, რომელს გიჩნდებათ მათ მიმართ სიმპათია, გთხოვთ მითხრით.

ვერ ხვდებით, რომ მთელი ეს წლები გვიწვევენ,…მასხარად გვიგდებენ?

ერთი, ჩვეულებრივი კოლონია ვართ. ამიტომაა, ვისაც რა უნდა, იმას რომ აკეთებინებს ისევ თავიანთ  დასმულ ხელისუფლებას.

სწორედ ქრისტე იყო, რომელმაც ეკლესიის წინ დაანგრია და გააცამტვერა მოწყობილი სავაჭროები. მართლმადიდებელთა ქრისტიანული დროშა მიუძღოდა ქართველ მეომრებს, როცა საომრად მიდიოდნენ! დღესაც ომია. მოეშვით დაცვას. ისინი ხვალ თქვენს შვილებსა და შვილიშვილებს გარყვნიან, რადგან ამის ნორმად დაწესებას ეს მოჰყვება აუცილებლად. დიახ, ომია, ომი უფრო საშიში და დაუნდობელი, ვიდრე ხმლით ბრძოლა.

შეხედეთ, რომელი ჰგავს ადამიანს. სახედაკარგული მასა, რომელიც მზად არის, ყველაფერი დაიბრალს ფულის სანაცვლოდ.

განა სოდომი და გომორი სხვა რამისთვის გაცამტვერდა?

ge.news-front.info

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here