Home სხვადასხვა დაიჯესტი როგორ გადანაწილდება მსოფლიო

როგორ გადანაწილდება მსოფლიო

აშშ ბევრ სატელიტზე იტყვის უარს

1449
გრეჰემ ალისონი

პოპულარულმა გამოცემა Foreign Affairsმა გამოაქვეყნა ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგის, პრეზიდენტ რეიგანის მთავრობაში თავდაცვის მინისტრის მრჩევლის, პრეზიდენტ კლინტონის პერიოდში თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ამჟამად მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების ბელფორის სახელობის ცენტრის დირექტორ გრეჰემ ალისონის სტატიაგავლენის ახალი სფეროები. სხვა მძლავრ სახელმწიფოებთან პლანეტის განაწილებისას”.  ამერიკის შეერთებულ შტატებში გრეჰემ ალისონი თანამედროვე პოლიტოლოგიის კლასიკოსად ითვლება.

“ამერიკელმა პოლიტიკოსებმა თავის დროზე შეწყვიტეს გავლენის სფეროების აღიარება, მაგრამ არა იმიტომ, რომ ეს კონცეფცია დაძველდა. ადრე სრულიად მსოფლიო დე ფაქტო შედიოდა აშშ-ის გავლენის სფეროში. ახლა ეს ჰეგემონია ქრება და ვაშინგტონი გამოფხიზლდა… ძალთა ბალანსში ტექტონიკური ძვრები, რომლებიც XXI საუკუნის 2 ათეულ წელს მოხდა, ისეთივე დრამატული იყო, როგორიც ნებისმიერი ტექტონიკური ძვრა, რომელთა მოწმეც იყო აშშ თავისი არსებობის 244 წლის განმავლობაში, _ წერს ალისონი, _ 1950 წელს აშშ წილი მსოფლიოს მშპ-ში 50% იყო, ის 1991 წელს 25%-მდე შემცირდა, დღეს კი მხოლოდ 13%-ს შეადგენს…”

პენტაგონის ყოფილი მაღალჩინოსნის შეშფოთების მთავარი საგანი ჩინეთია. ალისონი წერს: “ჩინეთს შეუძლია 1,3 ტრილიონი დოლარის ინვესტიციები ჩადოს ევრაზიის დიდი ნაწილის (რომლის ცენტრშიც არის) ინფრასტრუქტურაში… ბოლო 2 ათეული წლის განმავლობაში ჩინეთის მშპ მკვეთრად მოიმატა: აშშის 1991 წლის დონის 20%-დან 120%-მდეჩინეთში აშშზე 4-ჯერ მეტი ადამიანი ცხოვრობს. და, თუ ჩინელი მუშების შრომის ნაყოფიერება ისეთივე იქნება, როგორიც დღეს არის პორტუგალიელი მუშების (დაახლოებით 1,5-ჯერ ნაკლები ამერიკელი მუშების შრომისნაყოფიერებაზე), მაშინ ჩინეთის მშპ აშშის მშპსთან შედარებით 2-ჯერ მოიმატებს”.

ალისონი ხაზს უსვამს, რომ ჩინეთი სწრაფად ყალიბდება აშშ-ის თანაბარუფლებიან კონკურენტად მოწინავე ტექნოლოგიების სფეროში. საინფორმაციო ტექნოლოგიების 20 უდიდესი კომპანიიდან 9 ჩინურია. ჩინური კომპანიები ლიდერობენ გამოყენებითი ხელოვნური ინტელექტის ბევრ სფეროში, მათ შორის, თვალთვალის სისტემების, სახეებისა და ხმის ამოცნობის, აგრეთვე, საფინანსო ტექნოლოგიებში”.

მნიშვნელოვნად მოიმატა ჩინეთის სამხედრო ხარჯებმა და სამხედრო პოტენციალმა. მეოთხედი საუკუნის წინათ, ალისონის მონაცემებით, ჩინეთის თავდაცვის ბიუჯეტი აშშის თავდაცვის ბიუჯეტის 1/25 ნაწილის ტოლი იყო, ამჟამად კი ის მესამედს შეადგენს და მალე გაუთანაბრდება აშშის სამხედრო ბიუჯეტს. 2019 წელს გამოქვეყნდა ცოტა ხნით ადრე გამართული გასაიდუმლოებული სამხედრო თამაშების შედეგები, რომელთა მიხედვითაც გამოიტანეს დასკვნა: “როდესაც ჩვენ (ამერიკა) ვებრძვით რუსეთსა და ჩინეთს, “ლურჯებისგან” (ამერიკის შეერთებულ შტატებს) ქვას ქვაზე არ ტოვებენ”.

ალისონი რუსეთზე წერს: “რაც უნდა სურდეს ვლადიმერ პუტინს, რუსეთი ვეღარასოდეს იქნება ის საბჭოთა კავშირი, რომელშიც მისი მამა ცხოვრობდა. როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, ამის შედეგად წარმოქმნილი რუსული სახელმწიფო იმ მშპ-სა და მოსახლეობის ნახევრით დარჩა, რომელიც სსრკ-ს ჰქონდა, მისი საზღვრები კი ეკატერინე II-ისდროინდელ საზღვრებს დაუბრუნდა. ამის მიუხედავად, რუსეთი ბირთვული იარაღის მქონე ზესახელმწიფოა, რომლის არსენალიც ფუნქციურად ეკვივალენტურია აშშის არსენალის. რუსეთს აქვს სამხედრო მრეწველობა, ამზადებს იარაღს, რომელსაც თითქმის მთელი მსოფლიო ყიდულობსის განთქმულია თავისი შეიარაღებული ძალებით, რომელსაც შეუძლია, იბრძოლოს და გაიმარჯვოსსამხედრო სიმამაცე დღეს რუსეთის მთავარი უპირატესობაა”.

ალისონი მოუწოდებს ამერიკის სამხედრო-პოლიტიკურ ელიტას, აღიაროს:

ჩინეთისა და რუსეთის ძლიერების ზრდა აშშის ძლიერებასთან შედარებით, არაკეთილსასურველიაუკრაინას მოუწევს, შეეგუოს ყირიმის დაკარგვას, ამასთანავე, რუსეთისახლო საზღვარგარეთისქვეყნები განიმსჭვალებიან კრემლის მიმართ შიშით და მის მიმართ მეტ პატივისცემას გამოამჟღავნებენ. ბევრი ქვეყნისა და ადამიანებისთვისრომლებმაც თავშესაფარი ნახეს უსაფრთხოების ამერიკული ქოლგის ქვეშ და აღტაცებულნი არიან მსოფლიო წესრიგის ამერიკული კონცეფციითშედეგები იქნება კატასტროფული როდესაც 2010 წლის ბოლოსა და 2011 წელს დაიწყო “არაბული გაზაფხული”, ობამამ განაცხადა, რომ სირიის ლიდერი ბაშარ ასადი “უნდა წავიდეს”, მაგრამ პუტინი სხვაგვარად ფიქრობდა. მან ყველას დაანახვა, რომ ქვეყანას, რომელიც ობამამ ჩამოწერა და “რეგიონულ სახელმწიფომდე” დაიყვანა, შეუძლია, თავისი შეიარაღებული ძალები გამოიყენოს, მიიღოს აშშ-ის გამოწვევა და დაეხმაროს სირიის ლიდერს, განიმტკიცოს ძალაუფლება”.

რას სთავაზობს გრეჰემ ალისონი აშშ-ის ხელისუფლებას იმ ვითარებაში, რომელსაც ასე აფასებს?

ვაშინგტონს დასჭირდება პარტნიორები, მაგრამ ისეთი პარტნიორები, რომლებსაც მეტი სარგებელი მოაქვთ, ვიდრე რისკები”. მისი აზრით, ამ კრიტერიუმს აშშის დღევანდელი მოკავშირეებიდან ძალიან ცოტა აკმაყოფილებს, ამიტომ აშშმა უნდა გადახედოს ალიანსების სისტემასსაჭიროებისა და ხარჯებისგათვალისწინებით: თითოეული მოკავშირე _ “პალესტინიდან ფილიპინებამდე, ტაილანდიდან ლატვიამდე და საუდის არაბეთიდან თურქეთამდე” _ შესწავლილი უნდა იქნას იმ თვალსაზრისით, რას აკეთებს ის აშშის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ასამაღლებლად, რა რისკები და ნეგატიური მხარეები აქვს ამას. “კავშირი მუდმივი არ არის”.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშის ერთერთი წამყვანი ანალიტიკოსის ფიქრები მიმართულია ამერიკის მიერ მოკავშირეების შეცვლის შესაძლებლობისკენ. ალისონი არ ჩქარობს განზრახვის ბოლომდე გამჟღავნებას, მაგრამ აღნიშნავს, რომ “აშშ უარს იტყვის ზოგიერთ მოკავშირეზე, მოიმატებს მათი რაოდენობა, ვისი სარგებელიც ისევე მნიშვნელოვანია აშშ-ისთვის, როგორც აშშ-ისგან სარგებელი მათთვის, და რადიკალურად გადაიხედება თითოეულის ვალდებულება”…

უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკული ერთპოლუსიანი მსოფლიოს ნგრევა ამ სტატიამდე კარგა ხნით ადრეც ნათლად ჩანდა, მაგრამ ერთპოლუსიანობის სტრუქტურების ნგრევა არ ნიშნავს აშშის უარს მსოფლიო ჰეგემონობაზე.

Foreing Affairs-ში გრეჰემ ალისონის გამოსვლა კი აღსანიშნავია იმით, რომ ის აჩვენებს: ამერიკული სამხედრო-სტრატეგიული აზრი განაგრძობს მუშაობას გავლენის სფეროების კატეგორიით, გამოდის იქიდან, რომ აუცილებელია “პლანეტის გადანაწილება” და ყურადღებას ამახვილებს ძალების სამკუთხედზე _ აშშ-ჩინეთი-რუსეთი. სწორედ ამ სამკუთხედის გარშემოა აგებული აშშ-ის თანამედროვე გეოსტრატეგია.

fondsk.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here