Home რუბრიკები საზოგადოება როგორ აფასებენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს მოქალაქეები

როგორ აფასებენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს მოქალაქეები

326
როგორ აფასებენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს მოქალაქეები

სოციალური ქსელის ქართველი მომხმარებლები აღშფოთებას ვერ მალავენ ქვეყნაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გამო _ როგორ იქცნენ .. ნეიტრალური სტრატეგიული პარტნიორები მხარედ და როგორ მოითხოვენ ხელისუფლების გადაცემას იმ დამნაშავე რეჟიმის წარმომადგენლებისთვის, რომლებსაც დასავლეთის მოთხოვნით გაუხანგრძლივდათ პოლიტიკური სიცოცხლე. გთავაზობთ რამდენიმე შეფასებას სოციალური ქსელიდან.

სთხოვეთ გენერალ დვორნიკოვს, ფაფახს გამოგიგზავნით, სანამ არმია გამოუგზავნია თბილისში მუდმივი დისლოკაციით! აი, მერე კი მოგიწევთდვორნიკებადმუშაობა!”

ბონდო მძინარაშვილი, ჟურნალისტი, საზოგადოებრივი არხის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი:

“ყველასთვის მისაღები წინადადება: “ქართულმა ოცნებამ” და ოპოზიციამ თქვენთვის მისაღები ყველა პუნქტი ცალ-ცალკე ფურცლებზე დაწერეთ. დანიელსონმა ამოიღოს 6 ფურცელი, რომლებსაც ერთ დოკუმენტად შეკრავთ და ყველა ხელს მოაწერთ! საიდან უნდა ამოიღოს, ანუ სად უნდა ჩაყაროთ? მაგაზეც ვიფიქრე: ყუთი და აკვარიუმი რა საკადრისია?! სთხოვეთ სამხრეთის სამხედრო ოლქის სარდალს, არმიის გენერალ ალექსანდრე დვორნიკოვს და ფაფახს გამოგიგზავნით ცოტა ხნით, სანამ არმია გამოუგზავნია თბილისში მუდმივი დისლოკაციით!

აი, მერე კი მოგიწევთ “დვორნიკებად” მუშაობა!

ისედაც ცერებზე დგახართ ტელეფონის ზარის ხმის გაგონებისას!

ასეთი უგუნურები რატომ ხართ, რატომ?!

ნუთუ ასეთებად დაიბადეთ?!

ის გორელი ბავშვი გახსოვთ, _ სტალინი მოერევა თუ სპაიდერმენიო, _ რომ ეკითხებიან და შეკითხვას რომ უბრუნებს: _ სპაიდერმენი ვინ არის?

მეც იმ ბავშვივით ვკითხულობ:

– სუვერენიტეტი რა არის?

სამარცხვინო “პოლიტიკური ელიტა” გვყავს!

სიმართლე ეს არის და ძალიანაც ნუ გაიკვანძებით, _ ახლა აქ არავინ შემომიხტეს, როგორც… კურდღელი! იცით, როგორიც!

რევაზ კილასონია
რევაზ კილასონია

მთელი ჩვენი პოლიტიკურივერხუშკასრულ კაპიტულანტურ მორჩილებას გამოხატავს ევროპააშშის მიმართ

რევაზ კილასონია, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი:

როცა მთელი ჩვენი პოლიტიკური “ვერხუშკა” სრულ კაპიტულანტურ მორჩილებას გამოხატავს ევროპა-აშშ-ის მიმართ, ვაცნობიერებთ კი, ეს რა სიგნალებს გზავნის მოსკოვში, ანკარაში, ბაქოსა თუ ერევანში? განსაკუთრებით მოსკოვსა და ანკარაში…როცა ისინი ხედავენ, რომ ჩვენთან ხელისუფლება არალეგიტიმურია, რომ ხელისუფლება პასუხისმგებელია არა ხალხის წინაშე, არამედ უცხო ქვეყნების ნება-სურვილზე, რატომ უნდა გვცენ ჩვენ პატივი, თუნდაც ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას? მე ასეთი სამარცხვინო, კაპიტულანტური, უღირსი პერიოდი ბოლო პერიოდის საქართველოს ისტორიაში არ მახსოვს. თუ კოლონიური რეჟიმი არ დაემხობა და ქვეყანა არ დაადგება რეალური დამოუკიდებლობის გზას, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა თუ ეკონომიკური სტაბილურობა იქნება მუდმივი საფრთხის, ეჭვისა და კითხვის ნიშნის ქვეშ და გამოუსწორებელი კატასტროფის მოლოდინში.

ნანა მასხულია
ნანა მასხულია

არჩევნები 100-ჯერ რომ ჩატარდეს, ამ თვალსაზრისით ასჯერვე გაყალბებული იქნება

ნანა მასხულია, სოციალურ ქსელფეისბუკისმომხმარებელი:

ხელისუფლებას კაპიტულიანტურ შეთანხმებაზე ხელი მოუწერია და ამ ცხელ გულზე უნდა დავწერო: ჩვენთან არჩევნები ყოველთვის გ-ა-ყ-ა-ლ-ბ-დ-ე-ბ-ა! რატომ? რატომ და არჩევნების ძაღლის თავი კანონმდებლობაში, ცესკოში, კომისიებში და საარჩევნო ყუთებში კი არ არის დამარხული, არამედ იმაში, რომ არც ერთ პარტიას არ გააჩნია მკაფიოდ გამოხატული იდეოლოგია და ყველა პარტია განიხილებული, როგორც ერთი კაცი და მის ირგვლივ შემოკრებილი განსხვავებული მსოფლმხედველობის ადამიანები. იმ ხალხიდანაც უმრავლესობას საერთოდ არ აქვს და არც აინტერესებს ჰქონდეს რაიმე იდეა, გარდა ხელისუფლებაში ყოფნისა. როგორ შეიძლება ერთსა და იმავე პარტიაში იყოს, მაგალითად, სოციალისტი, ლიბერალი, ულტრამემარჯვენე ნაციონალისტი და ა.შ. აბა, იმაზე აღარც ვამბობ, პარტიულ სიებში ერთიმეორის მიყოლებით რომ არიან ჩამწკრივებულნი ზვიადისტებისა და ზვიადის იარაღით დამამხობლების, მორწმუნე მართლმადიდებლებისა და ღვთისმგმობელთა გვარები. ერთადერთი, რაც თვალსაჩინოა, ჩვენს ქვეყანაში არის მტკიცედ ჩამოყალიბებული ლიბერტარიანელთა სექტა და მისი წევრები სხვადასხვა პარტიაში არიან გადანაწილებულნი. ამიტომ, არჩევნები 100-ჯერ რომ ჩატარდეს, ამ თვალსაზრისით ასჯერვე გაყალბებული იქნება. ზოგი იტყვის, წაიკითხეთ პროგრამები და იმის მიხედვით მივცეთ ხმაო. ჯერ ერთი, პროგრამას ყველა პარტია კარგს წერს, ხალხის ინტერესებზე მორგებულს. თუ აკვირდებით ყველა პარტიას ერთი და იგივე დაპირებები აქვს, მაგრამ ერთია დაპირება, მეორე _ რამდენად არის შესაძლებელი მისი შესრულება გარკვეულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებაში. ან გეგულებათ ვინმე 238 პარტიის პროგრამის წამკითხველი? თუნდაც იმ 50 პარტიის პროგრამა, რომელიც 2020-ის არჩებნებში მონაწილეობდა, ვინმემ წაიკითხა? საერთოდ, ვინმემ ჰკითხა რომელიმე პარტიას, რა ტიპის სახელმწიფოს აშენების მომხრე იქნებოდა? ჰოდა, მაგ მთავარ საკითხს რომ არ ვკითხულობთ, მერე არ უნდა გაგვიკვირდეს ნამოხვანის ჰესის ასაშენებლად ერთი საუკუნით ტერიტორიის სხვისთვის დათმობა, უცხოელებზე მიწების მიყიდვა, უცხოელების უპრაგონოდ შემოდინება, ჩვენების ქვეყნიდან მასიური გადინება, გენდერული კანონი და იუვენალური იუსტიცია, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა საზოგადოების მოდერნიზაციისა და ახალი ტიპის ცნობიერების ჩამოყალიბების ხელოვნურად შექმნილი ინსტრუმენტი.

მე სოციალური კონსერვატიზმის მომხრე ვარ. ასეთი იდეოლოგიის მქონე პარტია საქართველოში არ არის. ე.ი., რა გამოდის? ჩემთვის არჩევნები არათუ გაყალბებული, საერთოდაც არ არსებობს, არჩევანის საშუალებაც კი არ გამაჩნია! ამიტომ მეც ჩემთვის პატივსაცემ კაცს და მასთან ასოცირებულ პარტიას ვაძლევდი და მივცემ ხმას.

ასე იქნება მომავალშიც, სანამ არ შეიქმნება საერთო იდეით გაერთიანებული ადამიანებისგან შემდგარი პარტიები, თანაც 238 კი არა, ხუთი-ექვსიც საკმარისია. მანამდე მიშისტები ხმას მისცემენ ნაცებს. ბიძინას მომხრეები (მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკიდან წავიდა, “ოცნებასთან” ასოცირდება) _ “ოცნებას”. ამ ორს დაემატება გახარიაც, რადგან ხელისუფლებაში ყოფნისას ბევრი მომხრე შეიძინა და არსებობენ გახარისტებიც.

P.S. რადგან ვიცით, არ არსებობენ უშუალოდ ხაზარაძისტები, ვაშაძისტები, ნინოისტები, შალვისტები და .., ამიტომ ესპატივცემულილიდერები დარჩებიან პირშიჩალაგამოვლებულები, თუ, რა თქმა უნდა, ამ სამ სუბიექტთაგან რომელიმეს არ მიეტმასნებიან.

ნანა კაკაბაძე
ნანა კაკაბაძე

გვეგონა, ერთ ვეშაპს მოვცილდით, რომ იქით მეორე ვეშაპი გამოჩნდა ევროპაამერიკის სახით

ნანა კაკაბაძე, უფლებადამცველი:

ვაი, ჩვენს პატრონს! ევროპა-ამერიკის ელჩებმა ხელისუფლებას გადმოსცეს ბრძანების ძალის მქონე უზე-ნაე-სის “რეკომენდაცია” _ თუ შემოდგომაზე ჩასატარებელ ადგილობრივ არჩევნებში 43%-ზე ნაკლებს აიღებთ, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დანიშნეთ, ცესკოს თავმჯდომარე 2/3-ის უმრავლესობით აირჩიეთ და, რასაც უზენაესი ბრძანებს, მომავალშიც ისე მოიქეცით, თორემ ცულს მოვიტან ცუნცულასო. ანუ არც ეკონომიკურად დაგეხმარებით, არც ნატოში და ევროკავშირში მიგიღებთ და რუსების მიერ საზღვრის ყოველ გადმოწევაზე აღარც შეშფოთებააღშფოთებას გამოვხატავთო. აქეთ სხვა უზენაესი გვითვლის რუსეთიდანთავი დაანებეთ ნატოსა და ევროპასთან ფლირტაობას, თორემ უფრო მეტ ნაწილებად დაიშლებით, ვერ ხედავთ, რომ აჭარის გათურქებას და მთელი რიონის ხეობის ხელში ჩაგდებას ცდილობს ნატოს წევრიდემოკრატიული თურქეთი” (“მხოლოდ 99 წლით, ვითომ ჰესის ასაშენებლად), იქით სომხეთს აქვს თვალი დადგმული ჯავახეთზე, ირანელები ამბობენ, თბილისი სპარსული ქალაქია, საუკუნეების განმავლობაში ჩვენი ამირა მართავდაო. ხოლო თუ ჩვენ ამ ყველაფერზე თვალს დავხუჭავთ, ისღა დაგვრჩება, ცხინვალიდან რამდენიმე ათეული კილომეტრით გადმოვიწიოთ და შუაზე გავწყვიტოთ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველო და, რაც თქვენი ქვეყნიდან იქნება დარჩენილი, ის ჩვენ ავითვისოთო. მოკლედ, მაგარ შარში ვართ. გვეგონა, ერთ ვეშაპს მოვცილდით, რომელსაც დიდი მადა ჰქონდა და სულ გადასანსვლით გვემუქრებოდა, რომ იქით მეორე ვეშაპი გამოჩნდა ევროპაამერიკის სახით, რომლებიც გვეუბნებიან, _ ჩვენთან თუ გინდათ, ჩვენირეკომენდაციებიუნდა შეასრულოთო. არა, ეს მხოლოდ რეკომენდაციებია, ბრძანებები არ გეგონოთ, ოღონდ თუ არ შეასრულებთ, ისევ ვეშაპის ხახაში ჩარჩებითო. არა, ჩვენ გადაყლაპვას არ გიპირებთ, მაგრამ თქვენი ცხოვრების წესზე უარი უნდა თქვათ, კანონები ჩვენი “რეკომენდაციებით” უნდა მიიღოთ და, თუ ჩვენ საჭიროდ ჩავთვლით, ხელისუფლებაც უნდა დათმოთო. მერე რა, რომ თვითონ ჩვენმა წარგზავნილმა დამკვირვებლებმა დააფიქსირეს არჩევნების ლეგიტიმურობა. მთავარია, რომ დღეს ჩვენ ასე გვჭირდება და არ გავიგონოთ თქვენი ხმა-კრინტიო. ანუ თუ ჩვენ საჭიროდ ჩავთვლით, ნებისმიერი დამნაშავე ციხიდან უნდა გამოუშვათ (თანაც ერთ კვირაშიო), თუ ჩვენ საჭიროდ ჩავთვლით, ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩაატაროთ, თანაც ისეთი პირობებით, როგორსაც ჩვენ შემოგთავაზებთო. მოკლედ, ხელისუფლებას ჩვენ ვუნიშნავთ საქართველოს, ქართველი ხალხის ნება აქ არაფერ შუაშიაო. თუ მოვინდომებთ, კონსტიტუციაშიც ჩაგაწერინებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერმინისტრი გეი ან ლესბოსელი უნდა იყოსო. თუ თანახმა არ ხართ, მიბრძანდით უკან, ვეშაპის ხახაშიო. აი, ეს არის რეალურად ის ლამაზი სიტყვებით შეფუთული რეალობა, რომელსაც ვუყურებთ დღეს საქართველოში “სტრატეგიული პარტნიორების” მხრიდან წარმოებულ ე. წ. ფასილიტაციისა თუ მედიაციის პროცესში. ამ ყველაფრიდან ჩვენ ის დავინახეთ, როგორ იქცნენ ე. წ. ნეიტრალური სტრატეგიული პარტნიორები მხარედ და როგორ მოითხოვენ ხელისუფლების გადაცემას იმ დამნაშავე რეჟიმის წარმომადგენლებისთვის, რომლებსაც მათივე მოთხოვნით გაუხანგრძლივდათ პოლიტიკური სიცოცხლე და სულ არ დაგიდევენ ქართველი ხალხის პოზიციას, რომ 2012 წლიდან მათ უარი უთხრეს ამ რეჟიმის პოლიტიკურ რეინკარნაციას. მერე რა, რომ დასავლეთში არჩევნებში (ანუ ხელისუფლების დანიშვნაში) ჩარევა მომაკვდინებელ ცოდვად ითვლება, ისინი ჩვენს სახელმწიფოს მესამეხარისხოვანი ქვეყნის კრიტერიუმით განსჯიან და ამიტომაც მათი მხრიდან აქ არჩევნების შედეგებით მანიპულაცია ჩვეულებრივი ამბავია.

ყველაზე უცნაური ის არის, რომ არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციის ძირითად ნაწილს არ მოსწონთ ესრეკომენდაციები” (ყოველ შემთხვევაში, ასე აცხადებენ), მაგრამ მაინც ყველა დათანხმდება მათ შესრულებას, რადგან სხვანაირადანტიდასავლელისდარუსეთუმესიარლიყს აიკრავენ. თუმცა, სახის შესანარჩეუნებლად ორივე მხრიდან გაბრძოლება მაინც საჭირო იქნება და იმას მიაღწევენ, რომ შეთავაზებულ ულტიმატუმში ფორმალური ხასიათის ცვლილებების შეტანით ორივე მხარეს ექნება იმის თქმის შესაძლებლობა, _ აი, ხომ ხედავთ, დასავლეთი ჩვენ გვიჭერს მხარსო. და მთავარი არ უნდა დაგვავიწყდეს:

გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! ჯოს! ჯოს! ჯოს!

ვაშა ამ ახალ საქართველოს, ვაშა, შენებას!”

ირაკლი ჯანყარაშვილი
ირაკლი ჯანყარაშვილი

დანიელსონჰარცელებისა და კიზინგერბრაიზების საჯიჯგნი სამშობლო ჩვენ არ გვაქვს!”

ირაკლი ჯანყარაშვილი, სამოქალაქო აქტივისტი:

სააკაშვილის რეჟიმის იდეოლოგები და ქართული ოჯახების განმაკულაკებელი ბანკირების ლობისტები, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები და მით უმეტეს, მეგობრები ვერ იქნებიან! რომ არა მათი თავხედური ჩარევა ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში და “ქართული ოცნების “ჟოპალიზური” პოლიტიკა დასავლეთის მიმართ, დღეს სამართლიანობა აღდგენილი იქნებოდა და ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესსაც მივიღებდით ქვეყანაში, რომლისთვისაც ვითომ იბრძვიან ჩვენი ვითომ მეგობრები!

ეს ეგრეთ წოდებული სტრატეგიული პარტნიორები მოლაპარაკების მაგიდასთან რასაც გვტენიან, დანაშაული ჰქვია და ქართული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში თავხედური ჩარევა! .. დიპლომატები მოლაპარაკების მაგიდასთან უხმობენ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც არც ერთ შემთხვევაში არ არიან ქართველი ხალხის რეპრეზენტატორები. ე.წ. ოპოზიცია, რომლის ვარსკვლავებიც არიან ჯალათები და ბანკირ-ნარკომანები, ნამდვილად არ არიან ქართველი ხალხის ნების გამომხატველები არც პარლამენტში და არც პარლამენტს გარეთ! მაშ, რისთვის ან ვისთვის ესაუბრებიან ამ ოპოზიციას? .. დასავლელი დიპლომატები, რომელთა მთავარი მიზანიც მხოლოდ თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგის თავს მოხვევაა, ცდილობენ, სამარიდან დააბრუნონ და ხელისუფლებაში დაგვისვან ისეთი ჯალათები, როგორიც ბოკერიაა; პოლიტპატიმრებად შემოგვტენონ მხედრიონელი რურუა და სახელმწიფო გადატრიალებისთვის ბრალდებული მელია.

ე.წ. დიპლომატები ცდილობენ ერის განმაკულაკებელი ბანკირები დაგვისვან ხელისუფლებაში, აღარაფერს ვამბობ იმ ორსახოვან პოლიტიკოსებზე, რომლებიც ქართველ ხალხს, დიდი ხანია, ჰყავს პოლიტიკურ სანაგვეზე გადაყრილი. არ შეიძლება გერქვას ქართველი ხალხის მეგობარი, როდესაც აქტიურად ლობირებ დღევანდელ ოპოზიციას, რომელიც ჯალათებით, სადისტებით, ნარკომანებით და ქართული ოჯახების განმაკულაკებელი ბანკირებით არის დაკომპლექტებული!

ვალერი კვარაცხელია
ვალერი კვარაცხელია

ოჯახს სხვა მხრიდანაც უტევენ: კერძოდ, ქალსა და მამაკაცს შორის ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური ბზარის გაჩენით

ვალერი კვარაცხელია: ორჯერ მოტყუებული ქალები.

უბინძურეს ეპოქაში ვცხოვრობთ. პროვოკაციაა ამ ეპოქის სახელი, სახე და შინაარსი. პროვოკაცია ღმერთისა და ადამიანის წინააღმდეგ, პროვოკაცია ისტორიის, თანამედროვეობისა და მომავლის წინააღმდეგ, პროვოკაცია საკუთარი თავის წინააღმდეგ. სიძულვილია მსოფლიო მასშტაბის პროვოკატორთა მიზანიც, საშუალებაც და იარაღიც. უკიდეგანო და უსასრულო სიძულვილის თესვაა მათი საქმიანობის მთავარი მიმართულება. სიძულვილი შლის საზოგადოებას. დაშლილი საზოგადოება კი იხრწნება და ლპება. ოჯახის ინსტიტუტის მორყევა პირდაპირი და უმოკლესი გზაა ერის, საზოგადოების, სახელმწიფოს დასაშლელად. გიფიქრიათ, რატომ არის ასე არანორმალურად გაბუქებული სექსუალური უმცირესობების საკითხი? თქვენ გგონიათ, ვინმეს მართლა აინტერესებს ამგვარ ადამიანთა ბედი? როგორ გეკადრებათ? ესაა ოჯახის ინსტიტუტისათვის ზურგში ჩაცემული მახვილი; ესაა ოჯახისთვის, როგორც საზოგადოების შემკრავი ძირითადი უჯრედისთვის გამოტანილი განაჩენი.

ოჯახს სხვა მხრიდანაც უტევენ: კერძოდ, ქალსა და მამაკაცს შორის ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური ბზარის გაჩენით. მხედველობაში მაქვს არა რომელიმე კონკრეტული ქალი და კაცი, არამედ ზოგადად მდედრი და მამრი, როგორც რეპროდუქციული ფუნქციის განმახორციელებელი ორი საწყისი, რომელთა ურთიერთლტოლვაზეა დამოკიდებული ადამიანის არსებობის გაგრძელება. ათასწლეულების განმავლობაში ფიზიკური ურთიერთლტოლვა გასცდა ცხოველურ, სხეულებრივ, მატერიალურ საფუძვლებს და სულიერ, საკრალურ, ღვთაებრივ ურთიერთლტოლვად, ანუ სიყვარულად ჩამოყალიბდა. ქალსა და მამაკაცს, რა თქმა უნდა, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში არ უყვართ ერთმანეთი და არც ფიზიკურ ლტოლვას განიცდიან ერთმანეთის მიმართ, მაგრამ ქალი და მამაკაცი (საზოგადოდ) ერთმანეთის მიმართ დადებითად განწყობილი სუბიექტები არიან, ერთმანეთისკენ მიზიდულობის მდგომარეობაში მყოფი ორი საწყისი. ეს ორი საწყისი, სულითა და სხეულებით იმ მაგნიტებს ჰგვანან, რომლებიც მუდმივად ერთმანეთისკენ მიიზიდებიან, მუდმივად ერთმანეთს გრძნობენ და ერთმანეთის ყურადღებასა და ინტერესს იწვევენ. ჰოდა, მათში მიზიდულობის ამ ცენტრს, ამ მაგნიტს თუ არ ჩაკლავ, ისინი ერთმანეთის მიმართ სიყვარულით აღიძვრიან, საერთო ოჯახებს ქმნიან, შვილებს აჩენენ, ზრდიან, უვლიან და დედამიწაზე ადამიანურ ცხოვრებას აგრძელებენ, ამიტომაცაა, რომ იმ ძალებისთვის, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზთა გამო დედამიწაზე ადამიანთა რაოდენობის კატასტროფული მასშტაბებით შემცირება განუზრახავთ, ასე საშური გამხდარა ადამიანებისთვის სქესის არევა, ორიენტაციის შეცვლა, ქცევის გაუკუღმართება. ისინი კვლავწარმოების პროცესის შენელებას, მერე კი საერთოდ შეწყვეტას გეგმავენ. არატრადიციული სექსუალური განწყობების ხელოვნური გაღვივების სატანური ჩანაფიქრის გაგრძელებაა ქალებზე მამაკაცების ძალადობის თემით ბოლო დროს ასე მოხშირებული სპეკულაციები. ქალებზე მოძალადე მონსტრის (მამაკაცის) ზოგადი სახის შექმნით ქალსა და მამაკაცს შორის გლობალურ გაუცხოვებას უყრიან საფუძველს.

_ იმისთვის უნდა გათხოვდე, რომ ქმარს საცვლები და წინდები ურეცხო, სადილი უმზადო და ემსახურო? _ ჩასძახიან ყურში გოგოებს ადრეული ასაკიდან.

_ ქმრები მოძალადეები არიან, რომლებიც ცოლებს იმონებენ, სცემენ, ჩაგრავენ, _ ჩასჩიჩინებენ მათ ტელევიზიიდან, პრესიდან, ინტერნეტიდან. მოზარდი, რომლის ფსიქიკა ჩამოყალიბების პროცესშია, ვერ უძლებს ამ ზეწოლას და მამაკაცი მისთვის არა მხოლოდ იმ ხიბლსა და მაგნიტს კარგავს, რომელმაც, წესით, უნდა მიიზიდოს, არამედ იმ ურჩხულად ყალიბდება, რომლისგანაც თავი უნდა დაიცვას, რადგან ეუბნებიან, რომ მისგან ცემის, ძალადობის, გაუპატიურების მუდმივი საშიშროება მოდის. თავის მხრივ, მამაკაცებსაც, გრძნობენ რა საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა მხრიდან დამოკიდებულების შეცვლას, ერთგვარი სიფრთხილისა და თავდაცვის ინსტინქტი უყალიბდებათ, რაც საბოლოო ჯამში, ქალების მიმართ მათ გაუცხოვებას იწვევს. იმ ბუნებრივ მაგნიტებს, რომლებიც ქალსა და კაცს აქამდე ერთმანეთისკენ იზიდავდა, პოლუსები ეცვლებათ და მიზიდვის ნაცვლად განზიდვის ფუნქციას ასრულებენ. თქვენ მეტყვით, ქალზე, ოჯახზე მოძალადე კაცი საშინელებააო. გეთანხმებით, რა თქმა უნდა, ასეა, მაგრამ მე სხვა რამეზე ვსაუბრობ. ამ ცალკეულ ანომალიურ შემთხვევებს მოძალადე არაკაცებზე გაცილებით ბოროტი და ორგანიზებული ძალები რომ იყენებენ, ამაზეა საუბარი, ამიტომ ოცი თუ ოცდაათი წლის წინათ გაუპატიურებული ქალების ან ათი თუ თხუთმეტი წლის წინათ ნაცემი ცოლების ეს მღვრიე ტალღა არათუ საზოგადოებრივი გმირობისა და სასარგებლო საქმიანობის ნიშანწყალს არ შეიცავს, შანტაჟის, გამორჩენის, ვიღაცის დავალების შესრულებისა და გლობალურ პროვოკაციაში ნებსითი თუ უნებლიეთ მონაწილეობის ხასიათს იღებს. გამონაკლისი ყველგან და ყველაფერში არსებობს, მაგრამ, საზოგადოდ, ეს მეტისმეტად უარყოფითი მოვლენაა.

იმას, რომ ეს ყველაფერი დასავლეთის კაცთმოძულე პოლიტიკის გავლენაა, ადასტურებს ის ფაქტი, რომ ჩვენი ქართულენოვანი, მაგრამ ამერიკული ტელევიზიები ასე ერთსულოვნად გადაეშვნენ საზოგადოებისთვის თავსმოხვეულ ამ მარათონში.

საქართველო, დიდი ხანია, დაშალეს ტერიტორიებად, დაშალეს პარტიებად, ა ს ო-ებად (არა სამთავრობო ორგანიზაციებად), პროამერიკელებად და პრორუსებად, “იმისტებად” და “ამისტებად”, ახლა ქალებად და კაცებად შლიან _ კაცთმოძულე ქალებად და ქალთმოძულე კაცებად. კარგი იქნება, თუ ის ქალბატონები, რომლებიც თავის დროზე ცუდ კაცებს გადაეყარნენ და მათგან დიდი წყენა და ტკივილი მიადგათ, გააცნობიერებენ იმ ჭეშმარიტებას, რომ მათ ახლა იმ თავიანთ ცუდ ქმრებსა თუ ცუდ საყვარლებზე გაცილებით ბოროტად იყენებენ ის დიდი პოლიტიკური შულერები, რომლებსაც ისევე არ ადარდებთ მათი ბედი, როგორც .. ლგბტ არსებების ბედი არ ადარდებთ.

ძვირფასო ქალებო, იკმარეთ ის უბედურება, რომ ერთხელ უკვე იყავით ცუდი კაცების მსხვერპლნი და მეორედ მაინც ნუ მოტყუვდებით, ნუ გახდებით გაცილებით უფრო ცუდი კაცების (მაფიის) მსხვერპლნი.

იოტისოდენა იმედიც არ მაქვს, რომ ჩემი ნათქვამი თქვენზე რამე გავლენას იქონიებს, მაგრამ, რომელიმე თქვენგანს ათი, ოცი, ოცდაათი წლის შემდეგ ჩემი სიტყვები თუ გაგახსენდებათ, შესაძლებელია, მიხვდეთ, რომ მართალი გითხარით.

ge.news-front.info

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here