მთავარი დაიჯესტი როგორ ამზადებს დასავლეთი მომავალ პრეზიდენტებს თავისი კოლონიებისთვის

როგორ ამზადებს დასავლეთი მომავალ პრეზიდენტებს თავისი კოლონიებისთვის

66
გააზიარეთ

აშშ და ინგლისი მნიშვნელოვნად უსწრებენ სხვა სახელმწიფოებსრბილი ძალისლიდერების უმაღლესი რგოლის მომზადებაში, აგრეთვე, სხვა ქვეყნებში ელიტების განათლებაში. ამ კადრებზე დაყრდნობით დასავლეთმა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში შეძლოფერადი რევოლუციებისმოწყობა.

როგორ ამზადებს დასავლეთი სასწავლო დაწესებულებებშიგავლენის აგენტებს

უმაღლესი განათლების სფეროს ბრიტანულმა ინსტიტუტმა (HEPL) გამოაქვეყნა ე.წ. რბილი ძალის ყოველწლიური ინდექსი, რომელშიც დათვლილია, რამდენმა მოქმედმა მსოფლიო ლიდერმა მიიღო განათლება უცხო ქვეყანაში. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, ამ წლის შედეგები აჩვენებს, რომ ამ მხრივ აშშ-ის მაჩვენებლები გაუმჯობესებულია და ის ყველას უსწრებს.

ადრე ლიდერი იყო დიდი ბრიტანეთი, მაგრამ აშშ ყოველწლიურად აუმჯობესებდა მაჩვენებლებს. დღეს დიდი ბრიტანეთი მეორე ადგილზეა, საფრანგეთი _ მესამეზე.

თვით ტერმინი “რბილი ძალა” (Soft power), XX საუკუნის 80-იან წლებში დაამკვიდრა ამერიკელმა პოლიტოლოგმა ჯოზეფ ნაიმ და, უწინარესად, გულისხმობს “რბილ ძალაუფლებას”. პოლიტიკური ძალაუფლების ეს ფორმა “ხისტი ძალისგან” განსხვავებით გულისხმობს სასურველი შედეგის მიღწევას ნებაყოფლობითი მონაწილეობით, სიმპათიითა და მიმზიდველობით.

ალექსეი ნავალნი ტავის ჯგუფთან ერთად იელის უნივერსიტეტში

ჯოზეფ ნაის თქმით, ქვეყნის ენა და კულტურა _ ეს არისრბილი ძალა”, რომელიც საკვანძო როლს თამაშობს საერთაშორისო ურთიერთობებში და პირდაპირ და ირიბ გავლენას ახდენს მსოფლიო პოლიტიკასა და საქმიან კავშირებზე.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა RTV-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, ამერიკელები ტერმინრბილ ძალაშიგულიხმობენ ადამიანების გულსა და გონებაზე გავლენის პოლიტიკის განხორციელების მცდელობას არა იმისთვის, რომ პროპაგანდა გაუწიონ თავიანთ კულტურასა და ენას, არამედ იმისთვის, რომ შეცვალონ პოლიტიკური კლასის განწყობა სამომავლოდ რეჟიმის შეცვლის მიზნით. ისინი ამით დაკავებული არიან ყოველთვის და არც ცდილობენ დამალვას _ ხმამაღლა ლაპარაკობენ, რომ ყველა ქვეყანაში უნდა შეიტანონ მშვიდობა და დემოკრატია”.

ლიდერობს აშშ

როგორც HEPL-ს დირექტორმა ნიკ ჰილმანმა განაცხადა, 1917 წლიდან დღემდე აშშ-მა განათლება მისცა 65 მსოფლიო ლიდერს, რაც 8-ით მეტია დიდი ბრიტანეთის ანალოგიურ მაჩვენებელზე (57 ლიდერი). საფრანგეთი მესამეა და ცოტათი უსწრებს ავსტრალიასა და რუსეთს.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდა იმ მსოფლიო ლიდერების რაოდენობა, რომლებმაც განათლება საფრანგეთში მიიღეს. HEPL-ის მონაცემებით, რუსეთმა 10 ასეთი ლიდერი მოამზადა.

HEPL-ის სარეიტინგო სიის მიხედვით, რბილი ძალისთვის “უმაღლესი კადრების” მომზადების  საქმეში ლიდერობას განაგრძობს აშშ. იმ მსოფლიო ლიდერებიდან, რომლებმაც აშშ-ში მიიღეს განათლება, HEPL-მა დაასახელა პირები, რომლებიც თავიანთ ქვეყნებს ხელმძღვანელობენ, როგორც პრეზიდენტები, პრემიერები, მეფეები და შეიხები.

ასეთ ქვეყნებს შორისაა: ბაჰრეინი _ შეიხ ჰამად ბინ ისა ალ ხალიფა და პრინცი სალმან ბინ ჰამად ალ ხალიფა; ბელგია _ მეფე ფილიპე და პრემიერი ალექსანდრე დე კროო; ჩილე _ სებასტიან პინიერა; საბერძნეთი _ კირიაკოს მიცოტაკისი; ირლანდია _ მაიკლ დ. ჰიგინსი; იტალია _ მარიო დრაგი; მონღოლეთი _ ლუვსანამსრაინ იუნ-ერდენე; სერბეთი _ ანა ბრნაბიჩი; სინგაპური _ ლი სიან ლუნგი; ესპანეთი _ მეფე ფელიპე VI და ა.შ.

მარია პევჩიხი
ლეონიდ გოზმანი
ევგენია ალბაცი

ელიტების მომზადება

“რბილი ძალის” შექმნა გულისხმობს არა მხოლოდ “მსოფლიო ლიდერების” მომზადებას _ პირების, რომლებიც შემდეგ ხდებიან პრეზიდენტები ან პრემიერმინისტრები, არამედ სწავლებას სტუდენტებისა, რომლებიც ნაწილი უნდა იყვნენ მმართველი ელიტისა იმ სახელმწიფოებში, რომლებიდანაც ისინი ჩავიდნენ სასწავლებლად. აქაც ლიდერობენ აშშ და დიდი ბრიტანეთი. როგორც HEPL აღნიშნავს,  შიგა მიგრაციის 100 ათას კაცამდე შემცირების განზრახვის შემდეგ ლონდონმა შეცვალა პოზიცია და “ახალ გაბედულ მიზნად” დაისახა, წელიწადში მიიღოს არანაკლებ 600 ათასი უცხოელი სტუდენტი მიმდინარე ათწლეულის ბოლომდე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ჩინეთიდან _ დასავლეთის მთავარი კონკურენტიდან _ სტუდენტების მოზიდვაზე.

“რბილი ძალის” ლიდერების მომზადება აქტიურად ხორციელდებოდა სსრკ-შიც. თავდაპირველად ამზადებენ ხელმძღვანელ კადრებს უცხოური კომუნისტური პარტიებისთვის. ეს მუშაობა ახალ დონეზე ავიდა 1950-1960-იანი წლების მიჯნაზე და 1960 წელს მოსკოვში პატრის ლუმუმბას სახელობის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტის დაარსების შემდეგ. 1990 წელს საბჭოთა კავშირში 125 ათასი უცხოელი სტუდენტი სწავლობდა. დაშლის მომენტში, სსრკ-ს მესამე ადგილი ეკავა უცხოელი სტუდენტების მომზადების მხრივ.

პრეზიდენტებს სსრკშიც ამზადებდნენ

საბჭოთა კავშირში განსაკუთრებით აქტიურად ამზადებდნენ სამხედრო კადრებს ე.წ. განვითარებადი ქვეყნებისთვის. მაგალითად, ეგვიპტის მომავალმა პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაქმა ჯერ ფრუნზეს სახელობის სამხედრო სასწავლებელი დაამთავრა, შემდეგ _ სამხედრო აკადემია მოსკოვში. სირიის ყოფილი პრეზიდენტი ჰაფეზ ასადი (ამჟამინდელი პრეზიდენტის, ბაშარ ასადის, მამა) სსრკ-ის გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებული იყო. ალფრედ მოისიუმ ლენინგრადის სამხედრო-საინჟინრო აკადემია დაამთავრა და შემდეგ გახდა ალბანეთის პრეზიდენტი. სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეზიდენტი ტაბო მბეკი მოსკოვის საზოგადოებრივი მეცნიერების აკადემიის კურსდამთავრებულია.

გასაგებია, რომ სსრკ-ში მომზადებული “რბილი ძალის” კადრები სსრკთან მათი ქვეყნების ურთიერთობის გაღრმავებას უწყობდნენ ხელს, მაგრამ მათ არ ამზადებდნენ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დასამხობად, როგორც ამას აკეთებდა და აკეთებს ამერიკის შეერთებული შტატები. პოსტსაბჭოთა რუსეთის ფედერაციამ განაგრძო უმაღლესი განათლების ექსპორტი _ 2019-2020 სასწავლო წელს ქვეყნის 700-მდე სასწავლებელში 300 ათასამდე უცხოელი სტუდენტი სწავლობდა.

როგორ ამზადებენმეხუთე კოლონას

აშშ და დიდი ბრიტანეთი მნიშვნელოვნად უსწრებენ სხვა ქვეყნებს “რბილი ძალის” უმაღლესი რგოლის ლიდერებისა და სხვა ქვეყნების ელიტების მომზადებაში, რომლებსაც შემდეგ გავლენის ინსტრუმენტებად იყენებენ. 1990-იან წლებში ისინი ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებისთვის პროდასავლურად განწყობილ კადრებს ამზადებდნენ. ამ კადრებზე დაყრდნობით დასავლეთმა უკვე განახორციელა რამდენიმე “ფერადი რევოლუცია” პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, მათ შორის, უკრაინასა და საქართველოში. რუსეთის ლიბერალურ ოპოზიციაში დღესაც ბევრია პირი, რომლებიც მაღალ პოსტს იკავებენ პოლიტიკასა და ეკონომიკაში და რომლებმაც მიიღეს განათლება ან სტაჟირება გაიარეს დასავლეთში.

მაგალითად, “მემარჯვენე ძალების კავშირის” ლიდერი ლეონიდ გოზმანი დიკინსონის კოლეჯში (პენსილვანიის შტატი, აშშ) მუშაობდა, შემდეგ _ ვუდრო ვილსონის სახელობის ვაშინგტონის საერთაშორისო ცენტრში, “კორუფციასთან მებრძოლმა” ალექსეი ნავალნიმ და მისმა მეგობარმა ლეონიდ ვოლკოვმა პროგრამა Yale World Fellows-ის კურსი გაიარეს იელის უნივერსიტეტში, რომლის სპონსორიც აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოა. გააფთრებული რუსოფობი, ჟურნალ The New Time-ის  მთავარი რედაქტორი ევგენია ალბაცი ჰარვარდში სწავლობდა. ლიბერალურად განწყობილი პუბლიცისტი ვლადიმერ ყარა-მურზა (უმცროსი) _ კემბრიჯში, ნავალნის მხარდამჭერი და მისი “მოწამვლის” პროვოკაციის ორგანიზატორი და, როგორც ეჭვობენ, ბრიტანეთის სპეცსამსახურების აგენტი მარია პევჩიხი _ კალიფორნიის უნივერსიტეტში. რუსეთში “მოღვაწე” გავლენის აგენტების სია საკმაოდ გრძელია. ასეთ აგენტებს ათასობით ამზადებენ დასავლეთში არა მხოლოდ რუსეთისთვის, არამედ სხვა ქვეყნებისთვისაც; შედეგად _ “ფერადი რევოლუციები”, პუტჩები, მაიდნები, გადატრიალებები და დასავლეთისთვის მიუღებელი პოლიტიკოსების სიკვდილი. ასეთ პრაქტიკას დიდი ხნის ისტორია აქვს.

აღსანიშნავია, რომ თავის დროზე სწორედ დასავლეთი ამზადებდა ისეთ ისტორიულ პერსონაჟებს, როგორებიც არიან ლენინი  (შვეიცარიაში მოამზადეს) და ტროცკი (აშშ-ში). თუ რა მოხდა, როდესაც ისინი რუსეთში გადაიყვანეს, კარგად არის ცნობილი.

ავღანეთიდან აშშის სამარცხვინო გაქცევის შემდეგ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკელები აღარ შეეცდებიანსხვა ქვეყნების გადაკეთებასსამხედრო ძალის გამოყენებით. რას ნიშნავს ეს? _ იმას, რომ თავიანთი ჰეგემონიის შენარჩუნებას, რომელზეც ვაშინგტონი უარის თქმას არ აპირებს, ამერიკელებირბილ ძალითშეეცდებიან. “რბილი ძალისთვისკადრების მომზადების ტექნოლოგიებს კი ამერიკელები, კარგა ხანია, იყენებენ. როგორც ისტორია გვიჩვენებს, ასეთი ჩარევა ხშირად უფრო სახიფათოა, ვიდრე სამხედრო აგრესია, ამიტომ საქართველოსთვის (არა მხოლოდ) ასეთი საფრთხე დიდია, აშშ ხომ ამჟამად .. რბილ ძალაზე აკეთებს აქცენტს.

ru-an.infoზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here