მთავარი დაიჯესტი როგორ აიძულეს საბერძნეთი, ეღიარებინა უკრაინის ე.წ. მართლმადიდებელი ეკლესია

როგორ აიძულეს საბერძნეთი, ეღიარებინა უკრაინის ე.წ. მართლმადიდებელი ეკლესია

1097
გააზიარეთ
როგორ აიძულეს საბერძნეთი, ეღიარებინა უკრაინის ე.წ. მართლმადიდებელი ეკლესია

ამ საქმეში მთავარი როლი ითამაშა საერთაშორისო ფინანსური წრეების წარმომადგენელმა, შეთავსებით აშშის ელჩმა საბერძნეთში (აგრეთვე, უკრაინული მაიდნის ერთერთმა შემოქმედმა) ჯეფრი პაიეტმა. რომელი მარიონეტი პოლიტიკოსი იტყვის უარს სიამოვნებაზე, აიღოს სესხი, რომელსაც სხვა გაისტუმრებს? 2019 წლის 12 ოქტომბერს ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა სინოდის კულუარებში მიიღეს გადაწყვეტილება, დათანხმებულიყვნენ კონსტანტინოპოლის პატრიარქის ახალ უფლებასთავისი ნებასურვილით მიანიჭოს ავტოკეფალია”. ამ კონტექსტში _ მიანიჭოს დამოუკიდებლობა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას, ბერძენი საეკლესიო იერარქები წნეხში მოაქციეს.

 პროცესის ბენეფიციარები

ყურადღებას, უწინარესად, იქცევს ის ფაქტი, რომ ელადის ეკლესიის მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის აღიარება ვაშინგტონელი ლიბერალი ფინანსისტების ტიპური მეთოდით მოხდა, უფრო კონკრეტულად კი იუგოსლავიის საერთაშორისო გამოცდილებით. საბერძნეთის ეკლესიის სინოდის ოფიციალური კომუნიკეს ჩარჩოებში კონსტანტიპოლისთვის “ზეუფლებამოსილებების” გადაცემა ეკლესიის მიერ აღიარებულია, როგორც “მხოლოდ სიტუაციის განსაკუთრებულობიდან გამომდინარე”. როგორც სერბების დაბომბვის შემთხვევაში, აქაციძულებულნი იყვნენ, კანონისთვის გადაებიჯებინათ”.

ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამართლება ძალიან ცინიკურია _ ეკლესიური დამოუკიდებლობის აღიარება ხდება კიევისა და მოსკოვისთვის, მისი განსაკუთრებული სარგებლობის გამო მართლმადიდებელი ეკლესიისთვის და მეგობარი ეკლესიების _ რუსეთისა და უკრაინის ურთიერთობების განსამტკიცებლად”, განსაკუთრებით, ქვემოთ მოყვანილი ლოგიკური ჯაჭვის ფონზე.

მიმდინარე წლის 4 თებერვალს აშშ-ის გენერალური კონსული სალონიკში (სიდიდით მეორე ქალაქი საბერძნეთში) შეხვდა თესალონიკის მიტროპოლიტს. 10 თებერვალს “საბერძნეთის ავტორიტეტულმა საინფორმაციო სააგენტო “რომფეამ” გამოაქვეყნა ყალბი სტატიები, რომლებიც გაავრცელა მსოფლიო პრესამ, თითქოს უკრაინელი “რასკოლნიკები” აღიარა ათონის წმინდა მთის კინოტმა.

13 თებერვალს “რომფეას” ხელმძღვანელობა პატივით მიიღეს ამერიკის საელჩოში. 14 თებერვალს აშშ-ის გენერალური კონსული ქალაქ ქსანტიში შეხვდა ადმინისტრაციული ცენტრის მიტროპოლიტ პანტელეიმონს.

26 აგვისტოს აშშ-ის საელჩოს ინიციატივით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის აღიარების საკითხი გაიტანეს ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა განსახილველად. აშშ-ის საელჩოს კი ხელმძღვანელობს უკრაინაში სამოქალაქო ომის ერთ-ერთი ორგანიზატორი ჯეფრი პაიეტი. გადაწყვეტილების მიღება გადაიდო. შემდეგ, ამჟამინდელ სხდომამდე ორი თვით ადრე, მოულოდნელად გარდაიცვალა უკრაინელი “რასკოლნიკების” ერთ-ერთი გავლენიანი მოწინააღმდეგე, მიტროპოლიტი იეროფე.

როგორ აიძულეს საბერძნეთი, ეღიარებინა უკრაინის ე.წ. მართლმადიდებელი ეკლესია

12 ოქტომბერს ახალი კენჭისყრით ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილება დადებითი აღმოჩნდა. შედეგად, 19 ოქტომბერს ათონისა და სრულიად ელადის არქიეპისკოპოსი იერონიმ II ჩავიდა სალონიკში, სადაც ჯეფრი პაიეტის თანდასწრებით ღვთისმსახურება აღავლინა პატრიარქ ბართოლომეოსთან ერთად. წრე შეიკრა.

თუ იერონიმ II ღვთისმსახურების მიმდინარეობისას დიპტიქში მოიხსენიებს ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლ ეპიფანეს (უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური), მაშინ ეს, საეკლესიო კანონების მიხედვით, უკრაინის ახალი ეკლესიის აღიარებას ნიშნავს.

ამრიგად, ელადის ეკლესიის მღვდელმთავართა შეკრების გადაწყვეტილებაში ლაპარაკია არა დამოუკიდებელ ნაბიჯებზე, არამედ ხელოვნურ გაყოფასა და იმის დაკანონებაზე, რასაც აშშ ახორციელებდა კონსტანტინოპოლის მეშვეობით _ ეს არის უკრაინელი თვითმარქვია _ “რასკოლნიკებისმღვდელმთავრებად და უკრაინული მართლმადიდებლობისავტოკეფალიისფინანსისტილიბერალების რუსულის ანტიპოდად ლეგიტიმიზაცია. ეს არის გეოპოლიტიკური გეგმების რეალიზაცია მაკონსოლიდირებელი ტრადიციული ფასეულობებისა და იდენტიფიკაციის გავლენის შესასუსტებლად და რუსეთისა და მის გარემოცვაში განხეთქილების შესატანად.

ამ ფონზე პასუხი კითხვაზე _ “ვის აძლევს ხელს ახალი ერესის გაფორმება და შუღლის ჩამოგდება კიევსა და მოსკოვს შორის? _ ნათელია. პირველი, რასაც დაარტყეს ფინანსისტმალიბერალებმა, იყო რუსული ენა, რომლის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის შედეგად დაიწყო უკრაინული ენის რეფორმა. მეორე იყო დიდ სამამულო ომში საერთო გამარჯვება, რომელიც ნაციზმის რეაბილიტაციის ლაფში ამოსვარეს უკრაინელმა ნეონაცისტებმა.

ბერძენთა გადაწყვეტილებაში ლაპარაკია ბოლო ეტაპზე, რუსული მენტალიტეტის საბაზო საფუძველზე _ მართლმადიდებლურ ფასეულობებზე.

როგორ აიძულეს საბერძნეთი, ეღიარებინა უკრაინის ე.წ. მართლმადიდებელი ეკლესია

რატომ მაინცდამაინც ახლა?

მოწინააღმდეგე ძალა საერთაშორისო ფინანსისტების სახით პოლიტიკურ-ეკონომიკური სფეროს მეშვეობით პირდაპირ ერეოდა რელიგიურ ფაქტორში. წნეხში ამყოფებდა ევროპულ ინსტიტუტებს, ხელებს უგრეხდა ქვეყნებს და ყველგან ამწესებდა თავის წარმომადგენლებს. ისინიც, თავის მხრივ, უტევდნენ ათენს, რომელსაც ემუქრებოდნენ დაფინანსების შემცირებით, საკუთრების წართმევით, საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიწების ჩამორთმევით და ა.შ. ათენიც იძულებული იყო, ეს ნაბიჯი გადაედგა.

ასეთი ჩარევა განსაკუთრებით აღმაშფოთებელია, იმიტომ, რომ სახელდობრ აშშ-მა 1998 წლის ოქტომბერში მიიღო ე.წ. კანონი რელიგიური თავისუფლების შესახებ. ეს არის დოკუმენტი, რომლის საჯარო მიზნია “მსოფლიოს ეკლესიების დაცვა მათ საქმეებში სახელმწიფო ინსტიტუტების ჩარევისგან”. მის ჩარჩოებში “დამოუკიდებელი” კომისიაც კი შეიქმნა მსოფლიოს ქვეყნებში რწმენის თავისუფლების შესახებ (UშჩIღE). ამ სისტემას დანიშნულებისამებრ რომ ემუშავა, ვაშინგტონს საკუთარი თავისთვის უნდა დაეწესებინა სანქციები.

სინამდვილეში კი ამ ინსტიტუტებს კონგრესის რეკომენდაციების მეშვეობით შირმად იყენებდნენ. USCIRE-ს დამრღვევთა სიაში შეჰყავდა (ან გამოჰყავდა) აშშ-ის მიზნებისთვის საჭირო ქვეყნები, მათ მთავრობებს უწესებდნენ ეკონომიკურ შეზღუდვებს, რაც “რეჟიმებს” აიძულებდა, რელიგიურ კურსშიც შეეტანათ ვაშინგტონისთვის საჭირო კორექტივები.

როგორ აიძულეს საბერძნეთი, ეღიარებინა უკრაინის ე.წ. მართლმადიდებელი ეკლესია

 მთავარი მიზნები

ამჟამინდელ მოვლენებში აშშ-ის ფინანსისტების მმართველობაში მყოფთა საკვანძო როლის გასაცნობიერებლად საკმარისია ერთი ისტორიული პარალელის გავლება. ვაშინგტონის მიერ ინიცირებული ახლო აღმოსავლეთის ხელოვნურად გაყოფა, რომელიც დაიწყო 2000-იან წლებში, აშშ ფსონს დებდა არა სამხედრო თემატიკაზე (თუმცა მას შეცდომით წარმოაჩენდნენ, როგორც მთავარ ფაქტორს), არამედ რელიგიურ-პოლიტიკურ ექსტრემიზმზე. ამერიკულმა სპეცსამსახურებმა და აშშის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაწვრთნეს საჭირო რელიგიური სპეციალისტები, “გაათეთრესრადიკალური სექტები, შექმნეს დაფინანსების სქემები და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეს სამხედროპოლიტიკური განხეთქილების რეალიზება. საინფორმაციო პროპაგანდის ინსტრუმენტების მეშვეობით ავრცელებდნენ დამანგრეველ იდეებს, ახლო აღმოსავლეთისარასტაბილურობის რკალისსაფუძველი ფსევდოისლამიზმზე შენდებოდა.

მოცემულ შემთხვევაში თეთრი სახლი იმავეს აკეთებს აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, “არასტაბილურობის ჯვრის” რეალიზაცია ხდება მართლმადიდებელი სექტებისა და განხეთქილების შემომტანთა (“რასკოლნიკების”) მეშვეობით.

ჯერ კიდევ 1992 წელს დასავლელი სპონსორების კარნახით უკრაინის ხელმძღვანელობამ (კრავჩუკი) განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს ფილარეტის ინიციატივასუკრაინის დამოუკიდებელი მართლმადიდებელი ეკლესიისშექმნას, რომელიც ავტოკეფალიის სტატუსის მიღების შემდეგ მოსკოვისიურისდიქციისგარეთ აღმოჩნდებოდა.

21 წლის შემდეგ (მაიდნის წინ) უკრაინული მართლმადიდებლობა ორნახევარ კონფესიად გაიყო _ კანონიკურ მოსკოვის საპატრიარქოდ, არაღიარებულ კიევის საპატრიარქოდ და უკრაინის თვითგამოცხადებულ მართლმადიდებელ ავტოკეფალიურ მცირე ეკლესიად. 2018 წელს ბოლო ორი კატეგორია ძალით გააერთიანეს და არაღიარებული კიევის საპატრიარქოსა და უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის ნაზავს უწოდეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, ამის შემდეგ კიევს გადასცეს ტომოსი უკრაინის ახალგამომცხვარ ფსევდოეკლესიაზე კონსტანტინოპოლის კონტროლის დაწესების შესახებ. ამის შემდეგ აქცენტი გადავიდა ბერძნებზე.

პოლიტიკური ანგაჟირებულობის თვალსაზრისით, აგრეთვე, დასავლურ სისტემაში ჩართულობის გამო, ელადის მართლმადიდებელი ეკლესია გაცილებით რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ვიდრე კონსტანტინოპოლის. ჯერ კიდევ 2004 წელს, “ახალ ტერიტორიებზე” მღვდელმთავრების დანიშვნის საკითხზე კამათისას, საბერძნეთმა “კონსტანტინოპოლელი მეგობრების” ზემოქმედებით ეს უფლება ბართოლომეოსს დაუთმო. გარდა ამისა, საბერძნეთი ევროკავშირის ერთ-ერთი პრობლემური ეკონომიკაა. და ეს ფაქტი საკვანძოა.

ვაშინგტონი საბერძნეთის მართლმადიდებელ ეკლესიაზე ქვეყნის ხელისუფლების მეშვეობით ზემოქმედებდა. საბერძნეთში ეკლესია სახელმწიფო სტრუქტურაა, შესაბამისად, სახელმწიფო განსაზღვრავს, რა თანხა მისცეს ეკლესიას და ვინ დანიშნოს მიტროპოლიტების კათედრებზე.

ამერიკის ტრანსნაციონალურმა ელიტებმა _ ბანკებმა, ფონდებმა და ტრანსნაციონალურმა კომპანიებმა, რომლებმაც 2008 წელს მსოფლიო კრიზისი მოაწყვეს გაკოტრებულთა აქციების შესასყიდად, ჯერ კიდევ იმხანად აამოქმედეს ვაშინგტონის ტოტალური კონტროლი ევროპის ზოგიერთ სახელმწიფოზე. ამ გეგმის რეალიზაცია დაიწყო ევროს ზონაში არასტაბილურობის გამოწვევით.

ბანკებმა არაერთნაირად დაიწყეს ევროპის ქვეყნების “დახმარება” კრიზისის დასაძლევად. ბანკების საერთაშორისო კონსორციუმმა საბერძნეთს მაქსიმალურად მიმზიდველი კრედიტები გამოუყო. და, რადგან არც ერთი მარიონეტი პოლიტიკოსი უარს არ იტყვის სიამოვნებაზე, აიღოს ვალი, რომელსაც სხვა გაისტუმრებს, საქმე დაიძრა. 2008-2009 წლებში მსოფლიო კრიზისის ფონზე ათენის გარშემო დაგებული ხაფანგი დაიხურა, სახელმწიფო ვალმა მოიმატა 80 მლრდ ევროთი, რაც მშპ-ს 30%-ია.

იმ ფაქტმა, რომ საბერძნეთისთვის ფულის გამოყოფა კრიზისამდე დაიწყო, ხელისუფლებისთვის ბიუჯეტის შემცირება შეუძლებლად აქცია იმპიჩმენტის მიღების საფრთხის გამო, ამიტომ საბერძნეთის ხელისუფლებამ სულ უფრო დაიწყო ვალების მარყუჟში თავის გაყოფა. ძალიან მალე ბიუჯეტის დეფიციტმა მშპ-ს 13,6% შეადგინა, ორი წლის შემდეგ კი 11-მილიონიანი მოსახლეობის მქონე საბერძნეთის ვალმა 350 მლრდ-ს გადააჭარბა.

სწორედ ეს ვითარება არის ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის კაპიტულაციის მიზეზი. სახელმწიფო დეპარტამენტის ემისრები, რომლებიც საკვანძო გადაწყვეტილებების წინ რეგულარულად სტუმრობენ საბერძნეთს, ათონის მთას და კონსტანტინოპოლს, მხოლოდ ინსტრუმენტები არიან პოლიტიკოსებსა და იერარქებზე ზემოქმედებისთვის, მთავარი _ ეს არის ვალების მარყუჟი.

საბერძნეთში ეკლესია გამოყოფილი არ არის სახელმწიფოსგან. ეპარქიებში მღვდელმთავრებს სახელმწიფო ნიშნავს. ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის არჩეული მეთაურიც 5 დღის განმავლობაში უნდა აღიაროს საბერძნეთის პრეზიდენტმა.

იმის გათვალისწინებთ, რომ 2010 წლიდან საბერძნეთის ეკონომიკა ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა, შეიძლება საკითხი მკაფიოდ დაისვას: “თქვენს ვალს არავინ გამოისყიდის, სანამ არ გასცემს აქტივებს”, შემდეგ კი ყველაფერი ხდება კონცეფციის მიხედვით _ “გააკეთეთ ის, რასაც გეტყვით”. მოქმედების ეს ხაზი მკაფიოდ ჩანს.

მარტივად რომ ვთქვათ, საბერძნეთმა გაკოტრება თავიდან აიცილა მხოლოდ ფინანსური დილერის (საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების) ახალი “დოზების” წყალობით და ეს მოხდა ბართოლომეოსის უზენაესობის აღიარების სანაცვლოდ.

Regnum.ruზე გამოქვეყნებული რუსლან ხუბიევის მასალის

მიხედვით მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

P.S. ელადის ეკლესიამ დიპტიქში (მოსახსენიებელთა ჩამონათვალი) შეიტანა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის _ ეპიფანეს სახელი. ამრიგად, ბერძნულმა ეკლესიამ საბოლოოდ აღიარა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია გადაწყვეტს ევქარისტულ ურთიერთობას (აღიარებას) იმ იერარქებთან, რომლებიც აღიარებენ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი უფლებამოსილებას ანიჭებს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს, შეწყვიტოს ათენისა და სრულიად ელადის არქიეპისკოპოსის მოხსენიება დიპტიქში, თუკი ელადის ეკლესიის წინამძღოლი ღვთისმსახურებისას მოიხსენიებს უკრაინელ განხეთქილების შემომტანთა (“რასკოლნიკების”) დაჯგუფების მეთაურს ან მისი მოქმედება მიმართული იქნება უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში განხეთქილების შეტანისკენ”, _ განაცხადა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელმა ვლადიმერ ლეგოიდამ. კიფირის მიტროპოლიტ სერაფიმეს განცხადებით, არც ერთი ადგილობრივი ეკლესია არ აღიარებს უკრაინის .. მართლმადიდებელ ეკლესიას და უკრაინაში ერთადერთ კანონიკურ ეკლესიად აღიარებულია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელსაც ხელმძღვანელობს კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ონოფრე.

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. ბატო. გიორგი გაჩეჩილაძევ!! თქვენ წინააღმდეგი ხართ უკრაინის დამოუკიდებლობაზე???

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here