Home სხვადასხვა დაიჯესტი “როგორც ხორცის ნაჭერი”

“როგორც ხორცის ნაჭერი”

12 წლის გოგონას ჯგუფურმა გაუპატიურებამ პოლიციელები გააოგნა

1077
“როგორც ხორცის ნაჭერი”

ჩრდილოეთ ინგლისის შროპშირის საგრაფოში მიმდინარეობს სასამართლო სხდომა 12 წლის მოსწავლე გოგონას გაუპატიურების საქმეზე. ამ ფაქტთან დაკავშირებულმა დეტალებმა თავის დროზე გააოგნა პოლიციელები, ამჟამად იგივე დაემართა სასამართლო პროცესის მონაწილეებს.

Mirror-ი იუწყება, რომ რამდენიმე წლის წინათ პაკისტანელმა ემიგრანტმა გაიცნო 12 წლის გოგონა. პიცის დამტარებელმა მამაკაცმა სექსუალურ ურთიერთობაზე დაითანხმა ბავშვი, შემდეგ კი _ პერიოდულად გამეორებულ შეხვედრებზეც. რაღაც მიზეზის გამო მოსწავლე გოგონა დუმდა. ვარაუდობენ, რომ იგი დაშინებული იყო.

ერთხელ 33 წლის “მეგობარმა” გოგონა მიიყვანა თავის ოთახში, რომელიც მაღაზიის თავზე ჰქონდა ნაქირავები. იქ სამი კაცი ელოდა და აიძულა მსხვერპლი, სექსი დაემყარებინა ყველა იქ მყოფთან. დაარწმუნა ბავშვი, რომ მას ამისთვის ფულს გადაუხდიდნენ. გოგონა შეეცადა, უარის თქმას და წასვლა დააპირა, მაგრამ ოთახიდან არ გაუშვეს.

პროკურორმა მიშელ ჰილიმ სასამართლო სხდომაზე განაცხადა: “ამ შემთხვევის შემადგენელია მცირეწლოვანი გოგონას სექსუალური ექსპლუატაცია, გოგონას, როგორც ხორცის ნაჭერს, სექსუალური სიამოვნებისთვის ერთმანეთს გადასცემდა რამდენიმე მამაკაცი…”

იუწყებიან, რომ მამაკაცები ბავშვს აუპატიურებდნენ ბინძურ ლეიბზე და სახეში აფურთხებდნენ, შემდეგ კი აშარდავდნენ.

ახმედი თავის ნაცნობებისთვის ამ გოგონას მიყიდვითაც იყო დაკავებული ორი წლის განმავლობაში. სამწუხაროდ, განსასჯელის სკამზე ყველა დამნაშავე ვერ მოხვდა. ნაწილი მამაკაცებისა, რომლებიც ნორჩ ინგლისელს აუპატიურებდნენ, ამჟამად პაკისტანში იმყოფებიან.

ერთ-ერთი მათგანი, რომელიც მაინც წარსდგა სასამართლოს წინაშე, მხოლოდ ამ დანაშაულში არ არის გარეული: შაფიკ იუნასს ბრალი ედება ბიჭის გაუპატიურებაში ველინგტონში, სადაც იგი ამ დრომდე ცხოვრობდა.

მამაკაცები ბრალს არ აღიარებენ. სასამართლო პროცესი გრძელდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here