მთავარი პოლიტიკა რობოტების საზოგადოება თუ ქართველი ერი?

რობოტების საზოგადოება თუ ქართველი ერი?

1460
გააზიარეთ
სიკვდილის ფორმულა

ბილ გეიტსის კაცთმოძულეობის კიდევ ერთი პროექტი, რომელიც შეიძლება ჩვენთანაც განხორციელდეს

საქართველო და მსოფლიოსწლევანდელ მე-15 ნომერში გამოქვეყნებულ წერილშიბილ გეიტსი ვაქცინებს ადამიანის უნაყოფობისა და მათი გამრავლების უნარის მოსასპობად ქმნისსაფუძვლიანად იყო გაანალიზებული ამერიკის ელიტის მზაკვრული ჩანაფიქრი, რომელიც მსოფლიოზე აშშის ბატონობის პროგრამის ერთერთი შემადგენელია. წერილმა მკითხველების ცხოველი ინტერესი გამოიწვია: წაკითხვა _ 43 304, მოწონება _ 9 900-ზე მეტი. დღეს ვაგრძელებთ საუბარს ამ თემაზე და განვიხილავთ მილიარდერთა ჯგუფის მიერ შემუშავებული კაცთმოძულე პროგრამის კიდევ ერთ მხარეს, რომელიც გლობალური მასშტაბით ადამიანებით მანიპულირებისთვისაა შექმნილი და ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე სავაალდებულო ვაქცინაციით უნდა დამკვიდრდეს და განვითარდეს.

1990-იანი წლების დასაწყისში პოსტსაბჭოთა სივრცეში ადამიანების ცნობიერებაზე მასირებული შეტევა რომ დაიწყო, ცნობილია. ისიც ვიცით, რომ დასავლური თარგით გამოჭრილი ჩვენი ისტორიის შაბლონური მოდელი გარკვეული წარმატებით ინერგებოდა ხალხის აზროვნებაში.

“ახალგაზრდა რეფორმატორები” აქტიურობდნენ მაშინ განსაკუთრებით.

მაგრამ უახლესი ისტორიის მომდევნო ეტაპზე აღმოჩნდა, რომ ის პროპაგანდისტული მეთოდები გაცვდა და ეფექტიანობა დაკარგა.

დაიწყეს ახალი გზებისა და საშუალებების ძებნა.

ათი წლის წინათ აშშის პრესტიჟულ ჟურნალგარდიანშიგამოქვეყნდა წერილი, რომელიც გვაცნობებდა, რომ 2010 წელს ბილ გეიტსმა ჩამოაყალიბაკარგი კლუბი”, რომელშიც გაერთიანდნენ ამერიკელი მილიარდერები: დევიდ როკფელერი, უორენ ბაფეტი, მაიკლ ბლუმბერგი, ჯორჯ სოროსი და სხვები. რა მიზანს ისახავდა ეს კლუბი და პლანეტის რომელი პრობლემის გადაწყვეტა ჰქონდა განზრახული? _ რა თქმა უნდა, დედამიწის ჭარბი მოსახლეობისნორმალურ ოდენობამდეშემცირება.

როგორ და რომელი მიმართულებით?

უპირველესად, ნახშირორჟანგის რაოდენობის შემცირებით, რომელსაც ადამიანები ამოისუნთქავენ. გეიტსმა ასე განსაჯა: ყოველწლიურად გამოიფრქვევა O2-ის უზარმაზარი რაოდენობა _ 26 მილიარდ ტონაზე მეტი. ამ საერთო რაოდენობიდან თითოეულ ამერიკელზე მოდის 20 ტონაზე მეტი, ღარიბი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეზე _ ერთ ტონაზე ნაკლები, პლანეტის თითოეულ მოსახლეზე _ საშუალოდ 5 ტონა.

ამ კატასტროფული მონაცემების ნულამდე დაყვანის უპირველეს საშუალებად “ფილანტროპი” და “კაცობრიობის მომავალზე მზრუნველი” მილიარდერი მოსახლეობის რაოდენობის ერთ მილიარდამდე შემცირებას მიიჩნევს, რისთვისაც დედამიწაზე მცხოვრებთა საყოველთაო ვაქცინაცია განუზრახავს.

ეს საკითხი გამოწვლილვით არის განხილული ჩვენი გაზეთის ზემოთ დასახელებულ მიმოხილვაში.

შიმშილის პერსპექტივა
შიმშილის პერსპექტივა

ინდოელი ექიმი შივა აითურაი ამბობს, რომ ის, რასაც გეიტსი და მისი ფონდი გვთავაზობს, იძულებითი მედიცინაა.

შეხედეთ მის პარტნიორებს _ ჰილარი კლინტონს, მარკ ცუკერბერგს, მსხვილ ფარმაცეფტულ კონცერნებსეს ის წრეა, რომელშიც იგი ტრიალებს. ამ ადამიანებს სურთ იძულებითი მედიცინის დანერგვა, რომელიც წელიწადში 7 ტრილიონი დოლარის ბრუნვის შესაძლებლობას ქმნის ფარმაცევტულ ინდუსტრიაში”, _ განაცხადა მან.

მიაქციეთ ყურადღება: იძულებითი მედიცინა ჩვენთვის კარგად ნაცნობი აცრები კი არ არის, არამედ ადამიანების ე.წ. ჩიპიზაციაა, ადამიანის სხეულში ჩანერგილი მიკროსქემები, რომლებიც დოკუმენტირებული ფაქტის სახით და მინიშნებული ბიბლიურობის ელფერით წარმოგვიდგება.

ამ სიახლეს ოფიციალურად ადასტურებს პატენტი კოდური ნომრით O 2020 060606, რომელიც 2020 წლის მარტში დარეგისტრირდა, პატენტის მისაღებად განაცხადი ბილ გეიტსის კომპანიამ შეიტანა, ხოლო 2020 წლის 22 აპრილს (ვლადიმერ ლენინის დაბადების 150 წლისთავზე) აღნიშნულ დოკუმენტს საერთაშორისო სტატუსი მიენიჭა სახელწოდებითკრიპტოვალუტის სისტემა, რომელიც სხეულის აქტივობის მონაცემებს გამოიყენებს”.

პატენტის ნომრის _ 060606-ის მსგავსება მოციქულ იოანეს გამოცხადებაში ნახსენებ მხეცის ნიშან 666-თან შემთხვევითობაა? აპოკალიფსის ჟამს მიწიდან ამომავალი მხეცის ხილვა, რომელიც აცდუნებდა დედამიწის მკვიდრთ სულის მისაცემად მხეცის ხატებისთვის, რათა “არავის შეძლებოდა ყიდვა-გაყიდვა, იმათ გარდა, ვისაც ექნებოდა ნიშანი _ მხეცის სახელი ან მისი სახელის რიცხვი.

აქ არის სიბრძნე: ვისაც გაგება აქვს, გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგან რიცხვი ადამიანისაა და მისი რიცხვია ექვსას სამოცდაექვსი (გამოცხ. 13, 11-18).

რას წარმოადგენს გამოგონება, რომლის დაპატენტება გადაწყვიტეს “მაიკროსოფტის” კომპანიის მფლობელებმა?

შიმშილის არქიტექტურა
შიმშილის არქიტექტურა

პატენტის რეზიუმეში, ადამიანურ ენაზე თუ გადმოვთარგმნით, მითითებულია, რომ ყველაფერი იწყება ადამიანის სხეულშიჩიპისჩანერგვით, რომელიც მაკონტროლებელი ორგანოს როლს ასრულებს, აღრიცხავს ადამიანის ყოველდღიურ აქტივობას რაღაც კრიპტოვალუტისთვის: თუ დათქმულ პირობებს შეასრულებს, ადამიანი მიიღებს გარკვეულ ბონუსებს, რომლებსაც სურვილისამებრ დახარჯავს.

ვისი პირობების შესრულება იგულისხმება?

სხვა სიტყვით რომ ვთქვათ, ადამიანი კრიპტობონუსებზე ყიდის თავის პიროვნებას, საკუთარ თავისუფლებას, დამოუკიდებლობას, ანუ მათ, ვინც ამ “ჩიპებს” მართავს, შეუძლიათ გვაიძულონ, ვაკეთოთ ის, რაც სურს, რისთვისაც კრიპტოფულს გვიხდიან… და ამ ყველაფრის სანაცვლოდ ჩვენ ვხდებით ელიტა, ოღონდ მიწაზე, აქ, ამქვეყნიურ ცხოვრებაში.

მეფისტოფელისა და ფაუსტის შეთანხმებასავითაა, როცა აღრფრთოვანებული დოქტორი ფაუსტი შესძახებს სატანას: “მომეცი ხელი! თუ წამს მომავალს როდესმე ვეტყვი: “შეყოვნდი, წამო, ხარ მშვენიერი!” დამდო ბორკილი და მეც შენს ფერხთით ჩამასვე ჭანგი ქვესკნელიერი!”.

შეიძლება კი თავი არ გავყოთ ამ ყულფში? რასაკვირველია, შეგვიძლია _ თავისუფალი ადამიანები ვართ! მაგრამ ასე ვერ მოვიქცევით, არც მოვისურვებთ, რადგან თუ “დავამსხვრევთ ბორკილებს”, მაშინ არც უნივერსიტეტში მიგვიღებენ, არც დიდ ხელფასს მოგვცემენ, არც მანქანის მართვის მოწმობას. გაგვრიყავენ, ვითარცა დედამიწაზე მოხეტიალე, უფუნქციოდ დარჩენილ აჰასფერს _ ყარიბ ურიას.

რომელ საერთო მიზანს ემსახურება ეს დაპატენტებული სატანისტობა? კაცობრიობის რაოდენობის შემცირებას, რომლის სიმრავლე წარმოუდგენლად ბევრ ჟანგბადს, საკვებს, წყალსა და სიცოცხლისთვის სხვა აუცილებელ კრმპონენტებს მოიხმარს, ეს კი კაცობრიობის კასტებად დაყოფას ნიშნავს.

მილიარდერთა ელიტა, რომელიც ამ მიზნის მისაღწევად იღვწის, ყველაფერზეა წამსვლელი, არაფერს იშურებს, არაფრის ეშინია, რადგან თვითონ დაცულია ჩვენთვის მოპარული ფულით აგებული ციხესიმაგრის ბასტიონებით. კრიზისი არც მათ, არც მათ მონაგარს არ შეხებია.

რიგითი მოქალაქე, საკუთარ ბინაში იზოლირებული, ინფორმაციას, ანუ ცხოვრების გასაღებს ტელეეკრანიდან ან კომპიუტერიდან იღებს. თანდათან ეჩვევა, რომ გარე სამყაროსთან მისი ურთიერთობის არეალი ციფრული ტექნოლოგიებით არის შემოსაზღვრული.

მაგრამ, თუ პანდემიისას გამოყენებული ეს პრაქტიკა თანდათან პრინციპულად გარდაიქმნება _ და კომპიუტერულ განათლებაზე საერთო გადასვლად ჩამოყალიბდება, დავკარგავთ ადამიანებს შორის უშუალო ურთიერთობის ხიბლს. აღმოვჩნდებით კომპიუტერულ სამყაროში, შევიცვლებით შინაგანად, შეგვეშინდება ქუჩაში გამოსვლა, რადგან იქ (ქუჩაში) სხვა ცხოვრებაა, რომელსაც არ ვიცნობთ. ვერ დაველაპარაკებით მასწავლებელს, ლექციის შემდეგ ვერ შევეკამათებით პროფესორს, ვერ გავიცინებთ, ვერ წავიჩურჩულებთ, ბოლოს და ბოლოს, საიდუმლოდ.

თანდათან ვუახლოვდებით უმთავრეს პრობლემას: საქმე გვექნება ისეთ ადამიანებთან, რომლებიც ადამიანების ურთიერთობასა და ემოციებზე მაღლა ციფრულ დამოკიდებულებას აყენებენ.

ხელმძღვანელ წრეებში ასეთი პერსპექტივა არამხოლოდ შესაძლებლად მიაჩნიათ, არამედ დარწმუნებულნი არიან, რომ გარდაუვალია, დისტანციური სწავლება ამიერიდან არ დარჩება სარეზერვო მეთოდად, დროებით საშუალებად მხოლოდ განსაკუთრებული ვითარების პირობებში, რომელიც ამჟამადაა ჩამოყალიბებული, რომ პანდემიამ სასკოლო და უმაღლესი სასწავლებლების განათლების სისტემას უბიძგა როგორც ტრადიციული, ასევე დისტანციური სწავლების ორგანულად შერწყმისკენ, უბიძგა და მომავალი სწორედ ამ ახალი სისტემისაა. ასეთი ორგანული კავშირი კი მოითხოვს უფრო ზუსტ სამართლებრივ გაფორმებას უახლოეს მომავალში”.

ანუ _ დაკანონებასო.

ეს უკვე კაპიტულაციას ჰგავს იმ შემოთავაზების წინაშე, რომელიც სრულად უგულებელყოფს ადამიანურ ფაქტორს ისეთ ფაქიზსა და რთულ საქმეში, როგორიც ახალგაზრდა თაობის სწავლა-აღზრდაა.

ცნობილია, რომ ამ პოზიციის წინააღმდეგ უცებვე აღიმაღლა ხმა ფართო საზოგადოებამ. რუსეთში 150 ათასამდე ადამიანმა ხელი მოაწერა პეტიციას დისტანციური სწავლების შემოღების წინააღმდეგ.

მიაჩნიათ, რომ არცთუ შორეულ მომავალში სწავლება ორ სახეობად გაიყოფა: კომპიუტერულ, ანუ იაფ განათლებად, და ადამიანურ განათლებად, რომლის მიღება ძვირი დაჯდება. რაც კარგია და უმჯობესი, ყოველთვის ძვირად ფასობს. ასეთი განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იქნება, ის მხოლოდ რჩეულებისთვის იქნება.

დანარჩენებმა ისარგებლეთ იმით, რაც თქვენთვის გაიმეტეს!

საიდან ეზრდება ფეხები ამ იდეას? საიდან და როდის აღმოცენდა?

ჯერ კიდევ 2006 წელს გაეროს აპარატმა დაამტკიცა დოკუმენტი სახელწოდებით “2030-ის დღის წესრიგი”, რომლის მიზანი დედამიწის მოსახლეობის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა იყო. მთელი ეს პროგრამა და, განსაკუთრებით, განათლების კომპონენტი, გამართლებული იყო მსოფლიოში მდგრადი განვითარების აუცილებლობით. ამ უკანასკნელს კი, გაეროს აზრით, შეიძლება ძალიან შეუშალოს ხელი მოჭარბებულმა განათლებამ, რადგან, როგორც წესი, უფრო განათლებული ადამიანები, რომლებსაც უფრო მეტი შემოსავალი აქვთ, უფრო მეტ მარაგს მოიხმარენ, ვიდრე ნაკლებად განათლებული ადამიანები, რომლებიც უფრო ნაკლები შემოსავლით კმაყოფილდებიან.

ასე წერია 2006 წელს გამოქვეყნებულ გაეროს დოკუმენტში, ანუ რაც უფრო მაღალია განათლების დონე, მით მეტი საფრთხე ემუქრება მსოფლიოს მდგრადობას.

ამგვარი თვალსაზრისის თანამედროვე ავტორები მომავლის ადამიანებს სამ კატეგორიად ყოფენ: პირველი _ ადამიანები, რომლებიც მაღალი კრეატიულობით ხასიათდებიან; მეორე კატეგორიის ადამიანებს კარგად აქვთ განვითარებული სისტემური აზროვნება, რაც დიდი იშვიათობაა _ შვიდი მილიარდი ადამიანიდან ექვსი მილიარდი განთესილი იქნება; მესამეს განსაზღვრავს კომპეტენცია _ შედეგის მიღების უნარი.

ეს ნიშნავს, რომ 7 მილიარდიდან ისინი, რომლებიც არ შეესაბამებიან სისტემურობის ამგვარ გაგებას, განითესებიან, მათი არყოფნა მდგრადობისთვის მხოლოდ სასარგებლო იქნება.

ახლა კი ციტატა, რომელიც არცთუ დიდი ხნის წინათ გავრცელდა და რომელიც ძალიან ჰგავს ნაცისტურ მსოფლმხედველობას: იუდეველთა კაბალა კულტურაში (იუდაიზმის რელიგიურმისტიკური და ეზოთერიკული მიმდინარეობა), რომელმაც გზა მისცა მეცნიერების განვითარებას, სამი ათასი წლის განმავლობაში საიდუმლო სწავლებად რჩებოდა, რადგან ადამიანებმა იცოდნენ, რას ნიშნავს მილიონობით ადამიანისთვის თვალის ახელა და მათი თვითკმარ პიროვნებებად ჩამოყალიბება. როორც კი ყველა ადამიანი მიხვდება რა არის მათიმე”- საფუძველი, მათი მართვა, ანუ მანიპულირება, უაღრესად გართულდება”.

ამის შესახებ თავის დროზე გაბედულად ლაპარაკობდა ჰენრიხ ჰიმლერი, რომელიც მიიჩნევდა, რომ დამონებული ხალხებისთვის განათლების მიღება სრულიად ზედმეტია. მას ეთანხმებოდა მარტინ ბორმანი. იგი წერდა: “სლავები ჩვენთვის უნდა შრომობდნენ. დანარჩენები, ვინც არ დაგვიჭრდება, შეიძლება ამოწყდნენ. განათლება საშიშია. მათთვის ასამდე დათვლის ცოდნაც საკმარისია. საუკეთესო შემთხვევაში მისაღებია ისეთი განათლება, რომელიც ჩვენთვის სასარგებლო მარიონეტებს მოგვიმზადებს”.

მავანი, რომელიც 6 მილიარდი ადამიანის განთესვაზე ლაპარაკობს, საკუთარ თავს იმ 6 მილიარდს შორის არ წარმოიდგენს და დარჩება ერთადერთ ელიტურ მილიარდში.

რა კავშირშია ეს ყველაფერი ბილ გეიტსთან, “ჩიპიზაციასტან”, მსოფლიო მდგრადობასთან? _ ამ შეკითხვას სერიოზული მეცნიერები ასე უპასუხებენ: ადამიანის შესახებ ყველა მონაცემი ერთ პლატფორმაზე, როგორც ხელისგულზე, ისე დაიდება. ასეთი სისტემის შესაქმნელად აუცილებელია, გქონდეს ძლიერი ციფრული ინფორმაციული ტექნოლოგიები. ამისთვის აუცილებელია, ჩამოაყალიბო გარდაქმნილი აზროვნების მქონე ახალგაზრდების, ანუ ჰუმანიტარული შემადგენლისგან დაცლილი ახალი თაობის ზღვა რაოდენობა, რომელიც მანქანების ალგორითმების კარნახით აზროვნებს, ამიტომ ცდილობენ, რომ დღეიდანვე გადაიყვანონ ჩვენი ბავშვები საბავშვო ბაღიდან, სკოლიდან ციფრულ განათლებაზე.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ასე აპირებენ სახელმწიფოს შენებასა და განვითარებას, რომელიც მავანის ჯიბეში აღმოჩნდება.

ვის ჯიბეში?

ისეთი სიტყვების მიღმა, როგორებიცაა გაუმჯობესება, სრულყოფილება, ცხოვრების გაიოლება, გაციფრება, კომფორტი, იმალება ის ყველაფერი, რომლის ხარჯზეც ამ სიკეთეთა მიღებას ვაპირებთ: ვკარგავთ თავისუფლებას, ინდივიდუალობას. ჩვენ გარეშე გადაწყვეტენ, ვინ უნდა ისწავლოს, ვინ _ არა. გაგვცრიან, საყოველთაოქასთინგსჩაგვიტარებენ.

ვინ იქნებიან ისინი, ვინც ამ ყველაფერს განახორციელებენ?

საინტერესოა, ამ “ჩიპირებულ” რობოტებს შორის სად მიუჩენენ ადგილს პოეტებს, მხატვრებს, მოაზროვნეებს? ექნებათ კი მათ, საერთოდ, ადგილი ამგვარ საზოგადოებაში?

თუ მოგვცემენ ბონუსებს იმის შესრულებისთვის, რასაც დაგვავალებენ, და მიღებული ანაზღაურებით შეგვეძლება საღეჭი რეზინის ყიდვა?

ადამიანური ცხოვრებისთვის, შემოქმედებისთვის აქ ადგილი არ რჩება.

რა ვუყოთ იმ ისტორიას, რომლის დროსაც იყვნენ რუსთაველი, პუშკინი, ავიცენა, სოკრატე და .. და ა.შ.? არც არაფერი! რადგან ის ისტორია არ ყოფილა, მხოლოდ ეს “ნათელი წლები” არსებობს _ უახლესი ოცდაათი!

და რაც მთავარია: ისინი, ვინც ეს ყველაფერი მოიგონა, “გუგლისადატვიტერისშემქმნელები, საკუთარ შვილებს ჭარბი მედიური სივრცისგან იცავენ. სტივ ჯობსის შვილები აიპადებს მხოლოდ ღამღამობით და უქმე დღეებში ხმარობენ. კრის ანდერსენი ასევე უზღუდავს საკუთარ შვილებს გაჯეტების მოხმარებას. “ტვიტერისსერვისების შემქმნელის ვაჟიშვილს სმარტფონებითა და პლანშეტებით სარგებლობა დღეში მხოლოდ ერთი საათით შეუძლია. სხვას კიდევ საკუთარ სახლში სმარტფონებისა და გაჯეტებით გართობა უმცროსი შვილებისთვის, საერთოდ, აკრძალული აქვს.

კიდევ ერთი შემაწუხებელი ეჭვი: ეს პანდემია, ეგებ, გამიზნულად მოგვახვიეს თავს? თუ ორ-სამ წელიწადს ასე გაგრძელდება, მაშინ ყველაფერი დამთავრდება: კომპიუტერთან სამი წლის ჯდომის შემდეგ მივიღებთ ახალგაზრდობის ახალ სელექციას, ახალ ხალხს, ახალ ქვეყანას. როგორს? დღეს არავინ უწყის, მაგრამ უეჭველად განსხვავებულს.

ღირს დაფიქრებად, რაც სასარგებლოა საერთოდ.

ყველაფერი იმათ ხელშია, ვინც ქვეყნის ბედს განაგებს, მაგრამ იმას, რასაც ამჟამად გვთავაზობენ, უზარმაზარი ფული უმაგრებს ზურგს, ჩვენი _ ხალხის ფული. ეს კი ნიშნავს, რომ გვთავაზობენ საჩუქარს ჩვენი გადაგვარებული აზროვნების სახით ჩვენივე ფულის ხარჯზე.

ამ ვითარებას ბევრი ადამიანი ჩასწვდა, რაც სასიხარულოა, მათ შორის _ ხელმძღვანელობაში. ისინი აცხადებენ, რომ ვერაფერი ვერ შეცვლის იმ საუნივერსიტეტო, საინსტიტუტო გარემოს, რომელიც აყალიბებს უმაღლესი კლასის ექიმებს, ინჟინრებს, პედაგოგებს.

ვიფიქროთ, გავაანალიზოთ, გავფრთხილდეთ და _ თავს მოუარეთ!

* * *

განმარტებისთვის: ეს წერილი საქვეყნოდ ცნობილი და აღიარებული კინორეჟისორისა და მსახიობის _ ნიკიტა მიხალკოვის საავტორო პროგრამაბესაგონისბოლო გამოშვების თავისუფალი თარგმანის უმნიშვნელოდ შემცირებული საგაზეთო ვერსიაა.

შეძლებს თუ არა დედამიწა მოჭარბებული მოსახლეობის გამოკვებას, პრობლემათა პრობლემაა. მოაზროვნე ადამიანები ეძებენ გამოსავალს, საჯაროდ განსახილველად გამოაქვთ თავიანთი დაკვირვების შედეგები.

ეს საინტერესო და ყურადსაღები წერილიც, რომლის წაკითხვის პატივი დაგვდეთ, ამ მიზნით გამოვაქვეყნეთ.

არმაზ სანებლიძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here