Home რუბრიკები პოლიტიკა რისი ეშინია მიშას?

რისი ეშინია მიშას?

861
სააკაშვილი-პოროშენკო

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი ჩვეულებას არ ღალატობს. თუ 2003 წელს თავის პოლიტიკურ მამობილ ედუარდ შევარდნაძეს განუდგა დავარდების რევოლუციამოუწყო, ახლა იმის შიშით, რომ უკრაინის მოქალაქეობას ჩამოართმევენ და შესაძლოა, საქართველოში ექსტრადიციაც მოუწიოს, დაუპირისპირდა პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს, რომელმაც პირადად მიიწვია უკრაინაში რეფორმების გასატარებლად (რა თქმა უნდა, ამერიკელების მითითებით).

“პეტრე პოროშენკო უკრაინის პრეზიდენტი, 2010 წლამდე საგარეო საქმეთა მინისტრი, 2010 წლის შემდეგ კი ეკონომიკის მინისტრი და, ამასთანავე, ქარხანა “ბოგდანის” მფლობელი იყო. ეს ის პერიოდია, როდესაც რუსეთმა ჩვენი (საქართველოს ნ.კ.) ორი ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინა… ახლახან მივიღე ინფორმაცია, რომელიც ჩემთვის გაუგებარი და ამაზრზენია. საქმე ის არის, რომ 2010-2014 წლებში, ეკონომიკის იმჟამინდელი მინისტრ პეტრე პოროშენკოს კომპანია “ბოგდანი” ოფიციალურად (ეს დოკუმენტებშია ასახული) ეწეოდა თავისი პროდუქციის ექსპორტირებას ოკუპირებულ აფხაზეთში. პოროშენკო შემოსავალს იღებდა არალეგალური, ამორალური, ანტიქართული და ანტიუკრაინული ვაჭრობით ოკუპირებულ აფხაზეთთან. პოროშენკო არღვევდა უკრაინისა და საქართველოს კანონებსა და საერთაშორისო სამართალს.

არც ერთი ავტობუსი ექსპორტზე არ გადიოდა ისე, რომ პოროშენკოს არ სცოდნოდა. მე ეს ვიცი იმიტომ, რომ ჩვენ საქართველოში გვყავდა ჩამოყვანილი ეს ავტობუსები. მე მოვითხოვ, რომ პოროშენკომ პასუხი გასცეს ამას”, _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 28 ივნისს ტელეკომპანია ძიკ-ის ეთერში.

ამბობენ, შიშს დიდი თვალები აქვსო და, სააკაშვილი, რომელზეც საქართველოში ძებნაა გამოცხადებული, იმის შიშით, რომ პოროშენკოს საქართველოში ვიზიტისას, რომელიც ივლისშია დაგეგმილი, შეიძლება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ექსტრადირებაზეც იყოს საუბარი, ახლა ტყავიდან ძვრება, რომ პოროშენკოს მაქსიმალურად ავნოს, თუმცა მიშიკოს ერთი რამ გამოჩნდა მხედველობიდან: 2010-2014 წლებში შედის 2010, 2011 და 2012 წლებიც, როცა ის საქართველოს პრეზიდენტი იყო, და უნდა სცოდნოდა პოროშენკოსარალეგალური, ამორალურივაჭრობის შესახებ. რატომ მაინცდამაინც ახლა განაცხადა პოროშენკოს ამორალურ ვაჭრობაზე? _ იმიტომ, რომ ეშინია საქართველოში ექსტრადირებისა და განსასჯელის სკამზე დაჯდომის. მაგრამ ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევსო (ამ შემთხვევაში _ ამერიკელების ერთი ძაღლიშვილი _ მეორე ძაღლიშვილის). არც საქართველოს ხელისუფლება აპირებს სააკაშვილის ჩამოყვანას და გასამართლებას და არც პოროშენკო მის ექსტრადიციას.

ლუკა მაისურაძე

P.S. თბილისის მერობისნაციონალური მოძრაობისკანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ მისთვის მიხეილ სააკაშვილისმოსაზრებები მნიშვნელოვანია”. აბა, რა! მიხეილ სააკაშვილისა დანაციონალური მოძრაობისსხვა ლიდერების გამოცდილება და აზრები ძალიან დაეხმარება უდუმაშვილს ქალაქის ისე მართვაში, როგორც ნაციონალები მართავდნენ ქვეყანას 9 წლის განმავლობაში დახვრეტებით, ბიზნესის წართმევით, პატიმრების გაუპატიურებით, მართლმადიდებლებისა და ყოველივე ქართულის წინააღმდეგ ბრძოლით, მაგრამ ასეთ პირობებში ცხოვრებას კიდევ მოისურვებს ქართველი ხალხი?..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here