Home რუბრიკები პოლიტიკა რისთვის სჭირდება საქართველოს ახალი ამერიკული იარაღი, ვის უნდა ეომოს?

რისთვის სჭირდება საქართველოს ახალი ამერიკული იარაღი, ვის უნდა ეომოს?

ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ნატოში მიგვიღებენ, მაგრამ არავინ ამბობს, ამ შემთხვევაში რა ბედი ეწევა ოკუპირებულ ტერიტორიებს

6358
რისთვის სჭირდება საქართველოს ახალი ამერიკული იარაღი, ვის უნდა ეომოს?

ნამდვილად ვერ გეტყვით, დღეს ზუსტად რამდენია საქართველოს საგარეო ვალი, მაგრამ, ნელნელა 20 მილიარდს რომ უახლოვდება, ფაქტია. ამ პირობებში ახალი ვალის აღება, წესითა და რიგით, დიდი სიფრთხილით უნდა მოხდეს და, რაც მთავარია, უნდა დაგვისაბუთონ, რომ ახალი ვალი აუცილებლობით არის გამოწვეული. არადა, ახლა ირკვევა, რომ ახალი ვალის აღება გადაწყვიტა ხელისუფლებამ და ამ ფულით იარაღის შეძენას აპირებს.

მოდი, რეალურად შევხედოთ მოვლენებს _ ვის შეიძლება ეომოს საქართველო რეგიონში? პირველ რიგში, რუსეთს, რომელთანაც განწირულები ვართ; მეორეა თურქეთი, რომელთანაც ასევე განწირულები ვართ. რაც შეეხება სომხეთსა და აზერბაიჯანს, პირველის შემთხვევაში სამხედრო კონფლიქტი ისევ რუსეთთან ომის ტოლფასია, მეორის შემთხვევაში კი _ თურქეთთან. რჩება ირანი, თუ, რა თქმა უნდა, მოვახერხებთ და არაპირდაპირ მეზობელს ომს გამოვუცხადებთ (ასეთები მოგვიხერხებია?!). ანუ, რა გამოდის: ნებისმიერ შემთხვევაში, ვისთანაც უნდა მოგვიხდეს სამხედრო კონფლიქტი, მარცხისთვის ვართ განწირულნი.

სწორედ ამ ყველაფრის ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატები გვეუბნება, ახალი იარაღი გჭირდებათო, და ეს იმის მიუხედავად, რომ ფული არ გვაქვს. მაგრამ შტატებმა აქაც გამონახა გამოსავალი _ ფულს გვასესხებს და ამ ფულით თავისივე იარაღს მოგვყიდის. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ამერიკას ყოველთვის ეგულება ისეთი ქვეყანა, რომელსაც ფულს ასესხებს, შემდეგ კი თავის პროდუქციას მიჰყიდის.

“2008 წელს საბოლოოდ ჩვენ დავინახეთ ყველა ის სისუსტე, რომელთა გამოსწორებასაც გარკვეული წლების განმავლობაში ვცდილობდით. მთავარი სიახლე შეიარაღებულ ძალებში რაც გვაქვს, არის ის, რომ ჩვენ არა მარტო სტრუქტურულად შევიცვალეთ, არამედ ვცდილობთ, შევცვალოთ ჩვენი შეიარაღებული ძალების ომის წარმოების პრინციპები. ომის წარმოების პრინციპი, რომელიც მისაღებია ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ჩვენი შეიარაღებული ძალების მომზადება პირდაპირ მიმართული იქნება იმ საფრთხეების გამკლავებისთვის, რომელიც დღეს საქართველოს წინაშე არსებობს.” _ განაცხადა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ნატოს საპარლამენტოს ასამბლეის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ერთი შეხედვით, ძალიან უცნაურია ნატოს საპარლამენტო ანსამბლეაზე 2008 წლის ომის გახსენება, მაგრამ რეალურად დღევანდელი სიტუაცია ძალიან ჰგავს იმ პერიოდს, როცა 2008 წელს, კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის საბაბით, მიხეილ სააკაშვილმა სამაჩაბლოში ომი დაიწყო და ტორტის მსუყე ნაჭერივით ჩამოგვაჭრეს ის 150-ზე მეტი სოფელი, რომელიც ახლა ქართველებისგან არის დაცლილი და მავთულხლართის მეორე მხარესაა. მაშინაც, ისევე, როგორც ახლა, გვიკიჟინებდნენ, რომ ნატოსთან, როგორც არასდროს, ახლოს ვართ, გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენი არმია უძლეველი რომ გახდეს, დამატებითი შეიარაღება არ გვაწყენდა, ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერები ამბობდნენ, სულ ცოტა გაკლიათო და

“მე რამდენჯერმე ვისაუბრე ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე, რომ საქართველო მზად არის ნატოს წევრობისთვის და რიგ შემთხვევებში, უფრო მზად არის, ვიდრე ნატოს წევრი ზოგიერთი ქვეყანა, მაგრამ რუსეთის ფაქტორი ჯერ კიდევ მნიშვნელოვან როლს თამაშობს. სამწუხაროდ, ჩვენ მიმართაც მსგავს არგუმენტებს იყენებდნენ, როდესაც ნატოში 1999 წელს არ მიგვიღეს. იმ დროს ბევრი ექსპერტი დარწმუნებული იყო, რომ ჩვენ მზად ვიყავით ნატოს წევრობისთვის, თუმცა მხოლოდ 5 წლის შემდეგ მიგვიღეს. ნატოს წევრ რიგ ქვეყნებში, რომლებსაც არ დავასახელებ, აწუხებთ ის, რომ რუსეთის პროვოცირება არ მოახდინონ. მე მათ ვუპასუხებდი, რომ რუსეთის ირგვლივ მყოფ ქვეყნებში უსაფრთხოების ნაკლებობა და ვაკუუმი წარმოადგენს ყველაზე დიდ პროვოკაციას”, _ რამდენიმე დღის წინათ განაცხადა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცეპრეზიდენტმა, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში, ლიტვის დელეგაციის ხელმძღვანელმა რასა იუკნევიჩენემ.

საქართველოსთვის იარაღის შეძენის პარალელურად, ამერიკა ქურთების შეიარაღებასაც გეგმავს. მოგეხსენებათ, ქურთების მუშათა პარტია თურქეთში ავტონომიას ითხოვს, თურქეთი ნატოს წევრია და გააფთრებით ცდილობს ქურთების ინტერესების უგულვებელყოფას. ამ დროს კი ამერიკა მათ შეიარაღებას აპირებს და აცხადებს, რომ ქურთები სირიაში ტერორისტების წინააღმდეგ იბრძოლებენ. საინტერესოა, ვინ არის იმის გარანტორი, რომ 18 მილიონი ქურთი, რომლებიც ამჟამად თურქეთსირიის ტერიტორიაზე იმყოფებიან, ამერიკულ იარაღს თურქეთს არ მიუტრიალებს?! თუმცა, სჯობს, ისევ საქართველოს დავუბრუნდეთ…

ნატოს საპარლამენტო ანსამბლეას მმართველ გუნდში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ხელისუფლების წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ შორს არ არის დრო, როცა ნატო თავის რიგებში მიგვიღებს, მაგრამ იმას არავინ ამბობს, ამ შემთხვევაში რა ბედი ეწევა იმ ტერიტორიებს, რომლებიც ოკუპირებულია?! ახალი შეიარაღების შესყიდვა ხომ არ არის იმის მცდელობა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ხელისუფლებამ აფხაზეთში მოინდომოს კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა, დაგვემართოს ის, რაც 2008 წელს დაგვემართა და შემდეგ უკვე ევროპელმა თუ ამერიკელმა პარტნიორებმა გვითხრან, რომ, რაც მოხდა _ მოხდა და ნატოში გვიღებენ მხოლოდ იმიტომ, რომ შევინარჩუნოთ ის, რაც დაგვრჩა და დავივიწყოთ ის, რაც გვქონდა?! ხომ არ მოხდება იმასთან შეგუება, რომ დაკარგულს ვეღარ დავიბრუნებთ და აჯობებს, ევროპელებსა და ამერიკელებს დავუჯეროთ? ბოლო წლებია, სულ ასე ვიქცევით _ მათი გვჯერა იმიტომ, რომ თურმე ძალა ევროპაშია, ყველაზე სტრატეგიული პარტნიორი ამერიკაა და მათ უნდა ვენდოთ, რადგან ჩვენზე ფიქრით თურმე ვაშინგტონში ტრამპს არ სძინავს, გერმანიაში _ მერკელს და საფრანგეთში _ მაკრონს… მაგრამ, მაკრონის უძილობას მაინდამაინც ჩვენზე ფიქრს ნუ დავაბრალებთ, 63 წლის ცოლი 39 წლის ქმარს რომ არ აძინებდეს, ჩვეულებრივი ამბავი უნდა იყოს.

და კიდევ ერთი ჩვეულებრივი ამბავი, რომელსაც გვაგუებენ და გვიხსნიან, რომ ეს კარგია; ლუქსემბურგის პრემიერმინისტრი, ქსავიე ბეტელი მისივე სქესის წარმომადგენელზე, 38 წლის ბელგიელ არქიტეტქორ გოტიე დესტენეზე 2015 წელს დაქორწინდა, მას შემდეგ, რაც ლუქსემბურგში ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაკანონდა. ჰოდა, ნატოს მინისტერიალზე ბეტელი “ცოლთან” ერთად იყო ჩამოსული და… ევროპელები და ამერიკელები ამაზეც გვეუბნებიან, კარგიაო და ევროკავშირისკენ თუ ნატოსკენ სავალ გზაზე ერთ-ერთ ბარიერად ასეთ მოვლენებთან შეგუებაც გვაქვს, თუმცა, როგორც გვიხსნიან “პრადვინუტები”, თუ გვინდა, ევროპელობა, ეს უნდა ვაღიაროთ. ვაღიაროთ, ბატონებო, მაგრამ ახლა, როცა რუსთაველის წლად გვაქვს გამოცხადებული მიმდინარე წელი, გენიალურ შოთას ეს აფორიზმი გადაგვიკეთეთ: “ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია…”

ბესო ბარბაქაძე

6 COMMENTS

  1. თურქეთი ჩვენი მოკავშირეა ასე თუ ისე, აზერბაიჯანთან კონფლიქტი ჩვენ არასოდეს გვქონია და მხოლოდ რუსეთი უნდა განიხილოთ პოტენციურ მტრად .

  2. აზერბაიჯანი ვითომ რატომ არ არის ჩვენი მტერი როცა 293 ჰექტარი მიწა აქვს მითვისებული ჩვენი

  3. ომში უიარაღოსთან ფისტოლეტიანის გამარჯვების შანსი თითქმის 100%-ია. და ფისტოლეტიანი დაუფიქრებლად გაბედავს უიარაღოზე თავდასხმას. ავტომატიანის გამარჯვების შანსი კი ფისტოლეტიანზე 60 %. თანც არც თავისუფლად და უხიფათოდ იგრძნობს თავს ავტომატიანი ფისტოლეტიანზე თავდასხმისას. ამით იმის თქმა მინდა, რომ თუ რეალური მტერი გყავს, შენი დაცვა მხოლოდ იარაღს შეუძლია თუნდაც სუსტს (შანსი მაინც გაქვს). უიარაღოს კი თეორიული შანსიც არა აქვს გადარჩენისა. საქართველოს არმიას სჭირდება სავარაუდო ძლიერი მოწინააღმდეგის შეტევის მოგერიებისათვის ისეთი იარაღი, რომელიც თუ საქართველოს მტერზე გამარჯვებას ვერ მოუტანს, მტერს დააფიქრებს მაინც იმაზე, ღირს თუ არა საქართველოზე თავდასხმა იმის გათვალისწინებით, რომ გამარჯვება შეიძლება მას ძალიან ძვირი დაუჯდეს… ატომური ომი მხოლოდ იმიტომ არ მოხდა, რომ სწორედ ამ შემაკავებელმა ფაქტორმა იმოქმედა. საქართველოს ცის სრული კონტროლისათვის საჭიროა Aster 30 SAMP/T ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა რამოდენიმე ერთეული და MGM-140 ATACMS ტიპის მცირე სიშორის მიწა-მიწა ტიპის მაღალი სიზუსტის სარაკეტო კომპლექსი ასევე რამდენიმე ერთეული, ვთქვათ სულ 1 – 2 მილიარდი ლარის ღირებულების იარაღი. იმასთან ერთად რაც გაგვაჩნია უკვე სავარაუდო მტერი პასუხგაუცემელი ვეღარ დარჩება, მითუმეტეს ახლა მარტონი აღარა ვართ. ამიტომ სანამ თავს დაგვესხმება სავარაუდო მტერი ნათლად წარმოიდგენს იმას, რომ საპასუხო დარტყმას ვერ აცდება. შემაკავებელი ფაქტორი უდავოდ რეალური გახდება. სამხედრო იარაღის წარმოება საქართველოში უპირველესი პრიორიტეტული დარგი უნდა გახდეს. ქართული საინჟინრო პოტენციალის გაძლიერების და რეალიზაციის საშუალება სწორედ ესაა. თუ ამ გზით ვივლით 10 – 15 წელიწადში თითქმის იზრაელის პოტენციალი გვექნება, თანაც საკუთარ ბაზაზე დაყრდნობილი, ეს კი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. იარაღის გაყიდფით სემოსული ფინანსების აკუმულირების შემდეგ უნდა დავიწყოთ ლაზედული, ელექტრომაგნიტური და სხვა თანამედროვე იარაღის შექმნაზე მუშაობა. სამწუხაროდ საქართველოს წინ დიდი გამოცდები ელის სამხედრო თავდაცვის თვალსაზრისით და თუ ვერ მოვემზადებით სათანადოდ სამარცხვინოდ გავნადგურდებით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here