მთავარი დაიჯესტი რისთვის მოჰკვეთეს თავი მონარქისტს

რისთვის მოჰკვეთეს თავი მონარქისტს

მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებების ჟურნალისტებს სპეცსამსახურები უთვალთვალებდნენ

80
გააზიარეთ

ევროპაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც ფრანგებს ჩაამწარეს წმინდა დღესასწაული _ ბასტილიის აღების დღე. ამ დღეს პარიზში გაიმართა პომპეზური სამხედრო აღლუმი ცხენებითა და თვითმფრინავებით, სიმღერამარსელიოზისშესრულებითა და მასობრივი გასართობი ღონისძიებებით ნიღბებში.

მოკლე განმარტება, რას ზეიმობდნენ ფრანგები: 1789 წლის 14 ივლისს, ბასტილიის შტურმისას სიმბოლური მოვლენა მოხდა: თავგადაკლულმა მონარქისტმა, ბასტილიის ციხის კომენდანტმა ბერნარ რენე დე ლონემ არ მოისურვა გააფთრებული მებრძოლებისთვის ციხის კარის გაღება, მიუხედავად იმისა, რომ იქ დასაცავი არავინ იყო _ მხოლოდ რამდენიმე წვრილი თაღლითი იჯდა. ბასტილიის კარი შეამტვრიეს, გაჯიუტებულ კომენდანტს თავი მოჰკვეთეს, შუბზე წამოაგეს და პარიზის ქუჩებში დაატარებდნენ. ბრბო აღტაცებული იყო, ეს ყველაფერი გადაიზარდა თავისუფლებაში, თანასწორობასა და ძმობაში.

ბერნარ რენე დე ლონე

და ახლა, სადღესასწაულო დღეებში მოულოდნელად გამოჩნდა ჯგუფი მწერლუკებისა, რომლებმაც ყველაფერი გააფუჭეს. ეს ადამიანები გრაფიტის უცნობი შემქმნელები რომ ყოფილიყვნენ, კიდევ არაფერი, მაგრამ ისინი არიან ცნობილი ჟურნალისტები ისეთი პოპულარული გაზეთებისა, როგორებიც არის “ზიუდდოიჩე ცაიტუნგი”, “ცაიტი”, “გარდიანი”, ამერიკული “ვაშინგტონ პოსტი”, გერმანული ტელეარხები NDR-ი, WDR-ი და კიდევ სხვა 15 რედაქცია, რომლებმაც გამოაქვეყნეს გამოძიების შედეგები, რომ არანაირი ძმობა, მით უმეტეს თანასწორობა და თავისუფლება ევროპაში არ არის, არამედ არის ნებისმიერ თავისუფლად მოაზროვნე ადამიანზე ტოტალური კონტროლი.

რით დაიწყო ეს ყველაფერი? დაიწყო იმით, რომ ერთ დღეს ჟურნალისტები მიხვდნენს: მათ მუშაობას აკონტროლებდნენ. მათ საიდუმლოდ შეკრიბეს აქტივისტების საერთაშორისო ჯგუფი და შეიმუშავეს გამოძიების გეგმა.

უნდა ითქვას, რომ გეგმის განხორციელებამ შედეგი გამოიღო _ ჟურნალისტებმა სპეცსამსახურებს მოუგეს! სხვათა შორის გეგმის დეტალები დღემდე უცნობია. ჯგუფი არ ასაჯაროებს მონაცემების მოპოვების არხებს და გასაგებია, რატომაც. ვიღაც ძალიან რისკავდა, როცა ჟურნალისტებს საიდუმლო მონაცემებს გადასცემდა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: ჯგუფის მონაწილეებმა გამოარკვიეს, რომ უკანონოდ უსმენდნენ არა მხოლოდ მათ, არამედ სხვა უამრავ ადამიანს. ზედაპირზე ამოტივტივდა ევროპული სპეცსამსახურების საიდუმლო მუშაობის სურათი თავიანთი მოქალაქეების წინააღმდეგ.

ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს კანონების მიხედვით, სპეცსამსახურებს უფლება აქვთ, თანამოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენონ სპეცსაშუალებები, მათ შორის მისაყურადებელი და სათვალთვალო, ოღონდ, თუ ისინი ეჭვმიტანილნი არიან ტერორიზმში ან ორგანიზებულ კრიმინალურ დანაშაულში. ხოლო როცა უსმენენ და უთვალთვალებენ პოლიტიკურ ოპოზიციას, სამოქალაქო უფლებების დამცველებს, პროფკავშირების აქტივისტებს _ ეს კონსტიტუციისა და სხვა კანონების პირდაპირი დარღვევაა.

გამოძიებამ შოკისმომგვრელი ფაქტები გამოავლინა. ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ უამრავ ევროპელს, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ ტერორიზმთან ან ორგანიზებულ დანაშაულთან, კონტრდაზვერვა უსმენს და უთვალთვალებს. რისთვის? თავისუფლად აზროვნებისა დაგრძელი ენისთვის”.

კონტროლის პროგრამა 2016 წელს აამოქმედეს და დღეს ის 50 ათასამდე სატელეფონო ნომერს მოიცავს. იმ პირებს შორის, რომლებსაც სპეცსამსახურები უსმენდნენ და უთვალთვალებდნენ, არიან ბრიტანული გამოცემა Gardian-ის, ახალი ამბების სააგენტოების _ AFP-ის, Reuters-ის, გაზეთების _ The New Yor Times-ის, Le Monde-ს, El Pais-ის ჟურნალისტები, აგრეთვე, ტელეარხების _ CNN-ის, Radio Free Europe-ს, Sender Al-Dshasira-ს კორესპონდენტები.

მისაყურადებელთა სიაში არის სახელმწიფოს მეთაურების, პრემიერმინისტრების, სამეფო ოჯახის წევრების, დიპლომატებისა და ბიზნესმენების ტელეფონების ნომრები.

გამოძიებამ გაარკვია, რომ სპეცსამსახურები იყენებენ პროგრამაპეგასს”, რომელსაც აწარმოებს ისრაელის კომპანია  NSO GROUP. ეს არის დაწესებულება, რომელიც აწარმოებს ჯაშუშებისთვის განკუთვნილ მოწყობილობებს მხოლოდ სოლიდური მყიდველებისთვის _ სპეცსამსახურებისა და სახელმწიფო დაწესებულებებისთვის.

ისრაელის პროდუქტს უპირატესობა აქვს ანალოგებთან შედარებით. ის ადვილად ძლევს ქსელური ოპერატორების მიერ თავიანთი სატელეფონო არხებისთვის შექმნილ შიფრს, მაგალითად, WhatsUp-ის ან Signal-ის.

“პეგასის” ეფექტიანობის დონე ისეთი მაღალია, რომ ის სპეციალისტების მიერ შეფასებულია, როგორც ყველაზე მოწინავე მოწყობილობა ელექტრონული ჯაშუშების სფეროში და კიბერიარაღად ითვლება.

წამყვანი ევროპული მედიასაშუალებების მფლობელები ცდილობენ, სკანდალი დუმილის ფარდის ჩამოფარებით მიაჩუმათონ, მაგრამ ნათქვამია, კალმით დაწერილს ნაჯახით ვერ ამოშლი! ჩვენ, ალბათ, ვიხილავთ ევროპის ქვეყნების პარლამენტებში ოპოზიციის მოთხოვნებს ამ საკითხის განხილვის შესახებ, აგრეთვე, დაზარალებულთა მიერ სასამართლოში შეტანილ სარჩელებს, მაგრამ საეჭვოა, ამან რამე შეცვალოს არსებულ პოლიტიკურ სისტემაში.

დროა, დავსვათ რიტორიკული კითხვა: რისთვის მოჰკვეთეს თავი რენე დე ლონეს? თავგადაკლული მონარქისტი ხომ მართალი იყო: თქვენ არ გექნებათ არც თავისუფლება, არც თანასწორობა და არც ძმობა!

fondsk.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here