Home ახალი ამბები მსოფლიო რესპუბლიკელი ამომრჩევლების უმრავლესობა ამერიკულ მედიას არ ენდობა

რესპუბლიკელი ამომრჩევლების უმრავლესობა ამერიკულ მედიას არ ენდობა

626
რესპუბლიკელი ამომრჩევლების უმრავლესობა ამერიკულ მედიას არ ენდობა

აშშში ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, რესპუბლიკელი რესპონდენტების დიდი ნაწილი ამბობს, რომ ამერიკული მედიაორგანიზაციები პოლიტიკური მიზნებისთვის ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ.

გამოკითხვა კრისტოფერ ნიუპორტის უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის ცენტრმა ჩაატარა. გამოკითხვის თანახმად, რესპუბლიკელი ამომრჩევლების 86% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ამერიკის მთავარი მედიაორგანიზაციები პოლიტიკური მიზნებისთვის ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, დემოკრატი ამომრჩევლების 69% ამ მოსაზრებას არ ეთანხმება და ასევე არ ეთანხმება ნეიტრალური ამომრჩევლების 63%. რესპონდენტების სრული რაოდენობის 57% კი ამ მოსაზრებას ეთანხმება.

ცენტრის დირექტორის მოადგილემ ინტერვიუში აღნიშნა, რომ პრესის მიმართ უნდობლობა მნიშვნელოვნად გაიზარდა ხელისუფლებაში ტრამპის მოსვლის შემდეგ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here