Home რუბრიკები საზოგადოება რევაზ კილასონია: ლიბერალიზმი აბსოლუტური ბოროტებაა!

რევაზ კილასონია: ლიბერალიზმი აბსოლუტური ბოროტებაა!

“ჩვენს ხელისუფლებებს განათლებაზე არ უზრუნიათ, მათ განათლება უნარ-ჩვევების დონეზე დაიყვანეს და ვიკიპედია უდიდეს აღმოჩენად აქციეს”

151

ბოლო ხანს უფროსი თაობის წარმომადგენლებისგან ხშირად ვისმენთ ფრაზებს: “ამ ახალგაზრდებისგან არაფერი გამოვა”, “ამათთვის ყველაფერი სულერთია”, “გაუნათლებელი მომავალი თაობა გვყავსდა .. წლები გადის და განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე დავაკამათი არ ცხრება, რეფორმას რეფორმა მოჰყვა, მაგრამ ცვლილებები _ არა. ძალიან საინტერესო იყო ჩვენი რესპონდენტის, პოლიტოლოგ რევაზ კილასონიას აღმოჩენა, რომ თურმე საქართველოში არ ითარგმნება და არ იბეჭდება ლიბერალური ლიტერატურის ალტერნატიული ლიტერატურა.

_ ახლა ვკითხულობ ებრაელ ისტორიკოს იუვალ ნოაჰ ჰარარის “საპიენსი, კაცობრიობის მოკლე ისტორია”-ს. ავტორი მსოფლიოში ძალიან არის გაპიარებული, ვფიქრობ, სპეციალურად, გამიზნულად, უსაფუძვლოდ.

ჰარარის იწვევენ უმაღლესი დონის კონფერენციებზე, დისკუსიებში… ის ითვლება ლიბერალური იდეოლოგიის ერთ-ერთ გამორჩეულ წარმომადგენლად. მიმართულება _ ფილოსოფია, ისტორია, პოლიტიკური პროცესები, საზოგადოების განვითარების ეტაპები. მისი რამდენიმე წიგნი უკვე თარგმნილია ქართულ ენაზე.

_ რა არის ამაში საკვირველი? ითარგმნოს ისიც და სხვაც

_ არა, სხვა არ ითარგმნება და არც წიგნის მაღაზიის დახლებზე გამოდის. რომ მოგინდეს, ამ სფეროს ალტერნატიული ლიტერატურის გაცნობა, რომელიც ეწინააღმდეგება ლიბერალურ დისკურსს, ქართულ ენაზე ვერ ნახავთ.

დავუშვათ, ალექსანდრე დუგინის არც ერთი ნაშრომი ქართულ ენაზე ნათარგმნი და გამოცემული არ არის. განსაკუთრებით საინტერესოა მისი “ნოომახია” _ მისი “მეოთხე პოლიტიკური თეორია”, რომელიც ინგლისურად მაქვს წაკითხული, მაგრამ მშობლიურ ენაზე წაკითხვა მაინც სულ სხვაა.

ამასთანავე, ქართველი გამომცემლები უარს არ ამბობენ, გამოსცენ კაცობრიობის ისტორიაში აბსოლუტური ბოროტების მთესველისა და ჩამდენის, ჰიტლერის, ნაჯღაბნიმაინ კამპფი”. ანუ იდეოლოგიურ-პოლიტიკური ქვეტექსტებიდან გამომდინარე, ქართველ მკითხველს “არ უნდა” ჰქონდეს ალტერნატიული ინფორმაციის მიღების საშუალება. მან მხოლოდ ლიბერალური იდეოლოგიური პრიზმიდან უნდა აღიქვას გარემო.

ზუსტად ასე კრძალავდნენ ალტერნატიულ ინფორმაციას (ლიტერატურას) ნაცისტები, მაგრამ ახლა ამას ძალიან ცბიერი მეთოდებით აკეთებენ ლიბერალები. სწორედ ასე მუშაობს პრაქტიკაში ლიბერალური ტოტალიტარიზმი, ასე ხდება მოსახლეობის ინდოქტრინაცია (სახელმწიფოს ან პოლიტიკური ორგანიზაციის მიერ კომპლექსური რეკლამისა და პროპაგანდის მეშვეობით მოსახლეობის ცნობიერებაში მოსაზრებების გარკვეული სისტემისა და სტერეოტიპების ჩანერგვა და ჩამოყალიბება. ინდოქტრინაციის მიზნით, როგორც წესი, გამოიყენება მასმედია და განათლების სისტემის ინსტიტუტები _ სკოლა, უმაღლესი სასწავლებლები და ა.შ. _ ე.ნ.) პოლიტიკურ-იდეოლოგიური ქვეტექსტებიდან გამომდინარე.

ამიტომ ვამბობ _ ლიბერალიზმი, აბსოლუტური ბოროტებაა!

ვცდილობ, ყველა სახის აქტუალურ ლიტერატურულ თუ სამეცნიერო მიმდინარებას გავეცნო. რაც შეეხება ზემოხსენებულ წიგნს, ჩემი აზრით, უკიდეგანოდ პრიმიტიული ნაშრომია.

ჩვენი ახალგაზრდების განათლება ხდება მხოლოდ ერთი მიმართულებით, მათ არ აქვთ საშუალება, დასვან შეკითხვები: რატომ? როგორ? მსგავსი ქმედებებით გამოირჩეოდნენ ნაცისტები და 20-იანი წლების ბოლშევიკები. ისინი წვავდნენ მათი აზრის საწინააღმდეგო ლიტერატურას. ერთმანეთისგან არ განსხვავდებიან ლიბერალები და ნაცისტები. მათ სურთ, ადამიანებმა იფიქრონ ისე, როგორც ისინი ფიქრობენ; ცდილობენ, გამოიყვანონ ახალი ადამიანი. ლიბერალებისთვის არსებობს ერთი სიმართლე, სხვა დანარჩენი მათთვის მიუღებელია.

_ ხშირად ვამბობთ, რომ დღევანდელ ახალგაზრდებს ინტერნეტგანათლება აქვთ, დამოკიდებულნი არიან ვიკიპედიაზე და სოციალურ ქსელში გასულ ინფორმაციებზე, რაც ხშირ შემთხვევაში ტყუილია. ქვეყანაში არ არსებობს ალტერნატიული ინფორმაცია, მართლაც არ იბეჭდება ლიტერატურა. ვინ უნდა აკონტროლოს ეს პროცესი?

_ იმისათვის, რომ ქვეყანაში გავრცელდეს ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, დაიბეჭდოს ყველა სახის ლიტერატურა, რათა მკითხველმა შეძლოს თავისი გემოვნების დაკმაყოფილება; საჭიროა, არსებობდეს დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც იზრუნებს ქვეყნის ახალგაზრდობის განვითარებაზე, ინფორმაციის მრავალფეროვნებაზე, მაგრამ დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში არასოდეს ყოფილა კომპლექსური, ჯანსაღი მიდგომა, არ მომხდარა გრძელვადიანი პროგრამის შემუშავება, რათა ახალგაზრდების, მომავალი თაობების ცოდნა-განათლების სრულყოფაზე ეზრუნათ.

ჩვენს ხელისუფლებებს განათლებაზე არ უზრუნიათ, მათ განათლება უნარჩვევების დონეზე დაიყვანეს და ვიკიპედია უდიდეს აღმოჩენად აქციეს. თავი მაგარი ჰგონია ადამიანს, თუკიფეისბუქზესტატია წაიკითხა. საქართველოში განათლების დონე, ბოლო რამდენიმე წელიწადია, ძალიან დაბალია.

ძალიან სამწუხაროა, რომ ნიჭიერ ქართველ ახალგაზრდას არ ეძლევა ალტერნატიულ ინფორმაციის გაცნობის საშუალება.

ჰიტლერის წიგნის ათასობით ეგზემპლარი იბეჭდება და იყიდება ყოველწლიურად. აბსოლუტური ბოროტების წაკითხვა შესაძლებელია ამ ქვეყანაში, მაგრამ, ბოროტებას რომ ალტერნატივა გააჩნია სიკეთე _ ეს უკვე პრობლემაა ჩვენი გამომცემლებისთვის.

_ როგორც ჩანს, გასავალი აქვს ასეთ წიგნებს და ამიტომაც იბეჭდება, ვერც კი წარმომიდგენია, რომ გამომცემელმა უნიკალურად თარგმნილი რომელიმე კარგი წიგნი არ დაბეჭდოს

_ ვფიქრობ, ეს ასე არ არის. მეტიც, მგონია, რომ არც ერთი გამომცემელი არ დაბეჭდავს ჰიტლერის ე.წ. ნაჯღაბნის ალტერნატიულ წიგნს იდეოლოგიური და პოლიტიკური ქვეტექსტებიდან გამომდინარე.

თავში ვახსენე ალექსანდრე დუგინი, რომელიც მსოფლიოში ანტილიბერალური მოძრაობის წარმომადგენელია, მაგრამ ეროვნებით რუსია, მას საქართველოს მიმართ ჰქონდა არასასიამოვნო გამონათქვამები და არ ითარგმნება ქართულად, მისი წიგნები არ იყიდება. 2007 წლამდე დაბეჭდილა, მაგრამ ახლა ვერსად ნახავთ მის წიგნს. გასაგებია, ის რუსია, მაგრამ თქვენ ვერსად ნახავთ რენე გენონის ნამუშევრებს, რადგან ანტილიბერალურია, ასევე არ მოიძებნება ანტილიბერალ ოსვალდ შპენგლერის ნამუშევრები. ვერ ვიტყვით, რომ რუსი მწერლების წიგნები არ ითარგნება, ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში არ შემოდის, არ მოიძებნება ლიტერატურა, რომელიც ანტილიბერალურია. ჩვენი საზოგადოების წევრები, თუკი უცხო ენას არ ფლობენ, ალტერნატიულ აზრს ვერ მოისმენენ.

მსგავსი მიდგომა საკითხისადმი ხელს უშლის თანამედროვე თავისუფალი ადამიანის ჩამოყალიბებას. ასეთი მიდგომებით საქართველოში მოაზროვნეები ვერ იქნებიან, ისინი კლიშეებში მოქცეულნი და ადვილად მოწყვლადები იქნებიან. ხშირად ვლანძღავთ ახალგაზრდებს, რადგან უჭირთ ტყუილმართლის გარჩევა, მაგრამ მათი ბრალი არ არის, ეს ბოლო 30 წლის მანძილზე მიმდინარე პროცესების ბრალია.

როდესაც შენი ქვეყნის ხელისუფლება ისეთი უტვინოა, რომ კონსტიტუციაში წერს, ქვეყნის უმთავრესი მიზანი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრებააო და წუთით არ ფიქრობს იმაზე, რომ შესაძლოა, ეს ევროატლანტიკური სტრუქტურები დაიშალოს, ასეთი ქვეყნის მომავალ თაობებს რა უნდა მოსთხოვო ან როგორ უნდა გაამტყუნო უვიცობისთვის?! კარნახობენ მთავრობას, მთავრობა კარნახობს ხალხს და ასე იზრდებიან თაობები… ის, რაც ჩვენს კონსტიტუციაში წერია, მსოფლიოს არც ერთი ქვეყნის კონსტიტუციაში არ მოიძებნება, გამონაკლისები ვართ.

_ ეს ახალგაზრდების წინაშე ჩადენილი ბოროტებაა.

_ დიახ, ეს ბოროტებაა. ერთი მიმართულებით აზროვნება, ალტერნატივის არქონა ადამიანს დეგრადირებულს ხდის, აჩლუნგებს და მასების გამოთაყვანების ამ მიზანმიმართულ პოლიტიკას ჩვენი ქვეყანა, 30 წელიწადია, გარე ძალების მეშვეობით წარმატებით ასრულებს.

საქართველოში განათლების სფერო უმძიმეს მდგომარეობაშია, აღარ არსებობს სამეცნიერო ინსტიტუტები, ახალგაზრდას ასწავლიან, რომ ამერიკა კარგია, იქ განათლებაა, ცოდნაა, რუსეთი კი ცუდია და ბნელი, ამიტომ თქვენ მართალი ხართ, ეს ბოროტება და დიდი ტრაგედიაა.

ჩვენ ჩვენსას ვდარდობთ, მაგრამ მთელს მსოფლიოში ასეა. ე.წ. ჰეგემონი ამერიკა ცდილობს, მსოფლიოს თავს მოახვიოს საკუთარი დღის წესრიგი. საბედნიეროდ, ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება, ამერიკის ჰეგემონობა მძიმე რყევებს განიცდის…

_ არ მგონია, ამერიკის შერყევა ასე ადვილი იყოს სწორედ იმ ახალგაზრდების ძალისხმევით, რომელთა მოწამვლაც უკვე შეძლეს, შესაძლოა, თავად ახალგაზრდებმა გადაწყვიტონ ბევრი ქვეყნის ბედი და მომავალი

_ იმედი მაქვს, ქართველი ახალგაზრდები გონს მოეგებიან. ვფიქრობ, ჩვენი გენეტიკა მისცემს მომავალ თაობას იმის გაგების საშუალებას, რატომ ვგმობთ ამერიკას და ამერიკელების იდეოლოგიას.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here