Home ახალი ამბები საქართველო რევაზ კილასონია: ვისაც შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ჩართვა სურს, საქართველოს მტერია

რევაზ კილასონია: ვისაც შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ჩართვა სურს, საქართველოს მტერია

167

24 მარტს საქართველოამერიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დაწყების 30 წლისთავი აღინიშნა. ამის აღსანიშნავად ერთერთმა საინფორმაციო საშუალებამ ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა საქართველოში ამერიკის ელჩ კელი დეგნანთან. ამერიკის ელჩმა მისთვის ბევრ საჭირბოროტო საკითხზე ისაუბრა. გაირკვა, რომ ერთერთი ასეთი საკითხი საქართველოშიპრორუსულიძალების გააქტიურებაა: “ეს ადამიანები ემხრობიან ძალადობას, აქვთ მკვეთრად პრორუსული გზავნილი _ სურთ რუსეთის ძალები, რუსეთის ბაზები საქართველოში. პოტენციურად ქმნიან ვითარებას რუსეთის შემოჭრის გასამართლებლად. ეს ადამიანები არ ემსახურებიან საქართველოს საუკეთესო ინტერესებს. ისინი არიან რუსეთის დეზინფორმაციის იარაღი და ამის მოწმე არის საქართველო, უკვე წლებია.

ვფიქრობ, ძალიან შემაშფოთებელია ნებისმიერი სახის მხარდაჭერა, რომელიც ამან შეიძლება მოიპოვოს, და განსაკუთრებით შემაშფოთებელია მათი მხრიდან ძალადობა მშვიდობიანი ადამიანების გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ. ეს ეწინააღმდეგება საქართველოს პრინციპებსა და საქართველოს კონსტიტუციას. სხვა ქვეყნებში გათიშეს ასეთი ძალადობრივი მაუწყებლობები, რადგან ისინი ეწევიან ძალადობისა და სიძულვილის პროპაგანდას. ვფიქრობ, ამაზე პასუხი არის, დაეხმარო მოსახლეობას, გაიგოს, რასაც ისმენს, გაიგოს, რაშია საფრთხე. აშშ ბევრს აკეთებს მედიაწიგნიერების კუთხით, რომ ახალგაზრდებმაც და ზრდასრულებმაც უკეთესად შეძლონ ყალბი ამბების ამოცნობა, უკეთესად დაინახონ ცრუ ნარატივები, რომელთა მიზანიც დაბნეულობის გამოწვევა და საზოგადოების დაყოფაა. საქართველოს ხალხმა არაერთხელ განაცხადა, რა სურს და ეს არის ევროატლანტიკური მომავალი, მეტი დასავლური ინტეგრაცია ევროპული ქვეყნების ოჯახში. საქართველოს ისტორია აჩვენებს, რომ რუსეთთან დადებული შეთანხმებები იშვიათად სრულდება. ისტორიაში ყოფილა ბევრი შემთხვევა, როცა რუსეთმა დაარღვია დაპირება საქართველოს მიმართ. ყველაზე ბოლო 2008 წელს იყო _ დღემდე ველოდებით რუსეთისგან 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებას, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან მისი ჯარების გაყვანის ჩათვლით. ასე რომ, ვფიქრობ, ქართველები ძალიან ფრთხილად იქნებიან ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას”.

რა სურს აშშ-ის ელჩს, საქართველოს მტერია თუ მოყვარე კელი დეგნანი _ ამ და სხვა საინტერესო თემებზე პოლიტოლოგი რევაზ კილასონია გვესაუბრება.

_ ამერიკის ელჩის _ კელი დეგნანისა და სხვა პოლიტიკოსების განცხადებები თუ მცდელობები, მეორე ფრონტი გახსნან საქართველოში, ჩვენი ქვეყნის მტერების განცხადებები და მცდელობებია. უკვე ვიცით, რომ ომი არ არის ჰიპოთეზური საშიშროება _ ომი ან დაიწყება, ან არა. ეს არის პირდაპირი და ეგზისტენციური საშიშროება. ჩვენ შეიძლება იგივე მდგომარეობა მივიღოთ, რაც უკრაინაში და ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებლად ტრაგედიით დასრულდება _ დავკარგავთ სახელმწიფოებრიობას.

ყველა პოლიტიკოსი, რომელიც ცდილობს, საქართველო წააქეზოს და ომში ჩააბას, იქნება ეს კელი დეგნანი, ქვეყანაში არსებული დესტრუქციული ძალები, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები თუ სხვა, მტრები არიან. უნდა გამოვყო უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ჩვენთან ჰონორზე არიან, მაგრამ სხვა ქვეყნებს, რომლებმაც რუსეთს ასევე არ დაუწესეს სანქციები, ვერაფერს ეუბნებიან. როგორც ჩანს, საქართველოს სუსტ ქვეყნად თუ ძალად განიხილავენ და ფიქრობენ, გავლენა მოახდენონ, რათა ჩაგვრთონ კონფლიქტში. ვისაც ამის გაკეთება სურს, ვისაც სურს, სამხედრო კონფლიქტში ჩაგვრთოს, ჩვენი ქვეყნის მტერია!

_ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება და, კერძოდ, პრემიერი სწორ პოზიციაზე დგას, მაინც არ არის აღკვეთილი შიგა თუ გარე მტრების მოქმედებები, განცხადებებიღარიბაშვილმა დაოცნებისხელისუფლებამ ვერ შეძლო, რომ საქართველო ყველასთვის ხელწამოსაკრავი არ იყოს

_ მთავრობის პოზიცია სწორი, რაციონალური და პრაგმატულია ამ ვითარებაში. შეიმჩნევა, რომ მთავრობა და ღარიბაშვილი განსაკუთრებით, ბოლომდე თავს არ უხრის დასავლურ გავლენებს და ეს შევამჩნიე 5 ივლისს, როდესაც განაცხადა, მე სამხედრო აღლუმები გამიგია და არა გეიაღლუმებიო. ეს მას გამბედაობად ჩავუთვალე.

რატომ ვერ აღკვეთა ის ქმედებები, რომელიც აქ მიმდინარეობს, სულ სხვა თემაა. კელი დეგნანი არ არის მხოლოდ პიროვნება, ის თავის საუბარში, გარკვეული დასავლური ძალების მოსაზრებას გამოთქვამს. წლების განმავლობაში დასავლეთის გავლენის ქვეშ ყოფნამ, ბევრი რამ მათ აზრსა და გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული გახადა საქართველოში, ისინი მართავდნენ ჩვენს ქვეყანას. ვგულისხმობ დასავლურ ინსტიტუტებს, არასამთავრობოებს, აქედან გამომდინარე, ხელაღებით მათზე წყლის გადასხმა, მათ წინააღმდეგ მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა გამორიცხულია. ჩვენ, წლებია, დასავლეთის კლანჭებში ვართ მოქცეულნი და ხელისუფლებამ ახლა რადიკალური ცვლილებები რომ განახორციელოს, სიმართლე გითხრათ, არ იქნება მისაღები, ეს ნელ-ნელა უნდა მოხდეს.

ხელისუფლებისადმი ჩემი დამოკიდებულება არ არის ლოიალური, მაგრამ მათი ქმედებები ამ შემთხვევაში სწორია. მთავარია, საქართველოში არ აიწიოს პოლიტიკური ტემპერატურა, არ გადაიდგას მკვეთრი ნაბიჯები, არ აჰყვნენ პროვოკაციას, დესტრუქციულ ძალებს, რათა აქ შექმნილი საკმაოდ დაძაბული ვითარება არ გადაიზარდოს უფრო მეტ არეულობასა და საომარ მოქმედებებში.

_ უცხოელი .. პარტნიორები და განსაკუთრებით ამერიკის ელჩი კელი დეგნანი აგრესიით უარყოფით კონტექსტში და, სიმართლე რომ ვთქვათ, ცოტა შიშითაც მოიხსენიებენ .. პრორუსულ ძალებს. თუმცა ვინ არიან ეს პრორუსული ძალები, რამდენადსაშიშნიარიან და რატომ იწვევს მათი არსებობა ასეთ აგრესიას?

_ დიახ, შიშით მოიხსენიებენ, რადგან დასავლურ ძალებს განსხვავებული აზრის ეშინიათ. ე.წ. დასავლური გავლენიანი ძალები ყველასპრორუსადმოიხსენიებენ, ვინც მათ მოსაზრებებს არ ეთანხმება, არ ეთანხმება მათ პოლიტიკას. თუ გავითვალისწინებთ იმას, რა ჯოჯოხეთშიც გამოატარეს ამგავლენიანმაძალებმა ეს ქვეყანა 30 წლის განმავლობაში, მაშინ გასაგები იქნება, რატომ ეშინიათ მათ საღად მოაზოვნე და .. პრორუსულად წოდებული ძალების. ისინი ვერ იტანენ სხვა ძალების მოძლიერებას, მათ მხოლოდ მხარდამჭერები სჭირდებათ და არა განსხვავებული აზრი, ამიტომაც გახდნენ აგრესიულები, ხშირად ძალადობაზეც კი გადადიან განსხვავებული აზრის ჩასახშობად. არ ვიცი ე.წ. პროდასავლურებისთვის ვინ არის “პრორუსული”, მაგრამ ვიცი, რომ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები, ჯგუფები მათ სძულთ, მათ სძულთ ყველა, ვისაც არ მოსწონს დასავლური გეოსტრატეგიული ინტერესების განხორციელება საქართველოში.

ძალიან საინტერესო პროცესი დაიწყო იმ მხრივ, რომ თავადვე გაამარგინალეს იარლიყიპრორუსიდა მოსახლეობის უმრავლესობაპრორუსსინდიფერენტულად განიხილავს, რაც კარგია. ეს დასავლურ ძალებს ნერვებს უშლის.

დასავლურმა ძალებმა კარგად იციან, რომ ამერიკა ამ რეგიონში კარგავს ავტორიტეტს. ჩვენ გვახსოვს, რა მოხდა შარშან აგვისტოში ავღანეთში _ საკუთარ თვითმფრინავებს გამოასწრეს ამერიკელმა ჯარისკაცებმა და სრულიად ამერიკულმა ინფრასტრუქტურამ. ამერიკის გავლენა დასუსტებულია და ებღაუჭებიან უკანასკნელ შანსს და ეს შანსი საქართველოა, რადგან თურქეთსა და აზერბაიჯანში გავლენა აღარ აქვს ამერიკას, ასევე მისი გავლენა აღარ მოქმედებს წინა აზიაშიც, გვახსოვს ყაზახეთის ამბებიც. საქართველო არის და რჩება დაბალ ღობედ და ამერიკის ინტერესების გატარების სფეროდ, მაგრამ აქ მთავარია ის, რომ ისინი გვიბიძგებენ ცუდისკენ, საომარი მოქმედებისკან, განადგურებისკენ. ჩვენ რომ მათ ავყვეთ და დავიწყოთ მოქმედებები მათი რეკომენდაციით და ეს რუსეთმა საფრთხედ აღიქვას, წარმოდგენაც კი არ მინდა იმისა, რა მოხდება აქ.

_ თქვით, რომტემპერატურას წევენ”. ვინ წევს ამ ტემპერატურას, კელი დეგნანი? ის ინტერვიუში, რომელიც 24 მარტს ჩაიწერა, რუსეთს მოუწოდებს, რომ საქართველოდან ჯარი გაიყვანოს. მისი განცხადება ტემპერატურის აწევაზე მეტია, არადა, ჩვენი ქვეყნის კეთილისმყოფელია თითქოს

_ კელი დეგნანის სახით კოლექტიური დასავლეთი საუბრობს, ეს თავშივე აღვნიშნე. ისინი ცდილობენ, მეტი ცხელი წერტილი გაჩნდეს რუსეთის გარშემო, რათა შექმნან რუსეთისგან მოძალადე. არის მეორე საკითხიც _ არის კი ქართველების ინტერესებში მათი მოწოდებები? _ არა, ეს ჩვენ ხელს არ გვაძლევს _ არც ხალხს და არც სახელმწიფოს. ჩვენი ჩართვა კონფლიქტში დამღუპველია, კელი დეგნანი მტერია და ამ ქვეყნის არაკეთილისმყოფელი, კელი დეგნანიც და სხვა პოლიტიკოსებიც, რომლებიც ომისკენ გვიბიძგებენ…

_ მოდი, დავასახელოთ ეს მტრები

_ ვერ დავასახელებ, რადგან ვერ დავემსგავსები იმ მარგინალებს, რომლებიც გაიძახიან: პუტინი საქართველოს მტერია! რუსეთი ოკუპანტია! ვფიქრობ, ზუსტად განვიხილე ის პროცესები, რომლებიც ხდება და საითაც მიჰყავთ ჩვენი ქვეყანა ე.წ. დასავლელ პარტნიორებს. ასე რომ, სახელებითა გვარებით მათი მოხსენიება საჭიროდ არ მიმაჩნია. მტერი კონტექსტიდან ამოვარდნილი სიტყვაა. მეც ვიღაც მეძახის მტერსა და რუსეთუმეს, რაც არ არის სიმართლე. სიმართლეა ის, რომ, ვინც ცდილობს საქართველო კონფლიქტში ჩაითრიოს, მტერია!

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here