Home სხვადასხვა დაიჯესტი “რეალური ფაქტების შეცნობა ნებისმიერი პოლიტიკის საფუძველია”

“რეალური ფაქტების შეცნობა ნებისმიერი პოლიტიკის საფუძველია”

1667
ბორის ელცინი და იუჰო პაასიკივი

ეს სიტყვები ამოკვეთილია პაასიკივის ძეგლზე ჰელსინკში. ფინელი ჟურნალისტები, რომლებმაც თავიანთი საგარეო საქმეთა სამინისტროს მასალები შეისწავლეს, ირწმუნებიან, რომ 1990-იან წლებში ფინეთს სურდა რუსეთის სისუსტის გამოყენება და სერიოზულად განიხილავდა ნატოში შესვლის შესაძლებლობას. ეს არ მოხდა, რადგან ფინელებმა გადაიფიქრეს.

სსრკ-ს არც ერთ ქვეყანასთან არ უომია ისე ხშირად და ხანგრძლივად, როგორც ფინეთთან: დარწმუნებით საბჭოთა კავშირ-ფინეთის ოთხ ომზე შეიძლება ვილაპარაკოთ. ასეთ ისტორიულ რეალობას შესაბამის იდეოლოგიურ პროპაგანდას თუ დავუმატებთ, დავასკვნით, რომ ფინურ საზოგადოებრიობაზე ასეთ დაპირისპირებას აუცილებლად დიდი გავლენა უნდა მოეხდინა. ასეც იყო: მეზობელი ქვეყნის საზოგადოებაში ფართოდ გავრცელდა არა მხოლოდ ანტისაბჭოთა განწყობილება, არამედ რუსოფობიურიც. ამ თვალსაზრისით ფინელებმა საგრძნობლად გაუსწრეს თავიანთი ახლო ნათესავი ესტონელების იმ ნიმუშსა თუ ვარიანტს, რომელიც 1980-1990-იან წლებში იყო ჩამოყალიბებული. უფრო მეტად იოზეფ პილსუდსკის პერიოდის პოლონელებს დაემსგავსნენ.

სხვა საქმეა, რომ ფინელები პოლონელებზე ჭკვიანები არიან არა ინტელექტის თვალსაზრისით, რომელსაც ვერ გაზომავ, არამედ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენით. დიდი ომის დასასრულისკენ მათ გონივრულად შეაფასეს საბჭოთა კავშირის აღმატებული ძლიერება და გააცნობიერეს შურისძიების შესაძლებლობა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ფინეთის შესაძლო გაერთიანებამდეც კი.

იუჰო კუსტი პაასიკივი სხვებზე უკეთ გრძნობდა, რა საფრთხე შეიძლება მოჰყოლოდა შექმნილ ვითარებას. საბჭოთა კავშირ-ფინეთის სამშვიდობო ხელშეკრულების პირველი ხელმოწერისას (ტარტუ, 1920 წელი) მან, ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ხელი მოაწერა ამ დოკუმენტს. იგი აღმოჩნდა ადამიანი, რომელმაც 1944 წლის თებერვალში შვედეთის ტერიტორიაზე აწარმოა პირველი მოლაპარაკება სსრ კავშირთან სეპარატული მშვიდობის შესახებ, ნახევარი წლის შემდეგ კვლავ პრემიერი გახდა, ხოლო 1946-ში, ჯანმრთელობა შესუსტებული, მანერჰეიმის მემკვიდრედ აღიარეს.

პაასიკივი არც მემარცხენე იყო, არ რუსოფობი. იგი იყო რეალისტი და ომით დარბეულ-გაძარცვული ფინეთის მოსკოვისგან თუნდაც ეკონომიკური და შიდაპოლიტიკური დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად ყველა დანარჩენ საკითხში დათანხმება გადაწყვიტა.

1948 წელს მოსკოვსა და ჰელსინკს შორის მეგობრობის დამყარების ხელშეკრულების მაქსიმალურად გასაგები სურათის დასახატავად უნდა გავიხსენოთ შემდეგი: ფინეთმა დაგმო დიდი სამამულო ომისდროინდელი ბევრი თავისი ხელმძღვანელის სამხედრო დანაშაულები. საბჭოთა კავშირს გადაუხადა კომპენსაცია მიყენებული ზარალის დასაფარავად. დათმო ტერიტორიები და უარი თქვა ყველა ტერიტორიულ პრეტენზიაზე. სამხედრო ბაზის ასაშენებლად მისცა სტრატეგიული ნახევარკუნძული პორკალა ჰელსინკიდან 30 კილომეტრის დაშორებით; მთავრობაში შეიყვანა კომუნისტები; დააწესა ცენზურა საბჭოთა კავშირზე კრიტიკული მასალების გამოქვეყნებაზე; ივალდებულა, რომ დაიცავს პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს და არ დაეხმარება სსრ კავშირის მოწინააღმდეგეებს არც ომის შემთხვევაში, არც მშვიდობიანობის ჟამს; ფინეთის დელეგაცია გაეროში თავს შეიკავებს მოსკოვისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე კენჭისყრისას; არასოდეს გამოვა წინააღმდეგი, თუ საბჭოთა კავშირი იქნება მომხრე.

განსაკუთრებული ურთიერთობისასეთ პოლიტიკას უწოდესპაასიკივიკეკონენის ხაზი”. მას მხარი დაუჭირა სსრ კავშირის ხელმძღვანელობამ, რომელმაც დემონსტრაციულად გააუქმა მე-16 _ კარელიაფინეთის _ რესპუბლიკა, ოდესღაც რომ იყო შექმნილი, როგორც ფინეთის შემოერთების საფუძველი.

ფინელებმა სანაცვლოდ მიიღეს მშვიდობიანი ცხოვრების გარანტია, მათ სახელმწიფოებრივ მოდელში ჩაურევლობა, საბჭოთა ზესახელმწიფოსთან მჭიდრო კოოპერაციის წყალობით მოგება, საბოლოო ჯამში _ მდიდარი, მშვიდი და სოციალურად უზრუნველყოფილი ისეთი ქვეყანა, როგორიც დღეს არის.

ამიტომ ფინელებმა სიტყვა არ გატეხეს _ საგარეო-პოლიტიკური ხაზი შთამომავლობით გადაეცემოდა პაასიკივის შემცვლელებს, პაასიკივის, რომლის ძეგლზეც ჰელსინკში ამოტვიფრულია: “რეალური ფაქტების შეცნობა ნებისმიერი პოლიტიკის საფუძველია”.

ისიც უნდა ვთქვათ, ეს ყველაფერი კატეგორიულად არ მოსწონდა აშშ-სა და ნატოს: იდეოლოგიურად ფინეთი თითქოს მათი იყო, მაგრამ პოლიტიკურად ვერ ენდობოდა.

ფინეთის ყველა პრეზიდენტი სერიოზულ წნეხში იყო, მაგრამ გაუძლეს: ყოველი ახალი ხელისუფლება ხელს აწერდა იმავე პრიორიტეტებს, რომლებსაც წინამორბედი აღიარებდა, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, დადგა 1991 წელი და საბჭოთა კავშირი დაიშალა.

ამერიკელების ზეწოლით მეგობრობის ხელშეკრულება გაცილებით სუსტმა ფინეთთან რუსეთის ურთიერთობის შეთანხმებით შეცვალა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ არ ექნებათ ტერიტორიული პრეტენზიები ერთმანეთთან, არ მიაქირავებენ თავიანთ ტერიტორიებს ერთმანეთის მტრებს, ექნებათ რეგულარული კონტაქტები უმაღლეს დონეებზე, რაც, ალბათ, უმთავრესია. გაერთიანების ვალდებულება, მაგალითად, ნატოს შემადგენლობაში ჰელსინკს არ უკისრია.

ძნელი არ იყო იმის განსაზღვრა, რომ თავისებური უნიის დაკარგვა ფინეთს ნატოსკენ უბიძგებდა. მათ კიდეც უკარნახეს, გადაედგა ასეთი ნაბიჯი, მაგრამ ფინეთი ასე არ მოიქცა.

ჩვენგან, ქართველებისგან განსხვავებით, ფინელებს ეყოთ ჭკუა და ნატოში გაწევრებაზე არც უფიქრიათ, რადგან შეგნებული აქვთ, რომ ასეთ შემთხვევაში დაკარგავდნენ ყველა ბონუსს, რომლებიც რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის წყალობით აქვთ. კარგად გათვალეს, რომ აშშ უბიძგებს მათ რუსეთთან მოსაზღვრე ტერიტორიებზე შეიარაღებული კონფლიქტებისკენ, რომლებიც აგვისტოს ხუთდღიანი ომის მსგავსი იქნება; გაცნობიერებული აქვთ, რომ რუსებთან კონფრონტაცია ეკონომიკური გაპარტახებით დამთავრდება. მაგალითი თვალწინ უდევთ _ საქართველო, უკრაინა, ბალტიისპირეთი. არც ტერიტორიების დაკარგვა ხიბლავთ ფინელებს. მაგალითი კვლავ საქართველოსა და უკრაინის დღევანდელობაა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here