Home რუბრიკები პოლიტიკა რა ხდება ამ “ერთხელ ამერიკაში”

რა ხდება ამ “ერთხელ ამერიკაში”

რასაც გახლეჩ, იმას მოიმკი

2583
რა ხდება ამ “ერთხელ ამერიკაში”

განხეთქილება, გახლეჩა, გათიშვა, დაპირისპირება, არეულობა და .. და .. _ ეს აშშში ამჟამად მიმდინარე პროცესების ხშირად გამეორებული შეფასებებია. პერსევერაცია ერთგვარი, რომელიც მსოფლიოს დიდი საშიშროებით ემუქრება. ასე მიაჩნია იაკობ კედმის _ ისრაელის საზოგადო მოღვაწესა და სამხედროპოლიტიკურ ექსპერტს.

დუღს ამერიკის შეერთებულ შტატებში შავი ფერის ცეცხლშეკეთებული საზოგადოებრივი უკმაყოფილება, იწვის ყველაფერი სთრიტებისა და ავენიუსების გასწვრივ, რისი დაწვაც შეიძლება _ ავტომანქანები, მაღაზიები, ანუ მარკეტებისა და სუპერმარკეტების მაროდიორების მიერ (რამდენი ჰყოლიათ!) გაძარცვული დახლები… და კიდევ _ “მოლოტოვის კოქტეილის” დამსხვრეული ბოთლებიდან გადმოღვრილი სითხე, როგორც რასობრივი დისკრიმინაციის ნაპერწკლიდან ავარდნილი ალის სუბსტანცია.

კედმის სიტყვებს თუ გავიმეორებთ, რასობრივი გახლეჩა, დაყოფა და დანაწევრება აშშში სკოლიდან იწყება: “სკოლის მოსწავლეს არ სჯერა მასწავლებლის, რომელსაც სხვა ფერის კანი აქვს. ასეთ ბავშვებს სჭირდებათ სხვა მასწავლებლები, სხვა ენითა და სხვა იდეალებით”.

აშშ-ში შავკანიან ბავშვებს თეთრკანიანი პოლიციელების შიში აქვთ გამჯდარი ძვალსა და რბილში. “ნებისმიერი აფროამერიკელი საღამოთი უშიშრად ვერ გაივლის ქუჩაში, იქ ორი-სამი პოლიციელი თუ დალანდა”, _ დაიმოწმა კედმიმ აფროამერიკელი დამსახურებული მასწავლებელი, რომელმაც ეს აზრი განავითარა აშშ-ის ერთ-ერთი ტელეარხის მიერ ჩამორთმეულ ინტერვიუში. მან ისიც დასძინა, რომ ამ მიზეზთა გამო თეთრკანიან მასწავლებელს არ შეუძლია შავკანიან ბავშვებთან მუშაობა. თეთრკანიანი მასწავლებელი ჩვენს ბავშვებს როცა ელაპარაკება, მოსწავლეებს მისი არ ესმით, არ სჯერათ და ეშინიათ კიდეც.

მისი აზრით, ასეთი რამ სუსტი და უძალო ხელისუფლების ბრალია, რომელსაც უნარი აქვს დაკარგული, ვერც სიტუაციის სიმწვავეს აღიქვამს, ვერც ვერაფერს იქმს მდგომარეობის გამოსასწორებლად, პრობლემის მოგვარებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.

ასეთი რამ 1929 წელსაც არ ყოფილა. ასეთ საშინელ საერთაშორისო მდგომარეობაში, ასეთი უნიჭო ხელმძღვანელებით, როგორებიც დღეს ჰყავს, არასოდეს აღმოჩენილა ამერიკა. ლაპარაკია მსოფლიო მნიშვნელობის სახელმწიფოზე, რომელიც ბირთვული იარაღით არის აღჭურვილი და რომლის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაზე არა მხოლოდ ამერიკელი მოქალაქეების ბედი არის დამოკიდებული, არამედ უამრავი სხვა ადამიანის. ამერიკელი საზოგადოებრიობა და საერთაშორისო თანამეგობრობა დაბნეული და პროსტრაცირებულია. ეს, უწინარეს ყოვლისა, ითქმის მათზე, ვინც ამერიკას ისე აღიქვამს, როგორც მეწველს; ვისაც აშშ კვებავს და ისინიც ყურმოჭრილი მონებივით ემსახურებიან, ასეთმა ქვეყნებმა არ იციან და ვერც წარმოუდგენიათ, როგორი მომავალი ელით, ეს წყარო თუ დაშრება”, _ ასკვნის ექსპერტი.

“ის, რაც დღეს ხდება აშშ-ში, _ აღნიშნავს იაკობ კედმი, _ ადასტურებს, რომ დრო გადის, მაგრამ არაფერი იცვლება”. აირჩიეს აფროამერიკელი პრეზიდენტი, გენერალური შტაბის უფროსად აფროამერიკელი ჰყავდათ, მაგრამ ამან ვერავითარი როლი ვერ ითამაშა. კვლავ ძველი არხით მიედინება მოვლენები.

“თანაც მე არაფერი მითქვამს “ესპანენოსებზე”, სხვა ეთნიკურ ჯგუფებზე. დღეს ამერიკული საზოგადოება ისეა დაძაბული, იმდენად დაპირისპირებული და მტრულად განწყობილი, რომ აბსოლუტურად არ სჯერა ერთს მეორესი. ყველა ღონისძიება, რომელთაც განახორციელებს ამერიკის ხელისუფლება ამ პრობლემის დასაძლევად, _ ამტკიცებს კედმი, _ უხეშია და პრიმიტიული. ვთქვათ, წაართვეს ფული სოროსს მის მიერ ჩადენილი ცოდვების მისატევებლად. მაგრამ ეს ვერ გადაწყვეტს ვერც ერთ ძირითად პრობლემას _ როცა ბავშვი სკოლაში არ ენდობა მასწავლებელს, რომელიც აფროამერიკელების ენაზე არ ლაპარაკობს და რომელსაც სხვა ფერის კანი აქვს”.

ის, რაც დღეს ამერიკაში ხდება, აჩქარებს პროცესს, რომელიც ამ სახელმწიფოში 1945 წლიდან დაიწყო, ხოლო 1991 წლის შემდეგ უახლოვდება უარყოფით შედეგს: ამერიკის ჰეგემონიის დასასრულს.

ისეთმა მოვლენებმა, როგორიცაა კორონავირუსის პანდემია, რომელსაც ამერიკა ვერ მოერია; როგორიც რასობრივი მღელვარებაა, რომელიც ქვეყანას მოედო; როგორებიც ეკონომიკური სიძნელეებია, რომლებიც ჩინეთის წინააღმდეგ დაწყებულმა უაზრო ეკონომიკურმა ომმა წარმოშვა და ასე შემდეგ; ასუსტებს იმ მონოპოლიურ მდგომარეობას, რომელიც აშშ-მა მიითვისა და დღემდე არ თმობს.

შეკითხვას, თუ ვინ უნდა დაიკავოს, ანუ ვინ უნდა ჩაენაცვლოს აშშ-ს ამ ადგილზე, რომელიც, წმინდა ადგილისა არ იყოს, ცარიელი არ რჩება, კედმი შემდეგნაირად უპასუხებს: არავინ არ უნდა დაიკავოს მისი ადგილი, ყველა ქვეყანამ იმაზე დიდი როლი უნდა ითამაშოს მსოფლიო პოლიტიკაში, რომელსაც აქამდე თამაშობდა. ყველა ქვეყანამ! საერთო ჰარმონიულმა განვითარებამ უნდა გაითვალისწინოს ყველა ქვეყნის ინტერესები და არა მხოლოდ იმისა, რომელმაც რჩეულის ადგილი და სახელი დაისაკუთრა, ისე, როგორც ეს პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა: “ჩვენ განვსაზღვრავთ წესებს, სხვებმა ისინი უნდა შეასრულონ”. განკარგულების გაცემის ეს დრო უკვე დამთავრდა. წესებს განსაზღვრავს მსოფლიო თანამეგობრობა ყველა ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით. აღარ განმეორდება სიტუაცია, როცა ერთი ქვეყანა უკარნახებდა დანარჩენ მსოფლიოს, როგორ და რა წესებით უნდა ეცხოვრა.

ასე ფიქრობს კედმი იმ მოვლენის შესახებ, რომელიც ამერიკაში ვითარდება და რომელსაც გასულ შაბათს, 13 ივნისს, ჯოჯოხეთის არ იყოს, კიდევ ერთი მუგუზალი შეუკეთეს, როცა ნიუ ჯერსიში, მანქანის საჭესთან ჩაძინებული აფროამერიკელი იამაიკელი მიგრანტი მოკლა პოლიციელმა.

რა ხდება ამ “ერთხელ ამერიკაში”

ამბოხის სტიქიამ მოიცვა ამერიკა თუ გლობალურმა შეთქმულებამ ამოაგდო კალაპოტიდან ეს ზესახელმწიფო?

ამერიკელი ექსპერტი დიმიტრი საიმსი მიიჩნევს, რომ ამერიკული ამბოხის “მარილი” არიან ის ადამიანები, რომლებმაც რამდენიმე წლის წინათ დაიპყრეს უოლ- სტრიტი, ახლახან ტრამპის საწინააღმდეგო დიდი საპროტესტო აქცია გამართეს თეთრი სახლის მახლობლად და რომელიც ძალის გამოყენებით დაშალეს.

მსგავსი რამ საქართველოშიც ხდებოდა და ხდება, როცა ნაცების მოწყობილ მიტინგებში ერთი და იგივე კონტინგენტი მონაწილეობს.

“რა ნაცნობი სახეებია!” (ალექსანდრე გრიბოედოვი, “ვაი ჭკუისაგან”.)

საიმსის კოლეგები ფიქრობენ, რომ ეს ამერიკულიპროფესიონალი მეამბოხეებიცოტა ხანს კიდევ იხმაურებენ და, როგორც კი მოიკლავენ საპროტესტო ჟინს, როცა ადგილობრივი ხელისუფლება უმნიშვნელო მოთხოვნებს დაუკმაყოფილებს, დაშოშმინდებიან და შინ წავლენ.

მაგრამ ასეთი პერსპექტივის მიუხედავად, პოლიტიკური ბრძოლის სურათი აშშში ძალიან სერიოზული, დრამატული და მოულოდნელიცაა. მით უფრო იმიტომ, რომ ტრამპს უგანა სამხედროების ისტებლიშმენტმა, რაც ორი კვირის წინათ წარმოუდგენელი იყო, მაგრამ დღეს ამ საკითხს თეთრ სახლში შეშფოთებით განიხილავენ ტრამპის უახლოესი გარემოცვის წევრები”.

ბოლომდე ვერ გაურკვევიათ ისიც, თუ საით წარიმართება და რით დამთავრდება ეს “სრულიად ამერიკული ამბოხი”, რომელმაც შტატების 600-ზე მეტ ქალაქში უკიდურესი მაქსიმალიზმის სახით იჩინა თავი.

ამერიკა არჩევნების მოლოდინშია, რაც ტრამპის ყველაზე დიდი თავის ტკივილია, რადგან პრეზიდენტად მეორე ვადით ასარჩევად აფროამერიკელების მხარდაჭერა მისთვის მეორეხარისხოვანი საკითხი არ არის. არადა, შანსი მნიშვნელოვნად შეუმცირდა და, როგორც თეთრი სახლის ანალიტიკოსები ეუბნებიან, შეიძლება ნავარაუდევის 8-10 პროცენტი შეადგინოს. ისიც საეჭვოა.

კორონავირუსის პანდემია ამ ყველაფერს თავისთავად ართულებს დაუნდობლობისა და ინფიცირების მასშტაბის ზრდით.

საქმე ის არის, რომ წამყვანი ამერიკელი ვირუსოლოგის _ ვილიამ ჰეზელტაინის ვარაუდით, გამორიცხული არ არის ვირუსის მუტაცია, მაშასადამე, ახალი სახის ვირუსის შემოტევა, ანუ მეორე ტალღა.

13 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოვიდ-19-მა მართლაც განიცადა მუტაცია და მაინცდამაინც ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ვერ იტყვი, რომ 2020 წლის 13 ივნისი ამერიკისთვის ბედნიერი დღე იყო.

იმუნოლოგების აზრით, ვირუსი უფრო საშიში არა, მაგრამ უფრო გადამდები გახდა.

ეს ახალი საფრთხე კიდევ უფრო ართულებს პრეზიდენტ ტრამპის მდგომარეობას, რომელსაც საარჩევნოდ დამატებითი ხმების მოზიდვის იმედი ჰქონდა პანდემიის დამარცხების შემდეგ ეკონომიკის მაქსიმალურად აღდგენის გზით.

როგორც ჩანს, ამ იმედს შესრულება არ უწერია.

სხვა ქვეყნის ანალიტიკოსების აზრით, საიმსის პოზიცია ერთგვარად გამარტივებული და შემსუბუქებულია, რადგან აშშის ისტორიას ანალოგიური ვითარება არ ახსოვს. გამხეცება, დაუნდობლობა, არნახულად მკაცრი პროტესტები, პანდემიის დროს სანიტარული ნორმების სრული უგულებელყოფა, პოლიტიკური დაპირისპირების მაქსიმალისტური ხასიათი, როცა ჯო ბაიდენი ამბობს, რომ, თუ ტრამპი არ აღიარებს თავის დამარცხებას, ჩვენ სამხედრო გადატრიალებას მოვაწყობთო, ცენზურის გამკაცრება მასმედიაში, როცანიუორკ თაიმსისრუბრიკასაზრისისხელმძღვანელს სამსახურიდან აგდებენ იმიტომ, რომ გაზეთში გამოაქვეყნა პოზიცია, რომელიც მიუღებელი აღმოჩნდა რედაქციისთვის, როცა შეწყვეტენ პოლიციელებისადმი მიძღვნილი სერიალის ჩვენებას, როცა ეკრანიდან გააქრობენ კლასიკურ ფილმქარწაღებულნს”… როცა ერთი კვირის განმავლობაში რუსეთის წინააღმდეგ გამოქვეყნებული წერილების სერიაში ამ ქვეყანას ტერორისტების სახელმწიფოსთან გაათანაბრებენ და ა.შ. და ა.შ., ადასტურებს, რომ სიმშვიდე არა მხოლოდ შექსპირისეულ დანიაში არ ყოფილა, არამედ ჩვენს თანამედროვე ამერიკაშიც წარსულს ჩაბარებია თურმე.

ამერიკაში დღეს ტრამპის წინააღმდეგ გულწრფელი აღშფოთების ჟამიანობაა. ბევრს მიაჩნია, რომ ამის უკან დგანან დემოკრატები, სოროსი და სხვები.

ქვეყანაში მეორე პანდემიამ მოიკიდა ფეხი _ რასიზმი გავრცელდა არნახულად.

მიზეზებს ეძებენ ამერიკის კონგრესის მიერ მიღებულ კანონებში, რომელთა ძალით აფროამერიკელები განსაკუთრებული უფლებებით აღჭურვილ ჯგუფად არიან გამოყოფილი: მაგალითად, მათი სამუშაოდან გათავისუფლება უფრო რთულია, ვიდრე თეთრკანიანი მოქალაქეების, უმაღლეს სასწავლებლებში მათი ჩარიცხვა სპეციალური კვოტებით არის გარანტირებული. ამ კვოტებით განსაზღვრულია აბიტურიენტთა მინიმუმი, რომელზე ნაკლები რაოდენობის აფროამერიკელის მიღება რეკომენდებული არ არის, რადგან კვოტის დამრღვევი სასწავლებელი არ მიიღებს სახელმწიფო დახმარებას.

ეს ერთი კონკრეტული შემთხვევაა, მაგრამ გარკვეულწილად ზოგად პრობლემასაც ეხმაურება და განმარტავს კიდეც.

მაგრამ ვითარება გაცილებით უფრო რთულია, ფესვები კი საზოგადოებრივ წყობილებაში არსებულ გადახრებზე აღმოცენებული სარეველებია.

იგივე საიმსის თვალსაზრისი შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს:

ამ დღეებში შემზარავი შემთხვევების ხილვა იშვიათობა არ არის. შემზარავია, როცა პოლიციელი შეიძლება არცთუ სუფთა წარსულის მქონე აფროამერიკელ ფლოიდს კისერზე მუხლს აჭერს და კლავს, მაგრამ არანაკლებ შემზარავია, როცა აფროამერიკელები ერთმანეთს ხოცავენ ჩიკაგოში, სადაც შეერთებულ შტატებში მკვლელობების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, მაგრამ ამას აღშფოთების ტალღა არ მოჰყოლია. სხვათა შორის არც მაშინ, როცა აფროამერიკელი მაროდიორები კლავდნენ მათნაირპოგრომისტებსან მაღაზიების მფლობელი აფროამერიკელები თავიანთი ქონების გადასარჩენად იარაღით ხელში ებრძოდნენ თავდამსხმელ თანატომელებს და კლავდნენ კიდეც.

ალქაჯების ამ აღლუმის დროს საიდანღაც გაჩნდნენ ორგანიზაციები, რომლებმაც მყისიერად შეძლეს პროტესტანტების ტრანსპორტით გადაყვანა დემონსტრაციებზე სხვა ქალაქებსა და სხვა შტატებში. ამას სჭირდებოდა ფული და არცთუ ცოტა.

მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული დემონსტრანტების საკვები პროდუქტებით მომარაგება, მათი ჯანმრთელობის დაცვას უზრუნველყოფდნენ მორიგე ექიმები სპეცმანქანებით, ასობით მოხალისე იურისტი ეხმარებოდა ყველას, ვისაც პოლიცია აპატიმრებდა.

_ საიდან გაჩნდნენ ისინი? _ კითხულობს ამერიკელი ანალიტიკოსი დიმიტრი საიმსი და უპასუხებს, _ აქ აშკარად ჩანს მონაწილეობა მათი, ვინც წლების განმავლობაში აფინანსებდა ამგვარ ორგანიზაციებს. მემარცხენე რადიკალური ორგანიზაციების მხარდაჭერა ამერიკასა და ევროპაში კარგად არის ორგანიზებული. ადამიანი, რომელიც ამ მხრივ სხვაზე მეტად არის ცნობილი, რასაკვირველია, ჯორჯ სოროსი გახლავთ, რომელიც უაღრესად აქტიურია არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ ბევრ ევროპულ ქვეყანაში. მას უჩიოდა არა მხოლოდ უნგრეთის ხელმძღვანელობა, არამედ ისრაელის ხელმძღვანელობაც. მას უყვარს სხვის საქმეებში ჩარევა. სოროსი აქტიურად აფინანსებდა ამ ორგანიზაციებს და ეხმარებოდა დამფინანსებლების მოზიდვაში”.

ისეთი განცდა მაქვს, _ დასძენს საიმსი, _ რომ გარკვეული ძალები ცდილობენ, დაანგრიონ ევროპული პოლიტიკის (აშშის ჩათვლით) საფუძვლები, უგულებელყონ ტრადიციული ევროპული ფასეულობანი, ხელი აღმართეს არა მხოლოდ დონალდ ტრამპმზე და სხვა კონკრეტული ხელისუფლებების წინააღმდეგ, არამედ შეუტიეს ევროპის იმ ცივილიზაციას, რომელიც ამ ძალებს მტრად მიაჩნია. ამ ცივილიზაციას მიათვლიან პუტინის პრეზიდენტობის დროინდელ რუსეთსაც”.

ასე ფიქრობს ამერიკაში მოღვაწე ანალიტიკოსი დიმიტრი საიმსი. ჩვენს სათქმელს ამბობს: ზუსტად ასე მოქმედებენ საქართველოს წინააღმდეგ მშობლიური ე.წ. ენჯეოები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სხვისი ფულითა და სხვისი მხარდაჭერით წაქეზებულები.

ყველას, ვინც მეტნაკლებად, ასე თუ ისე, ჩართული იყო დამოუკიდებელი საქართველოს ჩამოყალიბების პირველ წლებში, კარგად ახსოვს, როგორი მასირებული თავდასხმა განახორციელეს ასეთი საეჭვო ფულით დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქართველოს ხელისუფლებაზე, რომელმაც მოინდომა მათი დაფინანსების წყაროების შესწავლა _ ვისი ფული იყო, რა დამსახურებისთვის ურიცხავდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები და აშშის სახელმწიფო დეპარტამენტის ფრთებქვეშ მოკალათებული ვითომ კერძო საქველმოქმედო ფონდები არცთუ მცირე თანხას ამ გაუნათლებელ, გამოუცდელ, მაგრამ ყველაფერზე წამსვლელ კმარელებსა და სოროსის ძუძუნაწოვ კარიერისტებს.

ვინც მაშინ ხმა ამოიღო არასამთავრობოების წინააღმდეგ, რომლებიც სხვა არაფერი იყო თუ არა სოროსის “მსუბუქი კავალერია” და “სახალხო კონტროლი”, ყველა სამშობლოს მტრებად შერაცხეს.

ახლა ის ტუტუცები პარლამენტში გვისხედან და აშშ-დან მიღებული ინსტრუქციებით საქართველოსთვის სასიქადულოდ იღვწიან თურმე.

ამერიკას კი თავისი გასჭირვებია.

არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here