Home რუბრიკები საზოგადოება რა შუაშია საქართველოსთან ამერიკული ფეხბურთი და მისი დაფინანსება?!

რა შუაშია საქართველოსთან ამერიკული ფეხბურთი და მისი დაფინანსება?!

გუნდმა, რომელმაც ყველაზე წარმატებით იასპარეზა, ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის გამოყოფილი თანხიდან 0,009 პროცენტი მიიღო

531
ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“

2016 წლის 18 თებერვალს ფეხბურთის ფედერაციამქართული ფეხბურთის განვითარების პროგრამისპრეზენტაცია მოაწყო. ფედერაციის იმჟამინდელმა და დღესაც მოქმედმა პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა შესავალ სიტყვაში თქვა, რომ ამ დღეს ქართველი გულშემატკივარი მეოთხედი საუკუნე ელოდა და ქართულ ფეხბურთში 2020 წლის ჩათვლით, არც მეტი, არც ნაკლები, 265 მილიონ 700 ათასი ლარი ჩაიდებოდა. ინვესტორი კი იქნებოდა სახელმწიფო, რომელმაც ეს თანხა ქართულ ფეხბურთში დააბანდა. ეს მაშინ გვეჩვენებოდა, რომ დააბანდა, თორემ ამ გადმოსახედიდან, ჰაერში გაისროლა. ახლა რიგითობით მივყვეთ, რატომ და რისთვის ვთვლით სახელმწიფოს მიერ ფეხბურთში მეოთხედ მილიარდზე მეტი თანხის ინვესტირებას ჰაერში გასროლილად.

თანხის ძირითადი ნაწილი ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე კლუბებს მოხმარდა. ფედერაციამ შეიმუშავა საბონუსე სისტემა, რათა ზედა და ქვედა ლიგის კლუბები არ დაჩაგრულიყვნენ, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი არ გამოვიდა.

პირველ რიგში, იმიტომ არ გამოვიდა, რომ ეს თანხა ეროვნული ჩემპიონატის დონის ამაღლებას ისახავდა მიზნად, რომელსაც სტადიონზე გულშემატკივარი უნდა დაებრუნებინა. გულშემატკივარი არ დაბრუნდა და ამას მარტივი მიზეზი აქვს _ არავის აინტერესებს, როგორ უყვირის მწვრთნელი მოედნის კიდიდან ფეხბურთელს, აგორავე, არ გაჩერდე, მოინდომე…” და როგორ აგორავებს ბურთს ფეხბურთელი და როგორ ათამაშებს ბურთის ნაცვლად სხვა ადგილს. რამდენიც უნდა ვამტკიცოთ, ჩვენი ჩემპიონატის დონემ აიწია, დაძაბულობამ მოიმატაო, ამ საქმიდან არაფერი გამოდის. საუკეთესო ფორმაში მყოფ მაიკ ტაისონს რინგზე რომ შევხვედროდი, ჩემთვის ძალიან დაძაბული შეხვედრა იქნებოდა, წასაგებად განწირული გავიდოდი და შევეცდებოდი, ნაკლები მომხვედროდა. აი, ზუსტად ასე გადიან ევროსარბიელზე ქართული კლუბები, წასაგებად განწირულები და, რაც მთავარია, ცდილობენ, ისე წააგონ, გულშემატკივარმა ზომიერად აგინოს. მაგრამ წელს, ანუ პროგრამის ბოლო წელს, მაშინ, როცა ეს 265 მილიონ “ს ჩემტო” სრულად აითვისეს, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი, თბილისის “დინამო”, ევროთასებიდან ფარერულმა კლუბმა გამოაგდო და თან როგორ _ 6:1 დაამარცხა. ეს ფარერული კლუბის კი არა, საზოგადოდ, ამ კუნძულოვანი ქვეყნის ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით მოგებაა ევროთასებზე. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ იმ ქვეყანაში ფეხბურთი ნახევრად პროფესიონალური სპორტია, რაც იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთელებს პარალელურად მეორე პროფესიაც აქვთ დადინამოსწინააღმდეგ სამმა მეთევზემ, ტაქსის მძღოლმა, ბუღალტერმა, ერთმა პოლიციელმა და ერთმა მტვირთავმა ითამაშეს. სამი გოლი მეთევზისგან მივიღეთ და გვერწმუნეთ, სწორედ საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის კარში შესრულებული ჰეთ-თრიკი იქნება მისი ყველაზე დიდი საფეხბურთო მიღწევა.

ალალად ვთქვათ, ამ ყველაფერზე ქართველმა გულშემატკივარმა მტკივნეულად, მაგრამ მაინც თვალი დახუჭა, რადგან წინ საუკუნის მატჩად შერაცხილი საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის შეხვედრა იყო, რომელიც… წავაგეთ და, როგორ გგონიათ, იმ ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, რომელმაც სახელმწიფოსგან 265 მილიონ ლარზე მეტი აითვისა, წაგება ვის დააბრალა?

“ჩვენ, ფედერაცია, მზად ვართ ევროპის ჩემპიონატისთვის, ფეხბურთელებიც მზად იყვნენ და, როგორც გამოჩნდა, გულშემატკივრები არ აღმოჩდნენ მზად ამისთვის და ევროპაზე ამიტომ ვერ გავედით”, _ განაცხადა სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა. საქართველოს ნაკრების მარცხი თურმე გულშემატკივრის ბრალი ყოფილა, იმ გულშემატკივრის, რომელიც ხელისუფლებამ და იმავე ფედერაციამ ტრიბუნებზე არ შეუშვა იმის მიუხედავად, რომ უეფამ სტადიონის ტევადობის 33%-ის დაშვების ნებართვა გასცა. აქამდე არსად თქმულა და ჩვენ ვიტყვით: საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის დარად, საევროპო პლეი-ოფი კიდევ არაერთმა ქვეყანამ ითამაშა და უეფას 33%-იანი დაშვება ჩვენ გარდა ყველამ გამოიყენა _ გულშემატკივარი, როგორც მე-12 მოთამაშე, სტადიონზე დაუშვა.

ჰოდა, ეროვნული ნაკრების თავლაფდასხმის (მხოლოდ მაკედონიასთან მარცხს არ ვგულისხმობთ, მერე სომხეთთან პრინციპული დაპირისპირება დავთმეთ და უსუსტეს ესტონეთს ვერ მოვუგეთ), ევროთასებიდან ხელის ერთი მოსმით გაყრილი ქართული კლუბების (გამონაკლისი _ თბილისის “ლოკომოტივმა” მართლა ბოლომდე იომა) ფონზე, გვირაბის ბოლოს სინათლე ქალთა საფეხბურთო კლუბმალანჩხუთმააანთო. ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალში გასული გურულები ისეთ იშტაზე არიან, არ გაგიკვირდეთ, მერვედფინალსაც უწიონ. სავარაუდო მეტოქეებს თვალი რომ გადაავლოთ, შესაძლოა, სუნთქვა შეგეკრათ _ “ლანჩხუთს”, შესაძლოა, “ბარსელონა”, “ბენფიკაან ლიგის შარშანდელი გამარჯვებულილიონიშეხვდეს.

ვინმემ იცოდა ამ კლუბის არსებობის შესახებ საქართვერლოში? ფართო მასებს ვგულისხმობ, თორემ გოგონების სანათესაოს რომ ეცოდინებოდა, ადვილი მისახვედრია. ვინმემ თქვა, რომ ეს გოგონები ბურთს ნორმალურად აგორებენ, რომ მათ ყურადღების მიქცევა სჭირდებათ და სჭირდებათ თუნდაც იმიტომ, რომ დახეული ბუცებით თამაშობენ თურმე, ოთხი თვის ხელფასი არ აუღიათ (თვეში 300 ლარი) და შედეგს მიაღწიეს. მას შემდეგ კი, რაც ჩვენი გოგონების წარმატება ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე წლის მთავარ სენსაციად შეირაცხა, ხელი ფედერაციამაც გამოიღო და “ლანჩხუთს” 45 ათასი ლარი გადაურიცხა, საიდანაც 25 ათასი ლარი საბონუსე ფონდია, 20 ათასი კი _ თანხა კლუბის შემდგომი განვითარებისთვის.

ბატონებო, თუ იცით, რამდენი ფეხბურთელის შეყვანის უფლება აქვს მწვრთნელს განაცხადში? _ 23-ის და ლანჩხუთელთა თავკაცმა მხოლოდ 16 გოგონა, იცით, რატომ შეიყვანა? ფული არ ჰქონდა, რუმინეთში სხვებიც რომ წაეყვანა, შემდეგ უკან ჩამოეყვანა და საზოგადოდ, იმ სენსაციურ მატჩზეც გუნდი ბანკიდან გამოტანილი კრედიტით წავიდა. ამ 16 გოგონას (ვთქვათ, რომ მეტი არ ჰყავთ) დაუმატეთ მთავარი მწვრთნელი, ორი თანაშემწე, ექიმი, მასაჟისტი, მენეჯერი და გამოვა, რომ თქვენი საბონუსე თანხიდან, საბოლოო ჯამში, თითოეული ათას ლარსაც ვერ მიიღებს. ათას ლარს იმ სენსაციაში, რომელმაც მთელი ევროპა აალაპარაკა. და, თუ იცით, რომ ეს 25 ათასი ლარი, იმ 265 მილიონ 70 ათასის სულ რაღაც 0,009 პროცენტია? გამოდის, გუნდმა, რომელმაც ყველაზე წარმატებით იასპარეზა, ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის გამოყოფილი თანხიდან 0,009 პროცენტი მიიღო.

ეს ისე არ გაიგოთ, კენჭს მხოლოდ სფფ-ის ბოსტანში ვისვრით. სახელმწიფო ყოველწლიურად აფინანსებს ყინულის ჰოკეის ფედერაციას, ბიატლონის ფედერაციას, ბეისბოლისა და სოფტბოლის ფედერაციას, ამერიკული ფეხბურთის ფედერაციასდა გვერწმუნეთ, ეს დაფინანსება მეტია, ვიდრე 25 ათასი ლარი. არა, რაც მეტი მოზარდი იქნება სპორტის სხვადასხვა სახეობით დაკავებული, მით უკეთესი, მაგრამ ჩემ ირგვლივ არც ჰოკეისტია ვინმე, არც ბეისბოლს თამაშობს და ბიატლონი ხომ, საერთოდ, ბევრმა არც იცის, რა არის.

ბევრმა არც ის იცის, რომ უეფას პროგრამით საქართველოში ბაზები აშენდა, რომლებშიც ნიჭიერ ბავშვებს აცხოვრებენ, ასწავლიან, ავარჯიშებენ. უეფა ამას პირადად აკონტროლებს და წარმომადგენლებსაც გზავნის საქართველოში, ჩადებული ფულის ხარჯვის სისწორე რომ შეამოწმოს. თუ დაინტერესდებით, იმ ბავშვების სახელებსა და გვარებსაც გეტყვით, რომლებიც უადგილობის გამო ვერ მოხვდნენ ამ სკოლებში, თუმცა თანატოლებს ათი თავით სჯობდნენ, მაგრამ დეპუტატის ნათესავები არ იყვნენ, არც მამები ჰყავდათ პოლიციის მაღალჩინოსნები.

ბავშვთა ფეხბურთიდან უნდა დავიწყოთ განვითარებაო, _ ბოლო ხმაზე რომ გაჰკივის ყველა, ბავშვს თუ თავიდანვე გული აუცრუე, იმედი წაართვი, მერე განვითარება ზღაპარია, იმ ბავშვის ფსიქოლოგიური მდგრადობაც და, საერთოდ, ყველაფერი. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, იმ 265 მილიონს არავინ მოიკითხავს და, თუ მოიკითხავს, ისე ლამაზად ჩააწიკწიკებენ ხარჯებს, თქვენი მოწონებული. მართლა არ დავინტერესდებოდით, რისთვის და როგორ დაიხარჯა თანხები, ელემენტარულ შედეგს რომ ვხედავდეთ. შედეგი არ არის არც სანაკრებო და არც საკლუბო დონეზე, მაგრამ, როცა შედეგი გოგონებმა აჩვენეს, მათთვის სასცილო თანხა გაიმეტეს. თანაც გოგონები, უმაღლესი კლასის პირობებს კი არა, ცხელ წყალს, ახალ ბუცებსა და ხელფასების დროულად გაცემას ითხოვენ.

ბესო ბარბაქაძე

P.S. დავით მუჯირმა ქართველი ფეხბურთელების წარუმატებლობაში გულშემატკივარი დაადანაშაულა და გულშემატკივრის ბრალი, იცით, რა არის? ეს გოგონები რუმინეთიდან რომ დაბრუნდნენ, აეროპორტში ხელის თითებზე ჩამოსათვლელი ადამიანები დახვდნენ, ძირითადად, ნათესავები. სოციალურ ქსელში მათ მიღწევას ათასობით კომენტარი და გაზიარება რომ აქვს, ხომ შეიძლებოდა, ამ გამზიარებლების 10% მაინც მისულიყო აეროპორტში, თუმცაწინასწარ ესეც არ გვითხრეს, არ გააშუქეს. სამაგიეროდ, მაიკ პომპეოს ჩამოსვლა ტრაპიდან ტრაპამდე გვიჩვენესპომპეო რა შუაშია? აბა, ამერიკული ფეხბურთი და მისი დაფინანსება საქართველოსთან რა შუაშია?!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here