მთავარი პოლიტიკა რა ქნას სალომემ, ვაზის ჯვრის ნაცვლად ხელში ლგბტ დროშა დაიკავოს?

რა ქნას სალომემ, ვაზის ჯვრის ნაცვლად ხელში ლგბტ დროშა დაიკავოს?

268
გააზიარეთ
რა ქნას სალომემ, ვაზის ჯვრის ნაცვლად ხელში ლგბტ დროშა დაიკავოს?

ერთერთ წინა წერილში ევროპარლამენტის, არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, აღვნიშნე, რომ ევროკავშირის წამყვან ქვეყნებში (საფრანგეთი, იტალია, ინგლისი, უნგრეთი, საბერძნეთი, პოლონეთი) ნეოკონსერვატიულმა ძალებმა, გნებავთ, .. ევროსკეპტიკოსებმა იმარჯვეს. რაც შეეხება ევროპის დანარჩენ სახელმწიფოებს, იქ ნეოკონსერვატიული იდეოლოგიის მქონე პოლიტიკური პარტიების მომძლავრების ტენდენცია აშკარაა. ამ ფაქტორებმა ევროპარლამენტში დღემდე გაბატონებული ნეოლიბერასტული იდეოლოგიის მიმდევარი სახალხო პარტიის პოზიციების ჯერ შესუსტების და შემდეგ დამარცხების რეალური პერსპექტივა გამოაჩინა.

ნეოლიბერასტული იდეოლოგიის ერთ-ერთი ქვაკუთხედი ღმერთის უარყოფაა და, აქედან გამომდინარე, ნიშანდობლივია, რომ ამ იდეოლოგიის ნგრევის პროცესი ევროპიდან იწყება, ანუ იქიდან, სადაც იშვა, შემდეგ კი სრულიად დასავლეთში (აშშ-ც) მმართველი პოლიტიკური ძალების იდეოლოგიად იქცა. მაგრამ, როგორც ერთ ქართულ ფილმშია, “თვალი დაუდგეს ევროპას” და ამერიკასაც, სანამ ევროპარლამენტში ამჟამად მიმდინარე იმედისმომცემი ტენდენციები ჩვენს ლიბერასტულ პარლამენტში შეაღწევს, ამის იმედად მტერი იყოს. ჩვენ კი ჩვენი ნეოლიბერასტული გამოწვევებისა ვიკითხოთ.

სალომე ზურაბიშვილის მეხოტბე არასოდეს ვყოფილვარ, პირიქით _ არჩევნების წინ ბევრჯერ მკაცრად გავაკრიტიკე კიდეც, მაგრამ…

ამას წინათ, როდესაც პირველად დაიძაბა ვითარება დავითგარეჯის ირგვლივ, ქართული მედია, პოლიტოლოგები ამას ქალბატონ პრეზიდენტს აბრალებდნენ, _ რაღაც არასწორად თქვაო. ესრაღაც”, არ ვიცოდი, რა იყო და ქალბატონი პრეზიდენტის სკანდალურ გამონათქვამებს ყურშეჩვეული ვფიქრობდი, ნეტავი რა თქვა ისეთი ბაქოში ვიზიტისას, მისმა კოლეგა ილჰამ ალიევმა დავითგარეჯის ოკუპაცია რომ გადაწყვიტამეთქი? როდესაც მოგვიანებით შევიტყვე, რომ თურმე ბაქოს მხრიდან აგრესიის მიზეზი ყოფილა ჩვენი პრეზიდენტის განცხადებასადავო საზღვრების პრობლემა მალე უნდა მოგვარდეს”-, და შემდეგ დავითგარეჯის ფონზე მესაზღვრეებთან ფოტოს გადაღება იმის ნიშნად, რომ საქართველოსთვის ეს სამონასტრო კომპლექსი აპრიორი საქართველოაო, ჯერ გავოგნდი და შემდეგ სიამაყით აღვივსე _ ყოჩაღ, ქალბატონო სალომე! დიახ, ყოჩაღ, რადგანაც თუნდაც იაფფასიანი პოპულიზმი ყოფილიყო (რასაც აბრალებენ ლიბერასტები ქალბატონ პრეზიდენტს), რაც თქვა თუ გააკეთა ქალბატონმა პრეზიდენტმა, მთავარი ეს არის და არა მოტივი _ ყოჩაღ და გმადლობთ, ქალბატონო სალომე! დავითგარეჯა, დიახაც, საქართველოა! მადლობის თქმა კიდევ ერთი რამის გამო შეიძლება ქალბატონი პრეზიდენტისთვის _ როგორც ცნობილია, 1 ივნისს ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს, საქართველოში შემობრძანების დღესასწაულზე საქართველოს პრეზიდენტმა ვაზის ჯვრით ხელში სიმბოლურად გაიარა წმინდა ნინოს გზა და ამის გამო, ერთი მხრივ, ხელმოცარული პოლიტიკოსებისგან ქილიკი, ხოლო, მეორე მხრივ, ე.წ. არასამთავრობო სექტორისგან რისხვა დაიმსახურა, _ როგორ, საქართველოში ხომ მართლმადიდებლების გარდა სხვა რელიგიების აღმსარებლებიც ცხოვრობენ და წმინდა ნინოს ჯვარი საქართველოს პრეზიდენტის ხელში ამ “სხვა აღმსარებლების” დისკრიმინაციააო. “სხვა აღმსარებლებში”, როგორც წესი, ე.წ. ტრადიციული კონფესიები (მაჰმადიანობა, იუდაიზმი, კათოლიციზმი) კი არ იგულისხმება, არამედ სატანისტი სექტები, რომლებიც წლების წინათ ერთი კრებსითი სახელის _ ხლისტი ბუდარა-ბუდარიხების _ ქვეშ გავაერთიანე და სწორედ ერთმა ბუდარიხამ, ბაპტისტების დედაკაცმა-ეპისკოპოსმა, ინგა გრიგოლიას “რეაქციაში” დაამუნათა სალომე ზურაბიშვილი: ვაზის ჯვრით პოპულისტობას გერჩივნა, აჭარელი მუსლიმებისთვის მიგელოცა ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაული, იმ აჭარლებისთვის, რომლებსაც მეჩეთი ვერ აუშენებიათ ბათუმშიო. ციტირებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ შინაარსობრივად ეს ბრძანა დედაკაცმა ეპისკოპოსმა. მართალია, ბათუმში ვერ ააშენეს ქართველთა სისხლში მოვასვასე სულთან აზიზიეს სახელობის მეჩეთი, სამაგიეროდ, ამბობენ, რომ აჭარაში და სხვა საქართველოში იმაზე მეტი მეჩეთია, რამდენიც აზერბაიჯანში… საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც IV საუკუნეში მოციქულთა სწორმა წმინდა ნინომ ვაზის ჯვრით გაანათლა და მას შემდეგ მართლმადიდებელ ქვეყნად იწოდება, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველო ის ქვეყანაც არის, რომლის პრეზიდენტსაც შინაური თუ გარეული ლიბერასტები ცდილობენ, ხელში წმინდა ნინოს ვაზის ჯვრის დაჭერა აუკრძალონ და რა ქნას ახლა ქალბატონმა პრეზიდენტმა _ წმინდა ვაზის ჯვრის მაგივრად ლგბტ თემის უწმინდური ბაირაღი ააფრიალოს?

კიდევ ერთხელ მადლობას ვუძღვნი საქართველოს პრეზიდენტს იმისთვის, რომ 1 ივნისს, ნინოობას, წმინდა ვაზის ჯვრით ხელში სიმბოლურად გაიარა ქართველთა განმანათლებლის მიერ განვლილი გზა და ვიმეორებ, მადლობა, მიუხედავად იმისა, თუნდაც პოპულიზმი ყოფილიყო ამ პერფორმანსის მიზეზი. ისე, ცნობისთვის, ჯანსაღი პოპულიზმიც არსებობს და აი, როგორც იქნა, მივადექით წინამდებარე წერილის შექმნის მთავარ მიზეზს.

დასავლეთის მიმართ გამოთქმული ნებისმიერი კრიტიკული აზრი ჩვენი ლიბერასტი ქოც-ნაცებისგან ე.წ. რუსულ ნარატივად ცხადდება. მაგალითად, ნეოლიბერასტების ერთ-ერთი მამამთავრის ნათქვამი, _ ჩვენ დავამარცხეთ სსრკ, ახლა მართლმადიდებლობაა ჩვენი მთავარი მტერი, _ ზბიგნევ ბჟეზინსკის კი არ ეკუთვნის, არამედ სიცრუე, რუსული ნარატივია; ნატოში არ მიგვიღებენ _ ესეც კრემლის ნარატივია; დავითგარეჯაზე სიმართლის თქმა პუტინის ნარატივია; მოკლედ, გვალვაა თუ კოკისპირული წვიმა, სიცივეა თუ სიცხე _ ყველაფერი რუსეთის ბრალია, რუსული ნარატივია და, რა გასაკვირია, რომ არც ალენ დალესის დოქტრინა არსებობს, რომლის მიხედვითაც დასავლეთიდან საქართველოში მხოლოდ სიბინძურე, სოდომის გარყვნილება შემოედინება და ესეც რუსული ნარატივია.

თუნდაც მართლაც რუსული ნარატივი რომ იყოს ყოველივე ზემოთქმული, იმ ფაქტს რა ვუყოთ, რომ ყველაფერი ცუდი, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, იმ არარსებულ ალენ დალესის დოქტრინაში წერია? დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია ინტერნეტში “დაგუგლოს” ალენ დალესის დოქტრინა და თითქოს სარკეში იყურები, ყოველივეს ნათლად ხედავ: ნარკომანია, ოჯახის ინსტიტუტის განადგურება, ცნება ეროვნების წაშლა, მამათმავლობის გავრცელება, ავტორიტეტებისა და ეკლესიის დისკრეტიზაცია, აქედან გამომდინარე, ყველანაირი მორალის უარყოფა და ა.შ. წინა წერილში ვწერდი, რომ მართლმადიდებელ სივრცეში მხოლოდ რუსეთი, ბელარუსი და საქართველოა ის ქვეყნები, რომლებშიც დღემდე ვერაფრით მოხერხდა გეიაღლუმის ჩატარება და, თუ დიდ ბელარუსს და კიდევ უფრო დიდ რუსეთს, იციან, ვერაფერს მოუხერხებენ, რადგან ლუკაშენკოპუტინს, მათ მიმართ გამოთქმული უამრავი პრეტენზიის მიუხედავად, ლიბერასტობას ვერაფრით დასწამებ, პატარა საქართველოში, რომელსაც ლიბერასტული დასავლეთის მარიონეტი ხელისუფლებები მართავდნენ და მართავს და რომელშიც სოროსმა უამრავი ფული ჩაყარა, რა გახდა გეიაღლუმის ჩატარება?

რა გახდა და ჩვენმა ლიბერასტმა ქოც-ნაცებმა ვერაფრით მოახერხეს მართლმადიდებელი სარწმუნოებისა და ეკლესიის დისკრედიტაცია. უფრო ზუსტად, ეკლესიის მეტ-ნაკლები დისკრედიტაცია კი შეძლეს, მაგრამ ვერაფერი მოუხერხეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ავტორიტეტს. სწორედ მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, 17 მაისი, რომელიც ყველა “ცივილიზებულ საზოგადოებაში” ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეა, 2014 წლის 17 მაისიდან საქართველოში აღინიშნება, როგორც ქართული ოჯახის დაცვის დღე. 17 მაისს ასიათასობით ადამიანი გამოდის საქართველოს სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში და ამიტომ ლგბტ პირები ვერ ბედავენ აღლუმის მოწყობას. გაცდენილი (თუ ასე თქმა შეიძლება) 17 მაისის საკომპენსაციოდ საქართველოში მცხოვრებმა ჰომოსექსუალებმა გადაწყვიტეს, .. 18-25 ივნისს თბილისში გამართონ ლგბტ სექტის ღონისძიებათა კვირეული, რომლის საფინალო აკორდი იქნება გეიაღლუმი რუსთაველის პროსპექტზე, ანუ როგორც მას ლგბტ აქტივისტები უწოდებენ, ღირსების მარში. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული საპატიო სტუმარპედერასტები.

“ჩამორჩენილ, გაუნათლებელ” ქართველ საზოგადოებაში მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულებაა ლგბტ აქტივისტების მიმართ, ამიტომ საქართველოს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ლგბტ-სექტანტებს ვერ მისცა გეიაღლუმის უსაფრთხოდ ჩატარების გარანტია და სააღლუმოდ დინამოს სტადიონის დახურული სივრცე შესთავაზა. ამაზე პედერასტული უარი და მუქარა მიიღო, რომ ე.წ. ღირსების მარშს აუცილებლად ჩაატარებენ.

შს მინისტრის განცხადებას მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა “მეგობარ” დასავლეთში, საიდანაც ბრძანების შემცველი “რეკომენდაციები” წამოვიდა _ თუ ნატოსა და ევროკავშირის წევრობის მტკიცე დაპირებები გინდათ, ნუ დაჩაგრავთ ქართველ ლგბტ პირებსო. ამას დავუმატოთ ევროკომისიის ხელმძღვანელ ჟან-კლოდ იუნკერის მიერ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სიძულვილის ენით საუბარში დადანაშაულება იმის გამო, რომ ჩვენმა უწმინდესმა ლგბტ-ღონისძიებებს სირცხვილი, ხოლო მამათმავლობას ავადმყოფობა უწოდა და სურათი დასრულებულ სახეს მიიღებს _ ლიბერასტული მსოფლიო მხარში უდგას ქართველ ლგბტ-ებს, რომ, რადაც უნდა დაუჯდეთ, წელს აუცილებლად უნდა ჩაატარონ გეიაღლუმი საქართველოში.

რატომ ასეთი ახირება-გააფთრება პატარა საქართველოს მიმართ, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ სოროსისტ ლიბერასტებს მთელი “ცივილიზებული დასავლეთი” ისედაც “გაგეიაღლუმებული” ჰყავს?

ჩემი მოკრძალებული აზრით, იმიტომ, რომ, მართალია, საქართველო ტერიტორიით პატარა ქვეყანაა, სამაგიეროდ, საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას აქვს დიდი წონა და დიდი ავტორიტეტით ქრისტიანულ სამყაროში, რადგან საქართველოს ღვთისმშობლის წილხვედრობა, ქართველთა უსაფუძვლო ტრაბახი კი არა, ქრისტიანულ სამყაროში საყოველთაოდ ცნობილი ჭეშმარიტებაა. აქედან გამომდინარე, საქართველოს ლგბტ-ზაცია მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება მართლმადიდებლობის დამარცხებისკენ მიმავალ გზაზე.

ვნახოთ _ საქართველოს ლგბტ-ები დაოკებას არ აპირებენ და არა მხოლოდ ღირსების მარშით გვემუქრებიან ეს უღირსები, არამედ ახლო მომავალში ფიზიკურ განადგურებასაც გვპირდებიან…

მაშ ასე, როგორც იტყვიან, წილი ნაყარია, ლგბტ თემის გამოწვევა მიღებულია! ჩვენთან არს ღმერთი!

საცა ვიწროა, იქ გაწყდესო, ნათქვამია…

დავით მხეიძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here