Home რუბრიკები საზოგადოება რა უნდა გადმოვიღოთ თანამედროვე ევროპისგან და რაზე უნდა ვთქვათ უარი

რა უნდა გადმოვიღოთ თანამედროვე ევროპისგან და რაზე უნდა ვთქვათ უარი

861
კასრისწალი ოდესღაც დიდი სოფელი იყო შირაქში, სადაც მეცხვარეობას განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა. 2014 წელს, აღწერის მონაცემებით, აქ 214 კაციღა ცხოვრობდა.

ქართული სოფლის ტრადიციულ თვითმმართველობას ილია მართალმასოფლის უზენაესობაუწოდა, მაგრამ დარღვეულია ვახტანგ VI-ის კანონების უმთავრესი მუხლი: “169. ქვეყანაზედ ეს სამი არ დაეჭირვის კაცსა და ხელმწიფისა: წყალი, შეშა და ბალახი”. მას შემდეგ, რაც საქართველოში მიწაზე კერძო საკუთრება წარმოიშვა, ამოქმედდა მიწის სასოფლოსათემო საკუთრება, რომელიც, სოციალური მდგომარეობის მიუხედავად, მოსახლეობას წყლით, ხეტყითა და სათიბსაძოვრით უზრუნველყოფდა.

ამჟამად სრულიად ბუნდოვანია, როგორ სახელმწიფოს ვაშენებთ, რადგან დასავლურ ფასეულობებზე უფრო ვამახვილებთ ყურადღებას, ვიდრე ქართული ეროვნული ცხოვრების წესისა და ტრადიციების აღდგენაზე, უცხოური იდეების შემყურეთ ლამის ქვეყანა ხელიდან გამოგვეცალოს. მკვიდრი მოსახლეობის ახალგაზრდა, ჯანსაღი ნაწილი ლუკმაპურს უცხოეთში ეძებს, სამშობლოში კი კეთილდღეობის უმთავრესი წყარომიწა დაუმუშავებელია. ფიქრობს კი ვინმე, ეს გზა სად მიგვიყვანს?

ჯერ კიდევ 1995 წლის საშობაო ეპისტოლეში ილია მეორემ კანონმდებლებს საჯაროდ მოუწოდა, საქართველოში აგრარული რეფორმა ქართული გზით წარემართათ, მაგრამ შექმნილ მდგომარეობაზე მაღლა მდგომი უხილავი ძალა თავისას აკეთებდა, რომლის მიმართ საქართველოს ხელისუფლება საეჭვოდ დამყოლი იყო.

მეცნიერები ხელისუფლებას ამაოდ არწმუნებდნენ: სანამ მიწის ინვენტარიზაცია, კადასტრი და ბონიტირება არ ჩატარებულა, სანამ სოფლებს ტრადიციული თვითმმართველობა, ქონება, ბიუჯეტი არ დაუბრუნებიათ, საშუალო ფენა არ ჩამოყალიბებულა, მიწების გაყიდვა დამღუპველიაო.

მიუხედავად ამისა, გააუქმეს მიწის მართვის დეპარტამენტი, სოფლის მეურნეობის სამინისტროსაც მიწაზე ყოველგვარი უფლება ჩამოართვეს; 2006 წელს თვითმმართველობის არჩევნები ჩაატარეს და სოფელი, როგორც პირველადი ტრადიციულადმინისტრაციული ერთეული, გააუქმეს. საქართველოს მიწა, ქართველი ერის სასიცოცხლო ტერიტორია, სრულიად დაუცველი დარჩა. მერე ისევ დაფაცურდნენ _ მშობლიური მიწა უნდა დავიცვათ და შევინარჩუნოთოერთი სიტყვით, ვაბურთავეთ ეს ნალოლიავები, ათასჭირვარამგამოვლილი მშობლიური მიწა და ასე მოვედით დღემდე _ როცა საქართველოს სოფლის მეურნეობა დაქცეულია, გლეხი კი _ გაღატაკებული, თუმცა საკითხავია: დარჩა კი სოფელში ის მეურნე, რომლის სახეც რეჟისორმა რეზო ჩხეიძემ უკვდავყოჯარისკაცის მამაში”?

ერის სახელოვანი შვილები ყოველთვის ცდილობდნენ განვითარებული ერებისა და ქვეყნების ისეთი გამოცდილების შესწავლას და შემდეგ ქართულ ყოფაზე მათ მორგებას, რომლებიც საქართველოს სასიკეთოდ წაადგებოდა, გააძლიერებდა, გაამდიდრებდა. ამაზე წერდა XIX საუკუნის ქართული პრესაც.

ამჯერად მკითხველს ვთავაზობთ 1871 წელსსასოფლო გაზეთში” (#6) დაბეჭდილ წერილს, რომელიც გერმანიის მაგალითზე მიწის მოვლაპატრონობის სასარგებლო რჩევებს აწვდიდა ქართველ მეურნეებს.

როგორც ჩანს, “ჩვენ და ევროპა” _ ეს საკითხი აქტუალური იყო ილიასა და თერგდალეულთა ეპოქაშიც, მაგრამ მათთვის ევროპეიზაცია ნიშნავდა ევროპიდან ჩვენთვის სასარგებლოს გადმოღებას და არა სიმახინჯის, უზნეობის ათვისებასა და პროპაგანდას, რასაც დღეს ასე მონდომებით ეწევიან ცრულიბერალები, ვაიპატრიოტები _ ადამიანები, რომლებსაც არ გააჩნიათ ეროვნული ღირსება და თავმოყვარეობა. ილიას აზრით, ჭეშმარიტი კონსერვატორობა და ჭეშმარიტი ლიბერალობა თანაარსებობს და ერთმანეთს უპრობლემოდ ავსებს, მაგრამ რას გვთავაზობენ თანამედროვე ლიბერალები და როგორია მათი შემოთავაზებების მიმართ საზოგადოების პროგრესული ნაწილის დამოკიდებულება?

ჩვენ სიახლეს მივესალმებით, მაგრამ ახლის საჭიროება რომ გაჩნდეს, ცხოვრება წინ უნდა მიდიოდეს, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში რიგითი ადამიანების ოჯახებს ეტყობა ცხოვრების წინსვლა?

ახალაღმოცენებულ აზრსა და იდეას, დიდი ალბათობით, ძველი წყობა რომ გამოუჩნდება ხოლმე ოპონენტად, ეს არ ახალია, მაგრამ ახალიც არის და ახალიც. რა სიკეთე უნდა მოუტანოს ქართველ ერს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებამ, ოჯახში დედისა და მამის როლის დაკნინებამ? მოზარდის მხოლოდ თავის ნებაზე მიშვებითაა შესაძლებელი მისგან თავისუფალი, დამოუკიდებელი ადამიანის ჩამოყალიბება? ნუთუ იმ ევროპაში ამაზე კარგი და ჩვენთვის მისაღები სხვა სიახლე არაფერია თუ ეს ის არის, რაზეც თავად ევროპა უარს ამბობს, მაგრამ ჩვენ ცხვირში გვჩრის?

ევროპის ოჯახობის სურათი

ჩვენი ქვეყნის შედარებით გერმანიაში მიწის ხელობა ძალიან დაწინაურებულია. ჩვენი გავერანებული და გაფხეკილი სახნავ-სათესი რომ შევადაროთ იმათ სახნავ-სათესს, რომელიც დიდებული ბაღის მზგავსათ გვეჩვენება, მაშინ კიდევ უფრო დიდს განსხვავებას ვნახავთ. პირველ შეხედვაზე თქვენ გაკვირვებსთ მინდვრების სისუფთავე, იმათი კანონიერათ დაწყობილება, მშვენიერი წესი ხეხილების და მასაზრდოებელი მცენარების ყურისგდებისა. მერე იქვე გაკვირვებსთ დიდი ტანის და მშვენიერათ ნაპატივები შინაური საქონელი, ლამაზათ და გარკვევით აგებული საოჯახო შენობები. როდესაც თვალს მოჰკრავ ყანებში მუშაკებს, გული გაგინათლდება, იმათს გულს მოდგინებას, მომჭირნეობას და გონიერათ მუშაობის ცოდნას რომ უყურებ. ყანები ყოველგან ისე დამუშავებული და გაწმენდილია, რომ შიგ ნემსიც ვერ დაგემალება შეუნიშნავი: მდიდრად გაშლილი მცენარეობა და ბალახბულახის უმყოფობა ნათლად ამტკიცებს ამას. გერმანიაში მიწას უმუშავებლად არ დააგდებენ. თუ ვაკე ალაგებია, იქ ყოველგან ყანებია გამართული, და ისე მკაფიოდ არის სხვა და სხვა მეოჯახეების სახნავ-სათესი მიწები ერთმანეთში გარჩეული, რომ, როგორც ხელის გულს, ისე განარჩევ, რომელი ყანა რომელი მეოჯახის არის. ყოველგან ჰხედავ წვრილს მშვენიერათ გატკეცილს გზებს, რომელნიც ყანებსაც არ ავნებენ და სასიარულოთაც ძალიან მოხერხებულნი არიან. საცა კი ცოტათ უსწორ-მასწორო, ან ჩაღმავებული ალაგებია, ყოველგან რუებია გაყვანილი. ერთი სიტყვით ყოველი ნაბიჯის გადადგმაზე რწმუნდებით, რომ ოდნა ალაგიც არ არის მომჭირნე მეოჯახის უყურადღებო. ყოველიფერი ანგარიშით არის გაკეთებული, ყოველგან ეტყობა, რომ იმ ქვეყნებში სცხოვრობს მიწის ძალიან მოსიყვარულე მეოჯახეები.

* * *

თუ ადგილის მდებარეობა მთა-გორიანია, ის სულ დაყოფილია დაკიბულ კვლებათ, ოდნა მიწის ნაგლეჯიც არ იპოება იმისთანა, საცა კაცს ხელი მიუწვდებოდეს და შემუშავებული არ იყოს. მთებზე დამუშავებული მიწის კვლები მაღლიდგან ძირს კიბეკიბეთ ჩამოუყვება. თუ სიბი კლდეა, იმაზედაც უეჭველათ მიწაა დაყრილი და ზედ დათესილი სიმინდი. ან სხვა მიწის ნაყოფის მომცემი მცენარეები, ხეხილი, ვენახის ვაზები და სხვა. პირველ შეხედვაზე კაცებს და, ასე გაშინჯე, ყმაწვილებსაც რომ გოდრებით მიწა ააქვთ წრიაპ კლდეებზე და მთებზე, აკეთებენ 128 ზედ მთის კონწოლებზე წყლის საგუბრებს, რომლითაც რწყვენ თავის საყვარელს მცენარეობას, ამასთანავე მძიმე შრომას მუშაკისას რომ ჰხედავ, გული გიკვდება, მაგრამ რამდენადაც შემაწუხარია გულჩვილი ეს მძიმე შრომის სურათი, იმოდენათ სამხიარულოა, როცა ჰხედავ რომ ამ შრომას მდიდარი ნაყოფი მოაქვს. მაგალითად ყურძნის მოკრეფის დროსთანა სამხიარულო რა იქნება? ზემოხსენებულ მთის ფერდებს, რომელზედაც ასვლა მიუჩვეველ კაცებისთვის საძნელო და საშიშოა, გერმანიის მუშაკი ყიდულობს ძვირათ და სახელმწიფო ხარჯსაც ბევრათ მომეტებულს იხდის იმისთვის; მაგრამ შრომის მოყვარე გერმანიელს ეს ვერ შეაჩერებს ვერც ერთს მინუტას. ეს ფერდები მორწყულია გერმანიელის ოფლით; ისინი ცხადათ ამტკიცებენ იმათ შრომას და დაუძინებელს მოქმედებას.

* * *

თუ მიწა ქვიშიანია, რომელზედაც თავის თავათ არაფერი ხარობს, ისიც კი გამოუყენებია გერმანიელს მუშას, ჯერ დაუთესია ზედ ეკალფოთოლა ხეები, მაგალითად ნაძვი, ფიჭვი, ურთხველი და სხვა, გაუმაგრებია ეს ფხვნილი ქვიშა, გაუკეთებია ზემოთი მიწის პირი და გაუხდია სამუშაო მიწებათ. რაც უნდა ფრეწიანი, ან ქვიანი ალაგი იყოს, ნემეცი არ იტყვის, რომ ეს უვარგი მქისი მიწა არისო. საცა კი მიწა და ჰაერია, იქ ისინი მცენარესაც გააჩენენ. ჭაობიანი ალაგები გერმანიაში ძალიან ცოტაა და სადაც არის სჭირიან ამ ჭაობში დამპალ მიწა-არეულ მცენარეობას და ხმარობენ წივათ, ან გაჰყავთ რუები და არხები, ან შეიმუშავებენ ისეთნაირათ, რომ სახნავ-სათესი ალაგები გამოდგეს. მოკლეთ რომ ვსქვათ, იქ არ არის ისეთი მივიწყებული ჭაობები, საცა ბაყაყების ზღმურდლით არის გატენილი იქაურობა და ჰაერს ხაშმით სწამლავენ, ისე როგორც არ არის კაცის ხელის მიუწვდენილი წრიაპი მთის ალაგები, რომ ზედ გერმანიელს სამუშაო არ ჰქონდეს გამართული.

* * *

როდესაც თვალს გადაავლებ გერმანიის ტყეებს ისე დასუფთავებულია, რომ ერთ ქაცვსაც ვერ იპოვი. თანასწორი ტანი და ერთი წლოვანება ხეებისა გულს გაგინათებს, ისე კარგი სანახავია. როგორც ყანები, შიგ თავის რიგზე და წესზე ყოველიფერი გამართულია, ისე მთელი ტყე უბნებათ არის დაყოფილი; პირველ წელიწადს მოსჭრიან ერთს უბანს; მეორე წელიწადს _ მეორე უბანს და ასე რიგობით მიჰყვებიან, სანამ პირველად მოჭრილი ტყის უბანი ისევ არ დასრულდება იმდენათ, რომ ხელ-ახლა მოსაჭრელათ გახდეს. ტყეებშიაც გაყვანილია თავისი 129 არხები და რუები გასაწმენდათ და მოსარწყველათ. ძვირათ მოიძებნება ისეთი ხე, რომელზედაც არ ეტყობოდეს პატრონის ხელი. საცა ბუნებითი გაშვებული კორდები ან მინდვრებია, იქ ვერანა, უნაყოფო ფრეწებს, ან დამდგარ წყლისაგან გაკეთებულ უნაყოფო ალაგებს ვერ ნახავ. აქაური სათიბები ან მინდვრები არიან ლარივით სწორათ გასულნი, ისეთი დასუფთავებულია, რომ შიგ ჩხირსაც ვერ იპოვნი, მრავალგვარნი რუები როგორც სიდიდით, ისე სხვა და სხვა მხარეზე მიმართულებით არიან შიგ სათიბში გაყვანილნი, ზოგან ამ რუებს საგუბარები აქვს გაკეთებული, თუ საჭირო იქნა წყლის დასაგუბებლათ; ზოგან რუებს დაცემული სადენი აქვს, რომ წყალს ჩქარი დენა ჰქონდეს, ზოგგან რუების კიდეები წაწვენილი ბაგებია, ზოგგან კედლებსავით სწორათ აყუდებულია; ერთი სიტყვით, სად როგორც მოუხდება, ყოველგან ისე მოგვარებულია. ამასთანა კეთებას, რასაკვირველია, მრავალი შრომა უნდა, მაგრამ მაგიერათ ისიც უნდა ვიკითხოთ, აბა, რამდენჯერ ითიბება ამისთანა სათიბები და რამდენს აუარებელს თივას აგროვებენ იქიდგან. ისეთ წყაროს ვერსად ჰნახავ, რომ მისი საწოლი ფაჩხებით იყოს ამოვსებული და წვიმების დროს ნაპირებზე გადმოდიოდეს, რღვნიდეს მახლობელ ალაგებს და ჭაობებათ აქცევდეს: წყარო თუ ძალიან მიხვეულმოხვეულია და ამისგამო ჩქარი დენა არა აქვს, ან წყალი ტყულა უბრალოთ გუბდება, მაშინვე ისე გაასწორებენ იმის კალაპოტს ან საწოლს, რომ ასე გგონია არხი გაუყვანიათო, უწინდელის წყაროს სავალს ვეღარც კი მიაგნებს კაცი. თუ მდინარე თავის მიხვეულ-მოხვეულ დენით არას უშლის მცენარეობას, მაშინ თავს დაანებებენ და არას უშლიან, ამასთანავე ალაგ-ალაგ საგუბრებს გაუკეთებენ, რომ როცა საჭიროა წყალი დაგუბდეს და სხვა დროს კი ჩვეულებრივათ სდიოდეს. თუ ამისთანა რუ სდის ჭალაში მთის ძირათ, მაშინ ყოველ საგუბართან გამართულია წისქვილები, სადღვებაები, პატარა ტყავის საქნელები, ასე გასინჯე, სახერხავები და სხვა; ის კი არა, პატარა წყაროებსაც არ დააყენებენ თავისთვის, იმასაც გაუკვალავენ, იქითკენ, საითაც უფრო სასარგებლო იქნება იმისი დენა ოჯახობისათვის. ამ სახით წყალიც და მიწაც უხვად აჯილდოებს შრომისათვის ნემეცურ სოფლის მუშას. აი სწორეთ აქ არის მიწის მუშა ნამდვილი კაცი, რომლის ხელქვეით და სასარგებლოთ მიცემულია ყოველი ქმნილება.

მიატოვა სოფელი ხალხმა, რადგან სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დამუშავებას ვერ ახერხებენ
მიატოვა სოფელი ხალხმა, რადგან სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დამუშავებას ვერ ახერხებენ

* * *

ეხლა თვითონ შინაური ნემეცის მოწყობილობა გავსინჯოთ. ნემეცს ოჯახი და სადგომები მშვენიერათ დასუფთავებულები აქვს. გარეგანი ჩუქურთმით შემკულობა სახლებს არა აქვთ რა, მაგრამ თითო სახლის მდებარეობას და იმის შინ მორთულობას რომ გონება მივაპყროთ, 130 სწორეთ გაგაკვირვებსთ, ისე მშვენიერი მოსაზრებით არიან აგებულნი. ყოველს ნაწილს შიგნით შენობისას თავის დანიშნულება აქვს. თქვენ იმის ოჯახობაში ვერ ნახავთ, როგორც ჩვენშია ხოლმე, თავგადახდილს ფანჩატურებს, რომელნიც ამტკიცებენ ჩვენებური მეოჯახის უზრუნველობას, თითქოს ამას ამბობდეს, გინდა მქონია, გინდა არა, სულ ერთიაო. ვერსად ვერ ნახავ, საცა არ გინდა დაყრილს ნაკელს, რომელიც სულ უბრალოთ ჰხდება, თუმცა ყველამ იცის, რომ ნაკელი მიწის განმაძრიელებელია და ყოველს და ყოველს მიწის მუშას მხედველობაში უნდა ჰქონდეს რამდენიც შეიძლება ისე მომეტებული მოაგროვოს; ის კი არა, გერმანიაში ყოველივე თავის წესზე დაწყობილია, ნაკელი გულს მოდგინებით შეგროვებული და შენახულია, ყოველიფერს ამისთანაებს როგორც ფულს ისე უყურებენ. სახლების მახლობლად უეჭველათ თქვენ ხვდებით პატარა ბაღჩებს, საყვავილეებს, ან ბოსტნებს, ერთი სიტყვით, ყოველგან სასარგებლო და სასიამოვნო ერთმანეთში შეზავებულია. იმათ შინაურ პირუტყვს რომ შეხედო, გული გაგინათლდება; ისინი არიან მშვიდობიანნი, თვინიერნი, მაძღარნი და დიდი სარგებლობის მძლეველნი. პირუტყვის მოყვარულმა ნემეცმა ძალიან კარგათ იცის თავის საქონლის მოვლა, იმის ჩვეულება, რა საკვები უფრო უყვარს, როდის და რითი იყო ავათ, ერთი სიტყვით თავის პირუტყვზე ისეთს გულჩვილობას იჩენს, როგორც ზოგიერთი მამა თავის შვილზე. თითო ძროხამ რომ წელიწადში თოთხმეტი ბათმანი ერბო შემოიტანოს, ნემეცი იმას ცუდს შემოსავალს ეძახის. უფრო ხშირად ძროხა თექვსმეტს ბათმანს აძლევს წელიწადში თავის პატრონს და ზოგიერთგან, კიდეც მეტსაც. ამისგამო ორი ან ოთხი თუმანი რომ ძროხამ წელიწადში შემოიტანოს, ამას არაფრათ ჩააგდებენ. აქედგან ცხადათ სჩანს, თუ რამდენი სარგებლობა ეძლევა სახნავსათესს მიწებს და თვითონ ოჯახობასაც ერთი ძროხიდგან.

* * *

ჩვენებური მეოჯახე არასოდეს არ დაიჯერებს, რომ ვუთხრა, გერმანიაში ისეთი მეოჯახენი არიან, რომელთაც მხოლოდ სამასი დღიური მიწა აქვთ სამუშაოთ და აქედგან წმინდა შემოსავალი ათი ათასი მანეთი აქვთ წელიწადში. უფრო საკვირველი ეს არის, რომ ეს მიწა ქალაქის მახლობლათ არ მდებარეობს და არც ცვდება, როგორც ჩვენში მოხდება ხოლმე, ორი სამი მოსავლის შემდეგ; ის კი არა ნაყოფიერობა თან და თან უფრო მატულობს. იქაური ჰავა რომ ნახო, ასე იტყვი აქ რა უნდა მოვიდესო. ჰავა ისე ცივია, რომ ვენახი ძლივს იზდება და მიწა უმეტესი ნაწილი სულ უნაყოფო ქვიშაა. მაშ რისგან არის ამდენი აურაცხელი შემოსავალი? გერმანიელის ანუ ნემეცის შრომისა და ცოდნისაგან.

* * *

როდესაც ჩვენს მეოჯახეებს დავუწყებთ ლაპარაკს ჩვენი ოჯახობის უნუგეშო მდგომარეობაზე, სხვათა შორის ისინი იტყვიან, კარგი გზები არა გვაქვს, რომ შეიძლებოდეს ჩვენი ნაწარმოების წასაღებათ შორს ადგილებშიო და ამისთვის შინ, გინდა არ გინდა, იაფ ფასათ ჰყიდიო, ისე რომ ნაწარმოები შრომათ არ ღირსო. მაგას თქმა არ უნდა, რომ კარგი გზების ქონვა და ნაწარმოების ადვილათ გასაღება ოჯახობისათვის მეტი არ შეიძლება ისე დიდი სასარგებლოა, მაგრამ ვითომ განათლებულს ქვეყნებში კი ცოტა წვალება სჭირია ნაწარმოების გასაღებას; ოჯახობის მართვას და ნაწარმოების კარგა გაყიდვას ყოველგან ბევრი გაჭირება მოსდევს. მაგრამ ზოგჯერ როცა ნამუშევარს კარგი ფასი არა აქვს და იმის გაყიდვა ხეირიან ფასათ გასაჭირია, განათლებულ ქვეყანაში მოიგონებენ ისეთს ხელობას, რომ ნაწარმოების გაყიდვა, კარგათ გასაღება, ადვილი შეიქნება; მაგ.: გამართავენ არაყის სახდელ შენობებს, პივოს საკეთებელს, სახამებლის, შაქრის და ერბოს საკეთებელს; ამ შენობებს უნდება მრავალი პური, კარტოფილი, გოგრა, ჭარხალი, სიმინდი და მრავალი სხვა ჭირნახული. ამასთანავე აშენებენ მრავალს საქონელს და ჰკვებენ ჭირნახულის გამონახადით; საქონელს კი ან თვითონ ხმარობენ, ან ჰყიდიან და თუ შორს წაყვანა მოუნდათ, ბევრი რა დაჭირდება, პირუტყვი თვითონ წაიღებს თავის თავს. ამ სახით ნემცის მეოჯახეები თავის კარზედვე ასაღებენ მოწეულ ჭირნახულს იაფ ფასად და ამასთან ის სარგებლობაც აქვთ, რომ იქვე ოჯახობასთან რჩება ყოველი ფერი, სხვაგან არსად მიდის: არც თხლე, არც პურის ჩენჩი და არც გამონახადი არ ხდება ტყულა უბრალოთ. ვითომ ჩვენშიაც რომ ასე მოიქცენ, რა დაგვიშავდება? მე მგონია ქონს, ტყავს და ერბოს ყოველგან კარგი ფასი აქვს. ზემოხსენებული განათლებული ქუეყნის მოვაჭრენი მოვლენ და იყიდიან სხვა რომ არა იყოსრა. მაშ აქაც გზის ბრალი კი არა, თვითონ ჩვენი უთაურობის ბრალითა.

* * *

იტყვიან კიდევ, ფული არა გვაქვს და ზემოხსენებული ქარხნებისთანა შენობები რითი უნდა გავმართოთო? ფული მიწაზე არსად არ ყრია. ის თვითონ მიწაშია, უნდა იშრომო, მოსთხარო ოფლით და ფული ამოვა. ნამდვილათ ვიცით, რომ ფულის შოვნა გერმანიაში უფრო ძნელია, ვინამ ჩვენში; მაგრამ რომ იცოდეთ, როგორც აფასებენ იქ ყოველს კაპეიკს, რომ მოკვდე, იმას ტყულად არავინ მოგცემს. აქამდის ჩვენი მებატონეები სამეურნეო საზოგადოებიდან თითქმის უნაყოფოთ იღებდენ ფულებს, ზოგმა კარგა ძალი ფულიც დაკვრისა, მაგრამ გაუმჯობელობა არა ეტყობა რა. გერმანიაში ბევრს არა 132 აქვს ფულები, მაგრამ ერთი-ორი, ან სამი კაცი შეიკრიბებიან, გააკეთებენ საერთოთ რამე ქარხანას და სხვანი, რომელთაც ფულები სულ არა აქვთ, მოუყრიან თავს თავის ჭირნახულს და მიაქვთ მეზობლის ქარხანაში გასასყიდათ. ჩვენ რომ ისე მოვიქცეთ, რა დაგვიშავდება, მაგრამ საუბედუროთ ჩვენ იმდენი ცოდნა არა გვაქვს, რომ რაიმე ქარხანა გავმართოთ და ჩვენი ოჯახობის საქმე ამის გამო არის ასე გაჩერებული.

* * *

კარგი ფასი არა აქვსო ნამუშევარს ეს რომ ვთქვათ, ცოდვაც არის. სიაფე ყოველთვის ხომ არ ავნებს შემოსავალს. ჩვენ უნდა, ვეცადოთ, რაც შეიძლება მეტი მოსავალი გვექმნეს მიწადგან, მაშინ იაფათაც რომ გავყიდოთ, მაინც კარგი სარგებლობა გვექნება. საქსონიაში ისეთი სიიაფეა ყოველ გვარი ჭირნახულისა, რომ არსად არ არის იმისთანა. მაგალითად, დრეზდენში ნახევარ მანეთად ხუთთავიანი სადილი ექნება კაცს. ჩვენში არც ერთ ქალაქში არ მოხერხდება ამისთანა სადილის ჭამა ასე იაფათ, მაგრამ აბა შეხედეთ რანაირი მშვენივრათ არის გაწყობილი მიწის მუშაობა, სწორეთ პირველ ნახვაზე იქაური ოჯახობა აღტაცებაში მოიყვანს კაცს. რათი მიეცა ამისთანა წარმატებას გერმანიის მეურნეობა? ამის მიზეზი ერთია თვითონ მუშაკების ხასიათი, იმათი გულსმოდგინეობა შრომაში და მოთმინება; მეორეა კარგი მიწის ხელობა და კარგი სამეურნეო იარაღები, რომელნიც საუკუნოებით შეუძენიათ იქაურს მიწის მუშაკებს; მესამეა საზოგადოების კეთილი გავლენა მეურნეობის საქმეზე: იმათ იციან ამხანაგობით საქმის დაწყება და ეს ძალიან ხელს უწყობს ყოველ საქმეს.

სასოფლო გაზეთი,

ტფ, 1871, #6

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here