მთავარი საქართველო რა ტიპის ხმაური აწუხებს ყველაზე მეტად თბილისელებს

რა ტიპის ხმაური აწუხებს ყველაზე მეტად თბილისელებს

1322
გააზიარეთ
ხმაური

კანონი ხმაურის შესახებ პარლამენტმა 28 ივნისს დაამტკიცა, რომელიც ძალაში 15 აგვისტოს შევა. 1 აგვისტომდე მთავრობას დაგეგმილი აქვს ტექნიკური რეგლამენტის მომზადება, რომელიც დეციბელების დასაშვებ ზღვარს დაადგენს. ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისას პირველ შემთხვევაზე პირი გაფრთხილდება, მეორე შემთხვევაზე კი დაჯარიმდება.

ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი ეი-სი-თი დაინტერესდა, რა ტიპის ხმაური არის ყველაზე შემაწუხებელი თბილისის მოსახლეობისთვის და ემხრობიან თუ არა ხმაურის გამომწვევი ობიექტების (სუბიექტების) სანქცირებას. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ თბილისის მოსახლეობის ნახევარს (48%) აწუხებს რაიმე ტიპის ხმაური, მათ შორის, 22%-ს _ ხშირად. თბილისელებისთვის ყველაზე შემაწუხებელია მანქანების მოძრაობის (27%) და მეზობლებისგან გამოსული ხმაური (15%).

ხმაური, რომელიც მშენებლობის წარმოებასთან ან გასართობ დაწესებულებებთან არის დაკავშირებული, თბილისელების 7-8%-ს აწუხებს.

თბილისელები ხმაურით, ძირითადად, ღამის 12 საათიდან დილის 3 საათამდე პერიოდში წუხდებიან (30%). თბილისის მოსახლეობის უმრავლესობა (67%) ეთანხმება იმ ობიექტების (სუბიექტების) დაჯარიმებას, რომლებიც იწვევს ხმაურს ღამის 12 საათის შემდეგ.

გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისელს შორის, 2017 წლის 16-დან 19 ივნისამდე პერიოდში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4,9%-ს.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here