მთავარი პოლიტიკა რა სურთ ქალებს და რა სურს პარლამენტის თავმჯდომარეს?

რა სურთ ქალებს და რა სურს პარლამენტის თავმჯდომარეს?

1714
გააზიარეთ
ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტში ჩავარდა კანონპროექტი გენდერული კვოტირების შესახებ. ეს ძალიან კარგი ამბავია, მაგრამ ცუდია ის, რომ ამ სრულიად იდიოტურ კანონპროექტს საქართველოს პარლამენტის 66-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კანონპროექტის კანონად ქცევისთვის 76 ხმა იყო საჭირო, ანუ ამ სრული სიბრიყვის რეალურ ცხოვრებაში გადატანას, სულ რაღაც, 10 ხმა დააკლდა, რაც, ჩემი აზრით, მაინც საგანგაშო მაჩვენებელია.

ფაქტობრივად, ყველამ ზუსტად ვიცით, რაზეც არის საუბარი, მაგრამ მაინც თავი დავიზღვიოთ და დავაზუსტოთ: საქართველოს პარლამენტში დასამტკიცებლად წარდგენილი ეს კანონპროექტი ითვალისწინებდა იმას, რომ არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტია ვალდებული უნდა ყოფილიყო, 150-წევრიანი საპარლამენტო საარჩევნო სია 50 პროცენტით ქალებით დაეკომპლექტებინა; თანაც ისე, რომ სიაში ყოველი მეორე ყოფილიყო ქალი, და არა, დავუშვათ, პირველი 75 _ კაცი და ბოლო 75 _ ქალი; ან პირველი 25 _ კაცი, მეორე 25 _ ქალი და .. ერთი კაცი _ ერთ ქალი, კიდევ კაცი _ კიდევ ქალი _ აი, ასეთი უმკაცრესი თანმიმდევრობით უნდა შედგეს პარტიათა საპარლამენტო სიები, თუკი ეს კანონპროექტი ოდესმე კანონად იქცევა. ეს იმას ნიშნავს, რომ 150 ქართველი პარლამენტარიდან აუცილებლად 75 ქალი იქნება!

იმთავითვე ვიტყვი, მეტ-ნაკლებად მესმის ამ ხმის მიმცემი 66 პარამენტარიდან მათი, ვინც ქალია. ისიც ვიცი, რომ ზოგიერთმა ქალმაც კი არ დაუჭირა მხარი ამ კანონპროეტქს, მაგრამ განსაკუთრებით საინტერესოა, მამაკაცები რა მოსაზრებით უჭერდნენ მხარს ამ სისულელეს. საქართველოს პარლამენტში 66 ქალი ნაღდად არ არის, მხარდამჭერებიდან, სულ ცოტა, 50 მამაკაცია. სიმართლე გითხრათ, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ისინი საკუთარ ოჯახში ჩვეულებრივი “გრუზინი ქმრები” არიან და ცოლებს, პარლამენტში კი არა, საღამოს 6 საათის შემდეგ მეზობელთან საჭორაოდ არ გაუშვებენ. ამ ნაბიჯით, უბრალოდ, თავისი ჭკუით, საზოგადოებას აწონებენ თავს: ნახეთ, რა გამოსული ვარო, თუმცა ეს ამბავიც იქით იყოს და ამ “კვოტირებული ქალების” თემაში ბევრი უფრო საინტერესო საკითხია.

კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ ღმერთსა და ქართველი პარლამენტარების უმეტესობას მადლობას ვწირავ, რადგან ეს სრული რეგვნობა ქართულ რეალობად არ იქცა, თუმცა ამ შტერიზმის ავტორებთან და მომწონებლებთან მაინც გვაქვს რამდენიმე კითხვა.

აკი უკვე ვთქვით: 66 რეგვენი პარლამენტარი, რომლებმაც ამ სისულელეს მხარი დაუჭირეს, ცოტა ნამდვილად არ არის და სრულიად მოსალოდნელია, 1 წლის ან რამდენიმე თვის შემდეგ, როგორც ამას რეგლამენტი ითვალისწინებს, ამ კანონპროექტის პარლამენტში კიდევ ერთხელ წარდგენისას, მისმა მხარდამჭერებმა იმ დაკლებული 10 დეპუტატის გადმობირებაც შეძლონ და ეს სრული იდიოტობა თავს მოგვახვიონ, რეალობად გვიქციონ.

ამიტომ მინდა, ვიცოდე პასუხი გარკვეულ კითხვებზე, ეგებ მეც აღმოვჩნდე “გადაბირებულ” მომხრეთა შორის?!

პირველ რიგში, მინდა, დავუსვა შეკითხვა პარლამენტის თავმჯდომარეს და მის მოადგილეს. რაკი ირაკლი კობახიძეცა და თამარ ჩუგოშვილიც იურისტები არიან, მათგან მაინტერესებს: პარლამენტის მიერ მიღებული ნებისმიერი კანონი უნდა შეესაბამებოდეს თუ არა ქვეყნის ძირითად კანონს _ საქართველოს კონსტიტუციას?

თუ ასეა, საქართველოს კონსტიტუცია არ კრძალავს პოლიტიკური პარტიის ან მოძრაობის შექმნას რომელიმე კონკრეტული ვიწრო ნიშნით, მაგალითად, “ქალთა პარტია” ან “მამაკაცთა პარტია”, ხომ ასეა?

ვთქვათ, ვინმემ შექმნა ასეთი პარტია, ამიხსენით, პატივცემულებო, როგორ უნდა ჩაიწეროსქალთა პარტიისსაარჩევნო სიაში ყოველი მეორე მამაკაცი ანმამაკაცთა პარტიისსიაში ყოველი მეორე ქალი?

ან იქნებ, საერთოდ, გეიპარტიის შექმნა მინდა, არ მაქვს უფლება?

რა ვქნა, რომელ სიაში ჩავწერო იმ ორიენტაციის ადამიანები, რომლებიც თავს არც “ქალად” მიიჩნევენ და არც “მამაკაცად”?

აკი, ანტიდისკრიმინაციული კანონიდიდი ზარზეიმით მიიღო თავის დროზე საქართველოს პარლამენტმა. ჰოდა, ადამიანებს რომ საკუთარი სქესის არჩევის უფლებას ვართმევთ, ეს არ არის დისკრიმინაცია?

ხომ მივყვებით ევროპულ სტანდარტსა და თავისუფლებას? მაშ, რატომ ვუზღუდავთ ადამიანებს სივრცეს და რატომ ვაიძულებთ, ან “ქალად” ჩაეწერონ სიაში, ან “მამაკაცად”?

საერთოდაც, მოგეხსენებათ, ლგბტ არის 4 სხვადასხვა სექსუალური ორიენტაციის აღმნიშვნელი სიტყვის საწყისი ასოები: ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსსექსუალი. კი, ვიცით, რომ არსებობს კიდევ 50-მდე სექსუალური ორიენტაცია, მაგრამ, სანამ მათ თავი ბოლომდე არ დაუმკვიდრებიათ, ამ ჩამოთვლილ ოთხს დავუმატოთ “ქალი” და “მამაკაცი” და ჯერჯერობით ამ ექვსით დავკმაყოფილდეთ, ჯანდაბას! ანუ, საქართველოს პარლამენტში უნდა შევიტანოთ კანონპროექტი, რომლის მიხედვით, არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკურ პარტიას უნდა დაევალოს, რომ სიაში პირველი იყოს კაცი, მეორე _ ქალი, მესამე _ ლესბოსელი, მეოთხე _ გეი, მეხუთე _ ბისექსუალი, მეექვსე _ ტრანსსექსუალი, მეშვიდე ისევ _ მამაკაცი, მერვე _ ისევ ქალი, მეცხრე ისევ _ ლესბოსელი და . .

სხვა შემთხვევაში, პარლამენტის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის მიერ ასე ძალიან მოწონებული კანონპროექტიგენდერული კვოტირებისშესახებ ყველაზე უფრო დისკრიმინაციული გამოდის, ანუ ჩვენ ამით ვზღუდავთ, ქალისა და მამაკაცის გარდა, ყველა დანარჩენის უფლებებს, ხოლო მომავალში, როდესაც მსოფლიო უკვე ოფიციალურად ცნობს კიდევ 46 დანარჩენსქესს”, კანონში შესაბამისი ცვლილებაც უნდა შევიდეს.

მართალია, მსოფლიოში ჯერ მსგავსი არაფერი ხდება და, როგორც ჩემთვის ცნობილია, “გენდერული კვოტირების” კანონი მხოლოდ ჰოლანდიის პარლამენტმა მიიღო, ისიც ქალების სავალდებულო რაოდენობას 30 პროცენტით განსაზღვრავს, ანუ სიაში ყოველი მესამეა ქალი, მაგრამ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ხომ ყველაფერში პირველები და ექსპერიმენტატორები უნდა ვიყოთ?! ჩვენ ხომ ისე ავაწყვეთ უკვე ჩვენი ქვეყნის ცხოვრება და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა, რომ სხვა საქმე არ გვაქვს და, რაც სიახლეები და ექსპერიმენტებია განსახორციელებელი მსოფლიოში, პირველად ჩვენ უნდა განვახორციელოთ?!

ამიტომ პარლამენტში ქალთა 50-პროცენტიანი კვოტირების მსოფლიო ექსპერიმენტს, რომლის ანალოგი ჯერ არც ერთ ქვეყანაში არ არის, ხომ არ სჯობია, ბარემ, 10 და 20 კი არა, კაი 50 წლით გავუსწროთ მსოფლიოს და პირდაპირექვსსქესიანი კვოტირებისკანონი მივიღოთ? ასე მართლა გადავრევთ სამყაროს და მერე ჩვენი, ასე ძალიან დემოკრატიული, თავისუფალი და გადასარევი ქვეყნის ევროკავშირსა თუ ნატოში შესვლასაც წინ ვეღარაფერი დაუდგება.

ისე, მაინტერსებს, რატომ ვჩაგრავთ ასე უნამუსოდ ქალებს. იქნებ მსურს, რომ ჩემი ქვეყნის პარლამენტში უმრავლესობა ქალები იყვნენ? ან იქნებ მინდა, 150-წევრიან პარლამენტში 100 ქალი იყოს, რა, არ შეიძლება? ან სულაც, მინდა, 150-ვე ქალი იყოს? რატომ ვართმევთ ქალებს ასეთი წარმატების უფლებასა და შესაძლებლობას?!

კითხვები, სარკასტულიც და სერიოზულიც, კიდევ ბევრია, მაგრამ კობახიძეჩუგოშვილის დუეტმა, სანამ მიხვდებიან, რომ სრულ იდიოტიზმს უჭერენ მხარს, ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ეგებ შეძლონ.

რაც მთავარია, იქნებ ვინმემ იმაზეც გვიპასუხოს, რატომ მაინცდამაინც პარლამენტში უნდა მოხდეს ეს 50-პროცენტიანი კვოტირება? სხვაგან, სხვა დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში, რატომ ვზღუდავთ, ვავიწროებთ და ვჩაგრავთ ქალებს? მაგალითად, კარგი იქნებოდა, ასეთივე კვოტები დაგვეწესებინა, პირველ რიგში, არმიაში, რომ აღარაფერი ვთქვათ შახტებსა და მაღაროებზე, მშენებლობებსა და სხვა მძიმე სამუშაო უბნებზე.

ისე, ისიც საინტერსოა: რომ დავაარსო პოლიტიკური პარტია და ვერ ვიპოვო 75 ისეთი ქალბატონი, რომლებსაც სურვილი ექნებათ, საარჩევნო სიებში ჩაეწერონ, ანუ პარლამენტის წევრები გახდნენ და პოლიტიკაში ჩაერიონ, რა უნდა ვქნა? ნათესავ-მეგობარ-მეზობლებში ვემათხოვრო მდედრობითი სქესის ახლობლებს: მოდით, გეხვეწებით, ჩაგწერთ სიაში, ცესკომ სია რომ მიიღოს და დამიმტკიცოს და, თუკი მოხვდებით პარლამენტში, მერე რაღაცას მოვიფიქრებთ-მეთქი?

ანუ გამოდის, ჩემი პარტიისთვის, კვალიფიციური კადრები კი არა, ქალები უნდა ვეძებო?

მახსოვს, როდესაც უნივერსიტეტი დავამთავრე, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე კათედრაზე დარჩენა შემომთავაზეს. ჩემთან ერთად, კათედრის სხდომაზე კიდევ ორი კანდიდატის საკითხს განიხილავდნენ, ანუ სამიდან ერთი უნდა დაეტოვებინათ. კათედრის გამგე, აწ გარდაცვლილი გოგი კეჩხუაშვილი, ჩემკენ იყო და, რომ დაასაბუთა, რატომ ვიმსახურებდი კათედრაზე დარჩენას, მეტი დამაჯერებლობისთვის დასძინა: “შარშანწინ თამარი დავტოვეთ, იმ წელსვე გათხოვდა და დეკრეტში გავიდა; შარშან თეონა დავტოვეთ, წელს ისიც დეკრეტშია; ამ მხრივ მაინც ვიქნებით ახლა დაზღვეული”.

მართალია, ჩემი მხრიდან კათედრაზე დარჩენაზე უარის თქმას სულ სხვა მიზეზები ჰქონდა, მაგრამ ჩემ მიერ წარმოთქმულ სიტყვაში, თავაზიანი უარის გარდა, ეგეც ვთქვი: რადგან ვერ დავორსულდები და დეკრეტში ვერ გავალ, მხოლოდ მაგიტომ ნუ დამტოვებთ-მეთქი.

ეს ისე, სახალისოდ გავიხსენე, ანუ იმის აღსანიშნავად, როგორ “მეხმარებოდა” ჩემი სქესი, ანუ მამაკაცობა თავის დროზე უნივერსიტეტში სამსახურის შოვნაში.

ახლა კი პირიქით _ თურმე ქალობა უნდა დაეხმაროს ადამიანებს, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში რომ მოხვდნენ.

ერთი ამერიკული კინოკომედია გამახსენდა _ “რა სურთ ქალებს?”.

ზევით ბევრი კითხვა დავსვით, მაგრამ არ დაგვისვამს ყველაზე მთავარი: თვითონ ქალები არ აღიქვამენ ამას შეურაცხყოფად? ის, რომ შენ სადღაც უნდა აგირჩიონ არა იმიტომ, რომ იმსახურებ, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ ქალი ხარ, ნუთუ ყველაზე დიდი დისკრიმინაცია, შეურაცხოფა, შეზღუდვა და შევიწროება არ არის?! ჰკითხა კი ვინმემ თვითონ ქალებს, სურთ თუ არა, “კვოტირებულებიიყვნენ?

ბაკურ სვანიძე

1 COMMENT

  1. ეს 66 რეგვენი პარლამენტარი, რომლებმაც ამ სისულელეს მხარი დაუჭირეს, თუ ხვდემიან რომ ერთი ექვსიანიღა აკლიათ ქვესკნელის უფსკრულებში მოსახვედრად!

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here