Home სხვადასხვა დაიჯესტი რა თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა გაეროს ტრიბუნიდან: რატომ უნდათ გლობალისტებს ტრამპისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება

რა თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა გაეროს ტრიბუნიდან: რატომ უნდათ გლობალისტებს ტრამპისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება

1161
რა თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა გაეროს ტრიბუნიდან: რატომ უნდათ გლობალისტებს ტრამპისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება

მომავალი არ ეკუთვნით გლობალისტებს. მომავალი ეკუთვნის პატრიოტებს. ამ დარბაზში წარმოდგენილ ყველა ერს, ისევე როგორც ჩემს საყვარელ ქვეყანას, გააჩნია ღირსეული ისტორია, კულტურა და მემკვიდრეობა, რომელიც მათ უნდა დაიცვან და იამაყონ, ვინაიდან ისინი გვაძლევენ ძალას და უნიკალურ პოტენციალს. თავისუფალი სამყარო პატივს უნდა სცემდეს საკუთარ ეროვნულ ფუძეს და არ უნდა ეცადოს მის განადგურებას ან შეცვლას”. _ ეს სიტყვები ეკუთვნის აშშის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და ნათქვამია გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. აქ ასევე საინტერესოა არა მხოლოდ ის, რაც ტრამპმა თქვა, არამედ ისიც, როგორ უპასუხეს მას ოპონენტებმა.

თავიდან შეეცადნენ, არ მიექციათ ამ გამოსვლისთვის ყურადღება. შემდეგ მიიღეს სახე, თითქოს არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რაზე საუბრობდა იგი: მთავარია, რომ ჩვენ, გლობალისტებმა, ბოლოს და ბოლოს დავიწყეთ მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა და ის გავარდება. თუმცა, ბოლოს და ბოლოს, ტრამპის გამოსვლაზე მაინც გაისმა პასუხები (თუ რატომ არის პატრიოტიზმი არა მხოლოდ ძალიან ცუდი, არამედ – სამარცხვინო):

ტრამპის გამოსვლას უნდა “ებიძგა მსოფლიო ლიდერებისთვის ნაციონალისტური იდეოლოგიის მიღებისკენ და მიეგდო წითელი ხორცის ნაჭერი მისი ამომრჩევლებისთვის” _ სწორედ ასე აუწყა თავის მკითხველებს Pოლიტიცო-მ ტრამპის გაეროში გამოსვლის შესახებ.

პატრიოტიზმის შედარება ხორცის ნაჭერთან, მით უმეტეს, წითელი ფერის ხორცთან (ყველაზე მავნესთან “ჯანმრთელობისთვის მებრძოლთა” აზრით), თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს. ე.ი., გამოდის, რომ საკუთარი ქვეყნის, კულტურისა და მემკვიდრეობის სიყვარული არის ნაციონალიზმი, რაც ძალიან მავნეა.

Politico-მ დასძინა, რომ ტრამპი იცავდა “თავის აკვიატებულ მოსაზრებას საზღვრების უსაფრთხოებაზე “, ამ შემთხვევაში კი _ უსაფრთხოებას უკონტროლო მიგრაციაზე.

ლონდონის The Guardian-ის აზრით, ტრამპმა წარმოადგინანაციონალისტური მანიფესტი”, რომელიც ასახავსრიტორიკას უკიდურესი მემერჯვენე ნატივისტებისა, რომლებიც ამბობენ, რომ მოქალაქეებმა, რომლებსაც აქვთ რომელიმე ქვეყანაში საკუთარ ოჯახთან ერთად ცხოვრების ხანგრძლივი ისტორია, უკეთ იციან ნაციონალური ინტერესები, ვიდრე ახალჩამოსულებმა”. .., _ დაცინვით განაგრძობს კომენტატორი, _ პატრიოტები, უფრო ზუსტად კი, “პატრიოტები” _ ეს არის რაღაც ჯგუფი მოქალაქეებისა, რომლებსაც აქვთ უნიკალური თვისება ნაციონალური ინტერესების სწორად ინტერპრეტაციისა.

რაზეა საუბარი, როცა ნამდვილი გლობალისტებისათვის (რომლებიც აშშ-ში ხმას აძლევენ დემოკრატიულ პარტიას) და მათი მიმდევრებისთვის ლეგალური თუ არალეგალური მიგრანტები _ თუნდაც გუშინ შემოსულები ქვეყანაში _ სინამდვილეში არაფრით გამოირჩევიან მათგან, ვინც უკვე რამდენიმე თაობაა ცხოვრობს ამ ქვეყანაში. და ეს იმიტომ, რომ მათი გაგებით, საზღვრები და მოქალაქეობა, საერთოდ, არ უნდა იყოს, ისევე როგორც არ უნდა არსებობდეს ნაციონალური ისტორია და კულტურა.

მსოფლიოში ბევრს უკვირს, რატომ შეუშვა ევროპამ თავის ტერიტორიაზე მილიონობით ლტოლვილი დალტოლვილებიახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან და რატომ არ აძლევდა საკუთარ მოქალაქეებს ხმის ამოღების უფლებას ამ საკითხზე. არაფერი გასაკვირი ამაში არ არის _ სწორედ ესაა გლობალისტების იდეოლოგია. ვინც ამას არ ეთანხმება, ისუკიდურესად მემარჯვენე ნატივისტია”, ანუ ის ადამიანია, ვინც თვლის, რომ თუ შენ დაიბადე ამ ქვეყანაში და მიეკუთვნები მის კულტურას, ეს გაძლევს რაღაც უფლებებს მაინც. შენ კი ეს უფლებები არ გაქვს. არც საზღვრები არ არის. თუ ვიღაცამ გუშინ გადაკვეთა ის, რასაც ადრე საზღვარი ერქვა, დღეს ამ ვიღაცას შეუძლია გასწავლოს, აწი როგორ უნდა იცხოვრო.

ბენ როდსმა, ბარაქ ობამას პრეზიდენტობისდროინდელმა მრჩეველმა და სპიჩრაიტერმა, პირდაპირ განაცხადა, რომ ტრამპის გამოსვლა გაეროში არის “ნაციონალისტური საკვების შემთბარი ნარჩენები”.

ცნობილია, რატომ არ მოსწონთ დონალდ ტრამპი და მისი რესპუბლიკელები. მაგალითები ყოველდღე ახალ-ახალია. სანქციები ირანის წინააღმდეგ, თუმცა რაიმე აგრესიის შესახებ ფაქტები, უბრალოდ, არ არსებობს და არც არავინ ეძებს მათ. ანდა, ჩინეთის წინააღმდეგ სავაჭრო ომი, ან ვენესუელის კანონიერი ხელისუფლების ჩამოგდების მცდელობები… უსასრულოდ შეიძლება ამის გაგრძელება. ეს ყოველივე არის. თუმცა, აღვნიშნავთ, რომ ტრამპი ხშირად უფრო იმუქრება, ვიდრე მიმართავს სამხედრო ავანტიურებს. მასაც და მის საამომრჩევლო ბაზას _ იგივე “პოპულისტებს” და “უკიდურეს მემარჯვენეებს” _ ძალიან არ უყვართ უაზრო ომები და ჯერ საკუთარ ქვეყანაში წესრიგის დამყარება უნდათ. დიახ, ეს პუბლიკა ყოველთვის არაა სასიამოვნო, მაგრამ, საქმე ის არის, რომ საპირისპირო მხარე გაცილებით უარესია.

ბოლოს და ბოლოს, როდესაც ერთი სახის პატრიოტები კამათობენ მეორესთან, ისინი ერთ ენაზე მაინც საუბრობენ. სულ სხვა საქმეა გლობალისტები, რომლებისთვისაც საკუთარი ქვეყნის სიყვარული აუტანელი საძაგლობა და “შემთბარი ნარჩენებია”. ამ საზოგადოებისთვის არ არსებობს არანაირი ქვეყანა, ეროვნება და კულტურა. არსებობენ მხოლოდ თვითონ ისინი _ რაღაც ბუნდოვანი, რომელიც ყველას აიძულებს მათ მიერ გამოგონილი ახალი ნორმების, წესებისა და აკრძალვების მიღებას, მათ შორის, კამათისა და აზრის გამოთქმის აკრძალვებს. რამდენიმე დღით ადრე, ტეხასში მიტინგზე გამოსვლისას, დონალდ ტრამპმა საკუთარ თავს ნაციონალისტი უწოდა და ყველას მოუწოდა ამ სიტყვის გამოყენებისკენ იმ დატვირთვით, რომ ის ქვეყნის ინტერესებს პირველ ადგილზე აყენებს. “იცით, არის ერთი სიტყვა, რომელიც ძველმოდური გახდა. ეს სიტყვაა “ნაციონალისტი”. მაგრამ, იცით, მე ვინ ვარ? მე ვარ ნაციონალისტი. OK? მე ვარ ნაციონალისტი. ნაციონალისტი. გამოიყენეთ ეს სიტყვა”, _ თქვა მან. ტრამპმა ეს თქვა, როდესაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია ამერიკის ინტერესებს ანიჭებს პრიორიტეტს.

“რადიკალურ დემოკრატებს სურთ დროის უკუღმა დატრიალება, უნდათ, დააბრუნონ ხელისუფლებით გაუმაძღარი კორუმპირებული გლობალისტების ხელისუფლება. თქვენ იცით, ვინ არიან გლობალისტები? გლობალისტი არის ადამიანი, რომელსაც უნდა, რომ მხოლოდ თვითონ იყოს კარგად და, მართალი გითხრათ, საერთოდ, არ ადარდებს ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ეს არ გვინდა”, _ განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

რია ნოვოსტი

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here