მთავარი პოლიტიკა რა ვალდებულებების სანაცვლოდ აძლევს საფრანგეთის განვითარების სააგენტო მზარდი საგარეო ვალის მქონე საქართველოს...

რა ვალდებულებების სანაცვლოდ აძლევს საფრანგეთის განვითარების სააგენტო მზარდი საგარეო ვალის მქონე საქართველოს 483 მილიონი ევროს ”დახმარებას”?

დიმიტრი ლორთქიფანიძე: ეს ყველაფერი მიგვიყვანს იქამდე, რომ ქვეყანა აღარ გვექნება ფორმალურადაც კი

303
გააზიარეთ
დიმიტრი ლორთქიფანიძე: ეს ყველაფერი მიგვიყვანს იქამდე, რომ ქვეყანა აღარ გვექნება ფორმალურადაც კი

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ საზოგადოებას ამაყად აუწყა, რომ ქვეყანა მომდევნო ორი წლის განმავლობაში საფრანგეთისგან 483 მილიონი ევროს დახმარებას მიიღებს. მისი თქმით, ამ თანხიდან 33 მილიონ ევროზე მეტი გრანტი იქნება, მთლიანობაში კი აღნიშნული თანხა ეკონომიკური გამოწვევების ფონზე პრიორიტეტულ მიმართულებებს მოხმარდება.

ღარიბაშვილის განმარტებით, აღნიშნული დახმარება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოს მხარში უდგანან პარტნიორები, თუმცა არც მას და არც ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს, რომლებმაც ხელმოწერის შემდეგ მედიასთან ვრცელი კომენტარები გააკეთეს, დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ნაკისრ ვალდებულებებზე ყურადღება არ გაუმახვილებიათ.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით თვე-ნახევრის წინათ, კერძოდ, 11 მაისს, მთავრობამ ანალოგიურ შეთანხმებას მსოფლიო ბანკთანაც მოაწერა ხელი, რომლის თანახმად, ქვეყანა 85 მილიონი ევროს დახმარებას მიიღებს. პრემიერმა მაშინაც განაცხადა, რომ დოკუმენტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ხოლო 21 მაისს (ანუ 10 დღის შემდეგ) უკვე ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც 67 მილიონ დოლარამდე გრანტის გამოყოფას ითვალისწინებს (330 მლნ დოლარამდე მომატების შესაძლებლობით…).

რა ვალდებულებების სანაცვლოდ აძლევენ დასავლეთის ქვეყნები საქართველოს მრავალმილიონიან დახმარებებს, რას ხმარდება რეალურად ეს თანხები და როგორ აისახება იგი მომავალში ქვეყნის პოლიტიკურ რეალობაზე _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

_ ბატონო დიმიტრი, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამაყად გვაუწყა, რომ საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან ხელი მოეწერა უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს, რომლითაც ქვეყანა 483 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას მიიღებს. მისი შეფასებით, დოკუმენტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, მაგრამ არავის _ არც პრემიერსა და არც ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს _ გაკვითაც არ უსაუბრიათ ვალდებულებებზე, რომლებსაც შეთანხმება გულისხმობს. რა არის დღეს ის მთავარი გარემოება, რომელიც დასავლეთს _ ამერიკასა და ევროკავშირის წამყვან ქვეყნებს _ საქართველოსთვის ამხელა ფინანსური დახმარებების გამოყოფის აუცილებლობაში არწმუნებს?

_ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და, ვფიქრობ, საზოგადოება ამაზე დეტალურად უნდა იყოს ინფორმირებული. დავიწყოთ იმით, რომ უკვე 34 მილიარდ ლარს სცდება ქვეყნის საგარეო ვალი და ეკონომიკა, ფაქტობრივად, ჩამოშლის პირასაა _ ვალი მშპ 62%-ზე მეტია და ეს მაჩვენებელი, რაც დრო გადის, უფრო იზრდება. ეს ყველაფერი ძალიან სერიოზულ კრიზისზე მიუთითებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლო მომავალში სახელმწიფოს მძიმე სოციალური რეფორმების გატარება შეიძლება მოუწიოს. არ გამოვრიცხავ, რომ ეს .. დახმარებები და ვალთან დაკავშირებული თამაშები იყოს სწორედ ამ პროცესის წინაპირობა. ცხადია, ამას გადაჭრით არ ვამბობ. სხვათა შორის, თავის დროზე დეფოლტის წინ დაახლოებით მსგავს მდგომარეობაში იმყოფებოდა ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა, მაგალითად, ბულგარეთი და საბერძნეთი. დეფოლტის გამოცხადებამდე ამ ქვეყნებმაც მიიღეს ევროკავშირისგან კოლოსალური ფინანსური დახმარებები, რამაც, ბუნებრივია, პროცესი გაახანგრძლივა. ვფიქრობ, ამ შემთხვევაშიც საქმე გვაქვს მსგავს პროცესთან, ვინაიდან ქვეყანა შედის მძიმე კრიზისში, რაც, თავის მხრივ, დასავლეთისთვის აქ გარკვეული გავლენების დაკარგვის წინაპირობებს შეიძლება ქმნიდეს. აი, სწორედ ამ გავლენების ხელიდან არგაშვების მიზნით გასცემენ “დახმარებებს”, მაგრამ საკითხავია, სინამდვილეში არის თუ არა ეს დახმარება და რა ინტერესია რეალურად ამ ყველაფრის მიღმა?

_ რა ვალდებულებებს შეიძლება გულისხმობდეს ესდახმარებებიჩვენთვის?

_ ძალიან ბევრს, მათ შორის, ამდახმარებებსშეიძლება დავუკავშიროთ ისიც, რომ ჩვენი დასავლელიპარტნიორებიუკვე დაუფარავად ავლენენ თავიანთ არამეგობრულ, არადემოკრატიულ მიდგომებს ქართული მართლმსაჯულებისადმი. რეალურად ისინი უკვე ღიად გვეუბნებიან, რომ საქართველოს აღარ უნდა ჰყავდეს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება. საქართველოს მართლმსაჯულება, მისი შემადგენელი ინსტიტუციებით, უნდა იმართებოდეს დასავლეთის მჭიდრო, მკაფიო კონტროლისა და მონიტორინგის პირობებში, რაც იმას ნიშნავს, რომ ნელ-ნელა ქვეყანა სრულად თმობს სუვერენიტეტს. სხვათა შორის, შარლ მიშელის დოკუმენტი და მანამდე დანიელსონის დოკუმენტი იყო ამის პრელუდია. ახლა კი უკვე მიმდინარეობს პირდაპირი პრაქტიკული მოქმედებები, რათა დასავლეთმა მიიღოს მყარი გარანტიები, ოღონდ არა რომელიმე პოლიტიკური გუნდისგან, რომელიც სისტემის მსახურია, როგორც არჩეული დემოკრატიის წარმომადგენელი (ასეთი ნდობა აღარ არსებობს), არამედ თვითონ აიღოს უშუალოდ მართვის ბერკეტები. აი, ამას ახორციელებენ დემოკრატიის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი საყრდენი ბურჯის, მართლმსაჯულების, კონტროლის გზით და ამას ემატება ის ფინანსები, რომლებმაც უნდა გაახანგრძლივოს ქვეყნის დეფოლტი.

_ ქართულ მართლმსაჯულებაზე კონტროლის დამყარების მცდელობები აშკარაამომავალში რა სახეს მიიღებს ეს ყველაფერი? რა პოლიტიკური კონფიგურაციის ჩამოყალიბება სურთ მათ საბოლოოდ?

_ პირველი და უმთავრესი: ისეთი პოლიტიკური საყრდენი, როგორიცაა დღევანდელიოცნება”, მათ ხელს არ აძლევთ, იმიტომ, რომ ის უკვე სრულიად ამორფული და არამყარია. გამომდინარე აქედან, უკვე არის ინტერესი იმისა, რომოცნებასმოუჭრან შემდგომ პროცესებში მონაწილეობის გზა და ხელისუფლება გადასცენ ოპოზიციას; რომელ ოპოზიციას, ალბათ, ყველასთვის გასაგებია. პრაქტიკულად, ხდება ჩანაცვლება და ხდება ისე, რომ რაც შეიძლება ნაკლები საზოგადოებრივი მღელვარება გამოიწვიოს ამ ყველაფერმა… აი, ზუსტად ამას ემსახურებოდა თავის დროზე მელიას გარშემო ატეხილი აბსოლუტურად ხელოვნური ხმაური და ამას ემსახურება დღესაც შარლ მიშელის დოკუმენტის ზედმიწევნით შესრულებაზე დაჟინებული მოთხოვნაც… რაც შეეხება შედეგებს, რომელსაც ეს პროცესი მოიტანს, თუ, რა თქმა უნდა, ლოგიკურ დასასრულამდე მივა, საბოლოოდ ეს ყველაფერი მიგვიყვანს იქამდე, რომ ქვეყანა აღარ გვექნება ფორმალურადაც კი. ეს იქნება რაღაც ტერიტორიული წარმონაქმნი, რომლის პოლიტიკური მართვის პროცესზეც პასუხისმგებლობები იქნება გადანაწილებული სხვადასხვა პოლუსზე

_ ჩანაცვლება ახსენეთ და გარკვეულ პოლიტიკურ კულუარებში უკვე იმაზეც საუბრობენ, რომ უახლოეს ნახევარ წელიწადში სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანა იგეგმება. და თუ ეს რეალურია, იქნება ხელისუფლება მზად კანონის აღსასრულებლად?

_ მიხეილ სააკაშვილის ფაქტობრივი როლის გამოკვეთის საკითხი ნამდვილად დგას პოლიტიკურ დღის წესრიგში და ეს განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა მას შემდეგ, რაც კრახით დასრულდა ოპოზიციის მცდელობა, მელიასგან ახალგაზრდა ნელსონ მანდელა შეექმნა. რაც შეეხება სააკაშვილის ჩამოყვანას საქართველოში, როგორც ჩანს, მართლა მიდის კულუარული საუბრები, მასზე ნამდვილად იდება გარკვეული ფსონები და, ალბათ, გარკვეული გათვლებიც კეთდება, მაგრამ არის მეორე მომენტი, რომელიც ასევე გასათვალისწინებელია _ სააკაშვილის ჩამოსვლა საქართველოში ბიძინა ივანიშვილისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გამოწვევაა. და ამის საწინააღმდეგოდ ივანიშვილმა შეიძლება დადოს აბსოლუტურად ყველაფერი, რაც მის პოლიტიკურ არსენალშია. აი ეს, რა თქმა უნდა, არის და იქნება მომავალშიც სერიოზული შემაფერხებელი ფაქტორი სააკაშვილისთვის, როგორც პოლიტიკური რეინკარნაციის მსურველი სუბიექტისთვის. სხვა ხელისშემშლელ გარემოებებზე არაფერს ვამბობ. აქვე მინდა, მოკლედ ვთქვა სხვა ინსტიტუციური გაძლიერების პროცესზეც, რომელიც ასევე შეიძლება განვილიხოთ დასავლეთის მხრიდან ახალი პოლიტიკური დასაყრდენის ჩამოყალიბების მცდელობის ჭრილში. რამდენიმე კვირის წინათ 15-მა პარტიამ, კელი დეგნანისა და კარლ ჰარცელის ზედამხედველობით, ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც ვითომ ადამიანის უფლებების გაუმჯობესებას ემსახურება. ეს არ არის ჩვეულებრივი აქტი, რომელიც უფლებადაცვით საქმიანობას გულისხმობს, არამედ ეს არის აქტი, რომლითაც დემოკრატია ლიბერალიზმთან ერთად უნდა ჩანაცვლდეს ახალი ტირანიით. თვითონ ლიბერალური დასავლეთისთვის ეს ტირანია უკვე კარგადაა ცნობილი მამათმავლობისა და ლესბოსის ინტიტუციურად დამკვიდრების სახით. თუმცა, როგორც ჩანს, საქართველოში ამ 15 პარტიის ერთობა მხოლოდ ერთ ვიწრო ჭრილში არ უნდა განვიხილოთ, ეს, ალბათ, პოლიტიკური კლასის ფორმირება უფროა, რომლის შესაკრავადაც დასავლეთმა ამ შემთხვევაში ლგბტ უფლებების დაცვის იდეა გამოიყენა და მომავალში მას უფრო სერიოზულ დასაყრდენადაც განიხილავს… ეს აშკარა და უკვე ღიად მიმდინარე პროცესი უნდა იყოს საკმარისი მიზეზი ხალხისთვის, რათა გააცნობიეროს, რეალურად რა ხდება და, არათუ მხარი არ დაუჭიროს იმ 15 მარგინალურ პარტიას, არამედ სამუდამო წითელი ბარათი უჩვენოს მას პოლიტიკურ ასპარეზზე.

_ დავუბრუნდეთ ისევ ფინანსურდახმარებებს”. დასაწყისში აღნიშნეთ, რომ ამით დასავლეთი ინარჩუნებს და ნაწილობრივ იძლიერებს კიდეც გავლენას საქართველოში. რა არის საჭირო იმისთვის, რომ ქვეყანამ ნაწილობრივ მაინც დააღწიოს თავი ამ მდგომარეობას და მუდმივად სხვისი დამხარების იმედად არ ვიყოთ?

_ ვფიქრობ, გამოსავალი ერთადერთია: საქართველომ უნდა შეცვალოს პოლიტიკური კურსი და უნდა აირჩიოს განვითარების ბუნებრივი გზა, რომლითაც, პირველ რიგში, სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში შეძლებს ძალთა ბალანსის შენარჩუნებას. ჩვენ ვერ ვვითარდებით დღეს და ვერ ვვითარდებით იმიტომ, რომ არ გვყავს არც ერთი რეალური პარტნიორი. 21- საუკუნეში ჩვენ ვართ კოლონია, რომელსაც, ფაქტობრივად, წართმეული აქვს სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტური ნიშნები. აი ესაა შესაცვლელი და ქვეყანა თვისობრივად ახალ პოლიტიკურ პლატფორმაზე გადასაყვანი, პლატფორმაზე, რომელიც გარედან კი არ იქნება ნაკარნახევი, არამედ განუხრელად განაგრძობს ჩვენი ისტორიული განვითარების გზას. სხვანაირად ჩვენ ვართ დასაღუპად განწირული ერი, რომელიც უფსკრულისკენ მიექანება და ძალიან ცოტაღა რჩება სრულ განადგურებამდე. ეს არის რეალობა, რომლის შესახებაც, სხვათა შორის, ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი ხშირად შეგვახსნებს თავის ქადაგებებში.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here