Home რუბრიკები პოლიტიკა რა დაავიწყდა ნიკა გვარამიას

რა დაავიწყდა ნიკა გვარამიას

1573
ნიკა გვარამია

ვენეციის კომისიის ხელმძღვანელის _ ჯანი ბუკიკიოს კრიტიკულ განცხადებას, რომ ძალიან, ძალიან იმედგაცრუებულია საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტის გამო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ვიცეპრემიერმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ასე უპასუხა: “თარგმნის პრობლემაა, მოგეხსენებათ, რომ იმედგაცრუება შეიძლება ძლიერ ზმნად გამოვიყენოთ და შეიძლებასუსტად. მთავარი ისაა, რომ, როგორც ბატონი ბუკიკიო, ასევე, ვენეციის კომისია, ასევე ჩვენი გუნდი დარწმუნებულია, რომ გადაწყვეტილება უნდა მოინახოს კონსენსუსით ვენეციის კომისიასთან და მათი მოსაზრებები აუცილებლად გასათვალისწინებელია” (სტილი დაცულია).

ჯეჯელავას განცხადებას, საინფორმაციო სააგენტო info-7-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში გენერალური პროკურორის მოადგილე, იუსტიციისა და განათლების მინისტრი, ამჟამად ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და განათლების მინისტრის უვიცობას გაუსვა ხაზი: განათლების მინისტრს სიტყვაიმედგაცრუებულიზმნა ჰქონია. ეს უვიცები უნდა მოვიშოროთ. კატასტროფაა ქვეყნის თავს”.

განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა “საქართველო და მსოფლიოს” არაერთხელ გაუკრიტიკებია მისი “ფრთიანი ფრაზებისა” და, საერთოდ, განათლებისადმი დამოკიდებულების გამო და მართლაც სავალალოა, რომ განათლების მინისტრმა არ იცის ზმნის მნიშვნელობა (ეტყობა, ვერ “დაგუგლა”), მაგრამ ნაციონალი გვარამიასგან, იმ გუნდის წევრისგან, რომელსაც 2004-2007 წლებში განათლების მინისტრად ჰყავდა კახა (ალექსანდრე) ლომაია, სასაცილოა ამის განცხადება.

ნიკა გვარამიას, ეტყობა, დაავიწყდა, რომ მისი გუნდის წევრმა “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა, იმხანად განათლების მინისტრმა კახა ლომაიამ ტელეკამერების წინ, სამი მცდელობის მიუხედავად, დაფაზე ვერ დაწერა სიტყვა “ბავშვი”; დაავიწყდა, მას, განათლების მინისტრის პოსტზე მყოფს, ამერიკაში რომ უკრეს თავი… განათლების მისაღებად.

ასეა _ ზოგი სხვის თვალში ბეწვსაც ხედავს, საკუთარში კი დირეს ვერ ამჩნევს.

ნიკა კორინთელი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here