Home რუბრიკები პოლიტიკა რა გითხრათ, რით გახალისოთ?

რა გითხრათ, რით გახალისოთ?

3148
მამუკა ხაზარაძე

ვინაიდან გაზეთის დაარსებიდან 10 წლის იუბილეს ვზეიმობთ, რედაქციის თხოვნაა, დღევანდელ სტატიაში ჩემთვის ჩვეულიმუშტების ქნევაარ დავიწყო და შედარებით უფრო მსუბუქი, სახალისო მასალა მოვამზადო. ერთი ეგაა, რომ მე ამ რედაქციასთან 10 წელი არ ვთანამშრომლობ, მხოლოდ 5-ოდე წელი თუა, რაც დავიწყე მასალების გამოქვეყნება, ამიტომ მხოლოდ ბოლო 5 წელიწადზე ვიხალისებ და არ დამძრახოთ.

სახალისო კი მართლაც ბევრი რამ მოხდა 2012 წლის შემდეგ ჩვენს ქვეყენაში. მართალია, ეს 5 კი არა, 7 წელი გამოდის, მაგრამ არა უშავს, 2 წელი მაპატიეთ. ნუ, ახლა სადაც ბიძინა ივანიშვილს აგერ, უკვე მესამე წელს მივუტევებთ, ალბათ, მეც მეპატიება ორიოდე წელი.

ამ გაზეთში პირველი წერილი რომ გამოვაქვეყნე, იქიდან მეორე წელს უნდა ავყვავებულიყავით და “გვეგრძნო” ყველას “საკუთარ ჯიბეზე”, რაოდენ დიდი ბედნიერებაა გაბრწყინებულ იბერიაში ცხოვრება. 4 წელია, ამისთვის საჭიროო, _ გვითხრეს და, თუ 2012 წლიდან ვიანგარიშებთ, ეს 2016 წელს უწევდა, მაგრამ, თუ ხალისია, ხალისი იყოსო და უცებ გადაგვიტანეს ეს ამბავი, არც მეტი არც ნაკლები, 2030 წლისთვის. მესმის, რომ ეთქვათ: 2016 წელს ვერ მოვასწარით და ერთი 4 წელი კიდევ გვაცალეთო, და 2020 წლისთვის გადაეტანათ ჩვენი გაბედნიერება, მაგრამ, არა! ბატონი ბიძინა ხომ ყველაფერში ორიგინალურია და 4 წელიწადში ვერშესრულებული დაპირება ასე სახალისოდ გადასწია კიდევ, სულ რაღაც, 14 წლით.

გამოდის, დღეიდან კიდევ 11 წლის განმავლობაში ბედნიერებისა და აყვავების ხალისიანი მოლოდინი გარანტირებული გვაქვს. რა სჯობს ასეთი ხალისით ცხოვრებას და ვურჩევ ბატონ მილიარდერს, 2030-შიც ნუ მოგვაკლებს ხალისს და კიდევ 10 წლით მაინც, 2040 წლამდე გადაგვიტანოს ეს ხალისიანი მოლოდინი. დარწმუებული ვარ, ასეც იქნება. თუმცა ბევრი მათემატიკით თავი რომ არ შეგაწყინოთ, მოვრჩეთ ახლა წლებისა და თარიღების დაზუტებას და ისე, უმათემატიკოდ ვიხალისოთ.

ძალიან სახალისო იყო, მაგალითად, რესპუბლიკელების მოულოდნელი გაბრაზება საზოგადოდ “ქართული ოცნებისა” და კონკრეტულად ამ პოლიტიკური ორგანიზაციის ლიდერებზე. კიდევ უფრო ვიხალისე იმაზე, რომ რესპუბლიკელთა ყოფილი ლიდერი ცოლ-ქმარი უცებ გადაიქცა “ნაციონალური მოძრაობის” წევრთა თუ მომხრეთა ყველაზე სასტიკ “ინკვიზიტორად”.

2012-დან 2016 წლამდე ბიძინა ივანიშვილი დავით უსუფაშვილისა და თინა ხიდაშელისთვის იყო ადამიანი, რომელმაც იხსნა ქვეყანა გველეშაპისგან და მასზე ცუდის მთქმელი ყველა უმადური და ცუდი იყო. ამასთანავე, ქართული დემოკრატიის ნომერ პირველ ამოცანას წარმოადგენსნაციონალური მოძრაობისგადარჩენა და შენარჩუნება პოლიტიკურ სპექტრში”, _ გვმოძღვრავდა პარლამენტის იმჟამინდელი თავმჯდომარე.

ახლა კი რა ხდება? ბოლო ერთი წელია, უსუფაშვილი გვიმტკიცებს, რომ, თუკი არ დაისჯებიანნაციონალური მოძრაობისდამნაშავე ლიდერები და მომხრეები, მაშინ ხალხს ვერ ექნება სამართლიანობის განცდა და ასე სახელმწიფო ვერ აშენდება!” ხოლო თინა ხიდაშელს გადაავიწყდა, რა “დაავალა” მას თავის დროზე “ქართველმა ხალხმა” და მთელი ენერგიითა და ლექსიკური მარაგით ცდილობს გაჯოროს ბიძინა ივანიშვილი იმის გამო, რომ მან “ხალხს თავს მოახვია ეს დამღუპველი კოაბიტაცია”.

ხალისობთ ხომ? ჯერ სად ხართ!

ტიპი, რომელიცოცნებისხელისუფლების პერიოდშიკაზანტიპსაკეთებდა, ახლა ლიეჟში მიშა სააკაშვილის ემიგრანტებთან შეხვედრისორგანიზებას აკეთებს”. სახალისოა: “ოცნებარომ არა, არც არავის ეცოდინებოდა, ვინ არის გიორგი სიგუა. ხოლო ახსნა, რატომ დანიშნეს ისქართული ოცნებისხელისუფლების პირველ წლებში ტურიზმის სახელმწიფო სამსახურის უფროსად, ჯერაც ვერავისგან მოვისმინეთ. პრინციპში, ამ ფაქტის ახსნაზე რაღა პრეტენზია უნდა გვქონდეს, როდესაც, პროკურატურაც კი ვერ ხსნის, რატომ და როგორ აღმოჩნდა ბელგიაში საქართველოს ის მოქალაქე, რომელსაც ქართულმა სასამრთლომ პირობითი სასჯელი მიუსაჯა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ჩამოართვა. საუბარია ნაციონალების ზონდერ გიორგი სამუშიაზე, რომელიც სასამართლოდან, ფაქტობრივად, პირდაპირ იუსტიციის სახლში მივიდა და, მოსამართლის მიერ ჩამორთმეული პასპორტის ნაცვლად, უპრობლემოდ აიღო ახალი საერთაშორისო პასპორტი. ასე და ამგვარად, პირი, რომელსაცმეგის ქარდავას პირადი უკანონო დავალებების შემსრულებლადმოიხსენიებენ და რომელიც სწორედ ამ ბრალდებით არის გასამართლებული, ახლა ევროპაში ისე დასეირნობს, როგორც სურს, და ქართველ ჟურნალისტებთან კაიფის, ღადავისა და ღლაბუცის განწყობაზეც არის.

ამაზე მეტი ხალისიც გსურთ? _ კი, ბატონო!

სახალისოს რა გამოგვილევს ამ მართლა უნიათო და ტინგიცა ხელისუფლების პირობებში?!

ძალიან ვიხალისე, მაგალითად, თბილისის სამტრედიელ-მილანელმა მერმა რომ “გადაშენებულებს” “გამოქანებისკენ” მოუწოდა. აქ ყველაზე სახალისო იყო ის, რომ “გადაშენდით აქედან”-სა და “გამოექანეთ იქიდან”-ს შორის, სწორედ იმავე მერმა დააფინანსა ნაცების ყოფილი ფავორიტი მომღერლის სტეფანე მღებრიშვილის სოლო კონცერტი დედაქალაქის ბიუჯეტიდან და სხვა არაერთი ყოფილი ნაცი და ნაცაქტივისტი ჩაიხუტა გულში. მოკლედ, კახა კალაძეც შესანიშნავად ხალისობს _ ნაცებს, როცა უნდა, “გადააშენებს”; როცა უნდა, “გამოაქანებს” და, როცა უნდა, გულშიც ჩაიხუტებს.

საზოგადოდ, ასეთი ტიპის ხალისი არ არის უცხო “მეოცნებეებისთვის”.

ყველაზე მთავარი ხალისი, რა თქმა უნდა, მაინც მოსამართლეთა უვადო დანიშვნის გარშემო ატეხილი ხმაურია. ამ ამბავში ბევრი რამაა სახალისო. მაგალითად, ის, რომ ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძესა და მათ თანამოაზრეებს მხოლოდ ახლაღა გაახსენდათ, რომ პარლამენტში ისეთი ოდიოზური ფიგურების გვერდით სხედან და ერთ გუნდში არიან ისეთ ყოფილ ნაცებთან, როგორიცაა ვანო ზარდიაშვილი, მამუკა მდინარაძე, არჩილ თალაკვაძე და სხვ. დამეთანხმებით, მართლაც ძალიან სახალისოა, როდესაც მთელი 3-წლიანი “ჩახუტების” შემდეგ ხვდები ამას. სხვათა შორის მუდამ უემოციო და გაუღიმარ პარლამენტის თავმჯდომარესაც ვერ დავწამებთ უხალისობას _ მან ძალიან გაახალისა სრულიად ქართველი ერი, როდესაც განაცხადა: “ცუდი და კარგი ადამიანები არ არსებობენ, არსებობს ცუდი და კარგი სისტემა. ცუდი სისტემის პირობებში ადამიანები ცუდად იქცევიან, ხოლო კარგი სისტემის დროს _ კარგად. ასე იყო მოსამართლეების შემთხვევაშიც, ადამიანები, რომლებიც მიშას დროს ცუდ საქმეებს აკეთებდნენ, ახლა უკვე კარგ საქმეებს აკეთებენ და ამიტომ მათი უვადოდ დანიშვნის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს”.

მართალია, ასეთი თეორია პირველად საქართველოს მთავარმა მოხალისემ და “შუტნიკმა” ბიძინა ივანიშვილმა ჩამოაყალიბა ჯერ კიდევ 2013 წელს, მაგრამ ყველაზე მსხვილი ჯოხი მაინც ირაკლი კობახიძეზე გადატყდა. ეტყობა, იმიტომ, რომ კობახიძის შემთხვევაში ეს საკუთარი თავისა და საკუთარი საქციელის “გაპრავებაც” იყო _ აკი, ნაცების დროს თვითონაც ემსახურებოდა მიშას და ნაცრეჟიმს. სწორედ ამიტომ არის, რომ კობახიძე და სხვა მისნაირნიც ასეთ მსოფლმხედველობას ყველაზე დიდი ხალისით აიტაცებენ ხოლმე და ტელეეთერებიდანაც ავრცელებენ. ისინი “ყოფილ ცუდებსა” და “აწ უკვე კარგებში”, პირველ რიგში, საკუთარ თავს გულისხმობენ და ძალიან უახრიათ, რომ მათ გაიძვერობას, ნაძირალობასა და ქვემძრომობას რაღაც გამართლებას რომ უძებნიან.

ლაშა ბუღაძე
ლაშა ბუღაძე

რა თქმა უნდა, ბოლო 5 თუ 7 წლის განმავლობაში მომხდარ ყველა სახალისო ამბავს ამ ერთ სახალისო სტატიაში ვერ ჩავატევ, მაგრამ არ იქნებოდა სწორი, ბოლოს მაინც არ მეხსენებინა ერთ-ერთი ძალიან სახალისო ამბავი, რომელიც “თი-ბი-სი ბანკისა” და მისი შეფის, მამუკა ხაზარაძის, გარშემო ხდება. თითქოს არაფერი _ სახელმწიფო რაღაცას ედავება კერძო ბიზნესმენს და, წესით, ამბავიც ყველა იურიდიული და საპროცესო ნორმის დაცვით მიმდინარეობს, მაგრამ აქ უკვე ძალიან ხალისობენ ჩვენი “სასიქადულო” ლიტერატორები. რატი ამაღლობელი, ლაშა ბუღაძე და ის სხვა მწერალ-პოეტები, რომლებსაც, დიდი ხანია, რატომღაც “პრივატიზებული” აქვთ ლიტერატურის სფერო ჩვენს ქვეყანაში და მათ დაუკითხავად ამ მიმართულებით ბუზიც კი ვერ გაფრინდება საქართველოში. მოგეხესენებათ, მათ მიერ დაარსებულ ლიტერატურულ პრემია “საბას” სწორედ მამუკა ხაზარაძე აფინანსებს. ღმერთმა შეარგოთ, მაგრამ სახალისო ისაა, რომ ისინი სრულიად ქართველი ერისგან მოითხოვენ, მამუკა ხაზარაძეს მადლობა ვუთხრათ იმისთვის, რომ ამლიტერატორებსწლების განმავლობაში აფინანსებს. ვერ გავიგე, მე რატომ უნდა ვუთხრა მადლობა ვინმეს იმისთვის, რაც რატი ამაღლობელმამიირთვა”? თუმცა სახალისო ნამდვილად რომ არის ეს ყოველივე, ამაზე შევთანხმდეთ.

რატი ამაღლობელი
რატი ამაღლობელი

საზოგადოდ, ამ ვითომ “მწერალ-პოეტებს” ახასიათებთ ასეთი სახალისო გამოხდომები. მაგალითად, ცნობილი ტრაგიკული მოვლენების დროს, როდესაც ზოოპარკიდან გაქცეულმა ვეფხვმა თბილისის ცენტრში ადამიანი იმსხვერპლა, სწორედ ამ “ლიტერატორებმა” მოაწყვეს სახელმწიფო კანცელარიის წინ საპროტესტო აქცია “ხელები შორს ზოოპარკის დირექტორისგან”. არადა, პროკურატურამ ზოოპარკის დირექტორი მხოლოდ გამოკითხვაზე დაიბარა და 2 საათში გამოუშვა. აი, ის ორი საათიც კი გააპროტესტეს ჩვენმა “ლიტერატორებმა”, ოღონდ სახალისო ის იყო, რომ ვერც ერთი მათგანი ვერ გიპასუხებდათ, თუ რას აპროტესტებდნენ კონკრეტულად. თუკი ზოოპარკიდან გაქცეული ვეფხვი ადამიანს მოკლავს, ვინ უნდა გამოჰკითხოს, ნეტავ, პროკურატურამ: ცირკის დირექტორი თუ ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე?

საბა

ყველაზე მეტად სახალისო კი, რა თქმა უნდა, მაინც ის არის, ჩვენს ქვეყანაში ამათ ლიტერატორები რომ ჰქვიათ, იმათ _ პოლიტიკოსები, სხვებს _ ექსპერტები, ზოგიერთებს _ ლექტორები და პროფესორები… რა თქმა უნდა, არ უნდა გამოგვრჩეს ქართულ სინამდვილეში ყველაზე სახალისო ხალხი _ ცნობილი ქართველი ჟურნალისტები. თუმცა, ვინაიდან მაინც ჩვენი გაზეთის იუბილეა და, ვინაიდან რედაქციამაც ასე მთხოვა, ამ ეტაპზე ჩვენს კოლეგებს დავინდობ და მათზე სხვა დროს უფრო ვიხალისებ…

ბაკურ სვანიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here