მთავარი პოლიტიკა რა გვჭირს, რატომ გვჭირს და სად არის გამოსავალი

რა გვჭირს, რატომ გვჭირს და სად არის გამოსავალი

4453
გააზიარეთ
რა გვჭირს, რატომ გვჭირს და სად არის გამოსავალი

30 იანვარს გაზეთსაქართველო და მსოფლიოსრედაქციის ოფისში არასამთავრობო ორგანიზაციაისტორიული მემკვიდრეობისინიციატივით მრგვალი მაგიდის გარშემო შეიკრიბნენ სამოქალაქო აქტივისტები და ისაუბრეს, _ რა გვჭირს, რატომ გვჭირს და რა გადაარჩენს ჩვენს ქვეყანას.

ტარიელ გაგნიძე
ტარიელ გაგნიძე

აქამდე რა გზითაც მოვდიოდით, იმ გზის გაგრძელება აღარ შეიძლება

ტარიელ გაგნიძე, არასამთავრობო ორგანიზაციაისტორიული მემკვიდრეობისთავმჯდომარე:

_ საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა გზაგასაყარს მაგონებს… რაღაც გზა გავიარეთ და ახლა მივედით იქ, სადაც უნდა შევჩერდეთ და ავირჩიოთ, რა მიმართულებით უნდა წავიდეთ. აქ მყოფნი დამეთანხმებიან, რომ აქამდე რა გზითაც მოვდიოდით, იმ გზის გაგრძელება აღარ შეიძლება. მოდი, ვისაუბროთ იმაზე, _ რა გვჭირს, რა მოგვწონს და რა არ მოგვწონს. ალბათ, ვთანხმდებით, რომ დღევანდელ ყოფაში მოსაწონი ბევრი არაფერია, მაგრამ აუცილებლად ვთქვათ, რა უნდა გავაკეთოთ, საით უნდა წავიდეს ქვეყანა, რათა ნეგატივი, რომელიც მოსახლეობაში დაგროვდა, განიმუხტოს, ქვეყანამ ამოისუნთქოს და განვითარების სწორ გზას დაადგეს.

ბორის კაკაბაძე
ბორის კაკაბაძე

არაფერი არ გვეშველება, თუკი ერთმორწმუნე რუსეთთან ერთად არ დავგეგმავთ საქართველოს მომავალს

ბორის კაკაბაძე, ინჟინერი, სამოქალაქო აქტივისტი:

_ ჩვენ გვყავს ჭკვიანი ხალხი, მაგრამ მათ ნაცვლად ქვეყანას მართავენ რეალობას აცდენილი ადამიანები და საქართველო ციცაბო კლდეებზე დაჰყავთ, კლდეებზე, რომელზეც ჯერ არ გადავჩეხილვართ, მაგრამ გადავიჩეხებით. მსოფლიოს ბნელი ძალები ქართველებს დაღუპვისკენ გვიბიძგებენ. მათ ძალაუფლების დაკარგვა არ სურთ და ჩვენნაირ კეთილშობილ ერებს თავის სასარგებლოდ იყენებენ.

თერთმეტი წელიწადია, გაზეთი “საქართველო და მსოფლიო” ცდილობს, საზოგადოებამდე სწორი აზრი მიიტანოს, გვითხრას სიმართლე და რეალობას თვალებში ჩაგვახედოს, მაგრამ ერთი საინფორმაციო საშუალება, რომელიც პირუთვნელად აღწერს ჩვენი ქვეყნის ყოფას, საკმარისი არ არის.

უკვე ძალიან გვიანია ე.წ. ნეიტრალიტეტსა და მიუმხრობლობაზე საუბარი. გვჭირდება ახალი მიდგომები, ახალი იდეოლოგია და იმედია, ეს იდეოლოგია სწორად იქნება შემუშავებული. ჩვენ ერთმორწმუნე რუსეთთან ერთად უნდა დავგეგმოთ საქართველოს მომავალი.

ტარიელ სუხიაშვილი
ტარიელ სუხიაშვილი

ადამიანი იბადება იმისთვის, რომ ორიენტირებული იყოს წინსვლასა და განვითარებაზე, დღეს კი ყველაფერი მიმართულია იქით, რომ ადამიანი ცხოველის კვალზე წავიდეს

ტარიელ სუხიაშვილი, ინჟინერი, სამოქალაქო აქტივისტი:

_ საქართველოში იმაზე ცუდი ვითარებაა, ვიდრე ზედაპირზე ჩანს და ვიდრე ზოგიერთ ექსპერტსა და პოლიტოლოგს ჰგონია. სანამ ჩვენი საზოგადოება არ გაიგებს, რა გვჭირს დღეს, არაფერი არ გამოვა.

დღეს ჩვენთან არანორმალური ნორმალურად ითვლება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ადამიანი იბადება იმისთვის, რომ ორიენტირებული იყოს წინსვლასა და განვითარებაზე, დღეს კი ყველაფერი მიმართულია იქით, რომ ადამიანი ცხოველის კვალზე წავიდეს.

ჩვენს ქვეყანაში არსებულ ნებისმიერ სახელმწიფო სტუქტურაში რომ მიხვიდეთ, იგრძნობთ, რომ ადამიანი არარაობაა, თანაც ეს ხდება კანონის ფარგლებში. ჩვენი მთავრობა უპასუხისმგებლოა. ქვეყანა და ხელისუფლება იღებს კრედიტს, რომელსაც მოჰყვება ვალდებულება, თუ რა უნდა შეიძინოს ამ კრედიტით და იმ ვალდებულებაში წერია, რომ მხოლოდ მოხმარების საგნები უნდა შეიძინო. საინტერესოა, როგორ და რით უნდა გაისტუმრო აღებული კრედიტი?

მსოფლიოს მედიასაშუალებები და მათ შორის ქართულიც, იშვიათი გამონაკლისის გარდა, საუბრობს იმაზე, რომ რუსეთი აგრესორია. ძალიან საინტერესოა, შეძლებენ თუ არა დაასახელონ შემთხვევა, როდესაც რუსეთი რომელიმე ქვეყანას თავს დაესხა. ყველა ომი, რომელიც აქამდე რუსეთს გადაუტანია, მოიგო რუსეთმა, მაგრამ არც ერთ მათგანში ომის გამჩაღებელი არ ყოფილა, გამუდმებით მას ესხმოდნენ თავს. რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც კეთილი მეზობელია ყველასთვის, ვინც მის საზღვრებს საფრთხეს არ შეუქმნის. არც ერთი სახელმწიფო იმდენ დათმობაზე არ მიდის, რამდენზეც რუსეთი, ოღონდაც მის საზღვრებს ნუ შეეხები და საფრთხეს ნუ შეუქმნი

ნატო რა არის? მოდი, ამაზეც ვთქვათ: ნატო არის აგრესიული სამხედროპოლიტიკური გაერთიანება, რომელიც ემსახურება იმპერიალისტების ვიწრო წრის ინტერესებს. არც ერთ ექსპერტსა და პოლიტოლოგს არ უჩნდება სურვილი, ამ თემაზე საჯაროდ ილაპარაკოს, მხოლოდ იმაზე საუბრობენ, რომ დაინგრაბოროტების იმპერია _ საბჭოთა კავშირი”, ევროკავშირი კი სამოთხეა

აუცილებელია, საზოგადოებამდე მივიდეს სწორი ინფორმაცია ყველაფერზე, მათ შორის, ევრაზიულ კავშირზეცეს ყველაფერი საჭიროა იმისთვის, რათა ადამიანებს ერთმნიშვნელოვანი აზრი ჰქონდეთ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ხელისუფლებები გვატყუებენ.

ნაციონალები ძალისმიერი მეთოდებით მოქმედებდნენ, ახლა ეს ყველაფერი კანონიერმა ძარცვამ ჩაანაცვლა, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ უპოვარი იყოს საზოგადოება, რაც უცხოეთიდან თავსმოხვეული იდეოლოგიაა და ერთი მიზანი აქვს _ გატეხოს ადამიანი, პროტესტის უნარი აღარ ჰქონდეს და ასეც მოხდა.

აუცილებელია შეიქმნას ძალა, რომელიც იქნება ამ წლების განმავლობაში არსებულის საპირწონე.

ტარიელ გაგნიძე:

_ თქვენი გამოსვლის პასუხად გეტყვით: რამდენიმე წლის წინათ ჩვენმა ორგანიზაციამ გამოსცა ორი წიგნი _ “ნატო მაკიაჟის გარეშედაღმერთო, შეუნდე ამერიკას”, რომლებშიც ზუსტად არის აღწერილი ნატოს რეალური სახე, მიზნები და ქმედებები. უფრო ადრე კი, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში (ზოგიერთმა თქვენგანმა იცის ამის შესახებ) ერთი წლის განმავლობაში ორჯერ დაგვარბიეს, რომ იტყვიან, ქვა ქვაზე არ დაგვიტოვეს, დაპატიმრების მუდმივ შიშში გვამყოფებდნენ. და ეს იმიტომ, რომ ნატოსსიკეთეებიეჭვქვეშ დავაყენეთ და რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის აუცილებლობაზე ვთქვით.

რამდენიმე დღის წინათ კი მქონდა ასეთი შემთხვევა: მოსკოვიდან დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მზადდებოდა წიგნი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სახელმწიფო მმართველობის ფორმებზე და მთხოვეს სამეცნიერო ხარისხის მქონე ავტორის მოძებნა, რომელიც აღწერდა საბჭოთა კავშირის შემდეგ საქართველოში სახელმწიფო მმართველობის ტრანსფორმაციას. დაახლოებით 40 გვერდამდე მოცულობის მასალა უნდა გაკეთებულიყო, იურიდიული ანალიზი, ყოველგვარი იდეოლოგიის, ვინმეს ქების ან ძაგების გარეშე. შევხვდი რამდენიმე ტიტულოვან იურისტს, მაგრამ, როგორც კი შეიტყვეს, რომ წიგნი რუსეთში გამოდიოდა, სხვადასხვა საბაბი მოიგონეს და უარი განაცხადეს. აბსურდული მიზეზები დაასახელეს… ეს ჩვენი ქვეყნის სამწუხარო რეალობაა და მას გვერდს ვერ ავუვლით.

მერაბ ზურაბაშვილი
მერაბ ზურაბაშვილი

იქ, სადაც სამართლიანობაა, ყველაფერი კარგად არის

მერაბ ზურაბაშვილი, ინჟინერი, სამოქალაქო აქტივისტი:

_ კაცობრიობის უპირველესი პრობლემა კლასობრივი დაპირისპირებაა და ამაზე სულ არის საუბარი ბიბლიიდან მოყოლებული. საბჭოთა კავშირის დროს კი შეიქმნა სისტემა, რომელმაც ეს დაპირისპირება აღმოფხვრა, და ეს იყო სოციალისტური სისტემა. სანამ სტალინური ეკონომიკური პოლიტიკა ხორციელდებოდა, მშრომელის, გლეხის, უბრალო ხალხის საქმე წინ მიდიოდა, სტალინის დროს ხალხს ცხოვრება უხაროდა.

1952 წელს ეკონომისტების შეკრება-დისკუსია გაიმართა. იმხანად იყო ეკონომისტი ვინმე იაროშჩენკო, რომლის ინიციატივების გაცნობის შემდეგ სტალინმა თქვა: “მიუტევებელი სიბრმავეა მომავალი კატასტროფის დაუნახაობა, თუკი პარტია დაადგება იმ გზას, რომელსაც ამხანაგი იაროშჩენკო გვირჩევს”. ხრუშჩოვმა საბჭოთა კავშირი სწორედ იმ გზაზე დააყენა, რომელიც სტალინმა კატასტროფად შეაფასა, და სწორედ იმ გზამ საბჭოთა კავშირი დანგრევამდე მიიყვანა.

სტალინის გარდაცვალების შემდეგ სოციალიზმში არ გვიცხოვრია.

დიდი ქართველები მუდამ მსჯელობდნენ და ფიქრობდნენ კლასობრივი დაპირისპირების პრობლემაზე, მაგალითად, შოთა რუსთაველმა შიშსა და სამართლიანობაზე დაამყარა პრობლემის გადაჭრის გზა, მოგვიანებით ილია ჭავჭავაძემ უექსპლუატაციო შრომას გაუსვა ხაზი…

დღეს აუცილებელია და სასწრაფოდ მოსაძებნია თანამოაზრეები _ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ სოციალური სამართლიანობაა სწორედ ის სისტემა, რომელიც ადამიანის კეთილდღეობაზეა მორგებული. შესამუშავებელია მოქმედების გეგმა, როგორ შევქმნათ პოლიტიკური ძალა, რომელიც სამართლიანობის საფუძველზე, არჩევნების გზით მოვა ხელისუფლებაში და განახორციელებს უკვე შემუშავებულ გეგმას. ზუსტად უნდა ვიცოდეთ, ვინ დაგვიჭერს მხარს; ვფიქრობ, რომ ეს იქნება მშრომელთა, მუშათა, გლეხთა ფენა. აქვე ვიტყვი, რომ ადამიანს ყველაზე მეტად საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდეს _ არავინ არაფერს არ გაგიკეთებს, შენი ბედი თვითონ უნდა მართო, დაუდექი გვერდით შენნაირებს, იქეცი ძალად, ძალა და სამართლიანობა დააყენე ერთად.

საქართველოში ყველაფერი ცუდად არის, _ ვამბობთ ჩვენ, მაგრამ, თუ ასეა, რატომ ყველას ერთნაირად არ უჭირს? რატომ არიან მილიონერები და ღატაკები? ადამიანმა უნდა იშრომოს და თავისი შრომის საფასური უნდა მიიღოს! ეს არის სამართლიანობა. სხვაგვარად ღირსებას ვკარგავთ.

საქართველომ სასწრაფოდ უნდა შეცვალოს ე.წ. სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენ უნდა გავხდეთ რუსეთის სტრატეგიული პარტნიორი, სხვანაირად ფეხზე ვერ დავდგებით. ჩვენი ხსნის გზა სტალინური გზაა, სხვა არაფერი არ გადაგვარჩენს.

ვიქტორ ცაავა
ვიქტორ ცაავა

აუცილებელია, ახალი ძალის შექმნა, რომელიც სწორად მიაწვდის საზოგადოებას სათქმელსაც და საკეთებელსაც

ვიქტორ ცაავა, ბლოგერი:

_ საქართველო ოკუპირებულია. ნებისმიერი სფერო, რომელიც გადაწყვეტილების მიმღებია ამ ქვეყანაში, ანექსირებულია უცხოელების მიერ.

არ შეიძლება ერს ტრადიცია ჰქონდეს, პატივს სცემდეს და საწინააღმდეგო მხარეს იყურებოდეს. მთავარი იყო, რომ ხელისუფლებას ლავირების უნარი ჰქონოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ აღმოჩნდა…

ნატონატოსძახილი ჩვენი ქვეყნის უდიდესი შეცდომაა. არ შეიძლება ქვეყანამ საკუთარი თავი ფრონტის წინა ხაზზე დააყენოს, ვგულისხმობ, უპირველეს მტრად რუსეთის გამოცხადებას და ამის პარალელურად ნატოს რიგებში გაწევრებას ნატო რუსეთის მტერია და ასეთ დროს ჩვენს ტერიტორიაზე რუსული ჯარი დგას. ღმერთმა ნუ ქნას და… ნატოს წევრი რომც გავხდეთ, ჩვენი სამშობლო განწირულია. ჩვენგან დარჩება მხოლოდ სახელი _ საქართველო. რაც შეეხება ეკონომიკას, ვიტყვი, რომ, თუ საქართველოში ის არსებობს, მხოლოდ იმიტომ, რომ ჯერ კიდევ გვაქვს რუსეთის ბაზარი. მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, ჩვენი ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი რუსეთიდან შემოსული ფულით ივსება, მაგრამ ამაზე საჯაროდ არ საუბრობენ, რადგან ჩვენს ხელისუფლებას აკრძალული აქვს პოზიტიურ კონტექსტში რუსეთის ხსენება. ყველა პროექტი, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის შეიძლება სასარგებლო იყოს, აღკვეთილია. აქვე ვიტყვი იმას, რომ განათლების სისტემა ნოლზეა დასული. ქვეყანას არ ჰყავს კვალიფიციური ექიმი, ინჟინერი, მასწავლებელიმსოფლიოში პირველები ვართ განათლების რეფორმების კუთხით, ყოველ წელიწადს იცვლება სწავლების წესი და არც ერთს დადებითი შედეგი არ აქვს. დავძენ იმასაც, რომ ქვეყანაში არ არის ობიქეტური საინფორმაციო საშუალება, მხოლოდ პროპაგანდას ეწევიან. ერთადერთი გაზეთისაქართველო და მსოფლიოა”, რომლის ფურცლებიდანაც შეიძლება სიმართლე შეიტყო.

ვეთანხმები აქ გამომსვლელებს: აუცილებელია ახალი ძალის შექმნა, რომელიც სწორად მიაწვდის საზოგადოებას სათქმელსაც და საკეთებელსაც.

ქვეყანაში, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან, უფრო მეტი ძალა აქვთ, ვიდრე სამინისტროებს, რაზე უნდა ილაპარაკო?!

აუცილებელია, ვიმუშავოთ ახალგაზრდებთან, უნდა მივაწოდოთ მათ მართებული ინფორმაცია, ზუსტი ისტორია ჩვენი წარსულის შესახებ, უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია ევროკავშირის, ნატოსა და ევრაზიული კავშირის შესახებ. მხოლოდ ახალგაზრდების ინფორმირებულობა და მათი სწორად განვითარება გადაარჩენს ჩვენს ქვეყანას.

გიორგი მდივანი

ინდუსტრიალიზაციის გარეშე ვერც ერთი ქვეყანა წარმატებას ვერ მიაღწევს, ჩვენ ეს გვქონდა და ჯართში ჩავაბარეთქვეყნები, რომლებმაც ინდუსტრია შეინარჩუნეს, მეტნაკლებად წარმატებულნი არიან…”

გიორგი მდივანი, პროექტპოლიტიკანოსავტორი, სამოქალაქო აქტივისტი:

_ ბოლო 30 წლის განმავლობაში ვხედავთ, როგორ ყალიბდება ქართველებისგან ტიპური, ნეოლიბერალური საექსპერიმენტო დასავლური კოლონია. ეს ხდება შევარდნაძის პერიოდიდან დღემდე.

პირველი, რამაც ჩვენს ქვეყანას დიდი ზიანი მიაყენა, დეინდუსტრიალიზაციაა _ მსხვილი საწარმოო ობიექტების გასხვისება ვითომ კერძო ინვესტორებზე. ინდუსტრიალიზაციის გარეშე ვერც ერთი ქვეყანა წარმატებას ვერ მიაღწევს. ჩვენ ეს გვქონდა და ჯართში ჩავაბარეთ. ქვეყნებმა, რომლებმაც ინდუსტრია შეინარჩუნეს, ყველა მეტ-ნაკლებად წარმატებულია.

აღმოჩნდა, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში რეკორდსმენები ვართ მოსახლეობის კლების მხრივ, რაც შემაშფოთებელია.

მნიშვნელოვანია სამხედრო საკითხი. არ ვისაუბრებ ნატოს შავბნელ საქმეებზე, მაგრამ ვიტყვი, რომ საბჭოთა კავშირის შემდეგ, როგორც დასრულდა ვარშავის ხელშეკრულება, ისევე უნდა დასრულებულიყო ნატოც, რადგან ეს სამხედრო ბლოკი კომუნიზმის შესაკავებლად შეიქმნა.

ნეიტრალიტეტის თემა თითქოს წარსულს ჩაბარდა, მაგრამ, თუკი ფინეთის მაგალითს განვიხილავთ, ეს რეალურია, რადგან ფინეთის მაგალითი ჩვენთვის კარგია და ფინეთთან შედარებით მეტი უპირატესობაც გვაქვს.

საქართველო, შესაძლოა, საბჭოთა კავშირის პერიოდში უფრო დამოუკიდებელი იყო, ვიდრე დღეს არის, რადგან აშშ-ის გარეშე ვერაფერს ვერ წყვეტენ. ჩვენ არ გვაქვს ე.წ. თავისუფალი ვაჭრობა, ხელშეკრულებები, რომლებიც ამა თუ იმ ქვეყნასთან გვაქვს დადებული, არის მარტივი, განვითარებადი, მესამე ქვეყნების სრული დამონებისთვის განკუთვნილი, რადგან ვაჭრობს ის, ვინც განვითარებულია. საქართველოდან გადის ნედლეული და აქ შემოდის მზა ნაწარმი. ვაჭრობით სარგებელი არ გვაქვს, პირიქით, ზარალში ვართ. საქართველოს არ აქვს უფლება, ჰქონდეს საკუთარი წარმოება.

საქართველო ვალდებულია, აიღოს წარმატებული ქვეყნების მაგალითი, არავის უსმინოს და ამ მაგალითებით დასკვნები გამოიტანოს და იმოქმედოს.

ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს სახელმწიფო სექტორი, სახელმწიფოს როლის დემონიზაცია ხდება, რაც ისევ გარედან მართვისთვის არის მასახერხებელი.

საქართველოს განათლების სისტემა სრულიად უპატრონოდაა. განათლების სისტემას გრძელვადიანი დაგეგმვა სჭირდება და შედეგიც ხანგრძლივი დროის შემდეგ, სულ ცოტა, 10 წლის შემდეგ შეიძლება ნახო. ვინ ფიქრობს დღეს საქართველოში, ათი კი არა, თუნდაც ორი-სამი წლის წინსწრებით? განათლების პრობლემა ძალიან სერიოზული პრობლემაა.

აქვე ვიტყვი, რომ ქვეყანას არ ჰყავს ობიექტური მედია. ის სცდება თავის უფლებამოსილების ზღვარს და ინფორმაციულ ვაკუუმში გვამყოფებს, უფრო სწორად, ინფორმაციულ ტერორში

ჩვენი ქვეყნისთვის საჭიროა და აუცილებელიც ანტილიბერალური ძალების გაერთიანება, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი. მთავარია, იყვნენ ეკონომიკურად მემარცხენეები, კულტურულად კი _ კონსერვატორები. ამას საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა გაიზიარებს.

გულბაათ რცხილაძე
გულბაათ რცხილაძე

საქართველო თავის ადგილს ვერ პოულობს

გულბაათ რცხილაძე, “ევრაზიის ინსტიტუტისხელმძღვანელი:

_ საქართველოს დეინდუსტრიალიზაციის ფონზე, მართლაც გვაქვს ეკონომიკური პრობლემები. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში არსებული საწარმოები ნედლეულისა და ბაზრის გარეშე დარჩა. დსთში თავიდანვე რომ შევსულიყავით, შესაძლოა, რამე გამოგვსვლოდა, მაგრამ ჩვენ ამ გაერთიანებაში მას შემდეგ შევედით, როცა უკვე დიდი ომები და ტერიტორიების დაკარგვა გადავიტანეთ, ამიტომ დავჯერდით იმას, რასაც რუსეთი ან დასავლეთი მოგვიგდებდა.

საქართველო თავის ადგილს ვერ პოულობს… ჩვენს ქვეყანას ვერ შევადარებ ბელარუსსაც კი, რადგან ლუკაშენკომ შეინარჩუნა ყველა ქარხანა, ფაბრიკა, მიუხედავად იმისა, რომ ბელარუსს არ აქვს წიაღისეული, მაგრამ ამ დანაკლისის შევსება რუსეთის ხარჯზე შეძლო.

საქართველოს ჰყავს დეგრადირებული საზოგადოება, რომელიც მხოლოდ სოციალურ ქსელშია მაგარი. დღეს საზოგადოების მანიპულირება ხდება ცნობიერებით; ხალხი, როგორც ცნება, წაშლილია. აქედან გამომდინარე, აღარ ვიცით, ვინ ვინ არის… ქვეყანას არ ჰყავს მუშა, გლეხი, ინტელიგენცია, რაც უკვე სერიოზული პრობლემაა, ანომალიაა. პირადად მე მინდა, რომ ლუკაშენკოს ტიპის მმართველი გვყავდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ქართველი მმართველები და მათ შორის, ივანიშვილიც ამისგან ძალიან შორსაა.

საქართველო ასეთ ჭაობში რომ არის, დამნაშავე თვითონვე ვართ, რუსოფობიას რომ ავყევით და ლამის სახელმწიფო რელიგიად გამოვაცხადეთ. გაიხსენეთ, რა წერია დამოუკიდებლობის აქტის პრეამბულაში: რომ რუსეთი მტერია და რომ 200 წელიწადი რუსეთს ვყავდით დამონებულები.

2001 წელს ნეიტრალიტეტის თემაზე ბათუმში გვქონდა შეხვედრა, რომელსაც საკმაოდ მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, სერიოზული ფიგურები ესწრებოდნენ. ამის შემდეგ, 2007 წელს რუსეთის ელჩმა კოვალენკომ თქვა, ნეიტრალიტეტის საკითხი განვიხილოთო, მაგრამ მაშინდელმა უშიშროების საბჭოს მდივანმა კოტე კემულარიამ ეს საკითხი იქვე დახურა; განაცხადა, რომ ჩვენი არჩევანი ნატოა. და რა მოგვიტანა ამ ნატომ?

დღეს საქართველო უნდა შევიდეს კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ ხელშეკრულების ორგანიზაციაში. საქართველო იქნება დაცული საგარეო საფრთხეებისგან და გვექნება ბერკეტები იმისთვის, რომ პროგრესს მივაღწიოთ სახელმწიფოებრივი საკითხების მოგვარებაში, მათ შორის, ტერიტორიულ საკითხებთან დაკავშირებით. თუმცა, აქაც გარკვეული სკეპტიციზმით ვარ განმსჭვალული, თანამედროვე რუსეთი ძალიან შორს არის იმ რუსეთისგან, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს იყო, ამიტომ ილუზიებში ნუ ვიქნებით.

ქვეყანას სჭირდება სახელმწიფოებრივად და სტრატეგიულად მოაზროვნე ხალხი, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს პოლიტიკურ ასპარეზზე ასეთ ადამიანებს და ასეთ ხალხს ვერ ვხედავ.

კერძო საკითხად ვიტყვი, რომ ვაპირებ კარასინის ინიციატივის განხორციელებას, რომელიც ითქვა, მაგრამ გაგრძელება არ მოჰყლია. მჩუქნიან 150 საუკეთესო წიგნს რუსეთის ისტორიაზე, მეც დავამატებ რამდენიმეს და თვითონ გავხსნი რუსული კულტურის ცენტრს.

მერაბ ზურაბაშვილი:

_ ჩვენ, რა თქმა უნდა, ჯერ არ ვართ გადაწყვეტილებების მიმღებნი, მაგრამ უნდა ვიქცეთ ძალად, თანამოაზრეები უნდა მოვძებნოთ და გადაწყვეტილებებსაც მივიღებთ.

გულბაათ რცხილაძე:

_ ამ გაზეთს, “საქართველო და მსოფლიოს”, აქვს ძალა. ის აკეთებდა და აკეთებს თავის საქმეს. რესურსები, ალბათ, არ არის საკმარისი, მაგრამ შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს აკეთებს.

ტარიელ გაგნიძე:

_ სამწუხაროდ, ჩვენ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრები ვართ და არა გადაწყვეტილების მიმღებნი. აქ ვისაუბრეთ იმაზე, რომ რუსეთთან ურთიერთობები უნდა მოვაგვაროთ, მაგრამ ურთიერთობა ორმხრივობას გულისხმობს. როცა ვამბობთ, რომ გვინდა რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა, მათაც უნდა გამოგვიწოდონ ხელი, კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგან. ჯერჯერობით მათგან მხოლოდ დეკლარაციები ისმის, ქმედება არ ჩანს. ანტირუსულ ძალებს საქართველოში ყველანაირი მხარდაჭერა აქვთ, რუსეთის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების გამომხატველი კი მაშინვე დევნის ობიექტი ხდება და ქომაგი არავინაა. საქმეში ჩაუხედავს შეიძლება შთაბეჭდილება შეექმნას, რომ რუსეთისთვის სულერთია, საქართველოში მის მიმართ როგორი განწყობები იქნება. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ მათ პასიურობაში ზოგიერთმა ქართველმაც შეიტანაწვლილი”.

* * *

დიდი მადლობა ყველას მობრძანებისთვის. დღევანდელმა დისკუსიამ ნათლად დაგვანახვა, რომ ვითარება მკვერთად არის შეცვლილი თუნდაც ბოლო ორი წლის მანძილზე. ქვეყანა მიმდგარია ზღვარზე, როცა სტრატეგიული არჩევანის გაკეთება მოგვიწევს.

სტრატეგიული არჩევანი გულისხმობს ქვეყნის პოლიტიკური კურსის, ქვეყნის მთლიანი სტრატეგიის შეცვლას. 30 წლის მანძილზე ამერიკისა და ნატოს დირექტივების მიყოლამ ჩიხში მოგვაქცია, ამიტომ ალტერნატივაზე უნდა ვიფიქროთ. უმნიშვნელოვანესი საკითხები დაგვიდგება მთელი სიმწვავით უახლოეს მომავალში, რომლებიც ახალი, მრავალპოლარული მსოფლიოს პირობებში გვექნება გადასაწყვეტი.

აქვე ვიტყვი იმასაც, რომ მთავრობა საერთოდ აღარ ახსენებს დაკარგულ ტერიტორიებს, თუკი რაიმე პროვოცირება არ მოხდა და მაშინაც სისულელეებს ლაპარაკობენ.

კარგია, რომ დღეს შევიკრიბეთ, ვიმსჯელეთ. ბუნებრივია, შედეგამდე ვერ მივიდოდით, მაგრამ სასიხარულოა ის ფაქტი, რომ არიან ჩვენს ქვეყანაში ადამიანები თქვენი სახით, რომლებიც ქვეყნისა და ხალხის ბედ-იღბალზე წუხან.

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. რუსეთი და ევრაზიის კავშირი კარგია, მაგრამ რუსეთის ხელისუფლებაც ივანიშვილივით უნიათოდ იქცევა. ჩრდილო კორეამ ერთი ცალი ატომური ბომბით შეაშინა ტრამპი, რუსეთის ხელისუფლება კი სათანადოდ ვერ იყენებს ატომურ პოტენციალს, როგორც შეშინების ფაქტორს. რისთვის შეუქმნეს მას ეს პოტენციალი სტალინმა და ბერიამ?! მას კი მათ უმადურ ლანძღვაში ამოსდის სული. პუტინი და მედვედევი 9 მაისებსა და 41 წლის საარაკო სამხედრო აღლუმებს სტალინის სახელის უხსენებლად აღნიშნავენ, თითქოს უმთავარსარდლოდ ან თვითონ მოიგეს ომი! ამიტომ ამბობდა ლენინი: Русский человек не может управлять государством. პომპეო ეხლა ბელარუსსა და შუა აზიის, ევრაზიის ქვეყნებს, სტუმრობს. მალე იქაც უკრაინისა და საქართველოს მსგავსი მდგომარეობა შეიქმნება. და ასეთი რუსეთისა და ევრაზიის კავშირის იმედად ვიყოთ?

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here