მთავარი საქართველო რა გაძვირდა თებერვალში

რა გაძვირდა თებერვალში

1580
გააზიარეთ
რა გაძვირდა თებერვალში

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2018 წლის თებერვალში, იანვართან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0,2 % შეადგინა, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ _ 2,7 %.

მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები. ამ ჯგუფში ფასებმა 0,4 პროცენტით მოიმატა, რაც ინფლაციის მაჩვენებელზე 0,13 პუნქტით აისახა. გაძვირდა ხილი (10,4 %), ბოსტნეული და ბაღჩეული (2,9 5), თევზეული (1,5 %).

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო გაძვირდა 1,2 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,08 პუნქტი შეადგინა.

რაც შეეხება ტრანსპორტს, ფასები მომატებულია 2,9 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0,41 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (4,3 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3,9 პროცენტი). ამასთანავე, ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (11,1 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ფასებმა 4,3 პროცენტით მოიმატა, რაც 0,35 პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here