მთავარი პოლიტიკა რაც არ გინახავს, იმას ნახავ!

რაც არ გინახავს, იმას ნახავ!

1353
გააზიარეთ
რაც არ გინახავს, იმას ნახავ!

ვნახავთ ქვეყნის ხელმძღვანელობაში, სახელმწიფო სტრუქტურებსა თუ კერძო ბიზნესის მმართველობაში წამოსკუპებულ სავალდებულო ფემინისტებს, გეებს, ტრანსგენდერებს და ასე შემდეგ. მოგვთხოვენ, გვაიძულებენ, გვიბრძანებენ. დაგვითვლიან, როგორც წიწილებს შემოდგომაზე. სქესაღრეულთა დადგენილი კვოტების დაცვის მიხედვით შეგვიფასებენდასავლური ღირებულებებისერთგულების დონეს, და ევროპულ ალიანსში საქართველოს ყოფნაარყოფნის საკითხს ამის მიხედვით გადაწყვეტენ. ან არ გადაწყვეტენ. არ ვართ მიჩვეული თუ რა! ბითურობის ზეიმის მარადიული მომლოდინენი _ სტოკჰოლმის სინდრომის ფენომენით შეპყრობილი მასები და ცალკე აღებული ინდივიდები. ვაზვიადებ? შეიძლება ასეცაა, მაგრამ _ ცოტათი.

პრობლემაში გარკვეული ანალიტიკოსები სოდომელებისთვის დაწესებული კვოტების შემოღებას აფასებენ, როგორც ახალ, ჯერჯერობით ლოკალურ მოვლენას, რომელიც პერსპექტივაში ჩვენ თვალწინ საყოველთაოდ დაინერგება და თანამედროვეობის ერთ-ერთ აუცილებელ ნიშნად აღიქმება. რისი ბრალია, რომ ამ ანომალიამ უკვე შეაღწია მმართველობის სისტემაში, ამაზე ერთიანი აზრი ექსპერტებს არ აქვთ, მაგრამ ზოგიერთი ქვეყნის მთავრობა უკვე შეიარაღდა “პროგრესული წინსვლის” ამ მეთოდით. მაგალითად, არგენტინის მთავრობამ დაადგინა კვოტები, რომელთა მიხედვით სახელმწიფო სექტორი უნდა შეივსოს ტრანსვესტიტებითა და ტრანსსექსუალებით არანაკლებ ერთი პროცენტისა. ცოტაა? არა! რადგან მთავარი პირველი აგურის დადებაა და პრაგმატიზმის ლოგიკა გარყვნილების სარკოფაგს თავზე ისე დაგვახურავს, უკან მიხედვასაც ვერ მოვასწრებთ.

ხოლო აშშ-ის კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიამ კინოპრემია “ოსკარის” ნომინანტობაზე წარსადგენად ახალი მოთხოვნები რომ დააწესა, ამაზე “საქართველო და მსოფლიო” გაზეთის 35-ე ნომერში წერდა (იხ. #35, “ოსკარის” მესვეურებმა ფილმებში როლების მესამედზე ფემინისტებისა და ორიენტაციააღრეულთა მიწვევა მოითხოვეს”). ახალი მაგალითები, მერწმუნეთ, თავს არ მოგვანატრებს, მალე გამოჩნდება, რადგან ქალთა კვოტირების გამოცდილებაზე დაყრდნობით უკვე ტენდენციად ყალიბდება.

ერთი შეხედვით, ქალების აქტიურად ჩაბმას სახელმწიფო მმართველობაში ყველა მიესალმება, მაგრამ ექსპერტთა ერთი ნაწილი დაეჭვებულია, დასაქმების ასეთირევოლუციური გარდაქმნანორმალური ჰეტეროსექსუალური ადამიანების უფლებათა შეზღუდვის ხარჯზე ხომ არ ხდება?! “ფობიებისგან თავისუფალი” მსოფლიო წესრიგის დამყარებისთვის თავგამოდებულმა ფემინისტურმა და “უფლებადამცველმა” მოძრაობამ შემოიღო და დანერგა “პოზიტიური დისკრიმინაციის” კონცეფცია _ აბსურდული მოვლენა.

მოიგონეს თავის გასამართლებლად ფემინიზმის დიქტატურისა და ახალი სოდომის ავტორებმა. თქვეს არაკი, რომლის მიხედვით თეთრკანიანი, ჯანმრთელი, ჰეტეროსექსუალური მამაკაცების უფლების შელახვა არა მხოლოდ დასაშვები, არამედ მართებულიც არის. პოზიტიური დისკრიმინაციისარსი ქალებისა და სოდომელებისთვის გაზრდილ უფლებათა მინიჭებაა. ექსპერტების დასკვნით, დასავლურ რეალობაში ესსიახლედისკრიმინაციად არ აღიქმება, რადგან ემსახურება თანასწორობის დამყარებას.

“პოზიტიური დისკრიმინაციის” პირველ ქვეყნად, რომელმაც დააკანონა ეს პრინციპი სახელმწიფო დაწესებულებაში კადრების მიღების პრაქტიკაში, ნორვეგია ითვლება, რომლის პარლამენტმა 1978 წელს მიიღო “კანონი თანასწორობის სტატუსის შესახებ”.

ამჟამად კვოტებს აქტიურად იყენებენ პოლიტიკურ სისტემებში, რასაც ადასტურებს 2020 წლის მონაცემები _ 130 ქვეყანაში ეს პრინციპია გამოყენებული და ამ მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის ჯარიმებია დაწესებული. მაგალითად, ქალთა 40-პროცენტიანი კვოტის დარღვევისთვის საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 450 ათასი ევროთი დააჯარიმეს. ნიშანდობლივია, რომ კვოტირების დაწესება შეუძლია დასავლეთის საერთაშორისო კომპანიებს იმ ქვეყნებში, რომლებშიც ოპერირებენ.

და საყვედურის თქმას ვერავინ გაუბედავს.

რადგან ევროკავშირმა მიითვისა “თანასწორუფლებიანობის” დაწესების უფლება არა მხოლოდ წევრი ქვეყნებისთვის, არამედ იმ ტერიტორიებისთვისაც, რომლებიც არ შედის ევროპის იმპერიის საზღვრებში. მითითება კონკრეტულია და კატეგორიული: ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს უნდა ახსოვდეთ, რომ თანასწორობის პრინციპის შესრულება არის ევროპული კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი და, აქედან გამომდინარე, აღჭურვილია პირდაპირი ზემოქმედების უფლებით”.

ევრობიუროკრატია სწორედ ასეთი დიქტატორული მეთოდებით ნერგავს სოდომელთა კვოტებს და ქვეყნების მიამიტი ხელისუფალნი სიამოვნებით ნებდებიან მათ რეკომენდაცია-მითითებებს, რადგან სრულად არიან მოქცეულნი პედერასტების გავლენის ქვეშ, რომლებსაც არ აინტერესებთ ფიზიკურად მძიმე და ჯანმრთელობისთვის საშიში სამუშაო ადგილები: მმართველობის უფლებით აღჭურვილი და გავლენიანი თანამდებობების ხელში ჩაგდებისთვის იღვწიან.

სხვანაირად ვერ გაისუქებენ უკანალს გაქსუებული მამათმავალნი.

ლგბტკვოტირების პრაქტიკაში უკეთ გასარკვევად ექსპერტები გვთავაზობენ დიდი ბრიტანეთის ტელევიზია ბიბისის მაგალითს, რომლის პერსონალის 11 პროცენტი ლგბტსოდომელია, ხოლო ნორმალური თეთრკანიანი მამაკაცების რაოდენობა 16 პროცენტს არ აღემატება. ასეთია დღეს სახელგანთქმული ბიბისი, რომელშიც პრაქტიკის გავლით ტრაბახობს ზოგიერთი ბრეტელებიანი ჩვენებური ტელეწამყვანი.

შარვალი არ ჩაგძვრეს, ბიჭიკო!

მაშ, რას წერენ ტელეანალიტიკოსები? დასკვნები, რომლებიც ამ წერილშია თავმოყრილი არაერთი ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ განხორციელებული კვლევების შედეგებს ეყრდნობა. უწინარეს ყოვლისა: დასავლური მასმედია ყოველთვის იყო და რჩება ელექტორალური ჯოგის მართვის და პროპაგანდის აქტიურ და ეფექტიან იარაღად. მასმედიაზე კონტროლის დაწესება ლგბტმოძრაობის ერთერთი უმთავრესი ამოცანაა, რადგან სახელმწიფო ტელემაუწყებლობის აუდიტორია დანარჩენზე გაცილებით მეტია, ხოლო ბრიტანული რეჟიმი ახალი სოდომის ერთ-ერთი მთავარი შემქმნელი და მშენებელია.

ბრიტანეთში ექსპერტები განსაკუთრებით გამოყოფენ ხუთ ძირითად ტელეარხს: ბიბისის, მეოთხე არხს, აიტივის, სკაისა და ვიაკომს. პირველი ორი ბრიტანეთის მთავრობას ეკუთვნის, რომლებსაც ერთობლივად უმეტესი მაყურებელი ჰყავს და სახელმწიფო პროპაგანდას ავრცელებს არა მხოლოდ ბრიტანეთის საზღვრებში, არამედ მთელ მსოფლიოში. ბიბისი აღიარებულია დესტრუქციული პროპაგანდისა და ტვინების გამორეცხვის მსოფლიო მედიაკორპორაციად და არსებობს და მოქმედებს ტელევიზორზე დაწესებული გადასახადის ხარჯზე. მოქალაქეების მიერ ამ გადასახადის გადაუხდელობა ციხით ისჯება. მისი ბიუჯეტი მუდმივად იზრდება და ამჟამად 4 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ამ კორპორაციის საბჭოს შემადგენლობას პირადად ელისაბედ II ნიშნავს.

მეოთხე არხის ხელმძღვანელობამ ჯერ კიდევ 2015 წლის იანვარში განაცხადა, რომ შემოიღებს ახალ კვოტებს, რომლებიც “შეესაბამება” ქვეყნის მოსახლეობის დემოგრაფიულ სურათს. მიიჩნიეს, რომ სოდომელების რაოდენობა 6 პროცენტამდე უნდა გაიზარდოს. მეოთხე არხი ცნობილია იმით, რომ მან ბრიტანეთში პირველმა მოაწყო “ტელევიზიაში გეირევოლუცია”. შეიძლება მსოფლიოში პირველმაც.

“გეირევოლუციის” სიახლე და პროგრესულობა გამოიხატა გადაცემების გაპედერასტებაში _ აჩვენებენ პროგრამებსა და ტელესერიალებს სოდომელებზე და სოდომელებისთვის. უფრო ადრე მსგავსი ღონისძიებების შემოღების შესახებ განაცხადეს ბი-ბი-სიმ, აი-ტი-ვიმ და სკაიმ. ბი-ბი-სიმ მიზნად დაისახა, 2020 წლის ბოლომდე 8-პროცენტიანი კვოტები შემოიღოს ხელმძღვანელობისთვისაც.

კომუნიკაციების საკითხების სამმართველოს ბოლო ანგარიშის თანახმად, ლგბტთა წილი პერსონალის საერთო რაოდენობაში შეადგენს: მეოთხე არხში _ 8 პროცენტს, აიტივიში _ 5 პროცენტს, სკაიში _ 2 პროცენტს, ვიაკომში _ 9 პროცენტს. ბიბისი ჩემპიონია _ 10 პროცენტი პერსონალს შორის და 11 პროცენტი ხელმძღვანელობაში (2019 წლის აპრილის მონაცემებით). გამჟღავნებულ სოდომელებზეა ლაპარაკი. რამდენია ფარული, ღმერთმა უწყის! ბრიტანეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახური კი იუწყება, რომ ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 2 პროცენტი შეიძლება მივაკუთვნოთ სქესობრივად აღრეულებს.

პერსონალის შემადგენლობაში სოდომელების მოძალების ფონზე ბი-ბი-სიმ ეთერში გადაცემების კვოტებიც დაადგინა, რომელთა მიხედვით სოდომელობას მასალების 8 პროცენტი ეთმობა.

სტატისტიკოსები ბი-ბი-სის პროპაგანდისტული ფენის საერთო სურათს ასეთად წარმოგვიდგენენ:

ხელმძღვანელობა: ქალები _ 44 პროცენტი, რასობრივი და ეთნიკური უმცირესობანი _ 12 პროცენტი, ლგბტ _ 11 პროცენტი, ინვალიდები _ 9 პროცენტი. პერსონალი: ქალები _ 48 პროცენტი, რასობრივი და ეთნიკური უმცირესობანი _ 15 პროცენტი, ლგბტ _ 11 პროცენტი, ინვალიდები _ 10 პროცენტი (დამრგვალებულია). ამ მონაცემებს თუ შევაჯამებთ, დავინახავთ (და დავრწმუნდებით), რომ ნორმალური თეთრკანიანი მამაკაცების რაოდენობა უმცირესობაა: ხელმძღვანელობაში 24 პროცენტია, პერსონალში _ მხოლოდ 16 პროცენტი.

კიდევ რა არგუმენტებს მოითხოვთ იმის დასამტკიცებლად, რომ სოდომელები წარმოგვიდგებიან დასავლეთის სამყაროს საზოგადოებრიობის საუკეთესო ნაწილად?

ჩვენთან რა ხდება?

ვდუმვართ, როგორც ერთ დროს, როცა ხმას არ ვიღებდით საქართველოში ნარკომანების არსებობაზე. ვდუმდით, სანამ ამ პრობლემის შესწავლას არ შეუდგნენ მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა მეცნიერები გელა ლეჟავა (მედიცინა) და ანზორ გაბიანი (სოციოლოგია). პირველები საბჭოთა კავშირში.

გჯერათ, რომ დღევანდელ საქართველოშიც გამოჩნდებიან რისკიანი ახალგაზრდები, რომლებიც თავს გადადებენ ამ წერილში მიმოხილული პრობლემური ტენდენციის ნიშნების შესასწავლად?

..

ანეკდოტები თემაზე

კარლსონი ხშირად დადის გეიკლუბში. მოსწონს იქ დამზადებული კერძები, მუსიკა, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის პროპელერი მცირე ბრუნზე აქვს ჩართული.

* * *

უცნაური დრო დაგვიდგა, როცა ზედსართავი სახელიცისფერიარსებითი სახელი გახდა.

* * *

_ რა საყვარელი კნუტია! გოგოა თუ ბიჭი?

_ გაიზრდება და თვითონ გადაწყვეტს.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here