Home ახალი ამბები მსოფლიო რაულ კასტრო კუბის კომპარტიის ხელმძღვანელის პოსტს ტოვებს

რაულ კასტრო კუბის კომპარტიის ხელმძღვანელის პოსტს ტოვებს

76
რაულ კასტრო კუბის კომპარტიის ხელმძღვანელის პოსტს ტოვებს

კუბის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივანმა, 89 წლის გენერალმა რაულ კასტრომ პოსტის დატოვების შესახებ 16 აპრილს გამართულ პარტიის VIII ყრილობაზე განაცხადა.

ინფორმაცია ძმები კასტროების მმართველობის ეპოქის დასრულებაზე, რომელიც 62 წლის განმავლობაში გრძელდებოდა, კუბის კომუნისტური პარტიის გაზეთმა Granma-მ გაავრცელა.

“არმიის გენერალმა თქვა, რომ კმაყოფილებით გადასცემს ქვეყნის ხელმძღვანელობის სადავეებს მომზადებული, გამოწრთობილი და რევოლუციის მონაპოვრების ერთგული ლიდერების ჯგუფს”, _ ნათქვამია გაზეთში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ვარაუდობენ, რომ გენერლის მემკვიდრე იქნება ქვეყნის პრეზიდენტი მიგელ დიას-კანელი. ამასთანავე, ექსპერტთა აზრით, რაულ კასტროს გავლენა კუბის პოლიტიკურ ელიტაზე შენარჩუნდება.

რაულ კასტრო რევოლუციონერი ფიდელ კასტროს უმცროსი ძმაა, მას სახელმწიფო მეთაურის პოსტი 2008-დან (როცა თავისი ძმა შეცვალა) 2018 წლამდე ეკავა.

eadaily.comზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here