Home რუბრიკები პოლიტიკა რატომ ჰგონია აშშ-ის ელჩს, რომ ხალხს მოკლე მეხსიერება აქვს

რატომ ჰგონია აშშ-ის ელჩს, რომ ხალხს მოკლე მეხსიერება აქვს

1124
იან კელი

22 ნოემბერს სპეცოპერაციას, რომელიც ბერი გაბრიელ სალოსის სახელობის ქუჩაზე მიმდინარეობდა, აშშის ელჩი საქართველოში, იან კელი, ასე გამოეხმაურა: “ყველაზე მეტად რაც გვაღელვებს, ეს არის მოსახლეობის უსაფრთხოება. რა თქმა უნდა, ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე პროცესს და ვიცით, რომ გარკვეული ზომები იქნა მიღებული იმისთვის, რომ მოსახლეობა უსაფრთხოდ იყოს და არ დაზარალდეს ამ სპეცოპერაციისას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მათი უსაფრთხოება არის უმნიშვნელოვანესი”.

აშშ-ის ელჩს, რომელიც სამხედრო ექსპერტმა ტრისტან წითელაშვილმა მიმდინარე წელს პანკისის ხეობაში სირიიდან დაბრუნებულ “ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტებთან შეხვედრაში დაადანაშაულა, როგორც ჩანს, ჰგონია, რომ მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მოსახლეობას ან მოკლე მეხსიერება აქვს და აღარ ახსოვს აშშ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულები კაცობრიობის წინაშე, ან, ამერიკელების მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მსგავსად, თვალს ხუჭავენ და პირში წყალი აქვთ ჩაგუბებული.

26 მაისი
26 მაისი

* ბატონ იან კელის, ალბათ, ჰგონია, ქართველ ხალხს დაავიწყდა, რომ აშშ-ის ხელისუფლებასა და მის იმჟამინდელი ელჩებს საქართველოში კრინტი არ დაუძრავთ 2008 წლის ნოემბერსა და 2011 წლის 26 მაისს მშვიდობიანი მომიტინგეების მხეცურად დარბევაზე სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის მიერ, მაშინ არ გახსენებიათ ამერიკელებს, რომ მოსახლეობის უსაფრთხოება არის უმნიშვნელოვანესი”.

* ბატონ ელჩს, ალბათ, ჰგონია, რომ არავის ახსოვს, როგორ დაბომბეს ამერიკელმა სამხედროებმა (მათი თქმით, შეცდომით) 2015 წლის ოქტომბერში ავღანეთის ქალაქ ყუნდუზში 4 დღის განმავლობაში _ 4-ჯერ ჰოსპიტალი საერთაშორისო ორგანიზაციისა “ექიმები საზღვრებს გარეშე”, რომლის შედეგად დაიღუპა 12 ექიმი და 10 პაციენტი, მათ შორის _ 3 ბავშვი.

აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით, ამერიკელებს აცნობეს ჰოსპიტლის ადგილმდებარეობა, მაგრამ 1 საათის განმავლობაში მაინც განაგრძნობდნენ დაბომბვას.

* ბატონ იანს, ალბათ, ჰგონია, რომ ყველამ მიივიწყა 2016 წლის თებერვალში სირიის პროვინცია იდლიბის ქალაქ მაარეტ-ენ-ნუუმანში, სადაც 40 ათასი კაცი ცხოვრობს, ორგანიზაციის _ “ექიმები საზღვრებს გარეშე” ჰოსპიტალისთვის ამერიკული თვითმფრინავებიდან 4 რაკეტის დაშენა, რასაც შენობის ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა, მოსახლეობა კი სამედიცინო მომსახურების გარეშე დარჩა.

* ან იქნებ ჰგონია, არავინ იცის, რომ სულ რამდენიმე თვის წინათ, 2017 წლის ივლისში, ამერიკის ავიაციამ სირიის პროვინცია დეირ-ეზ-ზორის ქალაქ აბუქემალში დაბომბა საავადმყოფო და სპორტის კლუბი, რის შედეგადაც დაიღუპა 6 მოქალაქე და დაიჭრა 10.

* ან იქნებ ჰგონია, რომ მსოფლიოს დაავიწყდა 1945 წელს 6 და 9 აგვისტოს ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ჩამოგდებული ატომური ბომბები, რის შედეგადაც ეს იაპონური ქალაქები პირისაგან მიწისა აღიგავა და მყისვე დაიღუპა 200 ათასამდე მშვიდობიანი მოსახლე.

* ან იქნებ ჰგონია, 1965-73 წლებში ვიეტნამში ამერიკელი სამხედროების მიერ ნაპალმის ბომბებით ამობუგული მილიონობით მშვიდობიანი ადამიანი აღარ ახსოვს არავის.

* თავი რომ დავანებოთ მილიონობით ინდიელის განადგურებას ამერიკის სახელმწიფოს შექმნის პროცესში, ბატონ ელჩს, ალბათ, ჰგონია, რომ აღარავის ახსოვს, ამერიკელების მიერ 1983 წელს კუნძულ გრენადაზე მოწყობილი ხოცვა-ჟლეტა ან ერაყში ჩადენილი საშინელებები, ან ავღანეთში, იუგოსლავიაში თუ ლიბიაში.

სხვათა შორის, ბატონმა იან კელიმ ტრისტან წითელაშვილის ბრალდებას ასე უპასუხა: პანკისის ხეობაში ვიყავი ერთხელ და ისიც საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად. ალბათ, სულ რაღაც, ნახევარი საათის განმავლობაში ვიმყოფებოდი იქ. მიმაჩნია, რომ საქმიანობის გამჭვირვალობა და საჯაროობა არის უმნიშვნელოვანესი. ჩემი საქმიანობა არის გამჭვირვალე, საჯარო და გაშუქებული. მე მხარს ვუჭერ საქართველოს რეფორმების პროცესს, საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და საქართველოს განვითარებას. საზოგადოდ, ჩემი მთავრობა ებრძვის ტერორიზმისა და ექსტრემიზმის ნებისმიერ გამოვლინებას”.

იმის წარმოსაჩენად, როგორ ებრძვის აშშ-ის მთავრობა “ტერორიზმისა და ექსტრემიზმის ნებისმიერ გამოვლინებას”, კიდევ ერთხელ გთავაზობთ ამონარიდებს ცნობილი ამერიკელი იურისტისა და პუბლიცისტის, რეზერფორდის სახელობის ინსტიტუტის დამფუძნებლისა და პრეზიდენტის _ ჯონ უ. უაიტჰედის სტატიიდან (სრულად იხ. “საქართველო და მსოფლიო” #21, 2017 წ.) “ამერიკული ტერორის ბატონობა: ხალხი იმკის იმას, რასაც თესავს” (America’s regn of Terror: A Nation reaps what is Sows):

* ვინ შექმნა მავნე პროგრამა, რომელმაც მსოფლიოში ათასობით კომპიუტერი დააზიანა და რომლის გასაუვნებლადაც ჰაკერები გამოსასყიდს ითხოვენ? _ აშშის მთავრობამ.

* ვინ არის შავ ბაზარზე კიბერიარაღის უდიდესი შემსყიდველი და ვინ იმარაგებს კიბერიარაღს? _ აშშ-ის მთავრობა.

* რომელ ქვეყანას აქვს მასობრივი განადგურების იარაღის ერთ-ერთი დიდი არსენალი? _ აშშ-ს.

* რომელი ქვეყანა ამზადებს იარაღს ყველაზე დიდი რაოდენობით და რომელი ქვეყანაა იარაღის ყველაზე დიდი ექსპორტიორი მსოფლიოში? _ აშშ.

* რომელია ის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ატომური იარაღი გამოიყენა? _ აშშ.

* როგორ შექმნა 1980-იან წლებში სადამ ჰუსეინმა ერაყში ტანკების, თვითმფრინავებისა და რაკეტების უზარმაზარი არსენალი? _ აშშ-ის მთავრობის დახმარებით.

* ვინ უზრუნველყო უსამა ბენ ლადენი დაალ ქაიდა” “გულუხვი ფარული დაფინანსებითა და უმაღლესი დონის საბრძოლო ტექნიკით”? _ აშშის მთავრობამ.

* რომელ ქვეყანას აქვს უდიდესი პრაქტიკული გამოცდილება პროვოკაციების მოწყობისა იმ პირების მიმართ, რომლებსაც კვებავენ პროპაგანდით, ნოუ-ჰაუთი, აძლევენ იარაღს, რათა გადააქციონ ტერორისტებად, შემდეგ კი აპატიმრებენ ტერორიზმთან ბრძოლის გულდასმით დაგეგმილი ოპერაციების ჩარჩოებში? _ აშშ-ს.

* საიდან აქვს ტერორისტულ ორგანიზაციაისლამურ სახელმწიფოსამდენი სახეობის მომაკვდინებელი იარაღი? _ აშშის მთავრობისგან.

* რომელ ქვეყანას აქვს თავის მოქალაქეებზე სახიფათო იარაღისა და ტექნოლოგიების საიდუმლო ტესტირების ისტორია? _ აშშ-ს.

* აშშის მთავრობა ჩვენ არ გვიცავს ტერორიზმისგან. აშშის მთავრობა ქმნის ტერორიზმს; ის, არსებითად, ტერორიზმის წყაროს წარმოადგენს.

* კიბერომი, ტერორიზმი, ბიოლოგიური და ქიმიური შეტევები, სწრაფვა ატომური შეიარაღებისკენ, თვალთვალი, ნარკოტიკები _ მაკიაველიზმით განმსჭვალული აშშ-ის მთავრობა თავისი ტოტალური ძალაუფლების გასაფართოებლად თითქმის ყველა შემთხვევაში თესავდა ტერორიზმის მარცვალს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.

* ჩვენ საქმე არ გვაქვს სახელმწიფოსთან, რომელიც არსებობს იმიტომ, რომ ემსახუროს თავის ხალხს, დაიცვას მისი თავისუფლება და უზრუნველყოს მისი ბედნიერება. ეს ძალიან ჰგავს მაქინაციებს დაუჯერებელი მასშტაბით ამოქმედებული ეშმაკისეული პროგრამისა, რომლის ერთადერთი დანიშნულება არის: მუდმივად (და მომგებიანად) შეინარჩუნოს ძალაუფლებისთვის საჭირო სტრუქტურები.

* ამერიკელი ხალხი იხდის ხარბი მთავრობის გაუმაძღრობისა და ძალაუფლებისკენ სწრაფვის საფასურს. შედეგად ვიტანჯებით ჩვენ.

* ამერიკა არასოდეს იქნება უსაფრთხო, სანამ ჩვენი ხელისუფლება განაგრძობს ძარცვას, გაკოტრებას, მკვლელობებს, არასტაბილურობის შექმნას, ამბოხებების დაფინანსებას, მასობრივი განადგურების იარაღის დაგროვებასა და მსოფლიოს გაკონტროლების მცდელობას”.

აი, ასე ზრუნავს აშშ თავისი და სხვა ქვეყნების მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here