Home რუბრიკები საზოგადოება რატომ ცდილობდნენ კიევში ხალხთა მეგობრობის თაღის ლგბტ-თა ფერებში გადაღებვას

რატომ ცდილობდნენ კიევში ხალხთა მეგობრობის თაღის ლგბტ-თა ფერებში გადაღებვას

1596
კიევი

2014 წელს კოპენჰაგენში გამართულევროვიზიისკონკურსში ავსტრიელი ტრანსვესტიტის _ კონჩიტა ვურსტის (ტომ ნოივირტის) გამარჯვებისა და აშშის იმჟამინდელი ვიცეპრეზიდენტის _ ჯო ბაიდანის დამუქრების შემდეგ _ ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინება მსოფლიოს ყველა ქვეყანაში უნდა დაკანონდესო, ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა კიდევ უფრო გამძაფრდა. სწორედ ამ პროპაგანდის ნაწილია ის, რაც ამ დღეებში უკრაინის დედაქალაქში მოხდა.

უკრაინელი ნაციონალისტების მიერ ამერიკელი პატრონების ძალისხმევით კანონიერი ხელისუფლების დამხობის შემდეგ არა მხოლოდ უკრაინის ეკონომიკა განიცდის დეგრადაციას, არამედ, ე.წ. დასავლური ფასეულობების გავლენით, დავიწყებას ეძლევა ის ტრადიციები და ფასეულობები, რომლითაც გამორჩეული იყო ეს ქვეყანა საბჭოთა კავშირის პერიოდში _ კერძოდ, მეგობრული, სულიერი და რელიგიური (უკრაინელთა უდიდესი ნაწილი მართლმადიდებელია) კავშირებით არა მხოლოდ სისხლით მონათესავე რუს ხალხთან, არამედ საქართველოსა და სხვა ქვეყნებთანაც, თუმცა მხოლოდ უკრაინა არ განიცდის ე.წ. დასავლური დემოკრატიის გავლენას. ასეთი ქვეყნების რიგში საქართველოცაა. ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა თავის დროზე ერთხმად დაუჭირეს მხარი ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას, ახლახან კი უარი თქვეს, კონსტიტუციაში ჩაეწერათ დეფინიცია, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთიანობა.

2016 წლის ბოლოს უკრაინის პარლამენტის დეპუტატმა “პეტრე პოროშენკოს ბლოკიდან” _ სერგეი ლეშჩენკომ განაცხადა, რომ უკრაინის საკანონმდებლო ორგანო აუცილებლად მიიღებს კანონს ქვეყანაში ერთი და იმავე სქესის მქონე პირებს შორის ქორწინების ლეგალიზაციის შესახებ.

რა თქმა უნდა, ეს მოხდება, ოღონდ საკითხავია _ როდის. ეს შეიძლება იყოს ევროკავშირში უკრაინის ინტეგრაციის ერთერთი პირობა. მოხდება ეს 2017 წელს? _ არ ვიცი. შესაძლოა, ამჟამინდელმა პარლამენტმა არ მიიღოს ეს კანონი, მაგრამ შემდეგი აუცილებლად მიიღებს, თუკი, რა თქმა უნდა, შენარჩუნდება ორიენტაცია ევროპის კავშირზე”, _ დააიმედა უკრაინელები ლეშჩენკომ ერთ-ერთი გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში. საპრეზიდენტო ფრაქციის წარმომადგენელი მხარს უჭერს, აგრეთვე, უკრაინაში ე.წ. მსუბუქი ნარკოტიკის ლეგალიზებას (დააკვირდით _ როგორ ერთნაირად მოქმედებენ ე.წ. პროამერიკული ძალები თავიანთი ქვეყნის საწინააღმდეგოდ. საქართველოშიც ხომ ასე მოხდა: მართლმადიდებელი ეკლესიის ლანძღვა-გინების ფონზე ჯერ ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღეს, შემდეგ ჰომოსექსუალების ე.წ. აღლუმის ჩატარებას შეეცადნენ, ახლახან კი პოლიტიკური ცენტრის _ “გირჩის” თაოსნობითა და ხელისუფლების თანხმობით, ე.წ. მსუბუქი ნარკოტიკის _ მარიხუანის მოხმარებისთვის სასჯელი თითქმის გაუქმდა _ ნ. კ.).

მსოფლიოში დაიწყო მსუბუქი ნარკოტიკების ლეგალიზება. ესეც აუცილებლად მოხდება უკრაინაში, მაგრამ საზოგადოება ამისთვის ჯერ არ არის მზად (საქართველოში კი, როგორც ჩანს, უკვე მოამზადეს საზოგადოება ჩვენმა “კეთილისმსურველებმა” _ ნ. კ.). ამასთანავე, საჭიროა პროსტიტუციის ლეგალიზებაც, რაც სოციალური დაცვის, ფიზიკური უსაფრთხოების გარანტიებს მისცემს ამ საქმით დაკავებულებს. ფული კი მიმართული იქნება ბიუჯეტისკენ. ბევრი ქვეყანა პროსტიტუციას იყენებს, როგორც სატყუარას ტურისტებისთვის. უკრაინელები ამ სახელმწიფოების მოსახლეობაზე სულელები არ უნდა იყვნენ. პროსტიტუცია აუცილებლად უნდა იყოს ლეგალიზებული”, _ განაცხადა უკრაინის პარლამენტის დეპუტატმა სერგეი ლეშჩენკომ.

ამ დასავლური ფასეულობებისა და ღირებულებების უკრაინაში გადმოტანის კიდევ ერთი მცდელობაა გადაწყვეტილება, რომელიც ახლახან მიიღო უკრაინის დედაქალაქის მთავრობამ, კონკურსევროვიზია-2017-ის მიმდინარეობისას, 9-13 მაისის პერიოდში, მონუმენტხალხთა მეგობრობის თარიღისლგბტთა ფერებშიშემოსვისადა არტობიექტად გადაქცევის შესახებ სახელწოდებითმრავალფეროვნების თაღი”.

“ვამაყობ, რომ ქვეყანა ნელ-ნელა იცვლება _ ივსება ახალი აზრებით, თავისუფალი ადამიანებისთვის დამახასიათებელი ახალი განცდებით, აზროვნებით, სულიერად თავისუფალი ადამიანებით. შევხედოთ არტინსტალაცია Arch of Diversity-ს (“მრავალფეროვნების თაღი”) _ ყველაზე დიდ ხელოვნურ ფერად ცისარტყელას. ევროვიზიის შემდეგ კი ყველაფერს ისევ თავის ადგილას დავაბრუნებთ, როგორც იყო”, _ დაწერა სოციალურ ქსელში სამუშაოების შემსრულებელი კომპანია CFC Consulting-ის მმართველმა ევგენი კუროჩკამ.

აი ასეთი “თავისუფალი აზროვნებისა და სულიერების მქონე საზოგადოების” შექმნას ცდილობს აშშ-ის მარიონეტი უკრაინის ხელისუფლება ქვეყანაში, ასეთია “დემოკრატიული” დასავლეთის ნება, რომელსაც სურს, არა მხოლოდ საქართველოსა და უკრაინაში, არამედ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში დაამკვიდროს ჰომოსექსუალიზმი, ერთი და იმავე სქესის პირებს შორის ქორწინება, სექსგანათლების გაკვეთილები 6-7 წლის ბავშვებისთვის, ჰომოსექსუალი წყვილების მიერ ბავშვის შვილად აყვანა, პედოფილია და სხვა საზიზღრობები, რომლებსაც ადამიანის მოდგმა ოდითგანვე ეწინააღმდეგებოდა, თუმცა დღეს ეს მანკიერებები ჩვეულებრივ მოვლენად იქცა დემოკრატიის მქადაგებელ სახელმწიფოებში, რომლებსაც სურთ, ეს ყველაფერი თავს მოახვიონ მართლმადიდებელ ქვეყნებს, რომლებშიც ჯერ კიდევ ძლიერია ტრადიციული ფასეულობები.

გიორგი გელაშვილი

P.S. უკრაინელი ნაციონალისტების რადიკალური გაერთიანებამემარჯვენე სექტორისწარმომადგენლებმა ხალხთა მეგობრობის თაღის ცისარტყელას ფერებში გადაღებვის სამუშაოები შეაჩერეს.

ჩვენ არ ვეთანხმებით ამ .. მორთულობას, რადგან ეს ლგბტ შეფარული პროპაგანდაა. ეს არის ვოლუნტარისტული გადაწყვეტილება კიევის მერიისა, რომელსაც სურს, თავი მოაწონონ ევროპას. კიევის ხელისუფლება ცდილობს, უკრაინა და მისი დედაქალაქი წარმოადგინოს, როგორც გარყვნილების დედაქალაქი”, _ განაცხადამემარჯვენე სექტორისსპიკერმა არტემ სკოროპადსკიმ.

ცნობისთვის:

ხალხთა მეგობრობის თაღიკიევის ერთერთ პარკშია. ის 1982 წელს გახსნეს სსრკის შექმნის 62- წლისთავზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here