მთავარი საზოგადოება რატომ მოგვიმრავლდნენ “ძუკნის შვილები”?

რატომ მოგვიმრავლდნენ “ძუკნის შვილები”?

2271
გააზიარეთ
კადრი ფილმიდან „ტაქსი“

ორ ათეულ წელზე მეტია, სულიერი, ფიზიკური და კულტურული კატასტროფის ტალღამ წალეკა საქართველო და მისი მოქალაქენი. ამ ტალღის ერთერთი შემადგენელია ბილწსიტყვაობა. თუ ადრე ეს დამნაშავეთა სამყაროს წარმომადგენლების, მეძავების, ლოთების, ნარკომანებისა და სოციუმის ფსკერის სხვაბინადართასფეციფიკური ენა იყო, ახლა ის ღრმად შეიჭრა საზოგადოების მრავალ შრეში.

დღეს ყველა იგინება საჯაროდ: მამაკაცი, დედაკაცი, მოხუცი, ბავშვი, მოზარდი, სკოლის მოსწავლე, სტუდენტი, მასწავლებელი, ექიმი, მეცნიერი, ინჟინერი, მწერალი, პოეტი, მუსიკოსი, მხატვარი, მსახიობი; იგინებიან, აგრეთვე, ჩვენთან “წითელ წიგნში” შეტანილი მუშები და გლეხები. აღარაფერს ვამბობ საქართველოს ე.წ. პოლიტიკურ და ბიზნეს ელიტებზე. ბილწსიტყვაობის მყრალი ნიაღვარი მოედინება ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოდან _ პარლამენტიდან, კინოეკრანიდან, ტელევიზორიდან, რადიოდან. ამ “საშვილიშვილო” საქმეში პირველობას არავის უთმობს “გამარჯვებული ხალხის (თუ ხალხზე გამარჯვებული) ტელევიზია” – რუსთავი 2”. მხოლოდ ე.წ. ტელესერიალი ჩემი ცოლის დაქალები რად ღირს… განურჩევლად ყველა პერსონაჟი “მადიანად” იგინება. თუმცა, ამ, თავისი არსით, გაპირუტყვების “სახელმძღვანელოს” არაფრით ჩამორჩება კინოხელოვნების ისეთი “შედევრი”, როგორიცაა ქართული ე.წ. კინოფილმი ტაქსი”. ხსენებული ნაცოდვილარის უკვე მეორე წუთზე საზოგადოებას სასქეზო ორგანოზე “იკიდებს” ტაქსისტის როლში მოვლენილი ვანიკო თარხნიშვილი. ჩანს, “ფილმის” რეჟისორი და სცენარისტი ნიჭის მწვავე ნაკლებობას განიცდიან და, როგორც ხელოვნებაში მოღვაწე ყველა უნიჭო ადამიანი, ყურადღების მიქცევის მიზნით მიმართავენ თავისებურ შოკს, უკიდურესი ნატურალიზმის ერთ-ერთ “სახეობას” _ ბილწსიტყვაობას. “ტაქსის” თითქმის ყველა ეპიზოდი გაჟღენთილია უწმაწური სიტყვებით და დედის გინებით. მაგალითად, სამოც წელს გადაბიჯებული მსახიობის _ ტრისტან სალარიძის გმირის ლექსიკაში ყველაზე “კეთილხმოვანი” სიტყვაა “პ…ი”. არადა, მათ, ვინც ორმოცდაათი წლისაა და უფრო მეტის, უთუოდ ემახსოვრებათ, რომ ბავშვობაში ქუჩიდან მოტანილ და ოჯახში ნათქვამ “ცუდ სიტყვას” აუცილებლად მოჰყვებოდა პირის ღრუს საპნიანი წყლით გამოვლების “არადემოკრატიული” პროცედურა.

სულ რაღაც, 30 წლის წინათ (აღარაფერს ვამბობ ძველ დროზე) ქართველი კაცი ყველაზე დიდ შეურაცხყოფად, სავსებით სამართლიანად, მიიჩნევდა დედის შეგინებას. ამის გამო ბევრმა ენაბილწმა უდროოდ დაიმკვიდრა ადგილი სასაფლაოზე. თუმცა გავიდა დრო და, ჰოი, საოცრებავ, ბილწსიტყვაობა, რომელსაცკომუნისტური მონობისპერიოდში ტაბუსმძიმე ბორკილებისაიმედოდ ჰქონდა დადებული, ანუ საზოგადოების თავშეყრის ადგილას გინებისთვის 15 დღეღამითვირის აბანოში.. პარაშას გახეხინებდნენ, “აყვავდა და გაიფურჩქნადამოუკიდებელ საქართველოში. თუ უწინ დედის დაფიცება იყო საქმის გაკეთების ან დაპირების შესრულების ასპროცენტიანი გარანტია, დღეს მშობელი დედის გინებას უფრო მეტი ფასი აქვს, ვიდრე ნოტარიუსის ბეჭედს ან საქმიან ხელშეკრულებას. ახლანდელი მამაკაცების “დაფიცებას”: ბოზის შვილი ვიყო შეემატა დედაკაცური: მამაჩემის ბოზი ვიყო და კიდევ ამაზე გაცილებით უარესი. ქართველ საზოგადოებაში შხამიანი სოკოებივით მრავლდებიან “ბოზის შვილები”, თუმცა გასაკვირი არ არის _ დღეს ხომ მეძავობა, პედერასტობა, ლესბოსელობა და ნარკომანობა ე.წ. ელიტურ წრეში პრესტიჟულია?! ცხრა მთას იქით არ არის ის დროც, როცა შვილი სიამაყით განაცხადებს, ჩემი დედა როსკიპია, მამა კი _ ბისექსუალი.

ტრანსგენდერი კესარია და გია ჯაჯანიძე
ტრანსგენდერი კესარია და გია ჯაჯანიძე

განუზომლად მტკივნეულია ქართველი ქალის დაცემა, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის მრავალრიცხოვან ე.წ. ტელეშოუს, რომელთა შორის გამორჩეულია გაურკვეველი “საზოგადოებრივ-პოლიტიკური” ორიენტაციის არსების, ვინმე გიორგი ჯაჯანიძის გადაცემა სხვა რაკურსი (ტელეკომპანია იმედი). მისი ხშირი სტუმრები არიან ქუჩის ქალები და ქუჩის კაცები თავიანთი ქუჩური ლექსიკითა და ქუჩური “ფილოსოფიით”… თუმცა, კაცი მარტო ჭამაშიც ცოდოაო და მხოლოდ ჯაჯანიძეს ყველა იმ უბედურებას, რომლებიც თავს დაგვატყდა, ვერ დავაბრალებთ. არსებობენ პოპულარული და ნაკლებად პოპულარული ტელეარხების წამყვანები, რომლებსაც ჯაჯანიძის “დიდება” ძილს უფრთხობს… მაგალითად, ტელეკომპანია “კავკასიას” სტუმრობდა ძალად მარქსისტი, საქართველოში უკვე არარსებული მუშათა კლასის ინტერესების დამცველი ირაკლი კაკაბაძე. “ამხანაგმა” კაკაბაძემ არ დაინდო მდიდრები და სტუდიიდან “სამსართულიანი” დედის გინებით “შეამკო” კაპიტალიზმი თავისი კაპიტალისტებით. ცნობისთვის: კაკაბაძის “დასავლელი” კურატორები კარგად იყენებენ ქართველი “მარქსისტის” არასახარბიელო სახეს ბოლო წლებში მსოფლიოში ძალზე მომძლავრებული კომუნისტური იდეოლოგიის დისკრედიტაციისთვის და მრავალათასიანი გრანტებით აჯილდოვებენ “ცელქ ბიჭუნას”. სხვათა შორის, ეთერში ასეთ ბილწსიტყვაობას, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, სათანადო საცენზურო ორგანო უყურადღებოდ არ დატოვებდა _ ტელეარხს ჩამოართმევდნენ ლიცენზიას ან მრავალმილიონ ჯარიმას დააკისრებდნენ. ანუ, აშშ საკუთარ მოქალაქეებს იცავს, ხოლო სხვა ქვეყნის მოქალაქეებს რყვნის, როგორც შეუძლია, თუნდაც ირაკლი კაკაბაძის პირით. შევახსენებ ირაკლი კაკაბაძესა და ტელეეთერის დამაბინძურებლებელ სხვა ხულიგნებს, რომ დიდი ინტელექტუალები თავის უკიდურესად უარყოფით დამოკიდებულებას ამა თუ იმ მოვლენისადმი ან კონკრეტული პიროვნებისადმი გამოთქვამენ ისე, როგორც ეკადრება კულტურულ, ღირსეულ ადამიანს.

ტრანსგენდერი კესარია და გია ჯაჯანიძე
ტრანსგენდერი კესარია და გია ჯაჯანიძე

სამწუხაროდ, არც 21-ე საუკუნის “შენაძენი” _ სოციალური ქსელები გამოირჩევა დარბაისლობით _ ბილწსიტყვაობა მათი აუცილებელი ატრიბუტია.

უეჭველია, ეს საზიზღრობა კეთდება შეგნებულად ე.წ. გლობალისტების, სინამდვილეში კი, მსოფლიო ფინანსური მაფიის მიერ. შეგახსენებთ ე.წ. “დალესის დოქტრინის” ფრაგმენტებს: “… ჩვენ მთელ ოქროს, მატერიალურ ძლიერებას გადავისვრით ხალხის გამოსათაყვანებლად. ადამიანის ტვინი, ხალხის შეგნება შეიძლება შეიცვალოსჩვენ შეუმჩნევლად შევცვლით ნამდვილ ფასეულობებს სიყალბით და ვაიძულებთ მათ, იწამონ ეს ყალბი ფასეულობები. როგორ? ჩვენ ვიპოვით მათ წრეში თანამოაზრეებს, თანამშრომლებსა და მოკავშირეებსლიტერატურაში და ხელოვნებაში მათ თანდათან მოვუსპობთ სოციალურ არსს. ხელოვანთ ჩავუკლავთ მისწრაფებას, შექმნან სახეები, გამოიკვლიონ პროცესები ხალხთა მასების წიაღში. ლიტერატურა, თეატრი, კინო ადამიანის ყველაზე უფრო მდაბალი გრძნობების ამსახველი და გამავრცელებელი იქნება. ჩვენ მხარს დავუჭერთ და შევაქებთ ეგრეთ წოდებულ ხელოვანთა შემოქმედებაში სექსის, ძალადობის, სადიზმის კულტს _ ერთი სიტყვით, ამორალურსპატიოსნება და წესიერება არავისთვის საჭირო აღარ იქნება. ის წარსულის გადმონაშთად გადაიქცევა. უზრდელობა და თავხედობა, ცილისწამება და მაწანწალობა, ლოთობა და ნარკომანია, ცხოველური შიში ერთმანეთისადმიყველაფერი ეს ოსტატურად და შეუმჩნევლად იქნება კულტივირებული და აყვავდება მძაფრი ფერებით…. ჩვენ ვიბრძოლებთ ადამიანების გასარყვნელად ბავშვობისა და ჭაბუკობის ასაკიდან. ყოველთვის გავაკეთებთ არჩევანს ახალგაზრდებზე, რათა მოვქრთამოთ და გავხრწნათ ისინი. ახალგაზრდებისგან ჩვენ შევქმნით ჯაშუშებსა და კოსმოპოლიტებს”. რომელიღაც ლიბერასტი შემედავება: ეს ალენ დალესის სიტყვები არ არის, მიაწერეს და, საერთოდ, “ფეიკიაო”. მართალია, ეს ეშმაკის ლუღლუღი დალესს არ დაუწერია, მაგრამ ამ დოკუმენტს აქვს ოფიციალური დასახელება _ ამერიკის შეერთებული შტატების ომისშემდგომი დოქტრინა და შექმნილია 1948 წელს. თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ დაწერა _ ალენ დალესმა თუ გივი თარგამაძემ. მთავარია, ამ დოკუმენტის თითოეული დებულება ჩვენ თვალწინ წარმატებით ხორციელდება. ავიღოთ თუნდაც დღევანდელი ლიტერატურა. ვინ ითვლება მის მნათობად? ვინ და, “მწერალ-პოეტები” _ დეისაძე, ბუღაძე, ქარუმიძე, ბურჭულაძე და სხვ. ჩამოთვლილი ინფუზორიების ასპარეზი იმ “ავადსახსენებელ კომუნისტურ პერიოდში” იყო საზოგადოებრივი საპირფარეშოები, რომელთა კედლებსაც თავიანთი ფსიქიკურად დაავადებული ტვინის ნაჟურით “ამშვენებდნენ”, დღეს კი ამ პათოლოგებს მფარველობს და პრემიებით ანებივრებს ქართული “ლიტერატურისა” და “ხელოვნების” “მეცენატი”, მევახშეთა “უსტაბაში” მამუკა ხაზარაძე.

თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში “სპონსორები” უწინარესად ბილწსიტყვაობას აფასებენ. მაინც რატომ ელოლიავებიან ენაბილწებს ვითომ რესპექტაბელური “ბიძიები და დეიდები” ამერიკიდან და ევროკავშირიდან? რა საფრთხეს შეიცავს არანორმატიული ლექსიკა და რას ნიშნავს ბილწსიტყვაობა?

ლინგვისტების ცნობით, ყველა ენაში ბილწსიტყვაობა ერთსა და იმავეს ნიშნავს. ეს არის შედარებით პატარა და შეკრული სიტყვების ჯგუფი, რომელშიც შედის ადამიანის (კაცისა და ქალის) სხეულის, უპირველეს ყოვლისა, გენიტალიების, სქესობრივი აქტისა და სხვა ფიზიოლოგიური მოთხოვნილების (მოშარდვა, დეფეკაცია) სახელწოდებები.

ბილწსიტყვაობის მიზეზები

მიზეზი რამდენიმეა. პირველი: მეტყველების ემოციური ამაღლება (როცა ადამიანს არ აქვს სიტყვების მარაგის საკმარისი რაოდენობა, ბილწსიტყვაობის მოშველიებით, ცდილობს, მისცეს თავის სიტყვებს მკვეთრად გამოხატული ემოციური ელფერი); მეორე: ფსიქოლოგიური დაძაბულობის მოხსნა (ემოციური ცრუ განმუხტვა); მესამე: ტკივილის შოკის მოხსნა (არცთუ იშვიათად ვიგინებით, როცა ფეხს წამოვკრავთ, მაგალითად, ქვას ან სხვა საგანს); მეოთხე: მიმართვის ადრესატის შეურაცხყოფა, დამცირება (მოკლედ, თანამოსაუბრის გინება); მეხუთე: აგრესიის გამომჟღავნება (ადამიანი ცდილობს, თავისი განრისხების დონის დემონსტრირებას ამა თუ იმ ვითარებაში); მეექვსე: უშიშრობის გამოხატვა (როცა ადამიანი არ არის დარწმუნებული თავის თავში, საკუთარ ძალებში); მეშვიდე: ბილწი სიტყვების წარმომთქმელის მხრიდან გულწრფელობის, დამოუკიდებლობის დემონსტრირება (ადამიანი ცდილობს, დაარწმუნოს გარშემო მყოფნი, რომ “მე მოდუნებული ვარ, არ ვარ დაძაბული”); მერვე: აკრძალვების სისტემის მიმართ უპატივცემულობის დემონსტრირება (ეს მეტყველებს, რომ ყიამყრალის ლექსიკონი ძალზე ღარიბია).

მეცნიერება ბილწსიტყვაობაზე

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ბგერების, მათ შორის, ადამიანის მიერ წარმოთქმულის ზემოქმედებით, წყლის მოლეკულები მწკრივდებიან რთულ სტრუქტურებში. იაპონელმა მეცნიერმა მასარუ ემოტომ დაამტკიცა, რომ წყალი არათუ აღიქვამს ინფორმაციას, არამედ შეუძლია, სტრუქტურა შეიცვალოს სიტყვისა და აზრის ზემოქმედებითაც. უახლესი მოწყობილობის დახმარებით მეცნიერმა შეძლო, გაეყინა და გადაეღო მიკროსკოპის ქვეშ არსებული წყლის კრისტალების სტრუქტურა. ნანახმა გააოგნა მასარუ-სანი: დადებითი სიტყვების ზემოქმედებით წყლის კრისტალებმა მიიღო საოცარი სილამაზის ფორმები, ხოლო სალანძღავმა სიტყვებმა კრისტალები დაამახინჯა. და, თუ გავითვალისწინებთ უტყუარ ფაქტს, რომ ადამიანის სხეულის ოთხმოცზე მეტი პროცენტი სითხისგან შედგება, არ არის რთული იმის წარმოდგენა, რა ზიანს ვაყენებთ ბილწსიტყვაობით საკუთარ თავს, ჯანმრთელობას.

რუსი მეცნიერები ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტიდან, რომლის დამაარსებელი და პირველი რექტორი გახლდათ ჩვენი თანამემამულე, დიდი მათემატიკოსი ილია ვეკუა, მრავალი ცდის შედეგად მივიდნენ მეტად დამაფიქრებელ დასკვნამდე _ ადამიანი სიტყვებითა და აზრებით ქმნის ან ანგრევს თავისი მემკვიდრეობის აპარატს. აღმოჩნდა, რომ დნმ-ს ელექტრომაგნიტური არხებით შეუძლია აღიქვას ადამიანის მეტყველება და ტექსტი, რომელსაც ის კითხულობს. ერთი შეტყობინება აჯანსაღებს გენებს, მეორე _ აზიანებს. მაგალითად, ლოცვის კეთილი სიტყვები აღვიძებს გენეტიკური აპარატის სარეზერვო შესაძლებლობებს, ბილწსიტყვაობა და წყევლა კი იწვევს მის მუტაციას (ცვლილებას), რომლებსაც მოჰყვება გადაგვარება. იგინება ადამიანი და მისი ქრომოსომები დეგრადირდება, შედეგად დნმ იწყებს არაბუნებრივი პროგრამების გამომუშავებას. ასე და ამგვარად, შთამომავლობას თანდათანობით გადაეცემა დეგენერაციის პროგრამა… სამყაროში არის პროდუქტები, რომლებიც მალე ფუჭდება, ასევეა მეხსიერებაში ბილწსიტყვაობა. აი აქედან აქვთ ახალგაზრდებს მოხუცებულისთვის დამახასიათებელი სნეულებანი: სკლეროზი, საერთო ატროფია, გულის უკმარისობა და სხვ. ჩვენი გენური აპარატი არის სიტყვების გრძელი რიგი, გააზრებული ტექსტი, რომელიც ჩვენი და უსასრულობის შემოქმედის _ ღმერთის მეტყველებაა. ამით მეცნიერება ადასტურებს სახარების ჭეშმარიტებას, რომ “თავდაპირველად იყო სიტყვა; და სიტყვა იყო ღმერთთან; და სიტყვა იყო ღმერთი.” (იოანე. 1,1-2.)

ბილწსიტყვაობასთან არის დაკავშირებული კიდევ ერთი საინტერესო დაკვირვება. იმ ერებში, რომელთა საგინებელ ლექსიკაში არ არის კაცის ან ქალის სასქესო ორგანოების ხსენება, არ არის აღმოჩენილი დაუნის დაავადება, ასევე, ბავშვთა ცერებრული დამბლა. არადა, ეს სნეულებები საქართველოში “ყვავის”… კიდევ _ თუ მამაკაცი უარყოფითი ენერგიის ამოფრქვევისას ახსენებს სასქესო ორგანოს და მისი სახელწოდებით “ამკობს” ოპონენტს, ამით ის ნეგატიურად მოქმედებს თავის “მამაკაცურ ღირსებაზე”. ასეთი ენაბილწი ნაადრევად ხდება იმპოტენტი და, დამატებით იძენს რომელიმე მძიმე უროლოგიურ დაავადებას. ავადდდება ისიც, ვინც ისმენს გინებას. ამიტომ, თუ გსურთ, ჯანმრთელობის მდგონმარეობა არ გაგიუარესდეთ _ დაუყოვნებლივ გაერიდეთ ენაბილწებს.

დასაშვებია ბილწსიტყვაობა ექსტრემალურ ვითარებაში?

მაგალითად, ომში ან ჩხუბში? როცა ადამიანი ბილწსიტყვაობს ჩხუბში ან ბრძოლაში, ის შეუგნებლად მოუხმობს ბოროტ სულებს და მათგან იღებს ძალასა და სისასტიკეს; მაგრამ, ვალი ხომ დასაბრუნებელია? მეომრებისგან ეშმაკი ხშირად იღებს ხარკს ლოთობის, ნარკომანიისა და გარყვნილების სახით. ამ მანკიერი ჯაჭვის ყველა რგოლი ერთმანეთს აძლიერებს და მიჰყავს ადამიანი სულისა და სხეულის სიკვდილამდე. ეს ყველაფერი კარგად იცოდა ჩვენმა წმინდა მეფე დავით აღმაშენებელმა. მან ქართულ ჯარში სალაღობო სიმღერებიც კი აკრძალა და ამიტომ მისი მეფობის პერიოდში ქართველი მხედრობა დაუმარცხებელი იყო.

სოციოლოგები ბილწსიტყვაობაზე

დავით ცირეკიძე, სოციოლოგი: _ ბოლო ათწლეულში ძალზე გაფართოვდა უცენზურო სიტყვების მოყვარულთა სოციალურ-დემოგრაფიული შემადგენლობა. უკვე აღარაა საუბარი ცალკეულ სოციალურ შრეებზე, რომელთა წარმომადგენლებს გამოააშკარავებ საგინებელი სიტყვების წარმოთქმის ოსტატობის მიხედვით. იგინებიან მეცნიერები და ხარატები, მსახიობები და ტაქსისტები, ექიმები და საბავშვო ბაღების აღმზრდელებიც კი; ანუ, დღევანდელ საზოგადოებაში ბილწსიტყვაობა არ არის გარკვეული სოციალური ჯგუფის პრივილეგია. კიდევ, ამ სფეროში მამაკაცებმა დაკარგეს “უპირატესობა” არა იმიტომ, რომ დანებდნენ, არამედ ქალებმა ყიამყრალობაში წარმატებას მიაღწიეს ე.წ. თანასწორობის მოპოვებით. ბუნებრივია, რომ ბილწსიტყვაობა გავრცელებულია მათ შორის, ვინც დაკავებულია მძიმე ან მონოტონური სამუშაოს შესრულებით. ბილწსიტყვაობას, აგრეთვე, ხელს უწყობს და აძლიერებს შრომის ცუდი ორგანიზება. რაც შეეხება ასაკობრივ ზღვარს, ის გაფართოვდა; ყოველ შემთხვევაში, დამწყებ კლასებში ბევრმა ისწავლა უცენზურო სიტყვები. მეხუთე კლასში მიმდინარეობს არანორმატიული ლექსიკის აქტიური ათვისების პროცესი, მეექვსე კლასში კი ზოგიერთი მოწაფე ( მათ შორის, გოგონები) უკვე “საქმის ცოდნით” იყენებენ ტაბუირებულ სიტყვებს ყოველდღიურ ურთიერთობებში. შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში ბილწსიტყვაობამ მიიღო პანდემიის ხასიათი, რაც სოციალური უბედურებაა. მოვუწოდებ ხელისუფლებას, გამოსცეს კანონი, რომელიც აკრძალავს უცენზურო ლექსიკის გამოყენებას ადამიანის მოღვაწეობის ყველა სფეროში და, უპირველესად, მასმედიაში.

იმ წყლის კრისტალი, რომელსაც „უთხრეს“ სიტყვა „ქრისტიანობა“
იმ წყლის კრისტალი, რომელსაც „უთხრეს“ სიტყვა „ქრისტიანობა“

ეკლესიის დამოკიდებულება ბილწსიტყვაობისადმი

თეოდორე გიგნაძე, დეკანოზი: _ ბილწსიტყვაობა მომაკვდინებელი ცოდვაა. ენაბილწი მკრეხელობს ღვთისმშობელზე, დასცინის საკუთარ დედას, შეურაცხყოფს მიწას, რომლისგანაც შექმნილია. ეკლესიის შემდეგ მეცნიერები და მედიკოსები მივიდნენ იმ აზრამდე, რომ ყველა დაავადება ადამიანის სულში ჩნდება.

იმ წყლის კრისტალი, რომელსაც „უთხრეს“: „ვერ გიტან, მოგკლავ“
იმ წყლის კრისტალი, რომელსაც „უთხრეს“: „ვერ გიტან, მოგკლავ“

სანამ რომელიმე ორგანო ატკივდება ადამიანს, დაარღვევს თავის მუშაობას სისტემა თუ ფუნქცია, მანამ ჩნდება წინაპირობა სულიერების დონეზე _ აზრებში, ემოციებში, სიტყვებსა და მოქმედებებში. ავადმყოფობის თავიდან აცილება ან შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ ზნეობრივი თვისებებით. ფსიქიკური და ფიზიკური პათოლოგიის ძირითადი მიზეზი უზნეობაა. მხოლოდ სულიერი სრულყოფა დაიცავს ადამიანს სხვადასხვა დაავადებისგან. ძლიერ უნდა განავითარო შენში სიყვარული, სიკეთე, სილამაზის აღქმა; უნდა ისწრაფვოდე ცოდნისკენ, განავითარო პასუხისმგებლობა შენი აზრებისადმი და მოქმედებებისადმი. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის ექსპერტების დასკვნის მიხედვით, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა 10%-ით განისაზღვრება მედიცინის განვითარების დონითა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მდგომარეობით; 20%-ით განისაზღვრება გარემოს მდგომარეობით და 70%-ით ცხოვრების წესით. ერთადერთი გზა, რომელსაც თითოეული ადამიანი მიჰყავს ჯანმრთელობისკენ, არის თვითონ ადამიანის მიერ საკუთარი თავისადმი დამოკიდებულების შეცვლა. იმას, ვინც ენაბილწია, აქვს ორი გზა: პირველი _ იცის რა, რომ ბილწსიტყვაობა ცუდია, მაგრამ მაინც განაგრძობს გინებას, ამით რთავს თვითგანადგურების პროგრამას; ხოლო, მეორე გზა არის სულიერი ზრდა, საკუთარი თავის სრულყოფა, სილამაზის გზა.

თავისუფალი ნების კანონი გვაძლევს არჩევანის გაკეთების უფლებას, თუ რომელი გზით ვიაროთ.

მაგრამ, მოდი, ერთ თვეს მაინც თავი შევიკავოთ ცუდი სიტყვების წარმოთქმისგან და ყურადღებით დავაკვირდეთ, რა ცვლილებები მოხდება ჩვენს ცხოვრებაში.

ბილწსიტყვაობაზე უარის თქმით, მივიღებთ ღვთისგან საჩუქრად ჯანმრთელობას, ბედნიერებას, იღბალს, ნათელ გონებას, გააზრებულ ქმედებებს და ახლობლების სიყვარულს.

გიორგი კორძაძე

3 COMMENTS

  1. თქვენ გაიხარეთ , ბ-ნო გიორგი, თითქოს ჩემს გულში იჯექით და ჩემი ენით ესაუბრეთ საზოგადოებას ,ეს რა უბედურება გვჭირს, როგორ გათახსირდა ქვეყანა, მოიწამლა საზოგადოება,რა ეშველება ცვენს შვილებსა და შვილიშვილებს,მაგალითს დიდი ძალა აქვს, საერთოდ.როგორ გაუხეშდა ჩვენი ულამაზესი ქართული ენა.სად არის გამოსავალი.მარტო სკოლა ამ საქმეს ვერაფრით ვერ გასწვდება,სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს კანონი,უზრდელი და უწმაწური სიტყნების მთქმელი აუცილებლად უნდა დაისაჯოს, აუცილებლად…

  2. თემა ძალიან აქტუალურია და სტატიაც, აქედან გამომდინარე, საინტერესო და შესანიშნავად დაწერილი. გმადლობთ, სიამოვნებით წავიკითხე. მეც ძალიან მაწუხებს ეს პრობლემა. მახსოვს, ახალგაზრდობაში ერთხანს გამიტაცა აგნი იოგას ფილოსოფიამ, რომელშიც დიდი ადგილი უკავია ინფორმაციას სიტყვებში ჩადებული ფსიქიკური ენერგიის, ადამიანებსა და გარემოზე მისი ზემოქმედებისა და ამ ენერგიის მართვის შესხებ. თუმცა, რაღა შორს მივდივართ, ანალოგიური შეხედულებებითაა გაჯერებული ქართული ფოლკლორი, ლიტერატურა, უ.ყ. ”ვეფხისტყაოსანი” და, რაც მთავარია, ბიბლიის ძველი და ახალი აღთქმის წიგნები.

  3. ყოჩაღ,გიორგი, ძალიან კარგი სტატიაა .მეც ძალიან განვიცდი ამას.ჩემმა 18 წლის ბიჭმა პრაქტიკა გაიარა მზარეულის პოზიციაზე თბილისს რამდენიმე ე.წ. პრესტიჟულ რესტორანში და სურვილიც კი აღარა აქვს იქ იმუშავოს,-ამბობს,რომ თითქმის ყველა მათგანში საშინელი ანტისანიტარიაა და მუშაობის პროცესში ქალებიც და კაცების გულისამრევად იგინებიანო.იცით,ეს ყველაფერი უღმერთოდ ცხოვრების ბრალია.ასეთი ადამიანი შვილს ვერ გაზრდის რიგიანად,ბრმა ბრმის წინამძღოლი ვერ იქნება.ამიტომ არის ამდენი სნეულება და უეცარი,მოულოდნელი უბედურებანი.ნურავის ნურაფერს დავაბრალებთ,ჩვენ გავხადეთ სამყარო ჩვენს ირგვლივ ასეთი.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here