მთავარი პოლიტიკა რატომ ევროპული და არა ქართული საქართველო?

რატომ ევროპული და არა ქართული საქართველო?

2123
გააზიარეთ

წინამდებარე წერილში ათასჯერ ნათქვამის ათასმეერთედ გამეორება მომიწევს, ამიტომ მკითხველს ვთხოვ, ამას ინტელექტისა და ფანტაზიის დაბალ დონედ ნუ ჩამითვლის. უბრალოდ, პირველად ნათქვამიდან (7-8 წლის წინათ) დღემდე საქართველოში არაფერი მომხდარა ისეთი, რაც ახალზე, მით უმეტეს, პოზიტივზე სასაუბრო იქნებოდა.

7-8 წელიწადი-მეთქი, მაგრამ ისევ დღევანდელზე პირუთვნელი საუბრისთვის ძალიან მოკლედ საქართველოს უახლეს ისტორიას, გნებავთ, ამ ისტორიის “გარიჟრაჟს” შევეხები, რადგან იქიდან იღებს სათავეს უბედურებები, რომლებიც დღეს გვჭირს ქართველებს და უფრო მეტიც: რაც შეიძლება მომავალში სჭირდეს ქართველებსა და საქართველოს…

ლუიანტუ ანანრი დე ბურბონკონდე _ ენგიენის ჰერცოგი (1772-1804), პრინც კონდეს (წარმოადგენდა ბურბონთა დინასტიის ერთ-ერთ შტოს) შვილიშვილი და ამ გვარის უკანასკნელი წარმომადგენელი, ცნობილია იმით, რომ ნაპოლეონის ბრძანებით დახვრიტეს 1804 წელს, რაც იმპერატორის უდიდესი შეცდომა იყო. მისმა დახვრეტამ დააჩქარა მესამე ანტიფრანგული კოალიციის ჩამოყალიბება (1805).

რად დაუჯდათ ფრანგებს ნაპოლეონის ბრძანებით პრინც კონდეს დახვრეტა, ცნობილი ამბავია. ჩვენ მხოლოდ ფრანგი უზურპატორის პერიოდის პოლიციის უფროსის, ჟოზეფ ფუშეს, ნათქვამ ისტორიულ ფრაზას შევახსენებთ მკითხველს ამ ვანდალიზმზე: ეს დანაშაულზე მეტია, ეს შეცდომაა!”…

ახლა ვითომ რაო? წინამდებარე წერილის პათოსიდან გამომდინარე, იტყვის მავანი, რომ თუნდაც თავში ქვა უხლიათ ჩვენს “სტრატეგიულ პარტნიორსაც” და 200 წლის წინათ მომხდარ ვანდალურ ფაქტსაც, _ და, ერთი შეხედვით, მართებულადაც. საფრანგეთის ისტორიაში ექსკურსი საქართველოსთან პარალელისთვის დამჭირდა…

ჩვენც დავუშვით დანაშაულზე მძიმე შეცდომა, როდესაც საქართველოს პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ეროვნული ცნობიერების პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია გამოვასალმეთ სიცოცხლეს, ვისი ბრძანებით _ შევარდნაძის, იოსელიანის თუ ორივეს ერთად, ახლა ნაკლებად საინტერესოა. მთავარია, რომ ტყვია ვესროლეთ და ამას ვაღიარებ კაცი, რომელსაც, მართალია, ავტომატი არ ამიღია ხელში, მაგრამ იდეურად, მთელი არსებით ვებრძოდი ე.წ. პროვინციულ ფაშიზმს.

უამრავი ნაკლის მიუხედავად, არ უნდა დაგვეშვაშეცდომადაფაშისტიპრეზიდენტი გამსახურდიასთვის ერთი საპრეზიდენტო ვადის ბოლომდე მიყვანა უნდა გვეცლია. არ ვაცალეთ და შედეგად მივიღეთ შევარდნაძისდემოკრატია”, ხოლო შემდეგ _ “მიშნაცებისრეჟიმი, რომელსაც, უწოდო ფაშიზმი, კომპლიმენტია _ ათასობით გაუპატიურებული, ნაწამები, ქუჩაში ასობით ჩაცხრილული ახალგაზრდა; და, რაც მთავარია, რუსეთსაქართველოს ომამდე ისედაც დე ფაქტო, მაგრამ დროებით დაკარგული ტერიტორიები; ომის შემდეგ, მგონი, დე იურეც სამუდამოდ დაკარგული სოხუმცხინვალი.

და, აჰა, “ქართული ოცნების” სახით გვირაბის ბოლოს თითქოს გამოჩნდა სინათლე, რომელიც კოაბიტაციის სიომ თუ ქარმა ჩააქრო და ერთის ნაცვლად რამდენიმე ნაწილად გაშლილი (და არა დაშლილი) ე.წ. მთავარი ოპოზიციური პარტიები მივიღეთ. და ამ შაპიტოს გვაყურებინებენ პარლამენტში, ხოლო ბოლო პერიოდში _ უფრო ხშირად ქუჩაში… სიტყვამ მოიტანა და ქუჩაზეც ვთქვათ. ქუჩაზე, რომელიც ხელმოცარული, გაკოტრებული (თუმცა სხვანაირები არიან კი?) პოლიტიკოსების არენად იქცა… ყველაფერი ე.წ. შვილმოკლული მამების აქციით დაიწყო, რომელიც მალევე, ნაცების გამოჩენისთანავე, პოლიტიკურ აქციად იქცა _ თუ არ ჩავთვლით მცირე შეხლა-შემოხლას, შვილმკვდარმა მამებმა უპრობლემოდ გაშალეს კარვები, როდესაც მეორე დღეს მათი მხარდამჭერების რაოდენობა აშკარად შემცირდა, და ამით ავტომობილების მოძრაობის პარალიზება მოახდინეს… ეს ისე _ მცირე ლირიკული გადახვევა…

მადა ჭამაში მოდისო და, დაუსჯელობის სინდრომით გათამამებულმა ზაზა სარალიძემ თავზე “დრინი” გადაამტვრია (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) პოლიციელს; შემდეგ იყო ნარკომანების, ბარიგების აქცია “ბასიანიდან” და ა.შ., რომელმაც ლოგიკურად მიგვიყვანა ე.წ. გავრილოვის ღამემდე და, რომ არა გიორგი გახარიას ვაჟკაცობა და პოლიციელთა გამძლეობა, ახლა როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებდით, საკითხავია…

რაც შეეხება ახალგაზრდა გოგონას, რომელმაც თვალი დაკარგა, ვიტყვი არა მხოლოდ მის გასაგონად: სამწუხაროდ, მსგავს აქციებზე ასეთი და უფრო უარესიც ხდება ხოლმე, რისი კონსტანტაციაც ნუგეში ნამდვილად ვერ იქნება, მაგრამ აქვე, ოღონდ არა იმ გოგონას, არამედ იმ პოლიტიკოსთა საყურადღებოდ, რომლებიც ადამიანის ტრაგედიას პოლიტიკური ქულების ჩასაწერად იყენებენ, ვიტყვი: საფრანგეთში ე.წ. ყვითელი ჟილეტების აქციაზე 40-ზე მეტმა ადამიანმა დაკარგა თვალი, მაგრამ შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა არავის მოუთხოვია.

და კიდევ _ ქართველთა ნაწილს პოპულისტურად ცალი თვალი აუხვიეს, მაგრამ ეს ხალხი, რომელმაც თვალი აიხვია თუ აუხვიეს, სად იყო მაშინ, როდესაც ნახევარ საქართველოს უკანალიდან აუპატიურებდნენ, გავაზეპავიასკითრატომ არ დადიოდნენ?!

დასასრულ, ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს წინასაარჩევნო ახალი სპექტაკლი ძველი სათაურით _ “ნაცები თუ ქოცები”. ჩვენი დასავლელიმეგობრები.. მთავარ ოპოზიციურ ძალად ჯიუტად აღიარებენ ნაცებს და კიდევ უფრო ჯიუტად _ ნაცების განაყოფევროპულ საქართველოს”, რასაც ამერიკული ინსტიტუტებისკვლევებიცადასტურებს.

ეს სიტყვა იმიტომ ჩავსვი ბრჭყალებში, რომ, რაც თავი მახსოვს, არასოდეს მოვხვედრილვარ “ენ-დი-აის” თუ “აი-რა-ის” იმ “ბედნიერთა” სიაში, რომელთა ტელეფონიც აწკრიალდებოდა მათი ზარით, ისეთსაც კი არავის ვიცნობ, ვინც დამიდასტურებდა მათი დარეკვით განცდილ “სიხარულს”… მიუხედავად ამისა, სხვა პარტიებთან შედარებით “ქართული ოცნების” მაღალი რეიტინგი ჯერჯერობით ეჭვს არ იწვევს, თუმცა ეს “ჯერჯეობით” დიდხანს ვერ გაგრძელდება, რადგან, ქოცი იქნება თუ ნაცი, ორივენი ქვეყნის განვითარების “ევროპულ არჩევანში” ერთმანეთს ეჯიბრებიან. არადა, ქვეყანაში ანტიდასავლური და, შესაბამისად, პრორუსული განწყობები დღითიდღე მატულობს.

პოლიტიკური ველის მიმოხილვა “პატრიოტთა ალიანსის” იგნორირებით უსამართლო იქნება და, თუ “ქართულ ოცნებასთან” ჭიდილი უაზრობაა, პოლიტიკურ ველზე ევრონაცებთან თუ გაერთიანებულ ოპოზიციასთან ბრძოლა მთავარი ოპოზიციის სტატუსისთვის სრულიად შესაძლებელია. ამის თქმის საფუძველს იძლევა ამას წინათ სპორტის სასახლის გადაჭედილი დარბაზი.

ამ საკითხზე სკეპტიკოსთა არგუმენტი არის ის, რომ ამ ყველაფერში გადამწყვეტი ბიძინა ივანიშვილის ფინანსებია. მათ აქვე ვუპასუხებ: თუ მხოლოდ ფინანსებია გადამწყვეტი, რა, მიშა სააკაშვილს ბიძინა ივანიშვილზე ნაკლები ფული აქვს, მაგრამ აქციებზე რამდენიმე ასეული კაცი რომ ვერ გამოჰყავს მის გაერთიანებულ თუ გაშლილ ოპოზიციას? ვფიქრობ, კითხვა რიტორიკულია…

ისე, რატომ ევროპული ან ამერიკული? ქართული საქართველო ავაშენოთ, რათა ეგებ ოსებმა და აფხაზებმა ოდესმე ჩვენთან ერთად ცხოვრება ისურვონ.

დავით მხეიძე

გააზიარეთ

3 COMMENTS

  1. ბ-ნო დავით, თქვენ პატრიოტი ადამიანი ბრძანდებით, ამ სიტყვის კარგი გაგებით, რადგან მას ცუდი გაგებაც აქვს, მაგალითად, ზვიად გამსახურდიას გაგება. პატრიოტი კი იმიტომ ხართ, რომ დიდი ილიას წერილის -„ასი წლის წინათ“ – შეხსენებით, ხშირად აღნიშნავთ, რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის გარეშე საქართველო დაიღუპებაო. მაგრამ ვინ მოწამლა პირველად ეს ურთიერთობა ანტირუსული რიტორიკითა და 9 აპრილის გამოწვევით და ვინ დანაღმა ანტიაფხაზურ-ანტიოსური რიტორიკით ასაფეთქებლად სოხუმ–ცხინვალი? სიცოცხლის გამოსასალმებლად ყველა ცოდვაა, მაგრამ იმ „ნაკლით“, რომელიც აგრეთვე დანაშაულზე მეტია, გამსახურდიასთვის ერთი საპრეზიდენტო ვადის ბოლომდე მიყვანა რომ ეცლიათ, ისიც აღარ დარჩებოდა, რაც დარჩა.

    • მთლიანად გეთანხმებით, ბ–ნო ომარ. ღმერთმა გვაშოროს მომავალში პატრიოტები ცუდი გაგებით, ანუ ზვიადის მსგავსი უტვინო ურაპატრიოტები, რომლებსაც ზიანის მეტი არაფერის მოტანა არ შეუძლიათ საქართველოსთვის.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here