Home ახალი ამბები მსოფლიო “რატომ დასცინით ადამიანებს?” _ ლუკაშენკომ მთავრობის წევრებს კოვიდისტერიკის აღკვეთა მოსთხოვა

“რატომ დასცინით ადამიანებს?” _ ლუკაშენკომ მთავრობის წევრებს კოვიდისტერიკის აღკვეთა მოსთხოვა

143

ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიური ვითარებისადმი მიძღვნილ თათბირზე, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ კოვიდისტერიკის აყოლისთვის და აკრძალვების შემოღებისთვის მკაცრად გააკრიტიკა ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრები.

“დიმიტრი ლეონიდოვიჩ (მიმართა დიმიტრი პინევიჩს _ ბელარუსის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრს _ ლ.გ.), აქ დარბაზში ყველა ადამიანი ჯანმრთელია?

_ დიახ.

_ პრეზიდენტთან შეხვედრამდე თქვენ ისინი კარანტინში გყავდათ, “პი-სი-არ” ტესტები გაუკეთეთ?

_ არა.

_ როგორ მოხდა, რომ სახელმწიფო მეთაურთან ასე მოხვედით, პრეზიდენტთან? ის ხომ ერთია ბელარუსში, და აქ დამსწრენი არ შეამოწმეთ? ეს რა დამოკიდებულებაა იმისადმი, რაშიც მე გამუდმებით მარწმუნებთ?! მე ამას ტყუილად არ გეკითხებით. თქვენ სწორად მოიქეცით, აქ მოსულთ ტესტირებები რომ არ ჩაუტარეთ, იმიტომ, რომ ჩვენთან ეს მიღებული არ არის, თუმცა, მთელ მსოფლიოში ადამიანები კარანტინის გავლის გარეშე პრეზიდენტთან არ შედიან. აღარ ვლაპარაკობ შემოწმებებზე. მე სპეციალურად დაგისვით ეს კითხვა იმისთვის, რომ დაგისვათ შემდეგი კითხვა _ თუკი თქვენ პრეზიდენტთან თავისუფლად შედიხართ, შემოწმებების, კარანტინებისა და ტესტების გარეშე, რატომ დასცინით ადამიანებს, რატომ აიძულებთ კარანტინებისა და ტესტების გავლას? ჩემთან არასოდეს არავინ არ შემოსულა პირბადით. ვეკითხებოდი, _ ვაქცინირებული ხარ-მეთქი და, პასუხი იყო არა, არც “პი-სი-არ” ტესტი არ ჰქონიათ გაკეთებული; მხოლოდ კოჩანოვა (ნატალია კოჩანოვა _ ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული საკრებულოს საბჭოს თავმჯდომარე _ ლ. მ.) აღშფოთდებოდა ხოლმე, _ როგორ შეიძლება ასე მისვლა პრეზიდენტთანო?! ახლაც აღშფოთებულია, მაგრამ თვითონ ჩემთან მოდის ტესტირების გარეშე. მაშინ რატომ ვაიძულებთ ადამიანებს?! რატომ ატეხეთ ხმაური ქვეყანაში, რატომ მოხდა მილიციის მობილიზაცია ნიღბების რეჟიმის შესამოწმებლად?… მინისტრი სად არის? მე ხომ გაგაფრთხილეთ (მიმართავს ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრს, ივანე კუბრაკოვს _ ლ. მ.)? თქვენ რა, საქმე არაფერი გაქვთ?… თქვენ ვის აჰყოლიხართ?! თუ მკურნალობთ, უმკურნალეთ, როგორც საჭიროა. ატეხეს აურზაური მთელ ქვეყანაში! ვფიქრობ, ახლა გუბერნატორებიც გვისმენენ, თორემ, ბრესტში უკვე დაიწყეს დაჯარიმება და მკერდზე მუხლის მიბჯენით აიძულებენ მოქალაქეებს ვაქცინის გაკეთებას. ხომ გთხოვეთ, არ დაგეშვათ ეს!..”

Youtube.comზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here