მთავარი დაიჯესტი რატომ გვახვევს თავს დასავლეთი ლგბტ იდეოლოგიას

რატომ გვახვევს თავს დასავლეთი ლგბტ იდეოლოგიას

3117
გააზიარეთ
პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ცოტა ხნის წინათ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მომხრეა ქორწინების ტრადიციული გაგების: “ქორწინება _ ეს არის ქალისა და მამაკაცის კავშირირაც შეეხებამშობელი #1”-სა დამშობელი #2”-, უკვე ვთქვი საჯაროდ, რომ, სანამ მე ვარ პრეზიდენტი, ჩვენთან არ იქნებამშობელი #1” დამშობელი #2”, ჩვენთან იქნება დედა და მამა”.

პუტინის ამ განცხადებამ, როგორც ასეთ შემთხვევაში ამბობენ ხოლმე, არაერთმნიშვნელოვანი რეაქცია გამოიწვია მსოფლიოში. ლიბერალური მედია რუსეთის პრეზიდენტს გამოეხმაურა დაახლოებით ასეთი კომენტარებით: “პუტინმა ხაზი გაუსვა სიმტკიცეს თავისი გადაწყვეტილებისა, რომ არ მისცეს ქორწინების უფლება რუსების ნაწილს”. კონსერვატიულად განწყობილმა პოლიტიკოსებმა კი პირიქით _ მოიწონეს.

რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თავის ადგილს ერთერთ მხარეს მსოფლმხედველობის ფრონტზე, რომელმაც გაყო მსოფლიო, განსაკუთრებით _ დასავლეთი. როგორც წერს, მაგალითად, პორტალი ნბცნეწს.ცომ, “ხელისუფლების სათავეში 2 ათეული წლის განმავლობაში პუტინი მართლმადიდებელი ეკლესიის მოკავშირედ იქცა და ცდილობს, დააშოროს რუსეთი იმ დასავლურ ლიბერალურ ფასეულობებს, რომლებიც გულისხმობს ჰომოსექსუალიზმისა და გენდერული ცვლილებისადმი ტოლერატნულ დამოკიდებულებას”. ამასთანავე, თვით დასავლეთში ბევრი ადამიანი დასავლური იდენტობის საფუძვლად სქესობრივ გარყვნილებას კი არა, ქრისტიანულ რწმენას მიიჩნევს. სწორედ მათთვის არის პუტინის სიტყვები გამამხნევებლი.

ჩვენ კი ეს კონფლიქტი ფართო კონტექსტში განვიხილოთ.

რატომ არის ასე მნიშვნელოვანი გლობალისტური ელიტებისთვის მათ მიერ წამოწყებული სექსუალური რეფორმების გატარება სრულიად მსოფლიოში? _ რამდენიმე მიზეზის გამო, მაგრამ ჩვენ ყურადღება უნდა მივაპყროთ იმას, რომ ლგბტ იდეოლოგია _ ეს არ არის იდეოლოგია სექსისა და ადამიანის უფლებების შესახებ. ეს არის გარკვეული იდეოლოგიური ჯგუფის იდეოლოგია ძალაუფლების შესახებ, მსოფლიო მასშტაბით გადაწყვიტოს, რა უნდა სწამდეს ყველა დანარჩენს. ამასთანავე, ამ ჯგუფის წევრების უმრავლესობა სულაც არ არის ჰომოსექსუალი. აქ ინსტრუმენტის როლს თამაშობენ ღარიბი ადამიანები, რომლებიც იტანჯებიან სქესობრივი ლტოლვის მოშლა-დარღვევითა და იდენტიფიკაციით.

ეს თავიდანვე უნდა ვთქვათ: გლობალისტური ელიტები (მაგალითად, აშშის დემოკრატიული პარტია, თუმცა არა მხოლოდ ის) ლგბტ დღის წესრიგის წინა პლანზე წამოწევით არიან დაკავებული არა იმიტომ, რომ ისინი გულწრფელად ზრუნავენ გადახრების მქონე ადამიანებზე, ისინი, უბრალოდ, იყენებენ გარკვეულ ფსიქოლოგიურ და პოლიტიკურ მექანიზმს ძალაუფლების მოსაპოვებლად და შესანარჩუნებლად. შევეცადოთ, გავერკვეთ, როგორ მუშაობს ეს მექანიზმი.

წარმოიდგინეთ, რომ წარმატებული კარიერის გასაკეთებლად საჭიროა, საჯაროდ დათანხმდეთ აშკარად ყალბ და შეურაცხმყოფელ უაზრობას.

მაგალითად, თქვენ ვალდებული ხართ, აღიაროთ, რომ მთვარე შექმნილია მწვანე ყველისგან.

და, თუ შეეცდებით, არ დაეთანხმოთ, მაშინ თქვენ ხართ ძალიან, ძალიან ცუდი ადამიანი, რომლის ადგილიც არ არის წარმატებულ კამპანიაში და, საერთოდ, ცივილიზებულ საზოგადოებაში.

თქვენ (ისევე, როგორც ადამიანების უმრავლესობა), ალბათ, ხელს ჩაიქნევთ და დათანხმდებით _ რა გაეწყობა, დაე, იყოს მთვარე მწვანე ყველისგან შექმნილი, თუკი ასეა საჭირო საქმისთვის. ამასთანავე, თქვენ დიდხანს ვერ იცხოვრებთ შინაგანი კონფლიქტის პირობებში: მე ამას სრულ სისულელედ მივიჩნევ, მაგრამ ადამიანებთან ყოფნისას ისეთ სახეს ვიღებ, თითქოს მჯერა”.

ადამიანის ფსიქიკა ისეა მოწყობილი, რომ ვიწყებთ გულწრფელად მიღებას იმ თვალსაზრისისა, რომელიც უნდა წარმოვაჩინოთ ხალხში. რაღაც დროის შემდეგ თქვენ გუწრფელად აღშფოთდებით სასკოლო ასტრონომიის იმ ბნელ ფანატიკოსებზე, რომლებიც უარყოფენ ყველისგან მთვარის შექმნის ჭეშმარიტებას, მიღებულს ცივილიზებულ სამყაროში.

“ტვინების გამორეცხვის”, ე.ი. “ხელახალი აღზრდის ტექნიკა” ეყრდნობა იმას, რომ ადამიანი მიდრეკილია, ძალისმიერი თანხმობიდან გადავიდეს გულწრფელ ენთუზიაზმზე.

რისთვის არის საჭირო თქვენი იძულება ასეთი რწმენისადმი? იმისთვის, რომ მისი მიღებითა და მით უმეტეს დაჯერებით თქვენ უხმოდ აღიაროთ ყველის მთვარის კულტის ადეპტების უფლება, გაერკვნენ თქვენი ტვინის შიგთავსში. როცა მოვა შემდეგი განკარგულება (და ის აუცილებლად მოვა, თანაც არაერთი), თქვენ მზად იქნებით მის შესასრულებლად.

ამ მექანიზმმა შეიძლება იმუშაოს, რაზეც გნებავთ _ კომუნიზმის უკვდავ იდეებზე, თავმჯდომარე მაოს ციტატებზე, მწვანე ყველზე, მაგრამ ლგბტ იდეოლოგია აქ განსაკუთრებით კარგ შესაძლებლობას წარმოადგენს.

პირველ რიგში, თანხმობა ფსიქოლოგიურად არ უნდა იყოს ძალიან იოლი. ადამიანების უმრავლესობა სტიქიურ ზიზღს განიცდის ერთი და იმავე სქესის პირთა შორის კონტაქტებზე და კონჩიტა ვურსტი მათში სასიხარულო ოცნებებს არ იწვევს.

საკუთარი აღფრთოვანებისა და მოწონების გამოხატვის დაწყება ნიშნავს, გავლას გარკვეული შიგა ტეხილისა, რომელიც უზრუნველყოფს ადეპტის სამომავლო მომხრეობას. მტკივნეულია აღქმა იმისა, რომ: “დავთანხმდი, მერწმუნა საზიზღარი სისულელე სოციალური წნეხის ქვეშ”, ამიტომ ადამიანი საკუთარ თავს დაარწმუნებს სხვა რამეში: “მე ვარ ბედნიერი და ამაყი, დავიცვა სიკეთე და ადამიანურობა ბოროტი ჰომოფობებისგან”.

მეორე _ მსგავს ფსიქოლოგიურ მანიპულაციას ოპონენტების დემონიზაცია სჭირდება. ძნელია ყველას გამოცხადება ბოროტ ადამიანად, რომელთაც არ სჯერათ, რომ მთვარე მწვანე ყველისგან არის შექმნილი. აი მათი შერაცხვა ბოროტად კი, ვისაც არ სურს ერთი და იმავე სქესის პირთა შორის კავშირის აღიარება, იოლია. ისინი ჰგვანან ნაცისტებს, რომლებიც სდევნიდნენ ჰომოსექსუალებს, რასისტებს, რომლებიც გამოდიოდნენ შერეული ქორწინებების წინააღმდეგ და, რა თქმა უნდა, თანამედროვე ეპოქაში ჩადენილი ყველა დანაშაული “სექსუალური უმცირესობების” წინააღმდეგ მათ სინდისზეა. შენ ხომ არ გსურს, ჩაგწერონ ასეთი უკეთურების სიაში? მაშინ მიიღე და დათანხმდი იმას, რასაც გეუბნებიან.

მესამე _ ადამიანები ახალ ავტორიტეტებს რომ დაუმორჩილონ, ფასეულობებისა და რწმუნებულებების ძველი სისტემა უნდა დაინგრეს. სანამ ადამიანები ინარჩუნებენ თავიანთი რელიგიებისადმი ან ეროვნული კულტურებისადმი ერთგულებას, მათი ლოიალურობა ნებისმიერი გლობალური პროექტის (მათ შორის, ლიბერალიზმის) მიმართ საეჭვოა; ამასთანავე, ყველა ტრადიციული კულტურები და რელიგიები სქესობრივი გარყვნილების წინააღმდეგ გამოდიან; ლგბტ იდეოლოგიის მიღება ნიშნავს, გაწყვიტო მათთან კავშირი. აშშ-ის 47-ე ვიცეპრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა: “მე არ მაინტერესებს, როგორი კულტურა გაქვთ თქვენ. არაადამიანურობა რჩება არაადამიანურობად, ცრურწმენა _ ცრურწმენად”. ადამიანმა თავისი რელიგიური და კულტურული მემკვიდრეობა “არაადამიანურ ცრურწმენად” უნდა აღიაროს, მაშინ ის იოლად შეძლებს ახალი გლობალური მოძღვრებისა და მასწავლებლების მიღებას.

მეოთხე _ ლგბტ იდეოლოგია შესაძლებლობას იძლევა, საკმაოდ ადვილად ასწიოს სიგიჟის გრადუსი და ადამიანების ფსიქოლოგიური დამორჩილების ხარისხი. ეს კარგად ჩანს ზემოაღნიშნული აბრევიატურის ბოლო ასო “ტ”-დან _ ტრანსგენდერიდან.

ამჟამად იმისთვის, რომ იყო კეთილი ლიბერალი, უნდა გჯეროდეს არა მხოლოდ “ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინების”, არამედ სხვა რაღაცებისაც. მაგალითად, იმის, რომ ადამიანების ნაწილი იბადება “სხვა სქესის ტვინით” _ ბიჭის სხეულში შეიძლება იყოს გოგოს ტვინი და პირიქით. ეს არის მხოლოდ რწმენა, ისევე, როგორც მწვანე ყველისგან შექმნილი მთვარე. ყველა კვლევის მიხედვით, ის იქნება ფიზიკურად ჯანმრთელი ბიჭი, ოღონდ ქალის სახელით, შემდეგ ის უნდა კვებონ ჰორმონებით, რომლებიც თრგუნავს სქესობრივ მომწიფებას, ბოლოს კი მას მოჰკვეთენ გენიტალიებს “სქესის შეცვლის ოპერაციის” შედეგად.

მკითხველმა, რომელიც არ ეცნობა ინგლისურენოვან ახალ ამბებს, ეს ყველაფერი შეიძლება პირქუშ ფანტაზიად ჩათვალოს, მაგრამ ეს რეალური შემთხვევებია, რომლებიც რეალურ ადამიანებს გადახდათ თავს. აქ იდეოლოგიური რწმენა არა მხოლოდ აშკარა სიცრუეა, არამედ აშკარად დამანგრეველიც _ ბავშვი, რომელიც თავისი სხეულით სხვა იდეოლოგიურ გარემოში მშვიდად გაიზრდებოდა, დაქორწინდებოდა და ეყოლებოდა შვილები, ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად დამახინჯებულია.

შედეგის სიმძიმე უზრუნველყოფს ადეპტების ერთგულებას. თუ ადამიანმა უფლება მისცა, თავისი შვილისთვის მოეკვეთათ გენიტალიები, მისთვის აუტანელი იქნება იმის აღიარება, რომ ეს მან უმძიმესი შეცდომის შედეგად გააკეთა. თუკი ადამიანი ამ ამბავში ისე მონაწილეობდა, როგორც ექიმი, მაინც ვერ იგრძნობს შვებას. ადამიანს ამ იდეოლოგიაზე უარის თქმა უფრო იოლად იმ შემთხვევაში შეუძლია, როცა მას ამ იდეოლოგიის გავლენით ჯერ კიდევ არ ჩაუდენია რაღაც განსაკუთრებით საშინელი, მაგრამ, როცა იდეოლოგიაზე უარის თქმა იქნება აღიარება იმისა, რომ შენ იყავი არა უბრალოდ სულელი, არამედ დამნაშავეც, ადამიანების უმრავლესობა უფრო თავს მოიკლავს, ვიდრე ამას გააკეთებს. ასე მუშაობს ადამიანის ფსიქოლოგია და ამის შესახებ კარგად იციან მანიპულატორებმა.

მეხუთე _ ეს იდეოლოგია ითვალისწინებს ლიბერალური ელიტისთვის აბსოლუტური ძალაუფლების გადაცემას, ძალაუფლებას, გადახედოს ადამიანის ბუნების ფუნდამენტურ რეალიებს. თავდაპირველად ლაპარაკი იყო ქორწინებაზე _ ინსტიტუტზე, რომელიც ერთნაირია სხვადასხვა ხალხში, რომლებიც აღიარებენ სხვადასხვა რელიგიას და ცხოვრობენ სხვადასხვა სახელმწიფოებრივ წყობილებაში. მამაკაცი და ქალი ერთად ცხოვრობდნენ, აჩენდნენ ბავშვებს, სახელმწიფოები არ განსაზღვრავდნენ ამ რეალობას. სახელმწიფოები ამ რეალობას ღმერთის მიერ შექმნილად აღიარებდნენ. მხოლოდ ცოტა ხნის წინათ მიითვისა ზოგიერთმა მთავრობამ იმის გადახედვის უფლება, რაც ადრე საყოველთაოდ იყო აღიარებული, რომ ეს არ შედიოდა სახელმწიფოს უფლებამოსილებაში. ამაზე იდეოლოგია არ შეჩერებულა _ მან მიითვისა უფლება, შეცვალოს ისეთი რეალობა, როგორიც არის სქესი. სინამდვილეში, რა თქმა უნდა, არსებობს რაღაც-რაღაცები, რომელთა შეცვლაც არ შეიძლება. ერთი და იმავე სქესის ორი პირისგან შეუძლებელია შედგეს ქორწინება. მამაკაცს ვერ გადააკეთებ ქალად და პირიქით. მაგრამ შეიძლება, აიძულო ადამიანები, იცხოვრონ საშინელ ტყუილში, რომელიც უარყოფს შექმნის საფუძვლებს.

და ის, რომ ამ გარყვნილ და დამანგრეველ ტოტალიტარულ იდეოლოგიას ემიჯნება პრეზიდენტი პუტინი, ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთისთვის და სრულიად მსოფლიოსთვისაც. შესაძლოა, ამ სიგიჟის ტალღა მალე მინავლდეს თვით დასავლეთში ან შეიძლება _ არა, და დასავლეთი, როგორიც ვიცოდით, დასრულდება, მაგრამ რუსეთში და, იმედია, საქართველოშიც, საღ აზრს შევინარჩუნებთ.

VZ.RU-ზე გამოქვეყნებული სერგეი ხუდიევის მასალის მიხედვით მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here