Home რუბრიკები საზოგადოება რატომ აქებს USAID-ი ქართულ ლიბერალურ დემოკრატიას?

რატომ აქებს USAID-ი ქართულ ლიბერალურ დემოკრატიას?

“რაც შეეხება ქვეყნის წარმატებას ლიბერალური დემოკრატიის კუთხით, როცა ისინი ამ წარმატებაზე საუბრობენ, ჩვენ უნდა ვიგულისხმოთ ლიბერალური დიქტატი”

1012
ნიკოლოზ მჟავანაძე

5 ოქტომბერს ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) ბენეფიციარი ქვეყნების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა დამეოცნებეხელისუფლების გასახარად ქართულ ლიბერალურ დემოკრატიას ხოტბა შეასხა.

ინფორმაციის თანახმად, ქვეყანა როგორც დემოკრატიის, ისე ეკონომიკის განვითარების კუთხით რეგიონის ლიდერია, ხოლო რიგი მიმართულებებით (იგულისხმება პასუხისმგებლიანი მმართველობა, მთავრობის ეფექტიანობა, ბიზნესგარემო და სხვ.) აღმოსავლეთ ევროპისა და ბალკანეთის სახელმწიფოებსაც უსწრებს. სააგენტო, მართალია, არ აკონკრეტებს და არც ინტერესდება, რაში გამოიხატება მთავრობის ეფექტიანობა ან როგორ აფასებს საქართველოს მოსახლეობა ხელისუფლების საქმიანობას, მაგრამ ეს ინფორმაცია რომ მმართველი გუნდისთვის ერთგვარი წინასაარჩევნო დივიდენდია, ყველა თანხმდება. მოკლედ, როგორც ჩანს, ივანიშვილის ექვსი წლისწინანდელი ომახიანი დაპირება, რომ დემოკრატიით ევროპასაც გააოცებდა, პირწმინდად სრულდება, მშენებარე ქართული დემოკრატიის განვითარებით გაოცებული დასავლეთი კი აღფრთოვანებას ვერ მალავს. რას ნიშნავს რეალურად თანამედროვე დასავლური გაგებით ლიბერალური დემოკრატია და რა წარმატებებს მივაღწიეთ ბოლო წლებში ამ მიმართულებით, “საქართველო და მსოფლიოსესაუბრებაუფლებადამცველთა გაერთიანებისთავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე.

_ ბატონო ნიკოლოზ, USAID – გვეუბნება, რომ ლიბერალური დემოკრატიის, ეკონომიკის განვითარების, მთავრობის ეფექტიანობისა და სხვა მიმართულებებით ბოლო წლებში დიდ წარმატებას მივაღწიეთ. რაში გამოიხატება ეს ყველაფერი? სად ჩანს ჩვენი წარმატება?

_ საქმე ის არის, რომ თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკურ ელიტაშია დღეს ბრძოლა გაჩაღებული გლობალისტებსა და კონსერვატორებს შორის და, სანამ ეს ბრძოლა გრძელდება, პროკურორის დანიშვნაც კი უჭირს პრეზიდენტს. ჩვენ კი, ბოლო რამდენიმე წელია, ვიმართებით ლიბერალური ფრთისგან, მაგრამ ეს ფრთა ნელ-ნელა კარგავს გავლენებს და, დარწმუნებული ვარ, ახლო მომავალში აქ მნიშვნელოვანი ცვლილებები დაიწყება.

რაც შეეხება ქვეყნის წარმატებას ლიბერალური დემოკრატიის კუთხით, როცა ისინი ამ წარმატებაზე საუბრობენ, ჩვენ უნდა ვიგულისხმოთ ლიბერალური დიქტატი. რას ნიშნავს ეს ყველაფერი: მაგალითად, ლიბერალური დიქტატია, როცა პოლიტიკურ დღის წესრიგს ადგენენ მხოლოდ პროდასავლური ორიენტაციის სუბიექტები, რომელთა მაამებლური პოლიტიკის ამოსავალი წერტილია ის, რომ ჩვენ მხოლოდ ნატოსა და ევროკავშირისკენ უნდა ვისწრაფვოდეთ, ხოლო, თუ შენ რუსეთთან დიალოგის საჭიროებაზე დაიწყებ ლაპარაკს, უკვე რუსეთის აგენტი ხარ და უნდა გაირიყო. ანუ, ლიბერალური დიქტატია ის, რომ შენ ერთმნიშვნელოვნად პროდასავლური ორიენტაციის უნდა იყო და უსიტყვოდ, ზედმიწევნით იზიარებდე თანამედროვე დასავლური ლიბერალური იდეოლოგიის პარადიგმებს. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ რეალურად განსხვავებული თვალსაზრისის მქონე ადამიანებს ან პოლიტიკურ სუბიექტებს ყველა კარი დახშული აქვთ და მათ, ფაქტობრივად, არც ერთი ტელევიზია არ იწვევს. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ქვეყანაში, ფაქტობრივად, ხალხის მტრადაა გამოცხადებული ყველა ანტილიბერალი და ანტიგლობალისტი აი, ამ თვალსაზრისით საქართველომ ბოლო წლებში ნამდვილად მიაღწია შესამჩნევ “წარმატებებს”, მაგრამ კიდევ ვიმეორებ: მსოფლიოში ლიბერალიზმის დიქტატი დასასრულს უახლოვდება, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ ეს პროცესი უკვე საქართველოშიც კარგაიხნის დაწყებულია.

_ და რაში ხედავთ ამ პროცესებს?

_ ავიღოთ თუნდაც ის, რაც ბოლო პერიოდში ამ ე.წ. მესამე სექტორის მიმართ ხდება. ხელისუფლების წარმომადგენლები პირდაპირ ლანძღავენ და “კულტურულად” აგინებენ დედას არასამთავრობოებს. სამი-ოთხი წლის წინათ ვინმე წარმოიდგენდა, რომ ასეთი რამ მოხდებოდა? აი, ეს არის ზუსტად გამოძახილი იმ პროცესებისა, რომლებიც დღეს დასავლეთში მიდის, თუმცა სულაც არ გამიკვირდება, ხვალ-ზეგ უფრო დიდი “სასწაული” ვიხილოთ…

_ მაგალითად?

_ მაგალითად გამოვიდეს უმაღლესი ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი და განაცხადოს: რუსეთი ჩვენი მეგობარია, ხოლო ვლადიმერ პუტინი _ ერთ-ერთი საიმედო პარტნიორიო. სხვათა შორის, ახლა დგას საქართველოში ამერიკის ახალი ელჩის დანიშვნის საკითხი და ამაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ყოველ შემთხვევაში ეს რაღაც ცვლილებებს გამოიწვევს. ელჩობის კანდიდატებს რაც შეეხება, მაქვს ინფორმაცია და ამას ექსკლუზიურად თქვენ გეუბნებით: ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება ვანესა ეკერი. ეს არის ქალბატონი, რომელიც ამჟამად მუშაობს ამერიკის საელჩოში რუსეთში და ძალიან გამოცდილი კადრია.

_ მოდი, კონკრეტულად ვისაუბროთ, რა ცვლილებებს ელოდებით?

_ გამომდინარე იქიდან, რომ ტრამპის არჩევის შემდეგ დამოკიდებულება მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის კარდინალურად შეიცვალა; ვფიქრობ, რუსეთ-საქართველოს შორისაც გარკვეული ძვრები მოხდება. ყოველ შემთხვევაში, ეს არის ის უპირობო აუცილებლობა, რომელიც განპირობებულია ობიექტური მიზეზებით და კიდევ ვიმეორებ: თუკი უახლოეს მომავალში რუსეთთან ურთიერთობა არ დალაგდება, ჩვენ აღმოვჩნდებით კატასტროფის პირას. ახლა ვისაც როგორც უნდა, ისე გაიგოს ეს და რაც უნდა, ის იფიქროს, მაგრამ იმას, რომ ჩვენი პრობლემების გასაღები კრემლშია, ყველა ხედავს. სხვა რა გითხრათ, კონკრეტული რომელიმე სტრუქტურის ან საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევა, როგორიცაა, ვთქვათ, USAID ამ შემთხვევაში, ნაკლებად საინტერესოა. ასეთი ორგანიზაციები თავის დროზე სააკაშვილს დემოკრატიის შუქურას ეძახდნენ, ხოლო “ნაცმოძრაობას”, რომელიც, ფაქტობრივად, გენოციდს უწყობდა საკუთარ მოსახლეობას, რეფორმებს უქებდნენ და აქეზებდნენ…

_ იმავე კვლევაში, რომელიც USAID-მა გამოაქვეყნა, აღნიშნულია, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების კუთხითაც მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს. ეს შეესაბამება რეალობას?

_ სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რას ეყრდნობიან, მაგრამ ეკონომიკურ წინსვლას მოქალაქეები ხომ უნდა გრძნობდნენ? მით უფრო, თუ რეგიონის ლიდერები ვართ და განვითარების ასეთი სწრაფი ტემპიაჩვენ რა, ბრმები ვართ?! თუმცა, კიდევ ვიმეორებ, ეს კვლევა დღეს პრაქტიკულად არაფერს ნიშნავს და ზედმეტი მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ. ჩემთვის ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია დიალოგი რუსეთთან და მთავარია, დავიწყოთ ეს დიალოგი ყველა მიმართულებით.

_ 28 ოქტომბრამდე სულ რაღაც ორი კვირა რჩება, რას ელოდებით ამ არჩევნებიდან?

_ არჩევნები ჩატარდება ჩვეულებრივად, გაიმარჯვებს, ალბათ, სალომე ზურაბიშვილი. შემდეგ გამოცვივდებიან ნაცები და დაიწყებენ ყვირილს, რომ არჩევნები გაყალბდა, იდგებიან ერთ-ორ კვირას ქუჩაში, მაგრამ ვერ გამოიყვანენ ხალხს იმდენს, რამდენიც საჭიროა და მორჩა. სხვა სცენარს ვერ ვხედავ, თუმცა ესენი ყველაფერზე არიან წამსვლელები და გასაკვირი ნამდვილად არაფერი არ არის. სხვათა შორის, უკრაინაში რომ ჰყავდათ თავის დროზე მებრძოლები, ისინი ჩამოიყვანეს და გარკვეული სამზადისიც, ალბათ, უკვე მიმდინარეობს. ამასთანავე, სააკშვილმაც თქვა ერთ-ერთ გამოსვლაში, რომ საჭიროა რაღაც ჯგუფების ჩამოყალიბება, რათა ყველა გადათელონ, ვინც კი წინ აღუდგებათ. ვფიქრობ, რომ არ არის გამორიცხული, არჩევნების შემდეგ აქ ევრომაიდნის მსგავსი პროცესის დაწყება სცადონ, მაგრამ, როგორ გამოუვათ ეს, სხვა ამბავია. თუ ხელისუფლება მისცემს ამის საშუალებას, ალბათ, დაძაბავენ ვითარებას, სხვანაირად ეს გამორიცხულია.

_ ფიქრობთ, რომ ხელისუფლებას შეიძლება ხელს აძლევდეს ვითარების დაძაბვა?

_ ცხადია, არა. მხედველობაში მაქვს ხელისუფლების შესაძლო სისუსტე, რომლითაც სააკაშვილი და მისი პოლიტიკური ხროვა, რა თქმა უნდა, მაშინვე ისარგებლებს. ისე, მხოლოდ ხელისუფლებაზე არ არის ეს ყველაფერი დამოკიდებული. ჩვენ თუ გვინდა, რომ ნაცებმა კუდი არ მოიქნიონ და ქვეყანა არ არიონ, სამოქალაქო საზოგადოების პასუხისმგებლობაც არ უნდა დაგვავიწყდეს. საერთოდ, ყოველთვის, როცა ეს დანაშაულებრივი პარტია ან მისი განაყოფი პოლიტიკური სუბიექტები თავს წამოყოფენ, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის ძალა, რომელმაც ქვეყანა დაანგრია და თავდაყირა დააყენა 9 წლის განმავლობაში. აი, ამ ზეწოლითა და საზოგადოებრივი წნეხით უნდა მოეჭრას ყველა გზა დამნაშავეებს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, თორემ, სააკაშვილს რომ არეულობისა და რევოლუციის ძალა ჰქონდეს, აქამდე დიდი ხნით ადრე ჩაახრჩობდა სისხლში ქვეყანას…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here