Home რუბრიკები პოლიტიკა რატომ არ სურს დასავლეთს რუსეთისა და საქართველოს ერთი-ერთზე საუბარი

რატომ არ სურს დასავლეთს რუსეთისა და საქართველოს ერთი-ერთზე საუბარი

2115
კონსტანტინე კოსაჩოვი

ახლა, როცა არ ვიცით, რა შეიძლება გვითხრას რუსულმა მხარემ, იმის თქმა, რომ შეხვედრარეზულტატის გარეშეიქნება, მოლაპარაკებების მაგიდიდან გაქცევას ნიშნავს

არაერთხელ დაგვიწერია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმუმი უნდა გააკეთოს რუსეთთან პირისპირ საუბრის გასამართავად. უფრო კონკრეტულად, ქართულმა და რუსულმა მხარეებმა შუამავლებისა და მესამე მხარის გარეშე უნდა ისაუბრონ. ფაქტია, როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს ბევრი აქვს სათქმელი და, რაც მთავარია, წლებია, მეზობელი ქვეყნების უმაღლესი წარმომადგენლები ერთ მაგიდასთან შუამავლების გარეშე არ დამსხდარან. სხვათა შორის, პირისპირ საუბრის მცდელობა შარშან იყო, როცა სერგეი ლავროვი დავით ზალკალიანს შეხვდა. მაშინვე ითქვა, რომ ძალიან დიდი ალბათობით დავოსის ფორუმზე გიორგი გახარიასა და ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრა იგეგმებოდა. ამ შეხვედრის შესაძლებლობა პირდაპირი ნიშანი იყო დასავლეთისთვის და საქართველოს პრემიერი აიძულეს, დავოსის ფორუმის მიმდინარეობისას, სადაც მხოლოდ ეკონომიკური საკითხები განიხილებოდა, პუტინი გაეკრიტიკებინა. შეგახსენებთ, რომ ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი ერთადერთი იყო, ვინც ფორუმზე პუტინი გააკრიტიკა. სხვა ლიდერებმა მხოლოდ ეკონომიკაზე ისაუბრეს. სწორედ ამ კრიტიკის გამო გახარიაპუტინის შეხვედრის შესაძლებლობა მაშინ არათუ გამოირიცხა, არამედ გაურკვეველი ვადით გადაიდო.

“რუსეთი მზად არის სრულად აღადგინოს საპარლამენტო დიალოგი უკრაინასა და საქართველოსთან. მინდა ჩემი კოლეგების, რუსი პარლამენტარების სახელით, დავადასტურო ჩვენი მაქსიმალური მზადყოფნა, რომ სრულად აღვადგინოთ საპარლამენტო დიალოგი, როგორც ჩვენს თანამოაზრეებთან, ისე ჩვენს ოპონენტებთან _ უკრაინასა და საქართველოსთან. ჩვენ არ გვეშინია მწვავე თემების განხილვის. ჩვენ გვაქვს სათქმელი და მზად ვართ, მოვისმინოთ თანამოსაუბრეების არგუმენტებიც”, _ განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინე კოსაჩოვმა.

კოსაჩოვი რუსულ პოლიტიკაში უმნიშვნელო ფიგურა რომ არ არის და ამ განცხადებას მარტო თავისი ინიციატივით რომ არ გააკეთებდა, თქმა არ უნდა. მას მწვანე შუქი ქვეყნის უმაღლესმა პირებმა აუნთეს და ამიტომ ილაპარაკა საქართველოსა და რუსეთს შორის საპარლამენტო დიალოგის აღდგენაზე. სიმართლე გითხრათ, დარწმუნებული ვიყავით, რომ რუსეთის ინიციატივას საქართველოში დადებითად შეხვდებოდნენ. მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ითქვა, რომ მათ აქვთ სათქმელი და მზად არიან, მოისმინონ ოპონენტების პასუხიც. საქართველოს ხელისუფლებაში ითათბირეს და პოზიცია პარლამენტის ვიცესპიკერ გიორგი ვოლსკის პირით გვამცნეს.

გიორგი ვოლსკი
გიორგი ვოლსკი

“არ შეიძლება, ბორდერიზაციის პროცესისა და ხალხის გატაცების პირობებში რუსეთის ფედერაციასთან დიალოგს რამე პოზიტიური ჰქონდეს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ არსებობს ჟენევის ფორმატი, არსებობს მაღალი დონის შეხვედრების ფორმატი, სადაც რუსეთს პოლიტიკურ თემასთან არანაირი პოზიტიური ნება არ გამოუჩენია არასდროს. ასეთი შეხვედრა ვირტუალურად რომც შედგეს, პირველივე იქნება რეზულტატის გარეშე”, _ განაცხადა ვოლსკიმ.

მოდი, მშვიდად განვიხილოთ, რა თქვა რუსულმა მხარემ და რა უპასუხა ქართულმა. კოსაჩოვმა პირდაპირ განაცხადა: არ გვეშინია მწვავე თემების განხილვის, სათქმელიც გვაქვს და მოვისმენთ კიდეცო, ანუ ბატონ ვოლსკის თავის მართლება, ბორდერიზაციისა და ადამიანების გატაცების პირობებში როგორ უნდა ვისაუბროთო, განწირულია _ რუსული მხარე მზად არის ნებისმიერ თემაზე სასაუბროდ. ნუთუ ქართულ მხარეს ჰგონია, რომ რუსებმა არ იციან ჟენევის ფორმატის არსებობის შესახებ? იქ სხვების თანდასწრებით საუბარი რომ სურდეთ, ვინმე დაუშლიდათ? მაგრამ არა, ქართულმა მხარემ ზუსტად იცის, რომ ჩრდილოელ მეზობელთან პირისპირ საუბარს დასავლელი პარტნიორები არ დაანებებენ და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ხელისუფლება ამ თემას არ დაუბრუნდება, თუ ჟურნალისტებმა არ შეახსენეს.

საინტერესოა, ხელისუფლებაში ვინმეს იმაზე თუ უფიქრია, რომ რუსულ მხარესთან პირისპირ საუბარმა, შესაძლოა, ისეთი რამ მისცეს ქვეყანას, რაზეც ხელისუფლება უარს არ იტყვის. დაუკვირდით _ ვერ კი არა, არ იტყვის, ე.ი., საქართველოსთვის სასიკეთო და მნიშვნელოვანი რამ შეიძლება იყოს. ჰოდა, ესშეიძლებაა”, რომ აწვალებს ევროპასა და ამერიკას და ამიტომ ყველაფერს აკეთებენ, რათა შეხვედრა არ გაიმართოს. ვოლსკიმ წერტილიც დასვა, _ პირველივე შეხვედრა “რეზულტატის გარეშე” იქნებაო. ისე, ვინმემ თქვა, რომ პირველ შეხვედრაზევე დალაგდება და გადაწყდება ყველაფერი? პირველ შეხვედრას მოთელვითი სახე ექნება, მხარეები იდეებს გაცვლიან, ერთმანეთის აზრებს მოისმენენ და აი, პირველი შეხვედრის შემდეგ რომ ეთქვა, ვერ შევთანხმდებით, სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთო, კიდევ გასაგები იქნებოდა, მაგრამ ახლა, როცა ჯერ არ ვიცით, რა შეიძლება გვითხრას რუსულმა მხარემ, იმის თქმა, რომ შეხვედრარეზულტატის გარეშეიქნება, მოლაპარაკებების მაგიდიდან გაქცევას ნიშნავს.

საინტერესოა, ოპოზიციის მოსაზრება ამ ყველაფერზე. ცოტა ხნის წინათ ოპოზიციის ლიდერები ერთ მაგიდასთან ისხდნენ, ერთად უტევდნენ ხელისუფლებას და გაოცებით ამბობდნენ, _ როგორ შეიძლებოდა, ნინო ბურჯანაძესთან ერთად ვმსხდარიყავით, მაგრამ ახლა გაერთიანება გვმართებსო. ბურჯანაძეს კი იმიტომ უტევდნენ, რომ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე რუსეთთან დიალოგის მომხრეა და, როცა კოსაჩოვმა ზემოხსენებული განცხადება გააკეთა, დარბაზში იმყოფებოდა. ქალბატონი ნინო არ მალავს, რომ დიალოგის შესაძლებლობა ურიგო არ არის, მაგრამ დიალოგს კატეგორიულად ისიც არ მოითხოვს. ეჭვი გვაქვს, სწორედ გაერთიანებულ ფორმატში მოისმინა და ნახა ისეთი რამ, რაზეც ხმამაღლა არ საუბრობს, მაგრამ ხვდება, რომ ქართულ პოლიტიკას ამერიკელი და ევროპელი ელჩები აკონტროლებენ. იმ განცხადებით, რომელიც ქართულმა მხარემ რუსეთის შეთავაზების პასუხად გააკეთა, დამტკიცდა ერთი რამ: საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს უფლება, დამოუკიდებლად ესაუბროს რომელიმე სხვა სახელმწიფოს. ამის უფლება თუ აქვს, იმავე დასავლეთთან რატომ არ აპროტესტებს მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას უკრაინაში? თუ შანსს არ უშვებს, რეალური თუ მოგონილი საბაბით რუსეთს დასავლეთთან უჩივლოს, რატომ არ ჩივის დასავლეთთან უკრაინაზე? იმიტომ, რომ ყმა ბატონს საყვედურს ვერ ჰკადრებს, ესეც დასავლეთმა გადაწყვიტა და ჩვენთანპარტნიორობაფეხებზე დაიკიდა, საჯაროდ უხერხულ სიტუაციაში ჩაგვაგდო. პრინციპში, დიდი უხერხულობა ვერც შევნიშნეთ ძლიერთა ამა ქვეყნისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, სავარაუდოდ, უკვე მიეჩვივნენ იმას, რომ “საერთაშორისო პარტნიორებს” მხოლოდ მაშინ ვახსენდებით, როცა რუსეთის ლანძღვა სჭირდებათ ჩვენი პირით. ჰო, ისიც თქვეს, უკრაინასთან სააკაშვილის გამო ურთიერთობის გაფუჭება არ ღირს, უკრაინა ხორბლის ბეღელიაო. რომელი ხორბლის, ბატონებო? პურის გამოსაცხობად საჭირო ხორბლის 90% რუსეთიდან შემოგვაქვს! ან რას ნიშნავს, სააკაშვილის გამო არ შეიძლება ურთიერთობის გაფუჭება? სისხლის სამართლის არაერთ დანაშაულში სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილი და სასჯელშეფარდებული კაცი თანამდებობაზე დანიშნეს, თანაც როგორზე, _ კორუფციისთვის სასჯელდებული კორუფციას უნდა ებრძოლოს, _ დასაინტერესოა, როცა უკრაინაში საქართველოს დელეგაცია გაემგზავრება, მოლაპარაკებების მაგიდასთან ჩვენი მართლმსაჯულების ძებნილი სააკაშვილი რომ დაახვედრონ, რა მოხდება? არც არაფერი, რადგან დასავლეთს ასე სურს, ხმასაც ვერავინ ვერ ამოიღებს.

რაღა თქმა უნდა, ამ ყველაფრით, პირველ რიგში, რიგითი მოქალაქეები ზარალდებიან. როგორი საქმეა, ქართულ-რუსული დიალოგის შემდეგ რომ გაირკვეს, რომ მოლაპარაკებებით იმ პრობლემების მოგვარება შეიძლებოდა, რომლებსაც საქართველოს მოსახლეობა უპირველესად მიიჩნევს? ან ისე რომ მოხდეს, რომ რუსულმა მხარემ საქართველოს “მაპზე უკეთესი” შესთავაზოს? ეს დასავლეთის კრახი იქნება და სწორედ ამ კრახის ეშინიათ დასავლეთში. ისე ჩანს, ევროპელმა და ამერიკელმა ლიდერებმა ზუსტად იციან, რა შეიძლება თქვას რუსულმა მხარემ და ამიტომ არ სურთ მოლაპარაკებებზე საქართველოს გაშვება შუამავლების – ე.ი. მეთვალყურე-ზედამხედველების გარეშე.

რეალობაა, რომ რუსეთმა უკვე მერამდენედ გადმოდგა პირველი ნაბიჯი და უკვე მერამდენედ ვთქვით უარი დიალოგზე. უარი ჩვენით არ გვითქვამს, მაგრამ ფაქტია: მოლაპარაკებები უხლოეს მომავალში არ გაიმართება და, სანამ ამერიკის ელჩი პარლამენტის თავმჯდომარეს დასჯილ მოსწავლესავით დააყენებს ხოლმე კუთხეში და მისაღებ კანონს მაგიდაზე მუშტის ბრახუნით დაუდებს, არაფერი არ გვეშველება. ეს ის დასავლეთია, ევროპარლამენტიდან რომ გვითვლის: პანდემია და ვირუსი კი არა, დროზე შეცვალეთ კონსტიტუცია და არ გვაინტერესებს, რამდენი ადამიანი დაავადდებაო! ჰოდა, პარლამენტიც ამ თვის ბოლოს აუცილებლად განაახლებს სესიებს და დასავლელი ელჩების მიერ ჩამოწერილ საკონსტიტუციო ცვლილებებსაც დააჩაქუჩებს. ჰო, მანამდე უგულავა, ოქრუაშვილი და რურუა პოლიტპატიმრებად უნდა შემოგვასაღონ, ოღონდ ეს ყველაფერი მერე იქნება, მერე.

ბესო ბარბაქაძე

P.S. ჩემს ბავშვობაში იყო ასეთი ანეკდოტი: მამა ეძახის ეზოში მყოფ შვილს, დროზე ამოდიო. _ მშია?! _ იკითხა ბავშვმა. _ არა, ტუალეტში უნდა შეხვიდე, _ უპასუხა მამამ და

ქართულდასავლურ ურთიერთობას მაგონებს ეს ანეკდოტი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here