Home ახალი ამბები საქართველო რას ნიშნავდა ტუსკის მოწოდება კოსმოპოლიტიზმისკენ

რას ნიშნავდა ტუსკის მოწოდება კოსმოპოლიტიზმისკენ

1277
დონალდ ტუსკი

ამა წლის 11-12 ივლისს ბათუმში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზესაქართველოს ევროპული გზასიტყვით გამოვიდა ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, პოლონელი დონალდ ტუსკი, რომელმაც ქართულად წაიკითხა ციტატა ვაჟაფშაველას წერილიდანკოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი”:

მინდა, გავიხსენო ვაჟაფშაველა, ერთერთი დიდი კლასიკოსი და მისი სიტყვები პატრიოტებსა და კოსმოპოლიტებზე:

ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი პატრიოტია”, _ ამბობდა ვაჟა. ზოგი ადამიანი ამბობს, რომ ჭეშმარიტი პატრიოტიზმი გამორიცხავს კოსმოპოლიტიზმს. ეს ასე არ არის. ჭეშმარიტი პატრიოტი არის კოსმოპოლიტი და ყველა ნამდვილი და ჭეშმარიტი კოსმოპოლიტი არის ჭეშმარიტი პატრიოტი. ყველა კოსმოპოლიტი ემსახურება თავის ქვეყანას და ცდილობს, რომ უფრო განავითაროს ის. ეს გამოთქმა უკვე 100 წელზე მეტი ხნისაა და ეს თავისთავად მოწმობს გლობალიზაციას. ასი წლის წინათ ბრძანა ეს ბატონმა ვაჟამ და ეს გლობალიზაცია გულისხმობდა ადამიანებისა და ქვეყნების დაახლოებას”, _ განაცხადა დონალდ ტუსკმა და ქართველებს მოგვიწოდა, კოსმოპოლიტები იყავითო.

კოსმოპოლიტიზმი, თანამედროვე გაგებით, _ ეს არის მსოფლიოს მოქალაქეობის იდეოლოგია, რომელიც უარყოფს ეროვნულ თვითმყოფადობასა და ეროვნულ სუვერენიტეტს; ქადაგებს სამშობლოსადმი, ეროვნული კულტურისადმი გულგრილობას და წინა პლანზე აყენებს “მსოფლიოს სახელმწიფოს”, “მსოფლიოს მოქალაქეობის” იდეას.

კარგი იქნებოდა, ბატონ ტუსკს ზემოხსენებული წერილის _ “კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმის” _ ბოლო, დასკვნითი ნაწილიც წაეკითხა, რომელშიც გენიალური ვაჟა-ფშაველა წერს: “ვერ წარმომიდგენია ადამიანი სრული ჭკუისა, საღად გრძნობის პატრონი, რომ ერთი რომელიმე ერი სხვებზე მეტად არ უყვარდეს, ან ერთი რომელიმე კუთხე, რატომ? _ იმიტომ: ერთი და იგივე ადამიანი ათასს ადგილას ხომ არ იბადება, არამედ ერთ ადგილას უნდა დაიბადოს, ერთს ოჯახში, ერთი დედა უნდა ჰყავდეს! თუ ვინმე იტყვის ამას, ყველა ერები ერთნაირად მიყვარსო, სტყუის, თვალთმაქცობს: ან ჭკუა ნაკლებია, არ რომელიმე პარტიის პროგრამით არის ხელფეხშებოჭილი…

ამიტომ კოსმოპოლიტიზმი ასე უნდა გვესმოდეს: გიყვარდეს შენი ერი, შენი ქვეყანა, იღვაწე მათ საკეთილდღეოდ, ნუ გძულს სხვა ერები და ნუ გშურს იმათთვის ბედნიერება, ნუ შეუშლი მათ მისწრაფებას ხელს და ეცადე, რომ შენი სამშობლო არავინ დაჩაგროს და გაუთანასწორდეს მოწინავე ერებს. ვინც უარყოფს თავის ეროვნებას, თავის ქვეყანას იმ ფიქრით, ვითომ კოსმოპოლიტი ვარო, ის არის მახინჯი გრძნობის პატრონი, იგი თავისივე შეუმჩნევლად დიდი მტერია კაცობრიობისა, რომელსაც ვითომ ერთგულებასა და სიყვარულს უცხადებს. ღმერთმა დაგვიფაროს, ისე გავიგოთ კოსმოპოლიტიზმი, ვითომ ყველამ თავის ეროვნებაზე ხელი აიღოსო. მაშინ მთელმა კაცობრიობამ უნდა უარყოს თავისი თავი. ყველა ერი თავისუფლებას ეძებს, რათა თავად იყოს თავისთავის პატრონი, თვითონ მოუაროს თავს, საკუთარის ძალ-ღონით განვითარდეს. ცალ-ცალკე ეროვნებათა განვითარება აუცილებელი პირობაა მთელი კაცობრიობის განვითარების”.

მართლაც, ამაზე კარგად ვერ იტყვი!

ერთი რამ აღსანიშნავია: ტუსკი და, საერთოდ, დასავლელი “სტრატეგიული მეგობრები” კოსმოპოლიტიზმში სწორედ ეროვნული ტრადიციებისა და ფასეულობების დავიწყებას ან სხვა ქვეყნის ფასეულობებში ათქვეფას, ანუ სამშობლოს, ეროვნული სახელმწიფოს უარყოფას გულისხმობენ.

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here