Home ახალი ამბები საქართველო რას ვყიდულობთ რუსეთისგან _ ტოპ-5 პროდუქტი

რას ვყიდულობთ რუსეთისგან _ ტოპ-5 პროდუქტი

960
რას ვყიდულობთ რუსეთისგან _ ტოპ-5 პროდუქტი

2019 წლის იანვაროქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 366.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0,5 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 3 035.7 მლნ აშშ დოლარს (10,4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 7 331.2 მლნ აშშ დოლარს (3,1 პროცენტით ნაკლები) შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 65,6 პროცენტი შეადგინა. იმპორტის თვალსაზრისით, ქვეყნების ათეულში მე-2 ადგილს რუსეთი იკავებს, საიდანაც იმპორტმა 774.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ჩამონათვალი ტოპ 5 პროდუქტისა, რომლებიც რუსეთიდან შემოგვაქვს

* ნავთობი და ნავთობპროდუქტები _ 165 850 800 აშშ დოლარი;

* ხორბალი და მესლინი _ 70 650 400 აშშ დოლარი;

* ქვანახშირის კოქსი და ნახევარკოქსი _ 28 461 700 აშშ დოლარი;

* ნავთობის აირები _ 25 543 200 აშშ დოლარი;

* მზესუმზირის ზეთი _ 25 350 900 აშშ დოლარი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here