Home რუბრიკები პოლიტიკა რას ებრძვიან მეუფე ყანდურები და მათი ოკეანისგაღმელი პატრონები

რას ებრძვიან მეუფე ყანდურები და მათი ოკეანისგაღმელი პატრონები

4735
მეუფეები

ჯერ კიდევ 2015 წლის 21 ოქტომბერს თქვენმა მონამორჩილმასაქართველო და მსოფლიოშიგამოვაქვეყნე სტატია სათაურითგადამწყვეტი შეტევა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე”, ანუ იმაზე, რაც დღესაც გრძელდება და, თუ ეკლესიაში და მის გარშემო ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს (ციანიდის საქმე და ..) გავიხსენებთ, დავინახავთ რომ, ეს ბრძოლა არცთუ წარუმატებელია _ მეუფე ყანდურებმა ლამის უწმინდური ლიბერასტული დროშა ააფრიალონ წმინდა სამების დიდებულ ტაძარზე.

აქვე იმასაც შევახსენებ მკითხველს (ხუმრობით, წინასწარმეტყველების ნიჭს დავიბრალებ), რომ 2017 წლის 31 იანვარს ამავე გაზეთში გამოვაქვეყნე სტატია სათაურით: “როგორც აფთრები, ისე ელოდებიან მეუფე ყანდურები სიკვდილს პატრიარქისა”, რომელშიც სავარაუდო აფთრებად და, შესაბამისად, მეუფის ტახტის მაძიებლებად ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე; ქუთაისგაენათის ეპარქიის მიტროპოლიტი კალისტრატე და ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი დავასახელე. ჰოდა, ხსენებულ სტატიაში გამოთქმული ბრალდების დასტურად, 2017 წლის 10 თებერვალს ციანიდის სკანდალმა დაიქუხა

ამ ისტორიული ექსკურსის ბოლოს აღვნიშნავ მეუფე ილარიონის (რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პრაქტიკულად რიგით მეორე იერარქი პატრიარქ კირილის შემდეგ) ხანმოკლე ვიზიტს საქართველოში და ჩვენს პატრიარქთან აუდიენციას, რომლის დროსაც იმაზე ნამდვილად არ იქნებოდა თეოლოგიური დავა-კამათი, რამდენი ანგელოზი დაეტევა ნემსის წვერზე… როგორც კულუარებიდან გამოჟონა ინფორმაციამ, რუსეთისა და საქართველოს ეკლესიების ურთიერთობაში კათოლიკოს-პატრიარქის ნდობით აღჭურვილ იერარქად მეუფე შიო დასახელდა.

იმ პირობებში, როდესაც რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილია, ორ სახელმწიფოს შორის ერთადერთი ინსტიტუციური (თუ ასე თქმა შეიძლება) კავშირი რუსეთისა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ევქარისტული კავშირია, რომელიც, მართალია, სუსტი, მაგრამ მაინც ერთადერთი იმედია, რომ ორ მართლმადიდებელ ერს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობა, როცა იქნება, აღდგება.

სწორედ ამ “როცა იქნებას” ებრძვიან შინაური მეუფე ყანდურები და მათი ოკეანისგაღმელი პატრონები.

საპატრიარქოს 14 მარტის საგანგებო განცხადება დროსა და სივრცეში დაემთხვა მეუფე გრიგოლის პაემანს უკვე გასამართლებულ და მსჯავრდადებულ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან. ამ შეხვედრის შემდეგ მეუფე გრიგოლმა საჯაროდ განაცხადა: დეკანოზი გიორგი უდანაშაულოაო, რაც პატრიარქის ირიბად დადანაშაულებას ნიშნავს. რაც შეეხება მისი განცხადების ტექსტს, რბილად რომ ვთქვათ, ბევრი უცნაურობა თუ შეუთავსებლობა იკითხება.

ამასთანავე, გაუგებარია საპატრიარქოს პოზიციაც, რომელიც, ერთი მხრივ, ეკლესიის, პირადად პატრიარქის დისკრედიტაციის ახალი ტალღის აგორებაზე საუბრობს (ტალღისა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ამერიკიდან დაფინანსებულ-მართულმა რესპუბლიკელებმა ააგორეს), რომელშიც სასულიერო პირებიც შეიძლება იქნენ გამოყენებულნი; მეორე მხრივ, ამ სასულიერო პირების შთაბეჭდილებებზე, რომელიც მათ კაპიტოლიუმის ბორცვზე ყოფნისას მიიღეს…

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები _ აი, არათუ გასული კვირის, არამედ შეიძლება მთელი წლის მთავარი თემა, რომელმაც, ყოველივე ზემოთქმული კი არა, ყველა და ყველაფერი გადაფარა. თუმცა ჩვენ ეს მოვლენა, უწინარესად, საქართველოს კონტექსტში გვაინტერესებს. იმ ფონზე, რომ გადამწყვეტი ბრძოლა მიმდინარეობს არა მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, არამედ, საზოგადოდ, მართლმადიდებლობის, როგორც მსოფლიოს ლიბერასტიზაციის გზაზე მთავარი დაბრკოლების, წინააღმდეგ. ეს რომ ასეა, მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები მოწმობს. ერთგვარი ბრძოლა წესების გარეშე, რომლის სახელია ყველა ერთის წინააღმდეგ, ანუ რუსეთის…

ეს ცივი, საინფორმაციო, სპორტული, დიპლომატიური და ა.შ. ომი 2007 წელს მიუნხენში ვლადიმერ პუტინის გამოსვლის შემდეგ დაიწყო და დღემდე გრძელდება დასავლეთთან; ცხელი კი _ კონკრეტულად, აშშ-თან სირიასა თუ უკრაინაში.

რუსეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირებას შეიძლება ცივილიზაციათა, კულტურათა, რელიგიათა შორის ომიც ვუწოდოთ; ბრძოლა, რომლის ბოლო რაუნდი რუსეთმა მოიგო, როცა ტრიუმფით გაიმარჯვა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინმა.

გამარჯვებაც არის და გამარჯვებაც…

ვლადიმერ პუტინის გამარჯვების კანონიერებაში ეჭვი არ ეპარებათ რუსეთის დაუძინებელ მტრებსაც კი, რომლებიც უსასოო კბილთა ღრჭენით აღიარებენ არჩევნების შედეგებს, რომელმაც შოკში ჩააგდო ლიბერასტული დასავლეთი.

თავად განსაჯეთ:

ვლადიმერ პუტინი _ 77%, რაც 56 მილიონი ხმაა; კომუნისტი პავლე გრუდინინი _ 12%; ჟირინოვსკი _ 6%; ლიბერალები: ქსენია სობჩაკი და გრიგორი იავლინსკი, შესაბამისად, _ 1,68% და 1,05%. დანარჩენ სამ კანდიდატს, რომ იტყვიან, პულსი არ ესინჯება, ერთი პროცენტიც ვერ აიღეს.

ლიბერალებს შორის ქსენია სობჩაკის წარმატებაზე, ჩემი აზრით, სწორი დიაგნოზი დასვა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ: პორნოვარსკვლავმა ქსენიამ წინასაარჩევნო კამპანიაში ერთი და იმავე სქესის მქონე პირების ქორწინების დაკანონებაზე გააკეთა აქცენტი, რაც ავტომატურად ნიშნავს 2%-ს, მაგრამ მე პედერასტების ხმები არ მჭირდებაო…

პუტინის შემდეგი ორი კანდიდატიც, გრუდინინი და ჟირინოვსკი, ე.წ. პატრიოტ-დერჟავნიკები, ანუ საგარეო პოლიტიკაში გამარჯვებული ვლადიმერ პუტინის თანამოაზრენი არიან, რაც მარტივი არითმეტიკის ენაზე იმას ნიშნავს, რომ რუსეთის “პატრიოტ-დერჟავნიკები” ამომრჩეველთა (დიდი ალბათობით, სრულიად რუსეთის მოსახლეობა) 95%-ია, ხოლო ლიბერალებს მხარს უჭერს ამომრჩეველთა სამარცხვინო რაოდენობა _ დაახლოებით 5%.

აღსანიშნავია ისიც, რომ, ვლადიმერ პუტინის პირადი რეკორდის (ხმების 77%) გარდა, კიდევ ერთი რეკორდი დამყარდა _ არჩევნებში ამომრჩეველთა 68% მივიდა, და როგორც ერთი, ისე მეორე მაჩვენებელი გაუგონარი “ველურობაა” ლიბერასტული დასავლეთისთვის.

ყოველივე ზემოთქმული კი, არითმეტიკულიც და ემოციურიც, ადამიანურ ენაზე იმას ნიშნავს, რომ ნეოლიბერალურმა იდეოლოგიამ სრული ფიასკო განიცადა რუსეთში. შედეგად, დედამიწის 1/8-ზე, სულ ცოტა, 6 წელიწადს ვერ გაჯეჯილდებიან ლგბტ-ები. ეს კი შეიძლება გადამდები აღმოჩნდეს ლიბერალური ევროპისთვის. ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ ბოლო არჩევნებში ხელისუფლების სათავეში კონსერვატორ-ტრადიციონალები უმრავლესობით ვერ მოვიდნენ, მაგრამ პოზიციები ჯერჯერობით ყველგან საგრძნობლად გაიუმჯობესეს და გამორიცხული არ არის, ეს “ჯერჯერობით” მალე დასრულდეს.

დასავლეთი (წაიკითხე, აშშ) უსასოო, უილაჯო მრისხანებით უცქერის მისთვის მწარე რეალობას, რომ რუსულ დათვს, რომელიც, სულ რაღაც, ოცი წლის წინათ მოკლული ეგონათ (ამის გამო დაუსჯელად დათარეშობდნენ მსოფლიოში), სინამდვილეში ეძინა და ტაიგის მბრძანებელმა სწორედ მაშინ დაიღრიალა, როდესაც იანკებმა მისი ტყავის გაყოფა დააპირეს. მას შემდეგ ვერაფერი მოუხერხეს ამბიციებს რუსეთისა, რომელიც ტრიუმფით დაბრუნდა მსოფლიოს გეოპოლიტიკაში.

ეკონომიკურმა სანქციებმა ვერ იმუშავა. უფრო სწორად, იმუშავა, ოღონდ პირიქით _ სანქციების დამწესებელთა გათვლების საწინააღმდეგოდ. რუსი ერი არათუ აუჯანყდა ხელისუფლებას, არამედ, საგარეო საფრთხეების ფონზე, უფრო შეიკრა და გაერთიანდა თავისი პრეზიდენტის გარშემო, რომელსაც გასულ საპრეზიდენტო არჩევნებზე უზარმაზარი ლეგიტიმაცია მიანიჭა.

ერთადერთი, რაც სჭირდება რუსეთს, როგორც ხელახლა არჩეულმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ეკონომიკური ნახტომია, რომლის გაკეთებაც უმდიდრესი ბუნებრივი რესურსების მქონე რუსეთს, თუ მოინდომებს, არ გაუჭირდება.

დავით მხეიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here